Category: სლაიდერი

  • მიზანი საქართველოში სუვერენიტეტის საფუძვლების შერყევაა – ბითაძე სანქციებზე

    ძალიან სამწუხაროა, რომ დიდმა ბრიტანეთმა, ასეთი დიდი ისტორიის მქონე სახელმწიფომ, დღეს ძალიან კარგად შეითავსა აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის ძალიან არასწორი დამოკიდებულება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ და პრაქტიკულად, ერთწინადადებიანი განმარტებით უწესებს სანქციებს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის იმ წარმომადგენლებს, რომელთა მუშაობაზეც, პრაქტიკულად, ამ ქვეყნის უსაფრთხოება დგას.

    ეს მიზანმიმართული ქმედებაა იმისთვის, რომ ერთი მხრივ, საქართველოში სუვერენიტეტის საფუძვლები შეირყეს, მეორე მხრივ კი ნათლად იკვეთება მცდელობა, საქართველოს აგრძნობინონ, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფო კი არა, არამედ, ამ შემთხვევაში, ბრიტანეთის კოლონიაა, რაც, ბუნებრივია, თვითონ ბრიტანეთის რეპუტაციას აკნინებს.

    თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, მაია ბითაძემ.

  • „დამოუკიდებლობა“ მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს! – მდინარაძე

    „9 აპრილი, 1989 წელი.

    იარაღი – ტანკი და ნიჩაბი.

    თავდასხმის ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების სიცოცხლე და თავისუფლება.

    10 აპრილი, 2025 წელი.

    იარაღი – სანქცია.

    ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება.

    მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!

    პ. ს. სსრკ-ს ან რუსეთის თავიდანვე ხსენებას მოვერიდე მაინც, მერე სხვაც რომ არ მყოლოდა სახსენებელი…“

    ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა კიდევ ოთხი ქართველი ოფიციალური პირის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა.

  • 7 დღით ვწყვეტ შიმშილობას, რომ 17 აპრილისთვის არ ჰქონდეთ რაიმე საბაბი და სასამართლოზე არ დამასწრონ – ჩიკვაიძე

    “დიდი მადლობა სინდისის პატიმრების დედებს თანადგომისთვის; ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც მთხოვდა, რომ შიმშილობა შემეწყვიტა. ვითვალისწინებ ყველას თხოვნას და ზუსტად 7 დღით ვწყვეტ შიმშილობას 30 დღიანი შიმშილობის შემდეგ,  ამ ჟესტით,  პენიტენციურ დაწესებულებას, რომელიც მოქმედებს პროკურატურასთან ალიანსში, მინდა ხელიდან გამოვაცალო საფუძველი, რომ
    17 აპრილისთვის არ ჰქონდეთ რაიმე საბაბი და სასამართლოზე არ დამასწრონ.
    17 აპრილი დიდი ხუთშაბათია; დიახ, ქალბატონო იზა კელენჯერიძე, ნამდვილად 33 ვერცხლია თქვენი და იმ დაწესებულების ფასი, რომელსაც წარმოადგენთ და სასამართლოს ეძახით. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ვერც მაგ 33 ვერცხლს მიიღებთ, რადგან, სავარაუდოდ, ინფორმირებული ხართ, რომ თქვენი გვარი ბრიტანული და ევროპული სანქციების ახალი ტალღის პირველ ათეულშია.
    ასევე, 17 აპრილს გამხელთ თქვენ და პროკურატურას ერთად, თუ როგორ მოქმედებთ  შეთანხმებულად. შეგახსენებთ, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რაც თქვენმა უსამართლო გადაწყვეტილებამ დამმართა – მე დაზიანებული მაქვს თავის ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მოძრაობასა და მხედველობაზე, მაგრამ ძალიან კარგად მიმუშავებს მეტყველების და აზროვნების ნაწილი.
    ამ ჯერზე, გაიძულებთ, რომ გაითვალისწინოთ ჩემს მიერ დაყენებული შუამდგომლობები,
    რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენი ქმედებების შედეგად მტკიცებულებების განადგურებასთან, რაც შეჯიბრებითობის პრინციპს არღვევს, ასევე საზოგადოებას და თქვენც მოგიყვებით თუ რას შეეწირა კორუმპირებული ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის უფროსი ბ-ნი რამიშვილი და რა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა ფინანსური პოლიციის კრიმინალურმა დაჯგუფებამ ეგრეთწოდებული სპეცოპერაციის დროს.
    ეს ყველაფერი შემხებლობაშია ჩემს საქმესთან.
    როგორც ვიცი, თქვენ ლექციებს კითხულობთ; შესაბამისად, მინდა საზოგადოებამ და სტუდენტებმა იცოდნენ თქვენს მიერ ჩადენილი უსამართლობისა და ბოროტების შესახებ.
    გპირდებით, რომ თქვენი და ჩემი გადაკვეთის წერტილი იქნება პრეცედენტული.
    მეგობრებო, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას სოლიდარობისთვის, ჩვენ ვიმარჯვებთ და ეს ასეც იქნება!
    სინდისის პატიმრებო, გამაგრდით! ძალიან მალე ყველაფერი კარგად იქნება!”

    ნათქვამია რეჟიმის პატიმრის, გიორგი ჩიკვაიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

  • ბრიტანეთმა შალვა ბედოიძეს, მირზა კეზევაძეს, კარლო კაციტაძეს და გიორგი გაბიტაშვილს სანქციები დაუწესა

    დღეს, 10 აპრილს, გაერთიანებულმა სამეფომ ადამიანის უფლებების სანქციების გლობალური სიაში ივანიშვილს რეჟიმის კიდევ ოთხი წარმომადგენელი შეიყვანა.სანქციების ეს პაკეტი მიმართულია იმ ქართველ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე არიან პასუხისმგებელნი. ოთხივე პირს ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესდა.

    დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა:

    • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – შალვა ბედოიძე
    • შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის (ზვიად ხარაზიშვილი – ხარება) მოადგილე – მირზა კეზევაძე
    • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი – კარლო კაციტაძე
    • გენერალური პროკურორი – გიორგი გაბიტაშვილი

    “დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ადამიანის უფლებების დარღვევიბისთვის სასანქციო სიაში 4 პირი დაამატა. ეს პაკეტი მიმართულია ქართველ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების (2020 წლის რეგულაციის თანახმად) ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე”, – წერია დოკუმენტში.

    • “შალვა ბედოიძე არის და/ან იყო პასუხისმგებელი იმ საქმიანობაზე, რომელიც წარმოადგენს პირის უფლების სერიოზულ დარღვევას, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს. კერძოდ, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გამოცხადების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზედამხედველობა გაუწია პოლიციის ძალების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის არაპროპორციულ გამოყენებას.
    • მირზა კეზევაძე არის და/ან იყო პასუხისმგებელი იმ საქმიანობაზე, რომელიც წარმოადგენს პირის უფლების სერიოზულ დარღვევას. კერძოდ, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის (სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი) და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოების ძალებმა ძალადობრივად მიიტანეს იერიში საქართველოს მოქალაქეებზე, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებზე, ჟურნალისტებსა და ახალგაზრდა აქტივისტებზე. სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას, ამ ძალადობას ხელმძღვანელობდა მირზა კეზევაძე.
    • კარლო კაციტაძე არის და/ან იყო პასუხისმგებელი იმ საქმიანობის გამოძიებაზე ან სისხლისსამართლებრივ დევნაზე, რომელიც წარმოადგენს პირის უფლების სერიოზულ დარღვევას. კერძოდ, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის (სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი) და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოების ძალებმა ძალადობრივად მიიტანეს სამიზნეები საქართველოს მოქალაქეების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და ახალგაზრდა აქტივისტების მიმართ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ყოფნისას, კარლო კაციტაძე პასუხისმგებელია პოლიციის ძალადობის გამო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების გამოძიებასა და პასუხისგებაში მიცემაზე და ამ შემთხვევაში მან ეს არ გააკეთა.
    • გიორგი გაბიტაშვილი არის და/ან იყო პასუხისმგებელი იმ საქმიანობის გამოძიებაზე ან სისხლისსამართლებრივ დევნაზე, რომელიც წარმოადგენს პირის უფლების სერიოზულ დარღვევას. კერძოდ, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტი) და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოების ძალებმა ძალადობრივად მიმართეს საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებს, ჟურნალისტებს და ახალგაზრდა აქტივისტებს. გენერალური პროკურორის რანგში, გიორგი გაბიტაშვილი პასუხისმგებელია პოლიციის ძალადობისთვის პასუხისმგებელი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ზედამხედველობაზე და ამ შემთხვევაში მან ეს ვერ შეძლო”.
  • ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ რუსთაველზე! – ვაშაძე

    ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ რუსთაველზე! – ვაშაძე

    „ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ – რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს!

    არანაირი ლეგიტიმური პარლამენტი არ გვყავს! შესაბამისად – არც კომისია არსებობს!

    ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი! ე.წ. კომისია კი ღალატის გარდა არაფერს ნიშნავს! ეს არის პროპაგანდის ნაწილი, რომლითაც ცდილობენ ხალხის ყურადღების გადატანას მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან.

    თუ ვინმეს პასუხი უნდა, კეთილი ინებოს და ხალხს მოუსმინოს რუსთაველზე! იქ გაიგებენ სიმართლესაც და პასუხსაც!”

    აცხადებს პარტია „სტრატეგია – აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

  • დაფუძნდა ახალი პოლიტიკური მოძრაობა “სართული – ახალი თაობის ძალა”

    დაფუძნდა ახალი პოლიტიკური მოძრაობა – “სართული – ახალი თაობის ძალა”. მოძრაობაში იქნებიან ორგანიზაცია მე-12 სართულის წარმომადგენლები, პროტესტში აქტიურად მონაწილე ახალგაზრდები. მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვადო მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მოძრაობაში ელოდებიან ყველას, ვისაც არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი არ მოსწონს და მოქმედებაზე გადასვლა სურს.

    “საქართველოში პირველად იწყება ახალგაზრდების და სრულიად ახალი სახეების პოლიტიკური მოძრაობა და მას ვიწყებთ ჩვენ, ჩვენ და ჩვენს გარშემო და გვერდით მდგომი ძალიან ბევრი ადამიანი, შეიძლება, დღეს ბევრნი აქ არ არიან, მაგრამ მთელი საქართველოდან არიან და წარგიდგენთ, გაგაცნობთ, ხალხი, რომელიც სრულიად ახალია საზოგადოებრივ, პოლიტიკურ სივრცეში და ხალხი, მათ შორის, ჩვენც, ვინც წლებია ვშრომობთ და ვიბრძვით იმისთვის, რომ გვქონდეს ბედნიერი მომავალი და ვაპროტესტებთ – სხვადასხვა სფეროებიდან ვაკეთებთ ამას.

    ჩვენი მოძრაობის სახელია – სართული – ახალი თაობის ძალა. ვიწყებთ სართულის შენებას, ახალი თაობის ძალის შენებას და გულით გვჯერა, რომ ეს მოძრაობა იქნება ყველასთვის, იქნება ყველასი და აქ გელოდებით ყველას. გელოდებით, ვინც ხვდება და იაზრებს, რომ საჭიროა ევროპული და რაც მთავარია, ეროვნული ძალები. ვინც დაიღალა ძველი პოლიტიკური სიბინძურით, ვინც დაიღალა იმით, რომ პირად ინტერესებს შეეწირა აწმყო, ჩვენი მომავალი ეწირება, ადამიანები გადიან ქვეყნიდან და ვინც დაიღალა, რა სიტუაციაც დღეს არის და ვინც ფიქრობს, რომ მოქმედებაზე გადასვლაა საჭირო და სადღეგრძელოების და სიტყვების იქით, საჭიროა საქმის კეთება და საქმეზე გადასვლა.

    გუშინდელმა საპროტესტო დღემაც ძალიან კარგად დაგვანახა ის, რომ მოქმედებით და გამძლეობით შეგვიძლია საქმის კეთება და პატარა გამარჯვებებით, დიდი გამარჯვებების მოპოვება. ეს არის ახლა მთავარი და ისიც დავინახეთ გუშინ, რომ ხალხში საჭიროა ნაკლები ჩხუბი და მეტი ერთიანობა. ამიტომაც, სუფთა ხელებით ვიწყებთ ამას დღეს – აქ და ახლა. ჩვენი სამშობლოა საქართველო, არსად წასვლას არ ვაპირებთ, არაფრის გვეშინია”, – განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთა წარმომადგენელმა ბრიფინგზე.

  • PACE-მა საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ [PACE] საქართველოს შესახებ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მხარი 89 დაუჭირა, 3 წინააღმდეგი იყო.

    რეზოლუციაში გამოთქმულია როგორც შეშფოთება, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე, გაცემულია რეკომენდაციები.

    რეზოლუციის მიხედვით, “ქართული ოცნების” “დემოკრატიული უკუსვლა” – “ხელს ვერ შეუწყობს ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებას, თუკი ისინი ასამბლეის სესიას სამომავლოდ დაესწრებიან. გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობა “დელეგაციის არა არჩევანი, არამედ ვალდებულებაა”.

    “რაც შეეხება [PACE-ს] მოწოდებას ხელისუფლებისადმი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის მმართველი უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები სასწრაფოდ აღმოიფხვრას და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული პარლამენტის არჩევნების გამოცხადებას – ასეთი ნაბიჯები არ გადადგმულა”, – ნათქვამია დოკუმენტში.

    ასამბლეა შეშფოთებულია პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და სამოქალაქო ლიდერების დაკავებებითა და სამართლებრივ პროცესების მათ წინააღმდეგ გამოყენებით.

    “ამ კონტექსტში, შეშფოთებულია საქართველოს სოლიდარობის ფონდების წინააღმდეგ წამოწყებული კრიმინალური გამოძიებებისა და მათი აქტივების გაყინვის შესახებ, რაც ფარავდა იურიდიული დახმარების, ჯარიმებისა და შემოსავლების დანაკარგის ხარჯებს დაკავებული ან დემონსტრაციებთან დაკავშირებით დათხოვილი პირებისთვის”, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

    ასამბლეა განსაკუთრებით შეშფოთებულია მმართველი პარტიის განცხადებით აკრძალოს “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა”. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა იქნება ევროპის საბჭოს დებულებებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევა.

    რეზოლუცია მოუწოდებს “ქართული ოცნების” პასუხისმგებელ პირებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები იმისთვის, რომ ქვეყანაში კრიზისი იქნეს დაძლეული.

  • “უცხოური ძალა იყო საბჭოთა არმია, აბა ვინ იყო. შინაურები იყვნენ?” – კახა კალაძე

    “უცხოური ძალა იმას ნიშნავს, რასაც, მაგალითად, დღეს უცხოური ძალა დღევანდელი რადიკალების სახით წარმოადგენს, რომლებიც არიან გამარგინალებული… ის უბედურება, რაც ჩვენ დაგვატყდა – უცხოური ძალა იყო საბჭოთა არმია, აბა ვინ იყო. ჩვენი შინაურები იყვნენ?”.

    განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

  • ივანიშვილი ღელავს, რომ ბრიტანეთის სანქციები შეიძლება რეალობად იქცეს – ბრიტანელი დეპუტატი

    “გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ივანიშვილს უკვე გავუტეხეთ ძილი, უკვე შიშობს, რომ შეიძლება გაიღვიძოს და აღმოაჩინოს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ მას და მის აქტივებს სანქციები დააკისრა. early day motion-ი, როგორც ასეთი, ბრიტანულ საპარლამენტო სისტემაში განსაკუთრებულად წონად დოკუმენტად არ ითვლება. ამიტომ სახტად დავრჩი, საქართველოს მთავრობისგან ოფიციალური რეაგირება რომ მივიღეთ ამაზე. ეს აბსოლუტურად უპრეცედენტოა. საერთოდ არ ველოდი, რომ რამეს იტყოდნენ. ეს ჩემთვის იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან ამ თემასთან მიმართებაში, ძალიან განიცდიან, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან განიცდის, ძალიან ღელავს და აშფოთებს ის, რომ ეს ნაბიჯები შეიძლება რეალობად იქცეს. ამიტომაც რეაგირებენ ასე აგრესიულად. და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა მთავრობამ სწრაფად იმოქმედოს. რუსეთთან განსხვავებით, საქართველოში ერთი ოლიგარქი აკონტროლებს ყველაფერს – და განსხვავებით პუტინისგან, ჩვენ მასზე რეალური ზეგავლენის ბერკეტი გვაქვს”.

    ამბობს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტარი, ლიბერალ-დემოკრატთა პარტიის წარმომადგენელი ჯეიმს მაკკლირი რადიო თავისუფლებასთან.

  • თეა წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიამ გიორგი გახარია დაიბარა

    თეა წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიამ პარტია საქართველოსთვის ლიდერი,  გიორგი გახარია დაიბარა. ამის შესახებ მან დღეს სხდომაზე განაცხადა.

    “მოსაბრძანებლად მოწვეულია გიორგი გახარია და არა მხოლოდ ის, არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ახლაც ქვეყანას აზიანებს გარედან”,- თქვა თეაწულუკიანმა

    არსებული ინფორმაციით, გახარია 20 ივნისის საქმეზეა დაბარებული.

    ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ის ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ანდა, ჯარიმას ითვალისწინებს.