Category: სლაიდერი

  • ”სიცოცხლით ვაგებ პასუხს, გთხოვთ არ გამკვეთოთ” – იმედი ავრცელებს ტექსტს, რომელიც, მათი მტკიცებით, რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა

    სამთავრობო პროპაგანდისტული მედია იმედი  ავრცელებს ტექსტს, რომელიც, მათი მტკიცებით, რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა.

    „ალეკო არაფერ შუაშია, ჩუმად ავიღე. ეს კაცი ძმობის მაგალითია. მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას ( კორუფციას და ბარიგების მფარველობას ) რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც. დავიღალე – დიდი გამარჯვებაც ვნახე და წარუმატებლობაც. პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს. მამა შენ ნომერი პირველი კაცი იქნები ჩემთვის ღირსებაში.

    დათა კაცური კაცი გაიზარდე, მიხედე ელის. დედა მიყვარხარ. მაპატიეთ ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს, მაგრამ მიყვარხართ. ბატონ ბიძინას და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავთ ჩემს ოჯახს.

    ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები – ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გთხოვთ არ გამკვეთოთ და არც არავინ დაადანაშაულოთ. ჩემი დაწერილია. ღმერთი ფარავდეს ჩემს საყვარელ აჭარას და საქართველოს“, – აღნიშნულია “იმედის” მიერ გავრცელებულ წერილში.

    დღეს, 7 ივლისს რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს საგარეჯოს საავადმყოფოში. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია — დაზიანებულია ფილტვი, თუმცა ექიმების განცხადებით, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

    გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

  • რიჟვაძის დაჭრის ფაქტზე, ალექსი ახვლედიანი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დააკავეს

    თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

    ალექსი ახვლედიანის  დედის საცხოვრებელ სახლთან საგარეჯოში ამ დრომდეა მობილიზებული პოლიცია.

    „7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

    თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

    ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

    შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა გვიან ღამით საგარეჯოში მოხდა.რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

  • მედიამ ვიზუალური გამოსავალიც ნახა, სხვა ქვეყნების გამოცდილებას შეხედეს და ჩანახატებსაც ვხედავთ – პაპუაშვილი

    მედიამ ვიზუალური გამოსავალიც ნახა, სხვა ქვეყნების გამოცდილებას შეხედეს და ჩანახატებსაც ვხედავთ – პაპუაშვილი

    „შეხედონ რა წესებია ევროკავშირში – ყველგან ეს წესია. არ არსებობს პირველხარისხოვანი და მეორე ხარისხოვანი ქვეყნები. არ არსებობს ადამიანების ზედა და ქვედა ფენა. ჩვენ ხომ არა ვართ რაღაც მეორეხარისხოვანი საზოგადოება, რომელზეც ის წესები არ უნდა გავრცელდეს, რაც სხვა ქვეყნებში არის?!

    ზოგიერთი საელჩოსა თუ დონორის მიერ წახალისებული იყო, რომ სასამართლოს დარბაზებში ისტერია ყოფილიყო, რაც უპირველეს ყოვლისა, თავად მართლმსაჯულების პროცესს აზიანებს.

    ისტერიის პირობებში სამართლიანი სასამართლო ვერ განხორციელდება. სასამართლოში ან მედია აწყობდა ისტერიას, ასევე ვიცით მედიის მიერ პირდაპირი გაშუქება ზოგიერთ ადამიანზე რა ეფექტს ახდენს ხოლმე, როცა ხელს უწყობს და ახალისებს ისტერიული გარემოს ჩამოყალიბებას, რაც საბოლოო ჯამში, ყველაზე მეტად ბრალდებულებს და განსასჯელებს აზიანებს.

    ამ რამდენიმე დღემ გვაჩვენა, რომ ინფორმაციის ნაკლებობა არ არის და ყველაფერი რაც სასამართლოს დარბაზში ხდება საზოგადოებამ იცის. მედიამ ვიზუალური გამოსავალიც ნახა. სხვა ქვეყნების გამოცდილებას შეხედეს და ჩანახატებსაც ვხედავთ. მედია შედის, შეუძლია რეპორტაჟი აწარმოოს და ინფორმაცია, რაც იქ ხდება, გამოიტანოს. რაც მთავარია, იქ არიან მხარეები. სასამართლო დამსწრე საზოგადოებისთვის არ იმართება. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მხარეებისთვის იმართება, რათა ნორმალურ პირობებში მუშაობის საშუალება ჰქონდეთ.

    ვნახეთ გუშინდელი გარედან დაფინანსებული ისტერიაც, რომელსაც ევროკავშიროს საელჩო აფინანსებს – სასამარლოსთან “ენჯეოს“ წარმომადგენლები იდგენენ და ისტერიას აწყობდნენ“

    განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • მამაჩემს გულზე არაფერი სჭირდა, პირველად მის გულზე ხელი მაშინ დავინახე, როცა მაკავებდნენ – ონისე ცხადაძე

    მამაჩემს გულზე არაფერი სჭირდა, პირველად მის გულზე ხელი მაშინ დავინახე, როცა მაკავებდნენ – ამის შესახებ აქციების დროს დაკავებულმა ონისე ცხადაძემ, სასამართლოში სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა.

    „სრულიად ნეგატური დამოკიდებულებისგან დაცლილმა. მინდა ვკითხო პროკურორებს მე თუ ვინმე მომიკლავს ცხოვრებაში? რა ჯანდაბად მჭირდება თქვენი თანაგრძნობა?!

    იმ ასაკში, რა ასაკშიც მამაჩემი გარდაიცვალა, მის სისხლსა და ხორცში არავინ გარდაცვლილა. ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ გულზე არ სჭირდა არაფერი, პირველად მის გულზე ხელი დავინახე, როცა მაკავებდნენ. მას თავის ცხოვრებაში არავისთვის არაფერი დაუშავებია საკუთარი თავის გარდა, მთელი ამ დღეების განმავლობაში იმაზე ვფიქრობ სამაგიერო როგორ გადაგიხადოთ!

    სულ ვფიქრობ, როგორ გადაგიხადოთ სამაგიერო. ვიდეოც არსებობს იმის შესახებ, რომ არის სერიული მკვლელი, რომელსაც დახოცილი ჰყავდა უამრავი ადამიანი, მიდიოდნენ დახოცილების ოჯახის წევრები და ლანძღავდნენ. ისინი ისე უყურებდნენ როგორც მანიაკს და შეშლილს. შემდეგ გამოვიდა ერთი სასულიერო პირი და უთხრა მიპატიებიაო და ჩამოიშალა ყველაფერი. ჩემთვის თქვენ ხართ მანიაკები, მაგრამ არ ვაპირებ არ გაპატიოთ.

    ჩემთვის მკვლელები ხართ! პირობას გაძლევთ, რომ მოსამართლიდან დაწყებული, ის ბიჭიც თქვენ გვერდით, რომ ზის [სხდომის მდივანი] პასუხს აგებს.

    თუ გინდა გეტყვით, როგორ გარდაიცვალა მამაჩემი. ციხეში გავიგე, რომ მამაჩემი ეზოში ჭიშკართან გარდაიცვალა. ბავშვობაში რომ დამიშავებია რაღაც ელემენტარული და დღეს, რომ ვფიქრობ, იმაზე ვნანობ და თქვენ არ გაგაჩნიათ რაიმე გრძნობა?

    ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო, მე არ მინახავს, მითხრეს. ძალიან მიხარია, რომ თქვენნაირი ადამიანები ბევრნი არიან ამ ქვეყანაში, ისიც ძალიან მიხარია, რომ ვიცხოვრე ისე, რომ დავიმსახურე ეს თანადგომა…

    რაც მოხდა, ეს არის ჩემი პირადი ტრაგედია და რაც მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის სატარებელი იქნება. ესეთი ბრძოლაა, კაციჭამიებთან ბრძოლა, ოღონდ ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ ეს მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს”,- განაცხადა ონისე ცხადაძემ.

  • რუსეთმა კიევის ოლქზე იერიში მიიტანა – დაშავდა მინიმუმ 21 ადამიანი

    გასულ ღამეს, რუსებმა  უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 21 ადამიანი დაშავდა.

    რუსეთი, კიევის ოლქის ექვს რეგიონს ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რის გამოც, ნაწილობრივ შეიზღუდა მატარებლების მოძრაობა.

    კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, დნეპროვსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე.

    უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსებმა უკრაინას 550 დრონით და რაკეტით შეუტიეს, 478 სამიზნე განეიტრალდა, თუმცა, დარტყმები 8 ლოკაციაზე განხორციელ

