Category: სლაიდერი

  • “როგორც კი მოვა ახალი ხელისუფლება, საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს უნდა დაუბრუნდეს! ” – ზურაბიშვილი

    “როგორც კი მოვა ახალი ხელისუფლება, საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს უნდა დაუბრუნდეს! ” – ზურაბიშვილი

    “არ შეიძლება არ გამოვეხმაუროთ პლატფორმის მხრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში მომხდარ ე.წ. არჩევნებს, რაც ფაქტია, არჩევნები არ არის. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ მდგომარეობა, რაც გვაქვს საზოგადოებრივ მაუწყებელში, დამოკიდებული და დამონებული საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთ პარტიას და იმ პარტიაში რამდენიმე ადამიანს, ეს არ შეიძლება გაგრძელდეს და როგორც კი არჩევნები ჩატარდება და მოვა ახალი ხელისუფლება, პირველ რიგში რაც არის გასაკეთებელი, ის არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს დაუბრუნდეს,”

    განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ვასილ მაღლაფერიძის არჩევას ეხმიანება.

  • “ნური”, “ფურაშკა”, “ტიმოთე” –  შსს-მ “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა

    “ნური”, “ფურაშკა”, “ტიმოთე” – შსს-მ “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისში, ლანჩხუთსა და ბათუმში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ “კანონიერ ქურდს“.

    “„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან – 1996 წელს დაბადებული დ.კ., 1976 წელს დაბადებული ზ.ხ., მეტსახელად „ზალიკო“, 1970 წელს დაბადებული ნ.კ., მეტსახელად ,,ნური“, 1991 წელს დაბადებული ლ.ჩ. მეტსახელად ,,ფურაშკა“, და 1968 წელს დაბადებული ზ.კ. მეტსახელად ,,ტიმოთე“.

    ,,ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე დაკავებული არიან – 1976 წელს დაბადებული ა.ჭ., 1999 წელს დაბადებული კ.გ. და წარსულში ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული ლ.მ.

    „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე დაკავებული არიან – 2000 წელს დაბადებული ლ.მ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1980 წელს დაბადებული რ.ო., 1982 წელს დაბადებული ვ.ბ., 1977 წელს დაბადებული კ.ხ. და 1972 წელს დაბადებული გ.ხ.

    რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ, წარსულში ნასამართლევ 1970 წელს დაბადებულ თენგიზ ხოფერიას, მეტსახელად „ჭინკას“ „კანონიერი ქურდობისთვის”, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ხოლო, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტზე მხილებულია 1954 წელს დაბადებული დ.ს.”,  – წერს შსს.

  • თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა დატოვა

    “მივიღე გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ.

    მეშვიდე წელია ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას. დროა სიახლის და მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს.

    მინდა მადლობა გადავუხადო ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, შესაძლებლობისთვის მემსახურა ჩემი კუთხისთვის.

    მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული მხარდაჭერისთვის.

    მადლობა თითოეულ თანამშრომელს, პარტიის წევრებს, გუნდს.

    განსაკუთრებული მადლობა აჭარის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის.

    ვრჩები ,,ქართული ოცნების”ერთგულ ჯარისკაცად და დარწმუნებული ვარ არაერთი დიდი გამარჯვება გველის წინ!”

    წერს თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.

  • აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც რძეში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს – პაატა იმნაძე

    “აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც რძეში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს ” – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ.

    “აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც ‘სოფლის ნობათის’ რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს. მათი მიღება, ხანგრძლივი დროით და დიდი დოზით უნდა გაგრძელდეს, რომ ღვიძლის, ან სხვა, რაიმე უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს. ამ რაოდენობაზე კი, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებულ დასაშვებზე ნაკლებია, ეს საშიშროება არ არსებობს” – განაცხადა იმნაძემ.

