Category: სლაიდერი

  • თუკი რაიმე დარჩენილია ამ პარტიებიდან, აქტიურად მიმდინარეობს მათი გამოთხოვა ბაზრიდან – სეს რძის ნიმუშებზე

    სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ანა გემაზაშვილი “სოფლის ნობათის” პროდუქციაში,  აფლატოქსინის გამოვლენას ეხმაურება და ამბობს, რომ “შეუსაბამობა მხოლოდ მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიაში გამოვლინდა და მაშინვე მოხდა რეაგირება”.

     

    “გარდა იმისა, რომ საწარმოო პროცესი მოწმდება, კონტროლდება ასევე ბაზარზე განთავსებული ყველა დასახელების რძის ნაწარმი. მათ შორის რძე და ასევე აღნიშნული ბიზნესოპერატორის რძეც არაერთხელ არის შემოწმებული. არაერთ მაჩვენებელზე ხდება მონიტორინგი, ნიმუშების აღება და სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოკვლევა. მათ შორის ამ მაჩვენებელზეც გამოკვლეულ იქნა როგორც შარშან, ასევე შარშანწინ “ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ წარმოებული რძე და ამ დრომდე არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებული აფლატოქსინის გადაჭარბებული შემცველობა.

    ეს კონკრეტული ფაქტი დაკავშირებული იყო მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიებთან, სადაც აღმოჩნდა შეუსაბამობა ლაბორატორიული გამოცდის შედეგად. სააგენტოს მიერ მყისიერად გავრცელდა ინფორმაცია სწორედ იმიტომ, რომ დაგვეცვა მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა. თავად ბიზნესოპერატორიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია და იმავე დღესვე დაიწყო ამ კონკრეტული პარტიების გამოთხოვა ბაზრიდან.

    მინდა დავაწყნარო ჩვენი მომხმარებელი, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს, თუკი რაიმე დარჩენილია აღნიშნული პარტიებიდან, მათი გამოთხოვა ბაზრიდან”, – თქვა სეს-ის წარმომადგენელმა.

  • პუტინი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის გაჭიანურებას – გხედავთ, ვლადიმერ პუტინ! – დევიდ ლემი

    “ჩვენი შეფასებაა, რომ პუტინი აგრძელებს გაბუნდოვანებას, აგრძელებს ფეხის თრევას. [….] ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს არის ენერგომომარაგება. გხედავთ, ვლადიმერ პუტინ! ვიცით, რასაც აკეთებ!“

    განუცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ ბრიუსელში ჟურნალისტებს. ლემიმ ეს განცხადება მისი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს სახელით გააკეთა, რომელიც ჟურნალისტებთან საუბრისას მის გვერდით იდგა.

  • კობახაიძემ რეგიონული განვითარების მინისტრად კახაბერ გულედანი დანიშნა

    ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დაინიშნება. კობახიძის თქმით, რეგიონალური განვითარების მინისტრად, კახაბერ გულედანი დაინიშნება.

    ”რამდენიმე დღის წინ, საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შექმნის შესახებ.  გარდა ამისა, განვაცხადეთ, რომ აღნიშნულ თანამდებობას ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა, გასულ დღეებში ჩვენ გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ მას ჰქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის, სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდენობას, ამ გადაწყვეტილებამდე მივედით ჩვენ ერთობლივად. მინისტრად დაინიშნება კახაბერ გულედანი. მას აქვს მართვისა და რეგიონალურ საკითხებზე მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება. ის წლების განმავლობაში მუშაობდა, ჯერ კერძო სექტორში 2016-2017 წლებში, ის იკავებდა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. მოგვიანებით, ის იყო სამგორის რაიონის გამგებელი, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი.

    კახა გულედანი დღემდე იკავებდა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას”, – თქვა კობახიძემ.

  • ცესკო-ს ახალი ცვლილებები “კარუსელის” ლეგალიზებაა – ზურაბიშვილი

    “საინტერესოა, რას აკეთებს რეჟიმი საარჩევნო კუთხით, ცესკო-შიშეტანილი ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ აღიარებაა იმისა, თუ რა ფორმით მიდიოდა (ერთ-ერთი ფორმა ყოველ შემთხვევაში გაყალბების), რომელიც იყო ის, რომ არ სთხოვდნენ ადამიანებს პირადობის დამტკიცებასა და დადასტურებას და დღეს, უკვე მიიღეს ცვლილება, რომელიც არის ამ “კარუსელის” ლეგალიზება.

    ეს მაჩვენებელია იმისა, რომ ძალიან ნერვიულობენ ერთის მხრივ და ემზადებიან არჩევნებისთვის. ვისაც ეჭვი აქვს, რომ იძულებული გახდებიან, რაღაც მომენტში, რომ დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები, სჯობს უყუროს იმას, თუ რას აკეთებენ, თუ რამდენად ემზადებიან. იციან, რომ მოუწევთ არჩევნების დანიშვნა და ამისთვის ყველა კუთხით, ეს არის მაქსიმალურად ყველაფრის დაზღვევა, მაგრამ ესეც არ გამოუვათ.

    ეს ნიშანია ჩვენთვის, წინააღმდეგობის პლატფორმისთვის, რომ ჩვენც მზად უნდა ვიყოთ და მზადყოფნა ნიშნავს პირველ რიგში იმას, რომ დამკვირვებლების ჯარი იყოს მომზადებული და დღესვე დავიწყოთ ამის მზადება – ეს არის სწორი გზა და ჩვენ ყველანი ერთად ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ”,

    განაცხადა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს ახალ დადგენილებაზე საუბრისას.