  • ზეწოლის გარეშე რუსეთი არ შეცვლის დესტრუქციულ ქცევას -ზელენსკი

    ზეწოლის გარეშე რუსეთი არ შეცვლის დესტრუქციულ ქცევას -ზელენსკი

    „ჩვენს ქალაქებსა და რეგიონებში საჰაერო თავდასხმის განგაში და მედიაში ინფორმაცია პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ თითქმის ერთდროულად გავრცელდა. რუსული დარტყმის მთავარი სამიზნე დედაქალაქი იყო. ჩვენმა მეომრებმა მოახერხეს 270 საჰაერო სამიზნის ჩამოგდება, კიდევ 208 დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემით დაბლოკეს. დრონების გამანადგურებლებმა დაიწყეს მოქმედება – ათობით დრონი ჩამოაგდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ქალაქებისთვის თავდაცვის ამ ელემენტის განვითარებისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა განაგრძონ ჩვენი მხარდაჭერა ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვაში. Patriot-ები და მათი რაკეტები სიცოცხლის ნამდვილი დამცველები არიან.[…] ეს ყველაფერი ნათელი დასტურია, რომ ჭეშმარიტად ფართომასშტაბიანი ზეწოლის გარეშე, რუსეთი არ შეცვლის თავის სულელურ, დესტრუქციულ ქცევას. ადამიანებისა და ადამიანების სიცოცხლის წინააღმდეგ ყოველი ასეთი დარტყმისთვის, მათ უნდა იგრძნონ შესაბამისი სანქციები და სხვა დარტყმები მათი ეკონომიკის, შემოსავლებისა და ინფრასტრუქტურისთვის. ეს არის ერთადერთი, რისი სწრაფად მიღწევაც შესაძლებელია სიტუაციის უკეთესობისკენ შესაცვლელად და ეს დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე, პირველ რიგში, შეერთებულ შტატებზე“

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

  • ალექსიძის ქუჩაზე სამუშაოების გამო, მოძრაობა ოქტომბრის ბოლომდე შეიზღუდება – მერია

    საბურთალოს რაიონში მერაბ ალექსიძის, ბერბუკისა და ტყვარჩელის ქუჩების რეაბილიტაციის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 4 ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შეიზღუდება.

    “სამუშაოების პირველ ეტაპზე, ბერბუკის ქუჩის N1 საცხოვრებელი კორპუსიდან (მაღაზია მადაგონის მიმდებარედ) აფაქიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ზონალურ-საათობრივი პარკირება (A700, A699) დროებით გაუქმდება და საავტომობილო მოძრაობა სრულად აიკრძალება.

    ზონალურ-საათობრივი პარკირება (A1444, A1443) დროებით გაუქმდება ბერბუკის ქუჩის N7-შიც (სკვერის მოპირდაპირედ), საავტომობილო მოძრაობა კი სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ ზოლში შეიზღუდება”. – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

  • რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ავღანეთში თალიბანის მთავრობა აღიარა

    რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ავღანეთში თალიბანის რეჟიმი აღიარა.

    ინიციატივა კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ეკუთვნის.

    “ჩვენ გვჯერა, რომ ავღანეთის ისლამური საამიროს მთავრობის ოფიციალური აღიარების აქტი სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში პროდუქტიული ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

    მოსკოვში, ავღანეთის საელჩოს შენობაზე 2021 წელს თალიბანის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო დროშა აღიმართა.

  • ორივე მხარეს ყოფნა არ გამოვა, გადასაწყვეტი გაქვთ! – ხაბეიშვილი “ლელოს” მიმართავს

    “მივმართავ პარტია “ლელოს” – ორივე მხარეს ყოფნა არ გამოვა, გადასაწყვეტი გაქვთ, ან ხართ ივანიშვილის მხარეს და მის არჩევნებში იღებთ მონაწილეობას და ხართ მის მხარეს, ან ხართ ქართველ ხალხთან ერთად. ვერანაირი სხვა ფორმაციები ვერ გამოვა, ეს იქნება ქართველი ხალხის ღალატი და სულ არაფერი არ ვთქვათ პოლიტიკოსებმა, ხალხი არ გაპატიებთ, ამიტომ მარტივი არჩევანია გასაკეთებელი, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილი აქვთ არჩევნებში მონაწილეობა, მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ შეიცვლით პოზიციას, რადგან არანაირი ორი გზა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ერთი გზა და ეს არის ბოიკოტის, პროტესტის გზით, უნდა გავაძლიეროთ ქუჩის პროტესტი, ივანიშვილს დავამარცხებთ მხოლოდ ქუჩის მძლავრი პროტესტით, სხვა გზით არ გამოვა, ამიტომ მკვეთრი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, ამ დრომდე რაც ჩანს, სამწუხაროდ აპირებთ იქით მხარეს დაბანაკებას, რაც ძალიან მძიმე იქნება თქვენთვის, მაგრამ მაინც დავიტოვებ იმედს, რომ იქნებ ბიძინას მხარეს არ აღმოჩნდეს. ეს იქნება სინდისის პატიმრების ღალატი, რომლებიც უსაფუძვლოდ ჰყავს ივანიშვილს გამოკეტილი”

    ასე მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიას “ლელო – ძლიერი საქართველო”.

  • უკრაინელებმა ოკუპირებული ლუგანსკის ყოფილი ე.წ. მერი ააფეთქეს

    უკრაინულმა ძალებმა რუსების მიერ ოკუპირებული ლუგანისკის ყოფილი “მერი” მანოლის პილავოვი ააფეთქეს.  ასაფეთქებელი მოწყობილობა პილავოვის სახლის კარს მიღმა იყო დამონტაჟებული.

    აფეთქება 3 ივლისს შუადღით ქალაქის ტარას შევჩენკოს ქუჩაზე მოხდა.

    მანოლის პილავოვი ლუგანსკის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას 2014 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე იკავებდა.