Category: სლაიდერი

  • შუშანა მაცაბერიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

    დროას” წევრ შუშანა მაცაბერიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.  მაცაბერიძე აცხადებს, რომ  დაკავების შემდეგ პოლიციის მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი.

    “ჩემი აზრით, როდესაც პოლიციელი ძალადობს მოქალაქეებზე და იჭერს სრულიად უკანონოდ, იჭერს იმის გამო, რისი უფლებაც აქვს მოქალაქეს, რომ განახორციელოს, როდესაც პოლიციელი მოქალაქის უფლებას კი არ იცავს, პირიქით, ფეხქვეშ თელავს, ეს ფაქტი ჩემთვის არის ნაბი*ვრობა. სწორედ ამიტომ, როდესაც [ირაკლი] დგებუაძე [აჭარის პოლიციის უფროსი] აქციაზე დავინახე, დავუძახე და ვუთხარი, რომ ის არის ნაბი*ვარი. და ამას ყოველთვის გავაკეთებ, ყველგან, როდესაც ამის საშუალება მომეცემა”. – თქვა მაცაბერიძემ სასამართლო პროცესზე.

    შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს, რეჟიმის სამართალდამცავებმა ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 8 ადამიანი ადმინისტრაციული წესის 166-ე 173-ე მუხლებით დააკავეს.

  • “პრესის თავისუფლება დემოკრატიის ხერხემალია, მედიის წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ დევნის სამიზნეები” -საფრანგეთის ელჩი

    “პრესის თავისუფლება არის დემოკრატიის ხერხემალი საქართველოში და ყველგან. მედიის წარმომადგენლები უნდა იყვნენ დაცულები და არ უნდა იყვნენ დევნის სამიზნეები”

    საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი საქართველოს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებს X-ზე ეხმაურება.

  • თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს! – დამოუკიდებელი მედია გაიფიცა

    თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს! – დამოუკიდებელი მედია გაიფიცა, გათიშულია სატელევიზიო ეთერები.

    დღეს, 14 იანვარს, ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორს, მზია ამაღლობელს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.სასამართლო პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, ხოლო დაცვის მხარე მის მიმართ 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

    პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

     

  • ციხეში გაუშვეს ექიმი, რომელიც ავადმყოფ დედას უვლიდა. დედა გარდაიცვალა – ბორის ჩელე ყურუა

    რეჟიმის მიერ დაკავებულ, ექიმ გიორგი ახობაძეს დედა გარდაეცვალა – ინფორამციას ამის შესახებ, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი, ბორის ჩელე ყურუა ავრცელებს.

    „ნარკოტიკი ჩაუდეს და ციხეში გაუშვეს ექიმი, რომელიც ავადმყოფ დედას უვლიდა
    დედა გარდაიცვალა, შვილი ციხეშია, ისიც არ ვიცით დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცემენ თუ არა
    ამ საქმის დამკვეთები და შემსრულებლები მშვიდად დასეირნობენ, კაცობაზე, ადამიანობაზე და ქართველობაზე გველაპარაკებიან
    თითქოს არსფერი ისეთი არ უქნიათ, ვერც იაზრებენ ალბათ რამხელა ტკივილი მიაყენეს ხალხს
    საბოლოოდ George Akhobadze-ის უდანაშაულობა დამტკიცდება და ეს ღორისშვილები ციხეში ამოლპებიან“, – წერს ყურუა.

    გიორგი ახობაძე ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ილაპარაკა და თქვა, რომ აქვს მისი მოვლისა და მასზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა, რადგან დედამისს გადატანილი აქვს ინსულტი, წართმეული აქვს მეტყველება და არის მწოლიარე მდგომარეობაში.

    შეგახსენებთ, გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში… მზია ამაღლობელი რეციდივისტია? მოწმეებს ემუქრება? სადმე გარბოდა? – მეზვრიშვილი

    “მზია ამაღლობელის საქმეზე
    კანონში წერია, რომ დანაშაულია პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.  რასაც „ოცნების“ პროპაგანდა გადმოსცემს და რასაც მზია ამაღლობელს ედავებიან, არ არის ეს და არ არის ამიტომ:

    დაუკვირდით სიტყვებს „პოლიციელი“, „თავდასხმა“, „სამსახურებრივი საქმიანობა“. პოლიციელია ის, ვინც კანონს ასრულებს, საზოგადოებრივ წესრიგს იცავს, დანაშაულს და სხვა სამართალდარღვევას აღკვეთს. ეს საქმიანობაა პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობა. ორი დღეა ბათუმის მოვლენებს უყურებთ. რომელი ნახეთ აქედან?

    28 ნოემბრიდან დღემდე არც ერთი ზემოაღნიშნულ მიზნით პოლიცია არ მოქმედებს. მეტიც, პოლიციას საერთოდ არ აქვს რაიმე მიზანი. მიზანი აქვს ივანიშვილს – ადამიანების დასჯა განსხვავებული აზრის გამო და ამ მიზნის მიღწევაში პოლიცია ინსტრუმენტია. თითქმის ორი თვეა სადამსჯელო ოპერაცია მიდის საქართველოს სხვადასხვა ქალაქში – ადამიანებს უმიზეზოდ, უკანონოდ აკავებენ და სამაგალითოდ სცემენ. შემდეგ ივანიშვილის სხვა ინსტრუმენტები – პროკურატურა და სასამართლო ამ ხალხს უკანონოდ აპატიმრებს.

    იგივე ხდება ორი დღეა ბათუმში – კანონის ჩარჩოდან გასული, პოლიციის ფორმიანები (და არა პოლიციელები ზემოაღნიშნული გაგებით) უმიზეზოდ და უკანონოდ აკავებენ ადამიანებს, უზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას. შემდეგ სასამართლო დემონსტრაციულად აპატიმრებს.

    ამით იმის თქმა მსურს, რომ ქვეყანაში არც სამართალია, არც წესრიგია, არც კანონია. ივანიშვილი ყოველდღე ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ ინსტიტუტი თავად არის, დანარჩენი ყველაფერი მისი მომსახურე პერსონალია. დაუკვირდით რა უქნა სასამართლოს, რას უშვება პოლიციას, რას უშვება საჯარო სამსახურს. ადამიანებს ბოლომდე დააკარგვინა სამართალდამცავების და მართლმსაჯულების რწმენა. პოლიციელები ხალხს ცემენ, აგინებენ, სპეცრაზმი არაფხიზელ მდგომარეობაში დადის, სამართალდამცავები „ბლატაობენ“, „კაჩაობენ“, მოსამართლეები ქეიფისთვის სახეს კარგავენ.
    და ამ რეალობაში, სადაც კანონი და სამართალი არავისთვისაა, „კანონი და სამართალი“ მხოლოდ მზია ამაღლობელისთვის უნდა იყოს? ან ეს რანაირი კანონი და სამართალია. და ვინც თვლით რომ არის, სად არის იგივე კანონი და სამართალი ნიღბიანი ზონდერების მიმართ, მოძალადე პოლიციელების მიმართ, ივანიშვილის მიმართ? რატომ ვერ პოულობენ ამ კანონს და სამართალს უკანონო პატიმრების მშობლები?

    რაც შეეხება „თავდასხმას“ – სულ რომ დავაიგნოროთ ის რაც ზემოთ დავწერე და მხოლოდ „იმედის“ მიერ გავრცელებულ კადრებს დავეყრდნოთ, ეს არ არის თავდასხმა – ეს იცის პროკურორმაც და მოსამართლემაც. თუ რამეა, ეს არის სახეში ხელის გარტყმა და ისიც, თუ მოქალაქე დგებუაძეს ეტკინა. აუცილებლად ჰკითხეთ თუ ეტკინა და რას ფიქრობს – ნიღბიანი ზონდერების მიერ ნაცემ-ნაწამებ მოქალაქეებს თუ ეტკინათ?

    მოქალაქისთვის სახეში ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში. გარდა ამისა, მზია ამაღლობელი რეციდივისტია? მოწმეებს ემუქრება? მტკიცებულებებს ანადგურებს? სადმე გარბოდა?

    სინამდვილეში ასეთი საქმეები წყდება. მითუმეტეს, წყდება, როცა ყველაფერი ის უძღვის წინ, რაც ზემოთ დავწერე.

    ამიტომ არის მზია ამაღლობელი რეჟიმის უკანონო პატიმარი და ამიტომ უნდა გათავისუფლდეს სხვა პატიმრებთან ერთად.

    ძვირფასო პოლიციელებო, ქვეყნის ტრაგედიაა ის, რაც თქვენი, პროკურორების, მოსამართლეების მიმართ ხდება და მე ეს ძალიან მტკივა. ვისაც სახელმწიფო და წესრიგი ესმის, შეუძლებელია არ აღშფოთდეს. მაგრამ მზია ამაღლობელის „სამაგალითო დასჯით“ თქვენი რეპუტაცია ვერ აღდგება, თქვენდამი ნდობა ვერ დაბრუნდება. ეს რეპუტაცია დაგინგრიათ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა და აღდგება მხოლოდ რეჟიმის გასტუმრებით. დიდი შრომა გველის წინ, მაგრამ ერთხელ ეს გაგვიკეთებია და მეორედ კიდევ უკეთესად და ისე გამოვა, რომ ვერც ერთმა ივანიშვილობის მსურველმა ვეღარ დაანგრიოს მომავალში.
    თავისუფლება რეჟიმის უკანონო პატიმრებს!
    ახალი არჩევნები!

    წერს სოციალურ ქსელში „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით. 

  • “რეჟიმი უნდა დაინგრეს! არც დასუსტდეს, არც შერბილდეს, არც რამე დათმოს – უნდა დაინგრეს!” – გვარამია

    “რეჟიმი უნდა დაინგრეს! არც დასუსტდეს, არც შერბილდეს, არც რამე დათმოს – უნდა დაინგრეს!” – გვარამია

    “მზია ამაღლობელი იმიტომაც დააკავეს, რომ პატიმრობაში გაეშვათ. სიმბოლოების დატყვევება რეჟიმების აგრესიულობის პიკებზე გამონაკლისი კი არა, ყველაზე კანონზომიერი წესია.
    რეჟიმი უნდა დაინგრეს! არც დასუსტდეს, არც შერბილდეს, არც რამე დათმოს – უნდა დაინგრეს!”

    წერს ამის შესახებ, ნიკა გვარამია “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებაზე. 

  • ნეტგაზეთისა და ბათუმელების დირექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

    ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

    “მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე”. – თქვა მოსამართლემ.

    სასამართლო პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, ხოლო დაცვის მხარე მის მიმართ 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

    პარალელურად, ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. იმის მიუხედავად, რომ ამაღლობელის კოლეგებს, ჟურნალისტებს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ ჰქონდათ, მათთვის მოსამართლე სახელაშვილის გადაწყვეტილების მოსმენა მაინც მძიმე აღმოჩნდა. მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მორიგი ტერორი თავისუფალ მედიაზე და მოქალაქეებზე.

    პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.

    ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • პუტინმა ომი დაიწყო საქართველოში, უკრაინაში – რა იქნება შემდეგი სამიზნე? – რუტე

    ჩვენ ყველას გვინდა, მშვიდობა გაგრძელდეს. არ ვიცი როგორ ან როდის დასრულდება ომი. მაგრამ ვიცი, მშვიდობა არ გაგრძელდება, თუ პუტინი თავისას მიაღწევს უკრაინაში, რადგან იგი წინსვლას გააგრძელებს. ის წარსულში ომის დაწყებით იმუქრებოდა და დაიწყო კიდეც ომები: საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 და 2022 წლებში. რა იქნება შემდეგი სამიზნე? მშვიდობა ვერ გაგრძელდება, თუ ომი შეთანხმდებით დასრულდება.

    განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ევროპარლამენტში.

  • ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე, “დროას” წევრი მარიამ სიჭინავა დააკავეს

    ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე, “დროას” წევრი მარიამ სიჭინავა დააკავეს.

    საპროტესტო აქციას,  “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია და მარიამ სიჭინავა ერთად, პიროტექნიკით შეუერთდნენ, სამართალდამცავებმა მათ პიროტექნიკის გადაცემა  ან ტერიტორიიდან გატანა მოსთხოვეს თუმცა სიჭნავამ და ხოშტარიამ განუცხადეს, რომ ისინი არ ემორჩილებიან არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს

    პოლიციელებმა მათ პიროტექნიკა ძალის გამოყენებით წაართვეს, რის შემდეგაც მარიამ სიჭინავამ ფეიერვერკი მაინც გაუშვა და სწორედ ამ დროს ის სამართალდამცავებმა დააკავეს.

    ბოლო რამდენიმე დღეში მარიამ სიჭინავა პოლიციამ ექვსჯერ დააჯარიმა პიროტექნიკის გამოყენებისა და თავსაბურავის, ე.წ ბალაკავას ტარების გამო.

    დაპირისპირების დროს, შეუძლოდ გახდა აქციის მონაწილე მანანა მიქავა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

     

  • ”დააკავეს მაშინ, როდესაც იღებდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების დაკავებას”- ბათუმელები/ნეტგაზეთი ოპერატორ გურამ მურვანიძის დაკავებაზე

    ”დააკავეს მაშინ, როდესაც იღებდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების დაკავებას” – ბათუმელების ოპერატორის გურამ მურვანიძის უკანონო დაკავებისა და მისი ჟურნალისტური საქმიანობის აშკარა ხელშეშლის შესახებ ბათუმელები/ნეტგაზეთი განცხადებას ავრცელებს.

    12 იანვარს, დაახლოებით 21:20 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, დააკავეს გურამ მურვანიძე. იგი გადაიყვანეს ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში და ადვოკატთან შეხვედრის უფლება მხოლოდ 13 იანვარს, დაახლოებით დილის 6 საათზე მისცეს.

    მისი ადვოკატის, მირზა მამულაძის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით.

    გურამ მურვანიძის მონათხრობი მიუთითებს მის ჟურნალისტურ საქმიანობაში აშკარა, მიზანმიმართულ ჩარევაზე. მან ადვოკატს აცნობა, რომ დააკავეს მაშინ, როდესაც იღებდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების დაკავებას.

    გურამმა ადვოკატს უთხრა, რომ როდესაც აქციაზე შეხლა-შემოხლა შენიშნა, მობილური ტელეფონით დაიწყო დაკავებების გადაღება. ამ მომენტში მან გაიგონა, როგორ იკითხა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ: “ვინ იღებს?” გურამმა თავი “ბათუმელების” წარმომადგენლად წარადგინა. ადვოკატის თქმით, გურამის ინფორმაციით, ამას მოჰყვა ბათუმის პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა და გამოცემის მიმართ გინება, რის შემდეგაც  თანამშრომლებს გურამის ტელეფონის წართმევა უბრძანა.

    აშკარაა, რომ პოლიციამ და ბათუმის პოლიციის უფროსმა კარგად იცოდნენ გურამ მურვანიძის ვინაობა, რომ ის “ბათუმელების” თანამშრომელი იყო. მიუხედავად ამისა, ბათუმის პოლიციის უფროსმა მოგვიანებით, “TV პირველთან” დაკავებულთა რაოდენობის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ოპერატორის ვინაობა არ იცოდა.

    გურამის თქმით, პოლიციელებმა სცადეს მისი ტელეფონის წართმევა. მან რამდენიმეწამიანი წინააღმდეგობა გაწია სანამ მოწყობილობის დაბლოკვას ცდილობდა, მაგრამ ტელეფონი საბოლოოდ წაართვეს; დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამას ადასტურებს მისი დაკავების ვიდეოჩანაწერიც.

    დაკავების შემდეგ, გურამის განცხადებით, მას სთხოვდნენ ტელეფონის პაროლს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, აგინებდნენ.

    ადვოკატის შეფასებით, ეს ქმედებები წარმოადგენს მიზანმიმართულ მცდელობას, ხელი შეუშალონ მის ჟურნალისტურ საქმიანობას და მიზანმიმართულ თავდასხმას გამოცემა “ბათუმელებზე”. გურამის მონათხრობი ხაზს უსვამს, რომ პოლიციის აგრესია გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მან თავი წარადგინა “ბათუმელების” თანამშრომლად.

    მოვუწოდებთ ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარეს, რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტური თავისუფლების ამ მიუღებელ დარღვევებზე, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – უზრუნველყონ პასუხისმგებელ პირთა ანგარიშვალდებულება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.