  • გვაშფოთებს საქართველოს მთავრობის ახალი რეპრესიული ზომები – ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

    ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ვნახოთ საქართველოს დაბრუნება ევროატლანტიკურ ფლანგზე. დიდი ხნის განმავლობაში საქართველო იყო იმედისმომცემი და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხისთვისაც საუკეთესოა, იყოს ამ ფართო ოჯახის ნაწილი.

    ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ გზაზე, მაგრამ ნამდვილად გვაშფოთებს ახალი რეპრესიული ზომები, რომელიც ემატება არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გრძელ სიას.

    ხედავთ ჩვენს სტანდარტებს მაგალითად ევროსაბჭოში ან სხვა ევროპულ ინსტიტუტებში. ვიდრე ასეთი საქციელი გრძელდება, შეუძლებელია საქართველო იყოს სასურველი დასავლური ოჯახისთვის.

    მოვუწოდებ ყველა ქართველს, დაიცვას თავისუფლება, საკონსტიტუციო უფლებები და კანონის უზენაესობა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ დავუბრუნდებით ისეთ სიტუაციას, სადაც კვლავ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერები ვიქნებით.

    თქვა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ Euroscope-თან საუბრისას.

  • სანქციების დაწესება ტრაგიკულია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწესებენ – კობახიძე

    სანქციების დაწესება ტრაგიკულია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწესებენ – კობახიძე

    “…შევეხეთ, რა თქმა უნდა, სანქციებს, რომლებიც დაწესდა სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან ქართველი მოსამართლეების მიმართ. კიდევ ერთხელ შემიძლია აღვნიშნო ის, რომ ეს ყველაფერი არის ტრაგიკული იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწესებენ სანქციებს… ჯონ ლოკის ქვეყანაში, ინგლისში, დიდ ბრიტანეთში, აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენაა ე.წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე სანქციების დაწესება, რომელიც თავისი არსით უთანაბრდება სისხლის სამართლებრივ სანქციებს. უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა ასეთი რამ 20 წლის წინ… რა თქმა უნდა, ასეთ მოვლენებს ჩვენ დავუპირისპირდებით იმით, რომ კიდევ უფრო განვამტკიცებთ სასამართლოს დამოუკიდებლობას. ამას ალტერნატივა არ აქვს”

    ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ,  უზენაეს სასამართლოში გააკეთა, სადაც მოსამართლეებს შეხვდა და დაადასტურა, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა, სწორედ მოსამართლეების დასანქცირება იყო.

  • პროკურატურამ ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა

    პროკურატურამ ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა

    წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, პროკურატურამ ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა – “ძლიერი საქართველოს” ერთ ერთმა ლიდერმა საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

    „ბრალი წამიყენეს, ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ჩემს არ მისვლას ეხება. შემდეგი ნაბიჯები რა იქნება პროკურატურის, არ ვიცი, დაველოდოთ. ცხადია, რომ დღევანდელი რეპრესიული რეჟიმი იყენებს პროკურატურას, სასამართლოს ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის, აბსოლუტურად პრივატიზებულია პროკურატურაც, სასამართლოც და აუცილებლად გათავისუფლდება ეს ინსტიტუციები, როგორც კი „ქართული ოცნება“ დემოკრატიული გზით ჩამოშორდება ხელისუფლება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

  • კოალიცია “ძლიერი საქართველო” სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

    “სანქცირებული მურუსიძის სასამართლოს პირობებშიც კი, არ ვაპირებთ სამართლებრივი რეაგირების გარეშე დავტოვოთ კომისიაზე და პროპაგანდისტულ მედიაში გაჟღერებული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები. სანამ თეა წულუკიანი და რუსული ოცნების საბჭოთა ტროიკის მსგავსი კომისია წარსდგება დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს წინაშე, ჩვენ ახლავე დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს და ასევე მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, რათა საზოგადოების თვალში ვამხილოთ რეალური ზრახვები. “

    კოალიცია “ძლიერი საქართველოს”  გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ თბილისის პროკურატურასთან განაცხადა.

  • Deep State სალომე ზურაბიშვილს როგორც ვადაგასულ პროდუქტს, ჩამოწერს ქართული პოლიტიკიდან – კობახიძე

    Deep State სალომე ზურაბიშვილს როგორც ვადაგასულ პროდუქტს, ჩამოწერს ქართული პოლიტიკიდან – კობახიძე

    “ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა სალომე ზურაბიშვილს Deep State-მა. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, ანუ, სალომე ზურაბიშვილს, როგორც ვადაგასულ პროდუქტს, ჩამოწერენ ქართული პოლიტიკიდან”

    აცხადებს  ირაკლი კობახიძე.

  • ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი აბსოლუტურად არარელევანტურია – კობახიძე

    ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი აბსოლუტურად არარელევანტურია – კობახიძე

    რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, მე მგონია, რომ რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ნუ ეს არის დიფსთეითის დავალებების შემსრულებელი, რომელიც ახმოვანებს, თავისი აზრით, დამაშინებელ გზავნილებს, თუმცა ამით საზოგადოება არცერთი გასული წლის განმავლობაში არ შეშინებულა და არც მოგვიანებით შეშინდება.

    ცაჰნკამაც საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს. მე მგონია რომ აბსოლუტურად არარელევანტურია დღეს, ეს საკითხი არის უბრალოდ კონკრეტული დავალება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა შეასრულა ესტონეთში

    თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას