Category: სლაიდერი

  • ”უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა” – 9 აპრილზე განცხადებაში, კობახიძემ რუსეთი არ ახსენა

    ”უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა” – 9 აპრილზე განცხადებაში, კობახიძემ რუსეთი არ ახსენა

    ”უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა” – ირაკლი კობახიძე 9 აპრილთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ავრცელებს, თუმცა  რუსეთი და მისი არმია არც ერთხელ უხსენებია.

    “9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ამავდროულად, 9 აპრილი არის დღე, რომელმაც გააერთიანა საქართველო, დღე როდესაც ქართველებს შორის სიყვარულმა სძლია სიძულვილს. 9 აპრილი, ასევე, არის დღე, როდესაც მონობაზე თავისუფლების იდეამ გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, უნდა გავემიჯნოთ ყოველგვარ ძალადობას, დავამარცხოთ სიძულვილი და დავიცვათ თავისუფლების იდეა.

    დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც, რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას. თუმცა, 9 აპრილის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უცხოური ძალის „არსება მოკლეა“ და სიძულვილსა და მონობაზე აუცილებლად სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს. დღეს, რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სცადა ძალადობის პროვოცირება და როდესაც ამას ვერ მიაღწია, თავადვე იძალადა.

    ჩვენ ვერ მივცემთ სიძულვილს დამატებით ენერგიას და ჩვენს ქვეყანას ავარიდებთ უცხოური ძალის მიერ დაგეგმილ, თუნდაც მცირე, პროვოკაციას. ვფიქრობთ, სწორედ ამას ელიან ჩვენგან 9 აპრილის გმირთა სულები, რომლებმაც სიყვარულისა და თავისუფლების იდეისთვის გაწირეს სიცოცხლე. მათ ხსოვნას ჩვენ დღეს სათანადო პატივს მივაგებთ. საქართველოში სიძულვილსა და მონობაზე სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს!”, – წერია კობახიძის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა

  • მემორიალთან  ”ოცნების“ წევრები მოიყვანეს იმისთვის, რომ ადამიანებს ხელოვნურად დაუპირისპირდნენ – დეკანოიძე

    მემორიალთან ”ოცნების“ წევრები მოიყვანეს იმისთვის, რომ ადამიანებს ხელოვნურად დაუპირისპირდნენ – დეკანოიძე

    „ივანიშვილს სურს საქართველო საბოლოოდ ჩააბაროს რუსეთს და ქვეყანა იყოს მისი სამფლობელო რუსეთის გავლენების ქვეშ. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნიდან ხალხი გააძევოს, დაიჭიროს და გააქციოს ახალგაზრდები, გაჭირვებაში ჩატოვოს და უმძიმეს მდგომარეობაში ჩაყაროს ხალხი და მხოლოდ თვითონ იყოს კარგად და მისი კლეპტოკრატიული ოლიგარქიული რეჟიმი. ესენი არიან პატიმრების ოჯახის წევრები და აქ, რა მოხდა – „ქართული ოცნების“ წევრები და საჯარო მოხელეების მოიყვანეს იმისთვის, რომ ადამიანებს, პატიმრების დედებსა ოჯახის წევრებს ხელოვნურად დაუპირისპირდნენ. წარმოუდგენელია, თუ რას კადრულობს რეჟიმი. ამიტომ ჩვენთვის ეს ბრძოლა კვლავ გრძელდება. რა თქმა უნდა, 9 აპრილი ტრაგედიის გარდა არის ჩვენი დამოუკიდებლობის დიდი ზეიმი, კვლავ ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის“,

    აცხადებს, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე.

  • “როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი” – თბილისის მერია

    “როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი” – თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

    ”თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი, რომლის აღსადგენად საჭირო პროცედურები, დაწყებულია.

    “ნაპირსამაგრ ჯებირსა და გზის სავალ ნაწილზე ბზარების გაჩენისთანავე, თბილისის მერიამ მოახდინა მყისიერი რეაგირება, შესაბამისი განცხადებით საზოგადოებას ვაცნობეთ კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე შეზღუდვის დაწესების შესახებ.

    გუშინვე, როგორც საფეხმავლო, ისე ტრანსპორტისთვის განკუთვნილ მარჯვენა ზოლზე მოეწყო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, გუშინ დაიწყო შესაბამისი კვლევების ჩატარება და ტექნიკური დავალების დამუშავება ნაპირსამაგრი ჯებირის პროექტირებისთვის.

    როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი, რომლის აღსადგენად საჭირო პროცედურები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაწყებულია. ამ ეტაპზე, ყველა შესაბამისი ზომა მიღებულია, გზის შეუზღუდავ ნაწილზე გადაადგილება არის სრულიად უსაფრთხო.
    დამატებით ინფორმაციას ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით.” – აცხადებს მერია.

  • “პრორუსულმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” თბილის მოსკოვთან დააახლოვა”- აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური

    “საქართველოში პრორუსულმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” თბილის მოსკოვთან დააახლოვა.

    მოლდოვაში რუსეთის გავლენა 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაძლიერდა, რადგან მოსკოვი ჩაერთო ხმებს თაღლითურად მოსყიდვაში, არჩევნებთან დაკავშირებულ კიბერშეტევებში და საარჩევნო უბნებზე ცრუ დაბომბვის მუქარებით და გამოიყენეს პროფესიონალი აგიტატორები არეულობის განზრახ პროვოცირებისთვის,”

    ამის შესახებ, აშშ-ს ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლმა განაცხადა, რომელიც დღეს, აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს.

  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ხორცის და კვერცხის შეძენისას – სურსათის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

    სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს კვერცხი და ხორცპროდუქტები სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები.

    ხორცის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ:

    • შენახვისა და განთავსების პირობებს – ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით – 2-დან 6-გრადუსამდე; შენახვის ვადა 48 საათია.

    გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია :

    • იმ ქვეყნის დასახელება, სადაც მდებარეობს სასაკლაო;
    • იმ სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი;
    • ხორცის დამზადების თარიღი და საათი.
    • თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო”), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
    • თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
    • სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორცი;
    • ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც ხორცი ინახება.

    სეს-ს ცნობით, კვერცხის შეძენისას, მოსახლეობამ ყურადღება უნდა მიაქციოს შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ვარგისიანობის ვადას, ეტიკეტს, რომელზეც დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია კვერცხის წარმოშობის ქვეყნისა და წარმოების თარიღის შესახებ.

    “გაითვალისწინეთ – ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი, კვერცხი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია”, – ამბობენ სააგენტოში.

  • 1 კვირაში ოცნება ნებართვის გარეშე ადამიანების უსასყიდლო დახმარებას აკრძალავს – ბრაჭველი

    1 კვირაში ოცნება ნებართვის გარეშე ადამიანების უსასყიდლო დახმარებას აკრძალავს – წერს ამის შესახებ, ღია საზოგადოების ფონდის იურისტის, საბა ბრაჭველი.

    “პაპუაშვილი გრანტების კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დონორების შეზღუდვად ასაღებს. სინამდვილეში, ამით ქართველ ხალხს ეკრძალება უსასყიდლო დახმარების მიღება.

    მაგალითად, აქამდე ნებისმიერ სამართლებრივ პრობლემაზე შეგეძლო რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მიმართვა, სადაც პროფესიონალები უფასოდ გადაგყვებოდნენ თან, სარჩელსაც დაგიწერდნენ და შეიძლება სასამართლოშიც დაეცვათ შენი ინტერესები.

    ათიოდე დღეში მთავრობა გადაუწყვეტს გაეროს, ევროსაბჭოს და სხვებს, ვის მისცენ გრანტი და ვის არა. ოცნება ამით დაფინანსებას გადაუკეტავს ყველა არამაამებელ ორგანიზაციას, რომელიც ადამიანის უფლებებზე, კორუფციაზე ან სხვა სიკეთეზე მუშაობს. ოცნება ამ გზით დახურვას აიძულებს ყველა მედიას, ვინც ბედავს და მოწამლული რძის მსგავს კორუფციას აშუქებს.

    ამ ცვლილების შემდეგ, თუ საკარმიდამო დავა გექნება, მიწის დაკანონების წესის გარკვევა მოგინდება, დამსაქმებელი ხელფასზე გადაგაგდებს, ან პოლიციელი დაგჩაგრავს – უფასო სერვისის მიღების ნაცვლად, ან კერძო ადვოკატის აყვანა და უამრავი ფულის დახარჯვა დაგჭირდება, ან მოგიწევს, რომ ჩაგვრა გადაყლაპო. და ეს არ იქნება მხოლოდ იურიდიულ სფეროში – ტოტალური ცენზურა დაწესდება ყველგან, სადაც გრანტები გაიცემა.

    ეს არის ამ ცვლილების არსი – ქართველი ხალხისთვის ამკრძალავი ფილტრის დაყენება – რა უსასყიდლო დახმარების მიღება შეიძლება ხალხისთვის, ვისგან, და რა პირობებით. ერთ კვირაში ოცნება ნებართვის გარეშე ადამიანების უსასყიდლო დახმარებას აკრძალავს”. – წერს ბრაჭველი.

  • წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისია ნიკა გვარამიასთან, ზურაბ ჯაფარიძესა და გივი თარგამაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

    თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერების – ნიკა გვარამიას და ზურაბ ჯაფარიძის საქმეები, ასევე გივი თარგამაძის საქმეც პროკურატურაში გაიგზავნება. ამის შესახებ ე.წ. კომისიის სხდომაზე წულუკიანმა განაცხადა. “კომისიის” წევრებმა გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

    როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი დოკუმენტები პროკურატურაში დღეს გაიგზავნება.

    „სხდომაზე გვარამია 10:00 საათზე გახლდათ დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. ასევე, საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ არ აპირებს კომისიაზე გამოცხადებას. კომისიის წევრებსა და საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ მასთან მიმართებაში შეტყობინების ოფიციალური პროცედურა წარიმართა კანონით დადგენილი წესით. მან თავადვე დაადასტურა, რომ მისთვის აბსოლუტურად ზედმიწევნით იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ დღეს, 8 აპრილს, 10:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო კომისიის წინაშე და სახეზეა მისი გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება, რომ არ მოსულიყო სხდომაზე.

    ბატონი გივის შემთხვევაში ფელდეგერი ბრძანდებოდა მის საცხოვრებელ მისამართზე, მან პირადად ჩაიბარა შეტყობინება და შემდეგ, ასევე საჯაროდ, როგორც სხვა პირებმა, განაცხადა, რომ კომისიაზე მოსვლას არ აპირებს. 3 აპრილს, როცა ის იყო დაბარებული ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, რომ რეალურადაც არ გამოცხადდა. აქაც შეტყობინების პროცედურა კანონით დადგენილი წესით სრულყოფილად არის დასრულებული.

    დღევანდელ სხდომაზე, 11:00 საათზე ველოდით ბატონ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს. შეტყობინების პროცედურა აქაც არის დასრულებული და მან გუშინ, როგორც სამდივნო გვატყობინებს, მოიწერა საყვედური, რომ ვაწუხებთ მას იმიტომ, რომ მან ბევრჯერ განაცხადა, რომ არ აპირებს კომისიის წინაშე გამოცხადებას არც დღეს და არც მომავალში. შესაბამისად, აქაც შეტყობინების პროცედურა დასრულებულია”, – განაცხადა წულუკიანმა.

  • რასაც ახლა ვუყურებთ არის ასეთი ტიპის რეჟიმისთვის, ტოტალიტარიზმის კონსოლიდაციის ამ ეტაპზე დამახასიათებელი ბუნებრივი პროცესი – ჯაფარიძე

    რასაც ახლა ვუყურებთ არის ასეთი ტიპის რეჟიმისთვის, ტოტალიტარიზმის კონსოლიდაციის ამ ეტაპზე დამახასიათებელი ბუნებრივი პროცესი – ჯაფარიძე

    გულის მოსაფხანი და იმედის მომცემი ვერსიები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აწიეს ზემოთ ანრი, რატომ ჩამოალაბორანტეს სირაძე და რატომ გააქრეს ლილუაშვილი, კარგი მოსასმენია, და მხოლოდ.

    სინამდვილეში კი, რასაც ახლა ვუყურებთ არის ასეთი ტიპის რეჟიმისთვის, ტოტალიტარიზმის კონსოლიდაციის ამ ეტაპზე დამახასიათებელი ბუნებრივი პროცესი – განსაკუთრებული, გამორჩეული ნაბიჭვრების დაწინაურება/დატვირთვა.

    რეჟიმს სჭირდება ადამიანები, რომლებსაც:

    ა) არ აქვთ მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები და აქვთ მზაობა დაიჯერონ ნებისმიერი ბოდვა.

    ბ) არ გააჩნიათ საკუთარი, მყარი ღირებულებათა სისტემა და მოწყვლადი არიან პროპაგანდისადმი.

    გ) მათ წარმოდგენაში სამყაროს დაყოფა ‘ჩვენებად’ და ‘მტრებად’, და შემდეგ მტრებზე მათი დაგეშვა, მარტივია.

    ასეთ სისტემებში რაც უფრო მეტად აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს ადამიანი, მით მეტი შანსი აქვს დაწინაურების.

    იმიტომ კი არა რომ რუსების ან ბიძინას ხუშტურია ეს, იმიტომ, რომ ტოტალიტარული სისტემის ბუნებაა ასეთი.

    რაც უფრო და&ლევებული ხარ (მართლა გჯერა გლობალური ომის პარტიის არსებობის), რაც უფრო დედამოტ&ნული ხარ (წაქცეული ახალგაზრდის სახეში წიხლი, დემონსტრანტი გოგოს ცემა, უდანაშაულო ადამიანისთვის რამის ჩადება და დაჭერა, და ა.შ. ნორმალურად მიგაჩნია) და რაც უფრო მეტად გეზიზღება ის ვინც შეგაზიზღეს (ნაცები, გეები, დასავლეთი და ა.შ.), მით მაღლა ახვალ იერარქიაში.

    მეტიც, აწი ამ რეჟიმს სულ უფრო და უფრო ამორალური საქმეების კეთება დასჭირდება, აქამდე არ ნახულის (ჩვენს რეალობაში, თორემ…)

    შესაბამისად ზედა დონეზეც დასჭირდება ადამიანები, რომლებიც მზად იქნებიან სულ უფრო წარმოუდგენელ ნაბიჭვრობებს მოაწერონ ხელი.

    ესაა სულ.

    პ.ს. ახლა წესით იმ რაღაც კომისიაზე უნდა ვიყო ე.წ. პარლიამენტში და მაგ ხალხზე გამახსენდა ეს.

    წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

  • პროკურატურა ოქრუაშვილის მიმართ 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს

    ოლიგარქის სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სახელმწიფო საზღვრის კვეთა აეკრძალა.

    შემდეგი პროცესი 14 მაისს ჩატარდება.

    გუშინ, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება წარედგინა. ის წულუკიანის “საგამოძიებო კომისიაზე” ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ყოფილმა მინისტრმა მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც წულუკიანმა პროკურატურას მიმართა, რომელმაც გამოძიება დაიწყო.

    “საგამოძიებო კომისიაზე” არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს.

  • PACE ხუთშაბათს, დიდი ალბათობით, უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს – ბოკუჩავა

    PACE ხუთშაბათს, საქართველოზე საგანგებო დებატის შედეგად, დიდი ალბათობით, უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.

    “ქოცთა ვარამი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საგაზაფხულო სესიაზე გრძელდება.

    დღეს, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით დავესწარი მონიტორინგის კომიტეტს, სადაც სრული კონსენსუსია, რომ საქართველოში ავტოკრატია კონსოლიდირდა. Une vrai autocracie არის შეფასება, რომელსაც ამ დარბაზებში მოისმენთ. ეს ის კომიტეტია, სადაც წულუკიანმა იანვრის სესიაზე დებატებში 10-0 წააგო, როდესაც ამ ჯალათს და მის რუსულ პროპაგანდას ოპონირებას მარტო ვუწევდი. ვერც ფრანგულის ცოდნამ უშველა, ვერც წივილ-კივილმა. დღეს არ ბრძანდება აღარც ის, აღარც “პოს ტვ” და აღარც “იმედი”. იქნებ ისიც ყაველაშვილთან ერთად საცხრამაისოდ წითელი მოედნისთვის ემზადებიან?

    ახლა კი საქმეზე – PACE ხუთშაბათს, საქართველოზე საგანგებო დებატის შედეგად, დიდი ალბათობით, უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს, სადაც კვლავ მოითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ოცნების დელეგაცია სხვაგვარად PACE-ში ვერ დაბრუნდება.

    იჯდეს ახლა თეა და წეროს და იკითხოს საბრალდებო დასკვნები არალეგიტიმური პარლამენტის ღალატის კომისიაში მამის საუკეთესო საბჭოთა მემკვიდრეობის იმიტირებით.

    ცეცხლი ოლიგარქიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, – წერს ბოკუჩავა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“.