    ​​​​სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათმა ინსპექტორებმა 28 მარტს შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) შეამოწმეს. მათი ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, “თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად”.

  • ცოტნე კობერიძემ, ბადრი გრიგალაშვილმა და ბორის ჩელე ყურუამ “გირჩი – მეტი თავისუფლება” დატოვეს

    ცოტნე კობერიძემ, ბადრი გრიგალაშვილმა და ბორის ჩელე ყურუამ “გირჩი – მეტი თავისუფლება” დატოვეს. ჯერ-ჯერობით არცერთი აკონკრეტებს, რას აპირებენ პარტიიდან წასვლის შემდეგ.
    ”მივიღე ჩემთვის მძიმე და ოდესღაც წარმოუდგენელი გადაწყვეტილება – ვტოვებ „გირჩი – მეტი თავისუფლებას“. ვტოვებ პარტიას, რომელმაც ყველაფერი მომცა: ადგილი, სადაც გავიზარდე, პირველი თანამებრძოლები გავიცანი, პირველი ადამიანი, ვისაც ლიდერს დავუძახებდი (ზურა ჯაფარიძე), პირველი მენტორი (გოგა ხაჩიძე), პირველი სამსახური (უბნის კოორდინატორი), პირველი დაუმორჩილებლობა, პირველი დაცინვა, პირველი წარმატება, პირველი იმედგაცრუება, პირველი სიყვარული – ყველაფერი პირველი „გირჩმა“ მაჩვენა და მომცა.
    ვტოვებ პარტიას, რომელიც ჩემნაირად, ალბათ, არავის ჰყვარებია.
    პარტიაში მაშინ მივედი, როცა მისი სახელიც თითქმის არავინ ესმოდა, მაგრამ მიყვარდა, რადგან ამბიცია ჰქონდა, შეეცვალა მთელი პოლიტიკური სპექტრი, წარმოეჩინა ახალი ადამიანები, ახალი იდეები, პოლიტიკის ახალი ფორმები.
    დღეს კი მგონია, რომ რასაც ვაკეთებთ, ახალი აღარაფერია – ყველაფერი იგივეა. მე არ მჯერა, რომ იგივეთი ცვლილება შეიძლება.
    არ მჯერა, რომ ოპოზიციის დიდი გაერთიანება გამოვა.
    არ მჯერა, რომ პოლიტიკური სპექტრის, დამოკიდებულებების, აქტორების და გარემოს ცვლილების გარეშე გამარჯვების შანსი გვაქვს.
    არ მჯერა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის მიერ მიღებული ხმები საკმარისი იქნება და ამის შემდეგ მუშაობა აღარ დაგვჭირდება.
    არ მჯერა გამარჯვების იმ ფორმულის, რომლის მთავარი იარაღი სალომე ზურაბიშვილია – ბიძინა ივანიშვილის მიერ ყველაზე ცუდი არჩევნებით მოყვანილი პრეზიდენტი.
    არ მჯერა, რომ შეცდომების აღიარების გარეშე, ბოდიშის მოხდის გარეშე, რამე გამოვა.
    ბოდიში, რომ არჩევნების შედეგები აღტკინებულმა მოგილოცეთ და 15 წუთში სხვა შედეგები ნახეთ.
    ბოდიში, რომ არჩევნების შემდეგ საჯაროდ არ გამოვჩნდი და არ ვისაუბრე.
    ბოდიში, რომ ჩავთვალე – ტყუილის ართქმა საკმარისი იყო.
    მაგრამ მე მჯერა, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს. ჩვენ რუსეთი არ გავხდებით.
    ეს რწმენა სამი წლის წინ იმ ხალხმა მომცა, რომლებიც პირველად ერთად ვნახე – განსხვავებულები, ფერადები, ლაღები, თავდაჯერებულები, მზრუნველები, კომპეტენტურები… უბრალოდ კარგები, ძალიან კარგები.
    ხალხი, რომლის ენაც პოლიტიკურმა კლასმა ვერ გაიგო.
    ხალხი, რომელიც ევროპას მიიღებს, რადგან თავადაა ევროპა.
    თქვენ არ წაგიგიათ. პირიქით – ყველაზე მეტი აიღეთ საკუთარ თავზე, და ახლა ყველაზე მეტად განიცდით. იცოდეთ, თქვენი დრო მოდის. სხვა რაღაცამ წააგო – თქვენ არა.
    „გირჩში“ ყოფნისას სხვა პროექტზე არ მიფიქრია და არ მიმუშავია. ამიტომ ამ ეტაპზე დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რა გავაკეთებ.
    ვიცი მხოლოდ ერთი – მინდა ვიპოვო ადამიანები, რომლებიც ჩემნაირად ფიქრობენ და მათთან ერთად ვეცადო, ბევრი რამ შევცვალო.
    ჯერ მინდა გავთავისუფლდე. არ მინდა, ჩემმა ნაბიჯებმა პრობლემა შეუქმნას არც „გირჩს“, არც კოალიციას და არც ვინმე კონკრეტულ ადამიანს.
    თუ რამეს გავაკეთებ პოლიტიკაში, ის აუცილებლად იქნება ახალი – დაფუძნებული სიმშვიდეზე, კომპეტენციაზე, გულწრფელობაზე და სილაღეზე.
    თუ ვერ შევძელი, ვიტყვი, რომ მაინც ვცადე.
    მადლობა ყველა „გირჩელს“.
    თქვენ ჩემს ოჯახის წევრებზე ნაკლებად არ მიყვარხართ.
    გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს.
    ვინც მიცნობს, მიხვდება, ჩემთვის ეს ნაბიჯი რას ნიშნავს.”-წერს კობერიძე.
    ბორის ჩელე ყურუას განცხადება:
    “მე ვტოვებ გირჩი მეტ თავისუფლებას, პარტიას რომელიც ჩემს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად დავაფუძნეთ.
    მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეგობრობას არაფერი ემუქრება, პოლიტიკური გზები გაიყო და მიწევს ამ მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მიღება.
    მადლობას ვუხდი ყველას ვისთანაც ამ დროის მანძილზე პარტია მაერთიანებდა, ერთად ვმუშაობდით, ვიბრძოდით, ერთმანეთს ვამხნევებდით და ერთმანეთზე ვზრუნავდით. უბრალოდ პარტია არ იყო, ხან ციხეებში ვისხედით და ხან ქვებს ვიცილებდით, ხან სცენაზე ვიდექით და ხან ცრემლსადენ გაზში. მადლობა ყველას ვინც დამეხმარა და ჩემში რესურსი ჩადო.
    განსაკუთრებულად ზურას მადლიერი ვარ, მართალია 2020 წელს მითხრა ჩაერთე პოლიტიკაში, გაერთობიო და მე ახლა დიდად ვერ ვერთობი, მაგრამ მან მომცა შანსი, რომელსაც ძირითადად არ აძლევენ უფროსი პოლიტიკოსები ახალგაზრდებს და ჯერ კიდევ იმ პროცესში ვარ რომ ეს შანსი სათანადოდ გამოვიყენო.
    ამ პროცესს სასიცოცხლოდ ჭირდება შეცდომების გააზრება და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა.
    საქართველოში რუსეთი აღარ იქნება არასდროს, მაგრამ ცვლილებები ჰაერივით საჭიროა, ცვლილებებს კი ვერ მოვახდენთ თუ ჯერ ჩვენში არ შევცვლით რაღაცებს და იგივეს კეთებას და ერთ წრეზე სიარულს არ მოვეშვებით.
    სამომავლო გეგმებზე უფრო მეტს ვიტყვი, უახლოეს მომავალში.
    ბოლოს რაღაც პოეტურს ვწერდი, როგორ მიმძიმს ამ ნაბიჯის გადადგმა და როგორ რჩება ჩემი ერთი ნაწილი სხვაგან, მაგრამ არ მომიხდება ასე ლაპარაკი. ვისაც ეს მინდა ვუთხრა ისედაც იცის და ვინც არ იცის ეგერ ორი აბზაცის ზემოთ შეწყვიტა კითხვა.” – წერს ბორის ჩელე ყურუა.
    • ბადრი გრიგალაშვილის განცხადება: 
    ”პირველად გამიჭირდა ასე ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ გადავწყვიტე დავტოვო გირჩი, ჩემი მეორე ოჯახი, სადაც გააზრებული ცხოვრების 8 წელი გავატარე.
    2018 წელს მარიტა რატიანმა მომწერა, საინტერესო კომენტარებს წერ და მოდი ჩვენთან პარტიის ფეიჯით ელაპარაკე ხალხსო. ასე დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები გირჩში. მესამეკურსელ სტუდენტს პარტიის სახელით საუბარი მანდეს. იმ დროიდან მოყოლებული ჯაფარამ ყველანაირი შესაძლებლობა მომცა თავისუფლად მეკეთებინა ის, რისიც მჯეროდა – ამ მხრივ, ეს პარტია ქართულ პოლიტიკაში უნიკალური სივრცე იყო, სადაც ლიდერები ახალგაზრდებს ინსტრუმენტებად არ განიხილავდნენ.
    აქ ვისწავლე პოლიტიკა, ურთიერთობები, ადამიანების დახმარებით სიამოვნების მიღება, დამარცხება და ფეხზე წამოდგომა. აქ შევიძინე მეგობრები, რომლებთანაც უამრავი თავგადასავალი მაკავშირებს. გირჩმა ის ცხოვრება მომცა, რომელიც ადამიანს პიროვნებად ჩამოყალიბებაში გეხმარება. ამ საგიჟეთში, ამდენ სირთულეებში, თავისუფალი ადამიანები ერთმანეთის პოვნას ვახერხებდით და დღემდე ამან გაგვაძლებინა.
    მოვდივარ, რადგან ამ ფორმით და ამ შინაარსით პოლიტიკაში ყოფნის აზრს ვეღარ ვხედავ. რაც გირჩში მომწონდა – პოლიტიკაში თამაშის წესების ცვლილების პროცესი – ამას ბოლო ხანებია აღარ ვაკეთებთ.
    ზოგადად, რაც ახლა ოპოზიციაში ხდება ეს გზა არსად არ მიდის, უბრალოდ ამისთვის თვალის გასწორება არავის უნდა და დარწმუნებული ვარ, იმის ფუფუნება აღარ დაგვრჩა, რომ თავი ავარიდოთ, პირველ რიგში, ჩვენში ცვლილებებს.
    ბუნებრივია, ამ პროცესს ხელი შეუწყო ივანიშვილმაც, თუმცა არც ოპოზიციურ სპექტრს უცდია რეალურად ეპასუხა გამოწვევებისთვის. 12 წელია ერთ წრეზე დავდივართ, ერთიდაიგივე ტაქტიკით ვეთამაშებით მოწინააღმდეგეს და ყველა ჯერზე ერთნაირად ვმარცხდებით. მერე ეს წარუმატებელი სტრატეგია ხალხს ბრალდება და ასე იწყება ახალი, მოჯადოებული წრე. შეცდომის აღიარება არავის უნდა, ეგ რომ გააკეთონ ზოგიერთმა შეიძლება ისიც აღმოაჩინოს, რომ სახლშია წასასვლელი და ეს კიდევ უფრო მეტად უბიძგებთ რეალობისგან გაქცევისკენ. შედეგად კი, შეცდომებში გაჯიუტებულებს, სერიოზულად აღარვინ აღგვიქვამს. ამ წარუმატებლობაში მეც ჩემი წილი პასუხისმგებლობაც მაქვს და ბოდიშს ვიხდი, რომ მეტი ვერ შევძელი.
    მოკლედ, მე მჯერა, რომ ამ ბრძოლას მხოლოდ ბოლომდე გულწრფელობა მოიგებს.
    სხვანაირად, ცვლილებისთვის საჭირო რაოდენობის ადამიანებთან ოპოზიცია ნდობას ვერასდროს აღადგენს.
    თუ რამეს ახლა დიდი საპროტესტო მუხტის აგორება შეუძლია, ეს ისევ ივანიშვილის დაშვებული შეცდომაა. ეს ჩემ გარეშეც მოხდება და პარტიულობის გარეშეც ვიდგები წინა რიგებში. თუმცა, პოლიტიკოსის და პოლიტიკური პარტიის ფუნქცია არ არის სხვის შეცდომას დაელოდოს – ის თავად უნდა ბადებდეს სიახლეს.
    ამ წუთას ყველგან საპირისპირო ხდება. ნიშნის მოგება, შეურაცხყოფა და გაერთიანებაზე გაუთავებელი საუბარი, მაშინ, როცა იმას უნდა ვუხსნიდეთ ადამიანებს – ჩვენ ვინ ვართ, რა გვინდა და რეალურად რით ვართ ივანიშვილზე უკეთესები.
    ბოდიში თუ ჩემი ამ გადაწყვეტილებით გირჩელებს გაწყენინეთ. ბევრ რთულ მომენტში მიგრძვნია თქვენი მხარდაჭერა და მინდა იცოდეთ, რომ თქვენი დამოკიდებულება ჩემთვის ამ დროის მთავარი მონაპოვარია.
    არსად გაქცევას არ ვაპირებ.
    ჩემი ბრძოლის გზა ახლა თავიდან მაქვს მოსაძებნი და, რამდენადაც შევძლებ, შევეცდები გამოვასწორო დანახული შეცდომები.
    წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გველის და მჯერა, რომ აქედან უკეთესი ქვეყნის გამოყვანა ჯერ კიდევ შესაძლებელია.” – წერს ბადრი გრიგალაშვილი.
  • ინფექციონისტის განმარტება რძის ნიმუშში აღმოჩენილ ნივთიერებაზე და რა დაავადებებს იწვევს ის

    ”ახლახანს სურსათის სააგენტოს მიერ გავრცელდა ინფორმაცია რძის ზოგიერთ ნიმუშში აფლატოქსინის გამოვლენის შესახებ. აფლაქოტსინი წარმოადგენს ტოქსიურ და კანცეროგენულ ნივთიერებას, რომელსაც გამოიმუშავებს სოკოების ზოგიერთი სახეობა (Aspergillus). აფლატოქსინი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა თხილეულში, მარცვლეულში და სხვ.” – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    ”ახლახანს სურსათის სააგენტოს მიერ გავრცელდა ინფორმაცია რძის ზოგიერთ ნიმუშში აფლატოქსინის გამოვლენის შესახებ.

    აფლაქოტსინი წარმოადგენს ტოქსიურ და კანცეროგენულ ნივთიერებას, რომელსაც გამოიმუშავებს სოკოების ზოგიერთი სახეობა (Aspergillus).

    აფლატოქსინი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა თხილეულში, მარცვლეულში და სხვ.
    რძეში შეიძლება მოხვდეს იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი მიიღებს ტოქსინის შემცველ საკვებს, მაგალითად, თუ ცხოველის საკვების შენახვის პირობები დარღვეულია (ნესტიან გარემოში ინახება).

    აფლაქტოქსინის გაუვნებლება არ ხდება თერმული დამუშავებით. შესაბამისად, რძის ადუღება მას ვერ ანეიტრალებს.

    აფლატოქსინის ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის სერიოზული დაზიანება. მწვავედ განვითარებული სიმპტომები შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, ღებინება, სიყვითლე და სხვ.
    ხანგრძლივი ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ციროზი და კიბო.
    ორსულების ორგანიზმში ტოქსინის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების შეფერხება, ხოლო მეძუძური დედის შემთხვევაში ტოქსინი შეიძლება დედის რძეში მოხვდეს და ბავშვის ჯანმრთელობის რისკი შექმნას.

    ამიტომ შესაბამისი უწყებები პერიოდულად აკონტროლებენ ამ ტოქსინის შემცველობას საკვებში.
    ექსპოზიციის შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია და პერიოდულად საჭიროებს ღვიძლის ჯანმრთელობის კონტროლს.

    საოჯახო პირობებში პრევენციის მეთოდია საკვების შესაფერის გარემოში შენახვა (მშრალ გარემოში) და ობის ან უჩვეულო სუნის შემჩნევისას საკვების გადაყრა/არგამოყენება.” – ამბობს მაია ბუწაშვილი.

  • სოფლის ნობათის 5 ნიმუშში აფლატოქსინი გამოვლინდა, არ გამოიყენოთ – სურსათის სააგენტო

    სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათმა ინსპექტორებმა 28 მარტს შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) შეამოწმეს.შემოწმების შედეგად, რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა.აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

    ”რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა.

    სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 28 მარტს შპს “ვიმ-ბილ-დან საქართველოში” (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს.

    ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.

    გარდა ამისა, შპს “ვიმ-ბილ-დან საქართველოს” დაევალა აზერბაიჯანში წარმოებული რძის 5 ნიმუშის აღება (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) და აფლატოქსინ M1-ზე გამოკვლევა; ასევე არასწორად ეტიკეტირებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.
    სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში.
    ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა ხუთ ნიმუშში. კერძოდ:

    ▪️ სასმელი რძე საბავშვო, ულტრაპასტერიზებული – 2,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025;
    ▪️სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025;
    ⁠▪️ სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025;
    ▪️ სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025;
    ▪️ ⁠სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.
    შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა.

    სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე.
    აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.”-ნათქვამია განცხადებაში.

  • დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი.სჭირდება 15 წევრი ქვეყანა, რომ ვუთხრათ რეჟიმს ქმედებები შეცვალოს”- ცაჰკნა EU-ს მიმართავს 

    “ესტონეთმა დაუწესა ათობით სხვადასხვა პირს პერსონალური სანქციები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს და პრემიერმინისტრს. ასევე, მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი. ეს საკითხი მაგიდაზეა და პროცესის დაწყებას სჭირდება 15 წევრი ქვეყანა, რომ შევაფასოთ და ვუთხრათ რეჟიმს, ქმედებები შეცვალოს”.

    განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე, რომლის დღის წესრიგში მთავარი საკითხი თავდაცვის გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერაა.

  • “ოცნებამ” უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 1 წლამდე შეუმცირა

    ”ქართული ოცნებამ”  უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 1 წლამდე შეუმცირა.

    “უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება. უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ყოფნის უფლება გაუგრძელდეთ 2026 წლის 24 თებერვლამდე.”- ნათქვამია ოცნების მთავრობის დადგენილებაში რომელიც 2 აპრილით თარიღდება.

  • “შემაშფოთებელია უკუსვლა, რომელსაც საქართველოში ვხედავთ” – ნიდერლანდების საგარეო მინისტრი

    “ძალიან შემაშფოთებელია ის უკუსვლა, რომელსაც საქართველოში ვხედავთ. თქვენ ნახეთ კაია კალასისა და მარტა კოსის ერთობლივი განცხადება. ნიდერლანდები, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი, სრულიად უჭერს ამ განცხადებას მხარს. ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. ვხედავთ, რა რაოდენობით ადამიანი არის პროევროპულად განწყობილი და იბრძვის ევროპული მომავლისთვის, ჩვენ გვსურს ისინი გავამხნეოთ, რათა გააგრძელონ ეს გზა”.

    განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე.