Category: სლაიდერი

  • დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა

    დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.დოკუმენტის მიხედვით, სანქცირებულ მოსამართლეებს გაეყინებათ ბრიტანეთის ტერიტორიაზე, მათ კუთვნილებაში არსებული ყველა სახის ქონება, მათ შორის, ფინანსური ანგარიშები.სასამართლო კლანის წევრები დიდი ბრიტანეთის გლობალური ანტიკორუფციული სანქციების ფარგლებში მოექცნენ.

    “i. შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა ანგარიშები, ფინანსები ან ეკონომიკური რესურსები აღნიშნული პირების ან მათ მიერ კონტროლირებადი სუბიექტების მფლობელობაში

    ii. გაიყინოს ასეთი ანგარიშები, სხვა სახსრები და ეკონომიკური რესურსები

    iii. თავი შეიკავეთ იმ სახსრებითა და ფინანსური რესურსებით ვაჭრობისგან, რომელიც პირდაპირ ან ირიბად სარგებელს მოუტანს აღნიშნულ პირებს, თუ ამაზე ნებართვა არ გასცა ფინანსური სანქციების განხორციელების ოფისმა [OFSI];

    iv. ეჭვის შემთხვევაში, ნებისმიერი ინფორმაცია მიწოდებული უნდა იქნას ფინანსური სანქციების განხორციელების ოფისისთვის [OFSI]. თუ ინფორმაცია ეხება სახსრებსა ან ეკონომიკურ რესურსებს, მისი რაოდენობა და ღირებულება ასევე უნდა იყოს მოხსენებული”, – წერია დოკუემტნში.

  • სასამართლომ ხაზარაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

    სასამართლომ ძლიერი საქართველოს ლიდერ მამუკა ხაზარაძეს არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

    პროკურატურამ ძლიერი საქართველოს ლიდერს მამუკა ხაზარაძეს ბრალი წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რომელიც ქართული ოცნების პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას შეეხება.

    პროკურატურამ, “პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის” ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მამუკა ხაზარაძეს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

  • სტრასბურგის სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძის საქმე წარმოებაში მიიღო

    სტრასბურგის სასამართლომ სინდიდის პატიმრის ანდრო ჭიჭინაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო და საქმის განხილვა დაიწყო.ამის შესახებ, ინფორმაციას ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.

    “პირველი რთული ეტაპი დაძლეულია წარმატებით!

    უმოკლეს ვადაში სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი საჩივარი წარმოებაში მიიღო და ანდრო ჭიჭინაძის საქმის განხილვა დაიწყო!

    გვექნება მუდმივი კომუნიკაცია ევროპულ სასამართლოსთან”, – წერს თორნიკე მიგინეიშვილი.

  • პროკურატურა ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიან გირაოს მოითხოვს

    პროკურატურა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიან გირაოს მოითხოვს.

    “ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილია ბრალდებულ მამუკა ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, გირაოს თანხად ვითხოვთ 50 000 ლარს”. – უთხრა პროკურორმა ტვ პირველის ჟურნალისტს.

  • წულუკიანის “საგამოძიებო კომისიაზე” ნიკა მელია დაიბარეს

    წულუკიანის “საგამოძიებო კომისიაზე” კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა მელია დაიბარეს.

    “ბატონო ნიკანორ,

    გაცნობებთ, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილია თქვენ მიერ ახსნა-განმარტების მიცემა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარებისა და, მომდევნო წლებში, შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესების შესახებ, რისთვისაც მოწვეული ბრძანდებით მიმდინარე წლის 11 აპრილს, 13.00 საათზე.

    აქვე შეგახსენებთ, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ამგვარი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    პატივისცემით,

    საპარლამენტო კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი

    ნინო ჭიპაშვილი” – ნათქვამია წერილში, რომელიც მელიამ კომისიის სამდივნოსგან მიიღო.

    კომისიაზე ასევე დაბარებულები არიან, ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

    ნიკა მელია ივანიშვილის პარლამენტში, წინა ხელისუფლებისა და მისი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე 11 აპრილის სხდომაზეა დაბარებული.

  • წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე ნიკა გვარამია დაიბარეს

    კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია ერთპარტიულ პარლამენტში, წინა ხელისუფლებისა და მისი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს. ის 8 აპრილის სხდომაზეა დაბარებული.

    “მე მარტო დილის 7 საათზე მცალია, ასე გვიან ვერ მოვალ. ბატონო ნიკა, ვინაიდან ტელეფონს მითიშავთ, გაცნობებთ, რომ პარლამენტის კომისიის მიერ მოთხოვნილია თქვენ მიერ ახსნა-განმარტების მიცემა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარებისა და, მომდევნო წლებში, შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესების შესახებ, რისთვისაც მოწვეული ბრძანდებით მიმდინარე წლის 8 აპრილს, 10.00 საათზე. აქვე შეგახსენებთ, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ამგვარი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    პატივისცემით, საპარლამენტო კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი, ნინო ჭიპაშვილი”. – წერს გვარამია Facebook-ზე.

  • სინამდვილეში სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით” – მეზვრიშვილი საკადრო ცვლილებებზე

    “სინამდვილეში, სუსი გააგრძელებს ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით. სუს-ის რეალური უფროსიც ისევ ლილუაშვილია. ვადა გაუვიდა, გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით. „ოცნება“ ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის. სუსს მთავარი როლი ჰქონდა 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში. ახალი არჩევნებისთვის გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, გაყალბების პრაქტიკები ახალ მწვერვალებს მიაღწევს”.

    წერს “გახარია საქართელოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ოლიგარქის მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე.

  • წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ზურაბ ჯაფარიძე დაიბარეს

    წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ზურაბ ჯაფარიძე დაიბარეს

    ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიაზე გირჩი- მეტი თავისუფლების ლიდერს ზურა ჯაფარიძეს იბარებენ. ამის შესახებ ჯაფარიძე ფეისბუქზე წერს.

    “წულუკიანი მიბარებს საგამოძიებო კომისიაზე 4 აპრილს. ვაი თქვე **ეებო”- წერს ის.

    ჯაფარიძე 4 აპრილსაა დაბარებული.

  • სუს-ს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს, გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების “მინისტრის” პოსტს დაიკავებს

    ირაკლი კობახიძის  თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი დაინიშნება, სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი კი ახლად ჩამოყალიბებული ე.წ რეგიონული განვითარების სამინისტროს მინისტრი იქნება.რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის “ხელმძღვანელად” ანრი ოხანაშვილი ინიშნება. ოლიგარქის პარლამენტი ოხანაშვილის დამტკიცებას კენჭს 11 აპრილს უყრის.

    “მთავრობამ პარლამენტში უკვე წარადგინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 15-18 აპრილს განიხილავს”- თქვა მან.

    რაც შეეხება ლილუაშვილს, კობახიძის თქმით, კანონის თანახმად, მას ისედაც აღარ ჰქონდა სუს-ის უფროსის თანამდებობის დაკავების უფლება.

    “საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი. როგორც მოგეხსენებათ, ოქტომბერში ისედაც ტოვებს თანამდებობას, ეწურება უფლებამოსილების ვადა კანონის თანახმად, მას აღარ ჰქონდა თანამდებობის ხელახლა დაკავების უფლება. ბატონმა გრიგოლ ლილუაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა და კანონის მიღებისთანავე, ის დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას”- თქვა კობახიძემ.

  • ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე პროკურატურამ სასამართლოს მიმართა

    პროკურატურამ სასამართლოს მამუკა ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე  მიმართა და პროცესი საქალაქოში ხვალ, 13 საათისთვის ჩაინიშნა. ინფორმაციას კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ავრცელებს.

    “ივანიშვილის რეჟიმი დროს არ კარგავს! დღეს ბრალის წარდგენის შემდეგ, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების გამოყენებაზე მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ.
    13:00 საათი, თბილისის საქალაქო სასამართლო
    მოსამართლე: არსენ კალატოზიშვილი” წერს ირაკლი კუპრაძე.