Category: სლაიდერი

  • “სოფლის ნობათის” პარტია, რომელშიც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული” – სეს

    სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, “სოფლის ნობათის” პარტია, რომელშიც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული.

    “სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის (“სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა. პროდუქციის ამოღების პროცესს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ ზედამხედველობას. კომპანია “ვიმ- ბილ-დან საქართველო” აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან და დარღვევის გამოვლენისთანავე, მყისიერად დაიწყო პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა. ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული “სოფლის ნობათის” პროდუქცია (რძე, მაწონი, არაჟანი,ხაჭო და სხვ.) სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს.

    „სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელ კომპანიებს გეგმურად წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ მაინც ამოწმებს. შარშან სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით, 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში აიღო, მათ შორის “ვიმ- ბილ-დან საქართველო ”15- ჯერ შემოწმდა (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება ნიმუშების კვლევა სხვადასხვა მაჩვენებლზე, მათ შორის აფლატოქსინზე) და არცერთი დარღვევა არ გამოვლინდა.

    სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს რძის მწარმოებელი კომპანიების კონტროლს და ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებიც პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას.

    სურსათის ეროვნული სააგენტო, აფლატოქსინის შემცველობაზე რძეს ვროკავშირის რეგულაციის შესაბამისად 2022 წლიდან იკვლევს,” – წერია განცხადებაში.

  • “ძალიან კარგად აიღებს ხელფასს, გაჩვენებთ…” -კობახიძე დასანქცირებულ თამაზაშვილზე

    “ძალიან კარგად აიღებს ხელფასს ბატონი თამაზაშვილი, აი გაჩვენებთ, არაჩვეულებრივად აიღებს ხელფასს, როგორც აქამდე იღებდა. ოფიციალურად იღებდა აქამდეც და ოფიციალურად აიღებს მომავალშიც. როგორც ქალაქის პოლიციის უფროსი ის იღებდა ოფიციალურად ხელფასს, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც ოფიციალურად მიიღებს ხელფასს. თქვენი სანქციები არ მუშაობს”

    ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ სულხან თამაზაშვილზე განაცხადა, რომელიც დღეს აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ, არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცა.

  • “რეჟიმი აგონიაშია” თავის მოტყუებაა. რეჟიმი წკიპზეა და თიხის ფეხებზე დგას. ბოლომდე უნდა ამ ფეხებს მონგრევა – გვარამია

    მესმის კარგად, რომ იმედგაცრუება შემოგვეპარა. ობიექტური მიზეზებიც აქვს ამას და სუბიექტურიც. მაგრამ მინდა ყველას გავუზიარო ჩემი გამოცდილება: როცა ბრძოლაში ხარ, იღლები, თითქოს კედელს აწყდები და გგონია, რომ არაფერი არ გამოვა, შეხედე შენს მოწინააღმდეგეს და ის შეაფასე, როგორაა ის თავად.

    ხოდა, შევხედოთ ქართულ ოცნებას: ივანიშვილის ბანდა შიგნიდან ისე ყანყალებს, ნაკერებზე გარღვევის ყველა ნიშანი ჩანს.

    ps ოღონდ “რეჟიმი აგონიაშია” თავის მოტყუებაა. რეჟიმი წკიპზეა და თიხის ფეხებზე დგას. ბოლომდე უნდა ამ ფეხებს მონგრევა, რომ ეს “გოლიათი” წაიქცეს. არაფერი დასრულებულა, ახლა იწყება.

    წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სიცალურ ქსელში.

  • 8-11 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, თოვლი, ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი

    8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ინფორმაციას ამის შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

    ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო).

  • ოქრუაშვილს წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო ბრალდება წარუდგინეს

    თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ერთპარტიულ, პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო ბრალდება წარედგინა.

    “არავის აქვს მორალური უფლება, გამოცხადდეს იმ მასკარადზე, ე.წ კომისიაზე, ვიდრე საპატიმროში რჩება ათეულობით ახალგაზრდა და მათ შორის, მზია ამაღლობელი. არანაირი კომისია არ არსებობს, ისევე როგორც საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი”- თქვა ოქრუაშვილმა.

    27 მარტს, ე.წ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ირაკლი ოქრუაშვილის საქმე პროკურატურას გადასცა.

  • თუ “ოცნება“ გადაწყვეტს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დატოვოს, პირდაპირ დაადგება გზას, რაც რუსეთმა გაიარა – ანა ნაცვლიშვილი

    „ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იქნა გაცემული რეკომენდაცია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები. ასევე, აპრილის თვეში ჩანიშნოს თარიღი, როცა ამ ქვეყანაში, უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები იმიტომ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს არ აქვს ლეგიტიმაცია და შესაბამისად, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ აქვს აღიარება. თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, რომ იმის ნაცვლად, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც აიღო ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, დატოვოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროსაბჭო, ის პირდაპირ დაადგება იმ გზას, რა გზაც გაიარა რუსეთმა. ამით კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ მოქმედებს არა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ რუსეთის მითითებით. ამიტომ ეს ტესტი, რომელიც მან უნდა ჩააბაროს რამდენიმე საათში, კიდევ ერთხელ იქნება იმის ტესტი, ემსახურება „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ინტერესებს თუ არა. ასევე, შეასრულებს სამართლიანი არჩევნების დანიშვნის და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების საკითხს თუ ბოლომდე გაჰყვება პუტინის რუსეთის გზას, რომელმაც თავის დროზე სწორედ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევისა და დემოკრატიული გზიდან გადახვევის შემდეგ, დატოვა ევროსაბჭო და ამით განამტკიცა ავტორიტარიზმი. რუსულ გზაზე საბოლოოდ შედგომის შემთხვევაშიც კი ეს იქნება დროებით, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ მოითმენს, რომ ამ ქვეყანას მართავდეს რუსული საოკუპაციო რეჟიმი „ქართული ოცნების“ სახით“,

    ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

  • თუ საქართველო ევროსაბჭოდან გაირიცხება, შესაძლოა, EU-მ ვიზალიბერალიზაციას გადახედოს – პაატა ზაქარეიშვილი

    „არავინ შეგვაქებს და არ იქნება თავზე ხელის გადასმა. არანაირი განტვირთვა არ იქნება, იქნება მდგომარეობის აშკარა გაუარესება, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება, „ქართული ოცნების“ სახით, დემონსტრაციულად არ ასრულებს პირობებს – არ გაუთავისუფლებია პატიმრები, არ დაუნიშნავს ახალი არჩევნები. პირიქით, მძიმდება ადამიანის უფლებები. იქნება ეს ქუჩაში, ჯარიმების, სასამართლოს თუ კანონების კუთხით. ყველა კანონს იღებენ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ. შეგნებულად, დემონსტრაციულად, უტიფრად უტევენ ევროპულ ინსტიტუტებს, ჩვენს შემთხვევაში ევროპის საბჭოს. აშკარად, სხვა შანსს არ უტოვებენ ევროსაბჭოს და ევროპის სხვა ინსტიტუტებს, რომ კიდევ უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღონ. რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე შედეგი იქნება, რომ საქართველო ევროსაბჭოდან გაირიცხოს. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება და შეიძლება უფრო მძიმე პირობები დაგვიყენონ, რათა შესრულდეს. მეორე ვარიანტია გადაიტანონ გარკვეული ვადით, რათა არ დასაჯონ საქართველო ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს ევროკავშირთან პირდაპირი ბმა არ აქვს, თუ მძიმე გადაწყვეტილება იქნება, ევროკავშირმა შეიძლება ეს გამოიყენოს, რათა გადახედოს საქართველოს მიმართ ვიზალიბერალიზაციას. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი იქნება ის არგუმენტები, სადაც დარწმუნდება, საქართველო უბრუნდება თუ არა ევროკავშირის გზას. თუ აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია იქნება ძალიან მკაცრი, ბუნებრივია, მათ მოუწევთ რაღაც რეაგირება,“

    ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხად.

  • საბა სორდიას გაუგრძელეს იზოლატორში ყოფნის ვადა – ძველიშვილი

    ინდიგოს აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის თქმით, დაკავებულ ჟურნალისტ საბა სორდიას იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს.

    “ახლა გავიგეთ, რომ საბას გაუგრძელეს იზოლატორში ყოფნის ვადა. როდის იქნება სასამართლო, ამასაც წინასწარ არავინ ამბობს, ესეც შემთხვევით უნდა გავიგოთ”- წერს ძველიშვილი.

    გამოცემა ინდიგოს ჟურნალისტი საბა სორდია 6 აპრილს, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ პოლიციელთან დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

  • ბოლნისში ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

    ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში 6 აპრილს საკუთარ სახლში 71 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ,  Aktual.ge– ავრცელებს.

    როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილას სისხლის ნაკვალევი ნახეს.

    ადგილზე პოლიცია საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.

    სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

  • ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ანაკლიის პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა – შაჰინი

    „ბოლოდროინდელი ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ ის [ქართული ოცნება] აპირებს ჩინურ კომპანიას გადასცეს პროექტი, რომელიც შავ ზღვაზეა. ეს ის საკითხია, რომელზეც შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიშმა და მე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა საქართველო წინ წაგვეწია და ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ამ შესაძლებლობის გაქრობის ხილვა.”

    ამბობს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი. განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.