Category: სლაიდერი

  • პუტინის საბოლოო მიზანი უკრაინა არ არის, მას რუსეთის იმპერიის აღდგენა უნდა.. ავტორიტარიზმი ვერ გაიმარჯვებს თავისუფლებაზე – მარკ ვისი

    პუტინის საბოლოო მიზანი უკრაინა არ არის, მისი ამბიციები უფრო ფართო მისწრაფებას ემყარება, კერძოდ რუსეთის იმპერიის აღდგენის მცდელობას, რაც მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება. თუ ის უკრაინაში არ შეჩერდება, მისი აგრესია მხოლოდ იქ არ დასრულდება.

    მინდა მივულოცო უკრაინელ ხალხს – მათ ნამდვილად გამოავლინეს უდიდესი სიმამაცე. ისინი არ იბრძვიან მხოლოდ თავიანთი მიწისთვის, ისინი იბრძვიან მათი თანამემამულეების რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებისთვისაც.

    მათი წინააღმდეგობა მკაფიო გზავნილია მსოფლიოსთვის: ავტორიტარიზმს არ შეუძლია და ვერ გაიმარჯვებს თავისუფლებაზე.

    ამის შესახებ, განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა ტეხასის შტატიდან, მარკ ვისმა.

  • TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯაოშვილი სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა

    სასამართლომ “ტვ პირველის” ოპერატორი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და  2500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოაცხადა.

    ოპერატორს პოლიციელის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.

    ლაშა ჯიოშვილი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღის აქციის შემდეგ, სახლისკენ მიმავალი დააკავეს. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას 10-მდე შავებში ჩაცმული ნიღბიანი ადამიანი აკავებს, ძალით სვამს მანქანაში და მიჰყავს. “რაღაცას მიდებენ ჯიბეში”,- ამბობს ლაშა ჯიოშვილი დაკავებისას.

     

  • ვერც გარე ძალებმა, ვერც შიდა მტრებმა ვერ უნდა გაატარონ საქართველოში „გათიშე და იბატონეს“ პოლიტიკა! – ოქრიაშვილი

    „ყველა, ვისაც პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის ბედი გვაინტერესებს, ვხედავთ, რომ ჩვენს თვალწინ იცვლება მსოფლიო წესრიგი. შეიძლება ითქვას, ძველი წესრიგი აღარ მუშაობს და ჯერჯერობით, ახალი წესრიგიც არ ჩანს.

    მთელი მსოფლიო იმედით ელოდებოდა ტრამპის ინაუგურაციას, მისმა მოქმედებებმა კი, პრეზიდენტობის პირველივე დღეებში, პასუხებზე მეტი კითხვები გააჩინა. ბევრს მოსწონს ტრამპის ქმედებები, ბევრს კი მიაჩნია, რომ მან დემოკრატიას და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებს, ევროპასა და უკრაინას უღალატა. რეალურად რა ხდება, ამას მომავალი გვიჩვენებს. მრავალი ფაქტორის გამო, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასეა. ეს საკითხი უფრო კომპლექსური და მრავალწახნაგოვანია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – ყველა სახელმწიფო პირველ ადგილზე თავისი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს აყენებს და მერე მოკავშირეებისას. ხოლო თუ მოკავშირეების ინტერესების გატარება ან ძვირი ჯდება, ან მცირედ წინააღმდეგობაში მაინც მოდის საკუთარი ქვეყნის ინტერესებთან, ეს მოკავშირეები აღარ აინტერესებთ.

    ჩვენ, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, მშვიდად უნდა ვადევნოთ თვალი ამ მოცემულობას. ქართველი ხალხი ერთსულოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით – ეს არის ევროპული მომავალი, რაც კონსტიტუციითაც დაცულია. ძალიან კარგია, როცა ერში ამხელა ერთსულოვნება არსებობს ამ კონკრეტულ საკითხზე.

    მომავალში, როცა საქართველოში აღსდგება ნორმალური, დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი, ყველა აქტორი უნდა შეთანხმდეს, რომ შეასრულებს ჩვენი ხალხის უდიდესი უმრავლესობის დაკვეთას საგარეო კურსთან დაკავშირებით. რადგან ხალხი ასეთი ერთიანია, შესაბამისად, პოლიტიკური სპექტრიც ერთიანი უნდა იყოს არამარტო სტრატეგიაში, არამედ მისკენ მიმავალ ტაქტიკურ ნაბიჯებშიც კი.

    აქედან გამომდინარე, ვერც გარე ძალებმა, ვერც შიდა მტრებმა, ახლო მეზობლებმა და დიდმა სახელმწიფოებმა ვერ უნდა გაატარონ ჩვენს მიმართ „გათიშე და იბატონე“-ს პოლიტიკა. ვერავინ ვერ უნდა მოიპოვოს ქართველის ხელით გავლენა საქართველოზე, როგორც ეს ახლა ხდება, „ოცნების“ ხელით, რუსეთის მიერ.

    მშვიდად, ემოციების გარეშე დავაკვირდეთ ყველა პროცესს. შეუძლებელია, ამ მსოფლიო არეულობიდან გამოსავალი უკეთესობისკენ არ შეიცვალოს. ჩვენი ამოცანაა, საქართველო ამ უკეთესობისკენ მიმართულ პროცესში მოხვდეს!“

    აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი.

  • კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა გმირი უკრაინელი ხალხის! – 24 თებერვალს ევროსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები კიევს ეწვევიან

    24 თებერვალს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი  კიევს ეწვევიან. წერს ამის შეასხებ, ანტონიო კოსტა X-ზე.

    “ორშაბათს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავია. გადავწყვიტე ამ დღეს ჩავიდე კიევში ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა გმირი უკრაინელი ხალხისა და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ”, – წერს კოსტა.

  • ”დიახ, [უკრაინის დესტაბილიზაციის] მცდელობები იქნება მაგრამ ნებისმიერ ქმედებას მოჰყვება უკუქმედება” – ბუდანოვი

    “ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ? ვფიქრობ, რომ დიახ… პარადოქსული სიტუაციაა: მიუხედავად იმისა, რომ მხარეების საწყისი პოზიციები დიამეტრულად საპირისპიროა – იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია – ამასთან ერთად ვფიქრობ, რომ ამ წელს ჩვენ მივაღწევთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. რამდენი ხანი გაგრძელდება და რამდენად ეფექტიანი იქნება, ეს სხვა საკითხია. მაგრამ ის, რომ ეს მოხდება… მე ვფიქრობ, რომ ეს მოხდება. არსებობობს კომპონენტთა უმრავლესობა იმისთვის, რომ ეს მოხდეს.[…] რაღაც კარდინალურად ახალსა და მასშტაბურს ვერც რუსები, უკვე ვერც ჩვენ ვერ მოვიფიქრებთ. ყველაფერი უკვე შემუშავებულია. დიახ, [უკრაინის დესტაბილიზაციის] მცდელობები იქნება. მაგრამ არაფერია საშიში – ნებისმიერ ქმედებას მოჰყვება უკუქმედება”.

    აცხადებს, ამის შესახებ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაური, კირილო ბუდანოვი  ჟურნალისტ ეინულა ფატულაევისთვის მიცემულ ინტერვიუში.

  • ერდოღანი მხარს უჭერს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას! – ვოლოდიმირ ზელენსკი

    “პრეზიდენტი ერდოღანი მხარს უჭერს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მომავალში. ის იაზრებს ამის მნიშვნელობას, ბევრ ევროპელს ასევე ესმის ეს. ევროპელი ლიდერების 99% ასევე მხარს უჭერს ჩვენს NATO-ს წევრობას. სლოვაკეთი, უნგრეთი, გერმანია და აშშ ჯერჯერობით მხარს არ უჭერენ, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ აშშ-ის ფაქტორი გავლენას ახდენს ყველას მოსაზრების ჩამოყალიბებაზე”,

    შესაბამისი განცხადება, უკრაინის მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქულ მედიასთან საუბრისას გააკეთა.

  • ”ორშაბათს ვიქნები კიევში, რათა დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა” – ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი

    “ორშაბათს ვიქნები კიევში, რათა დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა უკრაინის დემოკრატიისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. დიდება უკრაინას”.

    წერს ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი X-ზე.

  • ”პუტინს არ უნდა დარჩეს გამარჯვება! უკრაინა არის სუვერენული ქვეყანა, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან” – სენატორი კურტისი

    ”პუტინს არ უნდა დარჩეს გამარჯვება! უკრაინა არის სუვერენული ქვეყანა, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან” – ასე ეხმაურება აშშ-ის სენატორი ჯონ კურტისი ტრამპის განცხადებას, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა.

    “პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი გმირულად ეწინააღმდეგება არაპროვოცირებულ თავდასხმას. მე მინდა რომ ეს ომი დასრულდეს ისევე, როგორც ეს უნდა პრეზიდენტ ტრამპს, მაგრამ ის უნდა დასრულდეს ისეთი პირობებით, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან და სტაბილურ მშვიდობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ვლადიმერ პუტინს არ დარჩეს გამარჯვება.  უკრაინა არის სუვერენული ქვეყანა, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან. ეს არის რეალობა. ამერიკის შეერთებული შტატები სულ უნდა ახორციელებდეს ისეთ სტრატეგიებს, რომელიც ხელს უწყობს თავისუფლებასა და უსაფრთხოებას, და დიდი სურვილი მაქვს ვნახო, სად მიგვიყვანს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევა. მე ვიცი, რომ არ უნდა ვისპეკულირო მოლაპარაკებების ტაქტიკების შესახებ, მაგრამ მე ვიცი, რომ გრძელვადიანი მშვიდობა უნდა მოიტანოს სიძლიერე და არა დათმობამ,” – განაცხადა სენატორმა.

  • ზელენსკის თავის ხალხთან ბოდიში აქვს მოსახდელი – ლადო კახაძე

    ზელენსკის თავის ხალხთან ძალიან დიდი ბოდიში აქვს მოსახდელი. იმიტომ, რომ რისი თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, ის არ აიცილა – არის დიპლომატია, თმენის ხელოვნება და არის ავანტიურა. ჩემდა სამწუხაროდ, ეს იყო ისეთი ავანტიურა, რომელსაც მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა.

    განაცხადა ამის შესახებ ივანიშვილის დეპუტატმა, ლადო კახაძემ.

  • “რუსეთი არის აგრესორი და ამაზე კითხვები არ არსებობს” – სენატორი ჯონ ტუნი

    “ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთი არის აგრესორი და ამაზე კითხვები არ არსებობს. იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები, რომლებსაც აწარმოებენ, მიგვიყვანს რაიმე სახით შეთანხმებამდე, რომელიც ომს დაასრულებს”.

     

    განაცხადა აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ  აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით