Category: სლაიდერი

  • 30 დღის შემდეგ შიმშილობის ყოველი დღე ორგანოების ფუნქციის მოშლის დიდი რისკია – ჩხაიძე ამაღლობელზე

    “ხანგრძლივ შიმშილობის პროცესი არის ძალიან რთული ფიზიოლოგიური პროცესი და გაგრძელებული შიმშილობის ყოველი დღე დაკავშირებულია რეალურ შესაბამის გართულებასთან – ეს არის ნახშირწყლოვანი წვა, ცხიმების წვა, ცილების წვა და შინაგანი რესურსების გამოყენება, რაც იწვევს კარდიო ვასკულარულ გართულებებს, სხვადასხვა ორგანოების ფუნქციების მოშლას და ა.შ. კლინიკა რა თქმა უნდა, მზადაა და ყოველდღიურად ახორციელებს მონიტორინგის პროცესს. მას აქვს ყველა ის დამახასიათებელი სიმპტომი, რაც უკავშირდება ამ ხანგრძლივ შიმშილობას 31 დღის განმავლობაში.

    რა თქმა უნდა, [გადაადგილება] არაა მისთვის მარტივი, თუმცა ცდილობს გადაადგილდეს და უფრო აქტიური იყოს და იმოძრაოს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყოველი შემდგომი დღე განსაკუთრებით 30 დღის შემდგომ, ეს არის ძალიან დიდი რისკი სხვადასხვა ორგანოების ფუნქციის მოშლის და გართულებების”

    აცხადებს ვივამედის დირექტორი ზურაბ ჩხაიძე   მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.

  • მომიტინგეებზე ძალადობა მიუღებელია და გვსურს დავინახოთ სანქციები – შვედეთის საგარეო მინისტრი

    “საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა არათანაბარი სათამაშო მოედნით, ფესვგადგმული პოლარიზებით, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლითა და მუქარით. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია და შვედეთს სურს დაინახოს სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. ამავდროულად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოში დემოკრატიული და პროევროპული მოძრაობების მხარდაჭერა”

    განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენენგარდმა რიქსდაგში, 2025 წლის საგარეო პოლიტიკის განცხადების წარდგენისას.

  • რასაც ამ წელს ვხედავთ, ქვეყნის სტალინიზაციაა – ლანდსბერგისი საქართველოზე

    „ვფიქრობ, რასაც ჩვენ ამ წელს ვხედავთ, ქვეყნის „სტალინიზაციაა”. ხალხისთვის სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევა ხდება იმისთვის, რომ ქვეყანა დაემსგავსოს ბელარუსს ან რუსეთს, პროტესტის, თავისუფალი არჩევნების, შეკრების თავისუფლების გარეშე. თუ მას დაუშვებენ და დასავლეთი დაკარგავს საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ცდილობდა დასავლეთთან დაკავშირებას, ეს ნამდვილად საშინელება იქნება. „ქართული ოცნების” ხელისუფლება უნდა შეჩერდეს. სანქციები უნდა განხორციელდეს. სამწუხაროა, რომ ამ გზით ძალიან, ძალიან ნელა მივდივართ. შეიძლება ამას შეცდომა უწოდოთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ევროპა ძალიან რთულ ვითარებაშია და გაყოფილია, მის მთავარ ფოკუსს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის წარმოადგენს. ასე რომ, შესაძლოა „ქართულმა ოცნებებმა“ მიიჩნია ეს შესაძლებლობად, რადგან იცის, რომ ევროკავშირის ქვეყნებს უბრალოდ არ შეუძლიათ, თვალი ადევნონ თბილისში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ამაში მინდა შევაქო ქართველი ხალხის სიმამაცე. რომ არა მათი გამძლეობა იმ ყველაფრის წინაშე, რაც მათ გააკეთეს, მიუხედავად რეპრესიებისა, დაკავებისა, ჯარიმებისა და სახლებში ჩხრეკისა, ისინი მაინც აპროტესტებენ. 70 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ყოველდღე გადიხართ გარეთ, როდესაც ცივა და წვიმს, და ალბათ, გეშინიათ დაპატიმრების, შემდეგ კი მაინც ისევ იმავეს აკეთებთ. დემონსტრაციების გარეშე, დიდი ალბათობით, ევროპა საერთოდ ვერ გაიგებდა და არც დაინტერესდებოდა იმით, რა ხდება საქართველოში.

    რა თქმა უნდა, სიტუაციის დეესკალაციისთვის საჭიროა ახალი არჩევნები, მაგრამ სამართლიანი არჩევნებია საჭირო. თუ ახალ არჩევნებს მოაწყობენ და მაინც გააყალბებენ, ეს არ არ იქნება რაიმეს გაუმჯობესება”,

    ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

  • ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი, საბურთალოზე 65%-ს – თბილისი ენერჯი

    თბილისი ენერჯიში აცხადებენ, რომ ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დილის 8 საათიდან განახლდა. ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი, საბურთალოზე კი ამ დროისთვის 65% ჩართულია.

    “გაზმომარაგების აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. განახლებებს პერიოდულად მოგაწვდით”- აცხადებენ კომპანიაში.

    9 თებერვალს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ დაუდგენელი მიზეზის გამო, სავარაუდოდ, მესამე პირის ჩარევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური 500-მილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც ამარაგებს ვაკე-საბურთალოს.

  • უსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ თანამდებობა დატოვა

    იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ თანამდებობა დატოვა –  ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს.

    მანამდე, ღვინიანიძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია მთავარმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

    ღვინიანიძე მოადგილედ 2022 წელს დაინიშნა.

  • “საქართველო არ შეუერთდება EU-ს თავისი ახლანდელი კურსით – თუ ხელისუფლება გააგრძელებს ძალადობას – ცაჰკნა

    “სამწუხაროდ, ევროკავშირის გაფართოება შეიძლება შეტრიალდეს, რასაც მოწმობს საქართველოში განვითარებული მოვლენები, სადაც მმართველი პარტია ქვეყანას სულ უფრო აშორებს როგორც დემოკრატიას, ასევე დასავლეთზე ორიენტირებულ საგარეო კურსს, რომელიც დასავლეთისკენაა ორიენტირებული. ნათელია, რომ საქართველო არ შეუერთდება ევროკავშირს თავისი ახლანდელი კურსით და ხალხს, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებაშია საქართველოში, ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ჩვენ ვთქვით, რომ ახალი არჩევნების ჩატარება ამ კრიზისიდან გამოსვლის და ნდობის აღდგენის გზაა. თუ [საქართველოს] ხელისუფლება გააგრძელებს ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა”.

    განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

  • არ მივმართავ წერილობით ადამიანს, რომელსაც არ ვაღიარებ.. რაღაც მომენტში ისედაც შეწყდება მანდატები – ლევან გოგიჩაიშვილი

    „ვის მივმართო, ვის სახელზე უნდა დავწერო წერილი? – არ ვაღიარებ ადამიანს და რატომ დავწერო? მიზანი ის არის, რომ რაღაც მომენტში ისედაც შეწყდება ეს მანდატები. თუ ვინმე ფიქრობს, რომ 24 საათის განმავლობაში შეკვეთილი სიუჟეტებით ჩემზე გავლენას მოახდენს, ცდება, არ მოახდენს გავლენას. მე არავის სახელზე განცხადებას არ დავწერ. რაც არის რეგლამენტის მიხედვით, ის რეალობა დადგება. საერთოდ არ მაინტერესებს, სხვა რომ წერდა, მე რამე შემითანხმა, მკითხა დავწერო თუ არაო? – ჩვენ არ ვიღებთ ემოციურ გადაწყვეტილებებს.

    არ მივმართავ წერილობით ადამიანს, რომელსაც არ ვაღიარებ. ვინც მიმართა, იმან აგოს პასუხი. ანუ აღიარებს, რომ იმ ადამიანს აქვს ამის უფლებამოსილება? თუ ჩვენ ვამბობთ, რომ არანაირი უფლებამოსილება არ აქვს ამ პარლამენტს, არც ჩემი მანდატის შეწყვეტის უფლებამოსილება აქვს. ჩემი მხრიდან მე ამ ნაბიჯს არ გადავდგამ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ მოქმედებს ლეგიტიმაციაზე“

    ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსთან” ისაუბრა.

  • დგას საშიშროება, რომ რუსეთმა აქ მოიგოს… მნიშვნელოვანია, მიუნხენში მივიტანო ის მთავარი გზავნილი – ზურაბიშვილი

    “…[შეხვედრაზე] ძალიან საინტერესო საკითხები წამოიჭრა, შეიძლება ითქვას უფრო გეოპოლიტიკური კუთხით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მივიტანო იქ, მითუმეტეს რომ ეს არის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც სხვადასხვა სახელმწიფოების მაღალი დონის ხელმძღვანელები იქნებიან, მათთან მივიტანო ის მთავარი გზავნილი, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, რომელიც არის არამხოლოდ დიქტატურა, ეს რუსული რეჟიმი, რეპრესიები, არამედ ის, რომ აქ დგას საშიშროება, რომ რეალურად რუსეთმა აქ მოიგოს ის, რაც ვერასდროს ვერ მოიგო და ეს იყოს პირველი ასეთი მარცხი დასავლეთისთვის, ევროპისთვის და ახალი ამერიკული ადმინისტრაციისთვის.”

    ანაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენში გამგზავრებამდე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • შეხვედრები, რაც დავიწყე, მიმართულია  რომ მიუნხენში ჩემთან ერთად წამოვიდეს საზოგადოება და მისი პრობლემები ყველა კუთხით – ზურაბიშვილი

    „შეხვედრები, რაც დავიწყე, ერთი მხრივ მიმართულია იმისკენ, რომ მიუნხენში მხოლოდ მე კი არ წავიდე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ჩემთან ერთად წამოვიდეს საზოგადოება და მისი პრობლემები ყველა კუთხით, რაც ქვეყანაშია. ამავე დროს, ჩემი სურვილია, რომ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ირგვლივ, რომელიც შემცირებული, შემჭიდროებულია, შედგეს სხვადასხვა სეგმენტის პლატფორმები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმუშავებენ. ამ მიზნით შევხვდი დიპლომატებს და ერთგვარი დიპლომატიური კლუბი შევქმენით. დღეს მედია მენეჯერებთან მქონდა მნიშვნელოვანია შეხვედრა, რომ ერთად ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა ქართული მედია გაძლიერდეს იმ მდგომარეობასა და მომენტში, როდესაც მასზე ძალიან დიდი წნეხია, რადგან ყველა დიქტატურული რეჟიმის სამიზნე, რომელიც ცდილობს, რომ გამყარდეს, საზოგადოება და მედიაა. სიტყვის თავისუფლება, არის საზოგადოებაში უპირველესად, მაგრამ დაცული უნდა იყოს მედიის მიერ. ამიტომ, მათ გზავნილებს წავიღებ მიუნხენში, მაგრამ ეს ამით არ მთავრდება. გვექნება რეგულარული შეხვედრები და მზია ამაღლობელი ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, რადგან ის გახდა სიმბოლო სიტყვის თავისუფლების, წნეხის, რომელიც უპირველესად, რეგიონულ მედიაზე ვრცელდება. ალბათ, რუსული რეჟიმი თვლის, რომ რეგიონული მედია უფრო სუსტია და შეუძლია, იქ დაამყაროს თავისი გავლენა. ეს ასე არ იქნება. ჩვენ ერთად ვიქნებით და როგორც შევძლებ და სადაც შევძლებ, ყველას დავიცავ“,

    ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედია მენეჯერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • ვცდილობთ, ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე – თბილისი ენერჯი

    “თბილისი ენერჯი” გაზმომარაგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

    “ამ წუთის მონაცემებით:

    დიდუბე-დიღომი: 19 700 აბონენტი – სრულად ჩართულია

    ვაკე-წყნეთი: 43 900 – ჩართულია 55% – მიმდინარეობს 19 755 ჩართვა.

    საბურთალო ნუცუბიძე: 87 200 აბონენტი – ჩაირთო 55% – მიმდინარეობს 39 240 აბონენტის ჩართვა.

    სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.

    კომპანია სრული რესურსით ჩართულია. ვცდილობთ, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე.” – წერია განცხადებაში.