Category: სლაიდერი

  • ”ოცნებამ” ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი კომისია შექმნა

    ქართულმა ოცნებამ “2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი” დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.

    ივანიშვილის პარლამენტმა კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტს მხარი 83 ხმით დაუჭირა.

    აღნიშნული კომისიის შექმნა ქართულმა ოცნებამ 2025 წლის 9 იანვარს დააანონსა. მამუკა მდინარაძის თქმით, საგამოძიებო კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც განიხილავენ და დაამტკიცებენ სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის.

    თუ საგამოძიებო კომისია რეგლამენტით გათვალისწინებულ 3 თვეში ვერ მოასწრებს თავის საქმიანობას, ამავე რეგლამენტის გათვალისწინებით, მისი ვადა გაგრძელდება, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.

  • ითხოვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყოს წინა პლაზე და დაუყოვნებლივ დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში – მზია ამაღლობელის ადვოკატი

    “შევხვდი ექიმებს, აღნიშნული საავადმყოფოს წარმომადგენლებს და როგორც მითხრეს, რაღაც განსაკუთრებული პრობლემები ჯერჯერობით ანალიზებში არ არის. გადმომეცა დოკუმენტაცია და გადავამოწმებთ სხვა ექიმებთანაც. ასევე, დღეს უნდა ჩაუტარდეს სხვადასხვა კვლევები და უფრო მეტი ინფორმაცია შემდგომში გვექნება.

    გამხდარი არის, 25-ე დღეა ადამიანი შიმშილობს, მხოლოდ წყალზეა, წონის კლება აქვს, არის შენელებული, შესუსტებული, მაგრამ თვითონაც ყოველთვის იმას ითხოვს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყოს წინა პლანზე და ამაზე არავინ ილაპარაკოს. თვითონ მოითხოვა, რომ დაუყოვნებლივ დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში, დარჩენა აქ არ უნდა. მაგრამ, როგორც ბატონმა ზურაბმა მომაწოდა ინფორმაცია, დღეს კიდევ განმეორებითი კვლევები უნდა ჩატარდეს და შემდგომში გადაწყვეტენ როდის გადაიყვანენ”

    აცხადებს მზია ამაღლობელის ადვოკატი, ჯუბა ქათამაძე.

  • მზია ამაღლობელი მისი სოლიდარობისთვის მოშიმშილეებს სთხოვს, შეწყვიტონ შიმშილობა – ადვოკატი

    ”მზია ამაღლობელი მისი სოლიდარობისთვის მოშიმშილეებს სთხოვს, შეწყვიტონ შიმშილობა”- განაცხადა ამის შესახებ ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ  რომელმაც “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ხელმძღვანელი, კლინიკა ვივა მედში მოინახულა. მზია ამაღლობელი უკვე 25-ე დღეა შიმშილობს,

    “მოვინახულე დღეს ქალბატონი მზია. მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ სტაბილურია. 25-ე დღეა შიმშილობის. რა თქმა უნდა, შესუსტებულია გარკვეულწილად, აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა თავს მხნედ გრძნობს და აცხადებს ისევ, რომ აგრძელებს ბრძოლას იმით, რითაც შეუძლია და შეიძლება ითქვას, რომ ასე ხილულად, რაც მე შემიძლია შევაფასო, რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს. ისევ აცხადებს, რომ შიმშილობს არა მარტო თავისი თავისთვის, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის. ასევე, ერთი თხოვნა რაც გადმომცა არის ის, რომ მისი სოლიდარობისთვის ვინც შიმშილობს, ყველა ადამიანმა შეწყვიტოს შიმშილობა”, – თქვა ადვოკატმა. 

  • ერთპარტიულმა პარლამენტმა 49 ოპოზიციონერს უფლებამოსილება შეუწყვიტა

    ერთპარტიულმა პარლამენტმა 49 ოპოზიციონერს უფლებამოსილება შეუწყვიტა

    ერთპარტიულმა პარლამენტმა სამი პოლიტიკური გაერთიანებიდან 49 ოპოზიციონერს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა.პლენარულ სხდომაზე ძლიერი საქართველოს, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია ცვლილებებისთვის წევრების მანდატების შეწყვეტა დაამტკიცეს.

    “ჩემი მხრიდანაც დავამატებ, ის ვინც ცდილობს დემოკრატიის და საქართველოს მოსახლეობის შანტაჟს, რა თქმა უნდა, მიიღებს ყოველთვის სამართლიან, კონსტიტუციურ, კანონიერ პასუხს ამაზე”, – თქვა არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

    ოცნების ე.წ. დეპუტატები ამ გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ.

    მათი სია:

    მარიკა არევაძე,

    ლაშა ბაქრაძე,

    თინა ბოკუჩავა,

    საბა ბუაძე,

    გიორგი ბუტიკაშვილი,

    გრიგოლ გეგელია,

    ანა გოგოლაძე,

    სოფია გოლეთიანი,

    ანა დოლიძე,

    გიორგი ვაშაძე,

    თენგიზ თევზაძე,

    ქეთევან თურაზაშვილი,

    გიორგი იმედაშვილი,

    გიორგი კირთაძე,

    ცოტნე კობერიძე,

    მაია კოპალეიშვილი,

    თამარ კორძაია,

    ირაკლი კუპრაძე,

    თამარ ლალიაშვილი,

    გიორგი ლემონჯავა,

    ნანა მალაშხია,

    ნიკა მელია,

    კობა ნაყოფია,

    ანა ნაცვლიშვილი,

    რამაზ ნიკოლაიშვილი,

    კახა ოქრიაშვილი,

    დათუნა რაქვიაშვილი,

    სალომე სამადაშვილი,

    ხათუნა სამნიძე,

    ლევან სამუშია,

    ირაკლი ფავლენიშვილი,

    ანი ქავთარაძე,

    ოქტაი ქაზუმოვი,

    ბორის ყურუა,

    ფიქრია ჩიხრაძე,

    პეტრე ცისკარიშვილი,

    ლევან ცუცქირიძე,

    გიგი წერეთელი,

    ანა წითლიძე,

    ივანე ჭყონია,

    ლევან ხაბეიშვილი,

    მამუკა ხაზარაძე,

    ეკა ხერხეულიძე,

    ირაკლი ხვადაგიანი,

    ელენე ხოშტარია,

    ბადრი ჯაფარიძე,

    გაიოზ ჯაფარიძე,

    ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

    სოფიო ჯაფარიძე.

  • საზოგადოებრივი მაუწყებელი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს საჯარო პოზიციების გამო დევნის – საია

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს. საია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მას საჯარო პოზიციის გამო დევნის.

    “გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი განუსაზღვრელი დროით აღარ იქნება საზოგადოებრივ მაუწყებელზე საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” წამყვანი. ეს შემთხვევა არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია, რომელიც არღვევს, არა მარტო, ჟურნალისტის უფლებებს, არამედ, საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია იმ ორგანოსგან, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციით არის აღიარებული.

    ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები პირდაპირ უკავშირდება მის საჯარო პოზიციონირებას, მათ შორის, პოზიციებს, რომლითაც ის სოლიდარობას უცხადებს უკანონო პატიმრობაში მყოფ, “ბათუმელებისა” და “ნეთგაზეთის” დამფუძნებელ, მზია ამაღლობელს, ასევე, საჯაროდ საუბრობს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, ეთერის საზოგადოებისთვის გახსნის საკითხებზე. მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გატარებული ზომები მისი, როგორც ჟურნალისტის, საეთერო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებაა.

    მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციაში გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, სწორედ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად დევნის მისსავე თანამშრომელს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მოქმედებდეს როგორც საზოგადოების ნდობით აღჭურვილი სუბიექტი, რომელიც საჭირო ინფორმაციას აწვდის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს. ასევე, ფართოდ აღიარებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ფუნქციონირებდეს პოლიტიკური ჩარევებისგან დამოუკიდებლად. თუმცა, ის ამას ვერ ახერხებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს საკუთარ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას სახელმწიფო უწყებებისაგან, ის მთლიანად მოქცეულია მმართველი პარტიის პოლიტიკური გავლენების ქვეშ. ამასვე მოწმობს ის ფაქტი, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტის პარალელურად, აქციები იმართება სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მოთხოვნით: შეასრულოს მაუწყებელმა თავისი ფუნქცია და საზოგადოებას მიაწოდოს დროული და ობიექტური ინფორმაცია. ამ მოთხოვნას, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილიც უერთდება.

    არაკონსტიტუციურია ქართული ოცნების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოყენება მისი მიზნებისთვის, აგრეთვე მიუღებელია საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, მისი საჯარო მანდატიდან გამომდინარე, უპირატესობა მიანიჭოს რომელიმე პოზიციას ან დაუჭიროს მხარი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ჩამოყალიბებულ დემოკრატიებში, სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობა მაუწყებლის თავისუფლებაში დაცულია როგორც კანონმდებლობით, ისე პრაქტიკით, რასაც საქართველოს შემთხვევაში ვერ ვხედავთ, ხოლო, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მიმართ განხორციელებული რეპრესია ამის ერთ-ერთი მტკიცებულებაა. ამასთან, ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, წევრ სახელმწიფოებს ევალებათ შექმნან გარემო, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოჩინდება როგორც ინფორმაციის გავრცელების სანდო წყარო, რომელიც იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი და დააკმაყოფილებს ეთიკისა და ხარისხის მაღალ სტანდარტს, თუმცა, განსაკუთრებით მიმდინარე აქციებისა და ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევების ფონზე საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ როლს არ ასრულებს.

    საზოგადოებრივი მაუწყებელი პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე, ერთი მხრივ, იგი არსებობს, რათა ემსახუროს საზოგადოებას ზოგადად და, მეორე მხრივ, იგი ფინანსდება საჯარო სახსრებით, თუმცა, ნაცვლად ამ საჯარო ფუნქციის შესრულებისა, იგი ემსახურება ქართულ ოცნებას”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • კვლევების ჩასატარებლად, მზია ამაღლობელი ვივამედში რჩება – პენიტენციური

    სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ  ამ ეტაპზე, მზია ამაღლობელი სხვადასხვა კვლევის ჩასატარებლად, კლინიკა ვივამედში რჩება.

    “ბრალდებული მ.ა. კლინიკა ვივამედში გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად. ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ, დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.ამ ეტაპზე, ბრალდებული მ.ა. დაგეგმილი სხვა ლაბორატულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად, კლინიკაში რჩება. განვმარტავთ, რომ განხორციელებული რეფერალის საჭიროების შესახებ ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი”. – წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

  • მზია ამაღლობელი კლინიკაში გადაიყვანეს

    ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი, რომელიც 24-ე დღეა შიმშილობს, საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დატოვებენ მზია ამაღლობელს კლინიკაში.

    “უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დატოვებენ მას კლინიკაში”, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

  • “იმდენჯერ გადავკეტავ, რამდენჯერაც საჭიროა! როგორც კონსტიტუციამ განმისაზღვრა. ბიძინა არ გახდება ამ ქვეყნის კონსტიტუცია” – ხოშტარია

    “იმდენჯერ გადავკეტავ, რამდენჯერაც საჭიროა და ისე როგორც საჭიროა და როგორც კონსტიტუციამ განმისაზღვრა. ბიძინა არ გახდება ამ ქვეყნის კონსტიტუცია. აგერ ნახავთ!

    ახლა რეჟიმს უნდა ჩვენი დაბნეულობა და შიში. არცერთი არ გავიკაროთ!

    სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს და კიდევ უფრო დიდი შემართებით ბრძოლა!”

    – წერს Facebook-ზე “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია.

  • ”ბრძოლა ქართველი ხალხის დამაჯერებელი უპირატესობით მიმდინარეობს და მისი გამარჯვებით დასრულდება!” – “გახარია საქართველოსთვის”

    “მოძალადე დეფაქტო ხელისუფლების მიერ ადამიანებზე ძალადობა, მათი მძევლად აყვანა ადასტურებს, რომ მათთვის საქართველოს მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი ყველაზე დიდი პრობლემაა, პროტესტი, რომელიც ვერაფრით ჩაახშო.

    გამოხატვის თავისუფლების ფორმების სახელდახელოდ  კრიმინალიზება, საკანონმდებლო ძალადობა პროტესტზე და მისი ინსტრუმენტალიზება ადამიანების დევნისთვის, პირდაპირ მიანიშნებს პროტესტის მასშტაბსა და სიმძლავრეზე, რომელსაც დეფაქტო ხელისუფლება ლეგიტიმაციის არარსებობის პირობებში ვერ უმკლავდება.

    უკანონო პატიმართა რიცხვი იზრდება და მძიმდება მათ მიმართ სამართლებრივი დევნა. ახალ უკანონო პატიმრებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრებიან. ხალხის მიმართ ძალადობას და უსამართლობას კი ქართველი ხალხი ყოველთვის საკადრის პასუხს გასცემს. ჩვენ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს და სოლიდარობით, ურთიერთმხარდაჭერით, ერთიანი ბრძოლით, ერთად აღვადგენთ სამართლიან წესრიგს და მშვიდობას ქვეყანაში.

    ეს ბრძოლა ქართველი ხალხის დამაჯერებელი უპირატესობით მიმდინარეობს და მისი გამარჯვებით დასრულდება!

    თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს!”

    ნათქვამია პარტიის “გახარია სართველოსთვის” განცხადებაში.

  • “მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე” – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

    “მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე”  – წერს ამის შესახებ, სოციალიალურ ქსელში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და არხის ოფიციალურ წერილს ასაჯაროებს,  სადაც ნათქვამია, რომ  მას “არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ ევალება საინფორმაციო გამოშვების წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება.

    “მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე.

    ოფიციალური პოზიცია – როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე “მოამბის” პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც “მოამბე”-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი.

    აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება “მოამბე”-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება,” – წერს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.