Category: სლაიდერი

  • რა უნდა ვიცოდეთ, თუ პოლიცია გადაწყვეტს ნარკოტიკულ თრობაზე შეგვამოწმოს

    იურისტი თორნიკე მიგინეიშვილი განმარტავს, თუ რა უნდა ვცოდეთ იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია გადაწყვეტს, ნარკოტიკულ თრობაზე შეგვამოწმოს.
    “რადგან გაჩნდა საჭიროება, საზოგადოების თხოვნით გაწვდით ინფორმაციას ნარკოტიკულ შემოწმებასთან დაკავშირებით:
    1. თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია ვარაუდისთვის, რომ თქვენ მოიხმარეთ ნარკოტიკული საშუალება, პოლიციელს უფლება აქვს გადაგიყვანოთ შემოწმებაზე;
    2. ამ დროს პოლიციელი გთავაზობთ გადაყვანას შსს-ს ექსპერტიზაზე;
    3. თქვენ უფლება გაქვთ, თქვათ უარი გადაყვანაზე, მაგრამ ასეთ დროს გამოიწერება მიმართვა, რომლის გამოწერიდან 4 საათის განმავლობაში თქვენი ნებით უნდა ჩაიტაროთ შემოწმების ტესტი ან შსს-ს ექსპერტიზაზე, ან სამხარაულში;
    4. თუ 4 საათის მანძილზე ჩაიტარებთ ამ ტესტს, მაშინ პოლიცია პირდაპირ ამ ორგანოდან გამოითხოვს ტესტის პასუხს;
    5. თუ 4 საათის მანძილზე არ ჩაიტარებთ ტესტს ჩაითვლება, რომ თქვენ შემოწმებას თავი აარიდეთ და ეს იწვევს ან ჯარიმას 500 ლარიდან 2000 ლარამდე, ან 60 დღემდე პატიმრობას;
    6. თუ ჩატარებული ტექსტის მიხედვით დაგიდგინდათ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, უფლება გაქვთ, 10 კალენდარული დღის ვადაში ჩატარებული კვლევისას დალუქული ბიოლოგიური მასალის საკონტროლო (ალტერნატიული) ექსპერტიზა;
    7. თუ დაგიდგინდათ, რომ მოიხმარეთ ნარკოტიკული საშუალება, თქვენ დაგეკისრებათ ჯარიმა 500 ლარიდან 2000 ლარამდე ან 60 დღემდე პატიმრობას.

    პ.ს. აუცილებლად მოთხოვეთ პოლიციელს თქვენი უფლებების, მათ შორის ამ პოსტში აღნიშნულის, სრულყოფილად განმარტება თქვენთვის და გადაიღეთ ვიდეო. ამის უფლება გაქვთ”, – წერს მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.

  • ”სალომე ზურაბიშვილი არის „ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდები“ – პაპუაშვილი

    ”სალომე ზურაბიშვილი არის „ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდები“ – პაპუაშვილი

    „სალომე ზურაბიშვილი არის „ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდები“. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე, ასეთ არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე, რომელიც მეშვიდე წელია ამბობს, რომ პრეზიდენტი ვარო, გაუვიდა ყველანაირი ვადა და რომელიღაც კომედიური ფილმის პერსონაჟივით მიტაცებული აქვს პრეზიდენტის შტანდარტი, ეტყობა, ცალკე შეაკერვინა და დადის ამ დროშით და გაიძახის, ვარ პრეზიდენტი. ხომ სასაცილოა? სინამდვილეში ხომ ამაზე უბრალოდ, უნდა ვიცინოთ. როცა ეს ყველაფერი ჩაივლის, მერე გაგვახსენდება, რომ ასეთი სასაცილო მოვლენა იყო ჩვენს ცხოვრებაში, რომ ვიღაცა გამაგრდა თავის ციხე-სიმაგრეში, უკვე თანამედროვე გაგებით საოფისე სივრცეში, დაიდგა დროშა და ამბობს, რომ ვარ პრეზიდენტი. ასეთი შემთხვევები ჩვენ ადრინდელიდან გვახსოვს, როდესაც რაღაც თვითმარქვია მმართველები იყვნენ“,

    განაცხადა ამის შესახებ, შალვა პაპუაშვილმა.

  • რიჟვაძეს არაფერს ვაბრალებდით, მე და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზია არ გვაქვს მის მიმართ  – კობახიძე

    რიჟვაძეს არაფერს ვაბრალებდით, მე და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზია არ გვაქვს მის მიმართ – კობახიძე

    ‘რიჟვაძეს არაფერს ვაბრალებდით, მე და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზია არ გვაქვს მის მიმართ ” – ამბობს ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

    „მე მუდმივად ვაკონტროლებ ამ საქმის მსვლელობას. რაც შეეხება სიახლეებს, სიახლეებთან დაკავშირებით, როდესაც იქნება შესაბამისი ინფორმაცია საგამოძიებო უწყებები გაგიზიარებენ.

    რაც შეეხება სტრესულ გარემოს, მე ერთ-ერთ მაგალითად დავასახელე სამარცხვინო მედიასაშუალებები, რომლებიც ათას ტყუილს კადრულობენ. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს სტრესული, ვიღაცისთვის შეიძლება არ იყოს სტრესული. ჩემთვის არაა, მაგრამ ვიღაცისთვის სტრესულია.

    რამდენიმე დღის წინ, გაავრცელეთ ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა გივი მიქანაძის საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. ითქვა ასეთი რაღაც, რომ, თითქოს, ის ჩემთვის ხურავდა ამ აკადემიის აუზს, იქ დავდიოდი აუზზე, საერთოდ იხურებოდა პოლიციელებისთვის აუზი. საუბარია აუზზე, რომელიც თვალით არ მინახავს. ასეთ სამარცხვინო ტყუილებს კადრულობთ. თვალით არ მინახავს აუზი! ჩემთვის არ არის ეს სტრესული, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის, თუნდაც ასეთი სამარცხვინო ტყუილი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ტყუილი, შეიძლება იყოს სტრესული.

    რაც შეეხება მუქარას, თუ ვინმე ემუქრებოდა თორნიკე რიჟვაძეს, ზუსტად ეს უნდა იყოს გამოძიების მთავარი საგანი. იმ დღეს კომენტარი რომ გავაკეთე, მედია დავასახელე როგორც ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ქმნის სტრესს სამარცხვინო ტყუილებით. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი. თქვენ თქვენი სამარცხვინო ტყუილებით ქმნით სტრესულ გარემოს ადამიანებისთვის. ეს არ უნდა გეწყინოთ. ძალიან ბევრ სამარცხვინო ტყუილს ავრცელებთ, მე ერთი მაგალითი მოგიყვანეთ.

    ჩვენ თორნიკე რიჟვაძეს არაფერს ვაბრალებდით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არავის თორნიკე რიჟვაძის მიმართ არავითარი პრეტენზია არ აქვს. რაც შეეხება ბრალდებებს, საჯარო მაგალითი გითხარით, ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს მფარველობას კანონიერი ქურდების თუ არ ვიცი, როგორ იყო. ვიმეორებ, მე და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს თორნიკე რიჟვაძის მიმართ. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მათ შორის მას შემდეგაც, რაც მან დატოვა თანამდებობა. რამდენიმე შეხვედრა მქონდა. ყოველ ჯერზე, ძალიან თბილი შეხვედრები. რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, მით უმეტეს, როცა კონკრეტული ადამიანი ტოვებს თანამდებობას, იქ როტაციის განხორციელება არის ჩვეულებრივი“, – განაცხადა ამის შესახებ კობახიძემ.

    თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრის თანახმად, სამკურნალოდ თურქეთში გადაყვანა ოჯახის თხოვნა იყო.

  • არ მინდა, ჩემი და მომავალი თაობა დიქტატურაში გაიზარდოს – საბა ჯიქია

    თავისუფლების ფასი გავიგე და შვილიშვილებისთვის მაგარი ისტორია მექნება მოსაყოლი…

    მადლობა თანადგომისთვის და გულშემატკივრობისთვის. ეს ჩემთვის მოტივაციაა და შესაძლებლობა, რომ მარტო არ ვიყო. ცდილობენ, რომ თავისუფალი აზრი ჩაახშონ, მაგრამ ვხედავ ბევრ თავისუფალ აზრს. არ მინდა, ჩემი და მომავალი თაობა დიქტატურაში გაიზარდოს. ახალგაზრდული წლების ციხეში გატარება მიწევს, მაგრამ ახალი ოჯახი შევიძინე. მაგარი ბიჭები გავიცანი.

    განაცხადა 19 წლის საბა ჯიქიამ დასკვნით სიტყვაში.

  • 35 წელი ჩვენს სამუშაო ოთახებს კედელი ჰყოფდა..ციხეშიც გვერდიგვერდ ვართ ისე, რომ ვერ ვკონტაქტობთ, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ – ხაზარაძე ჯაფარიძეზე

    “35 წელი ჩვენს სამუშაო ოთახებს კედელი ჰყოფდა..ციხეშიც გვერდიგვერდ ვართ ისე, რომ ვერ ვკონტაქტობთ, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ” –  ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და ბადრი ჯაფარიძეს დაბადების დღეს ულოცავს.

    “ადვოკატები მეუბნებიან, როგორ სულ ემთხვევა თქვენი პოზიციებიო. ეს არცაა საკვირველი.

    ჩვენ ერთად ბრძოლის დროს ხშირად გვიკამათია, მაგრამ არასდროს ქვეყნის მომავალზე – თუ როგორ ვხედავთ გამარჯვებული და ძლიერი საქართველოს მშენებლობას და ქართველების ბედნიერ მომავალს ამ უნიკალურ ქვეყანაში.

    დღეს შენი დაბადების დღეა! 65 წლის გახდი…

    პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრა, რომ ასეთი მაგარი ქართველი ხარ და მოგილოცო მთელი გულით.

    ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ – ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის! შენ დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი ხარ და სხვანაირად არ ძალგიძს.

    დიდხანს იცოცხლე და იხარე შენს ოჯახთან ერთად!

    შენი ძმა, მამუკა!”, – წერს ხაზარაძე.

  • არ არსებობს არჩევნები. ჩვენ ვართ რაღაც აბსურდულ თეატრში და ყველა თამაშობს თავის როლს – ზურაბიშვილი

    არ არსებობს არჩევნები. ჩვენ ვართ რაღაც აბსურდულ თეატრში და ყველა თამაშობს თავის როლს – ზურაბიშვილი

    დღეს მინდა მოგმართოთ თქვენ, საზოგადოებას, რომელიც კარგად ხედავს, რა ხდება დღეს ქვეყანაში და რა მდგომარეობა სუფევს – ჩვენ, რეალურად, ვკარგავთ ქვეყანას, სახელმწიფოს. უკვე ნათელია, რომ არ არსებობს არც ინსტიტუტები, რეალურად, არც მთავრობა და პარლამენტი, მართვა აღარ არსებობს ამ ქვეყანაში, ერთადერთი მართვის ინსტრუმენტი რჩება – რეპრესია, მაგრამ ქვეყანა მართული აღარ არის, თუ არა გარედან. ვკარგავთ დამოუკიდებლობას, რადგან ჩვენი ქვეყნის ინტერესები არავისგან არ არის დაცული, მიდის რეალურად დემორალიზაცია იმათი, ვინც უნდა იცავდეს ამ ქვეყანის სუვერენობას და დამოუკიდებლობას – ერთის მხრივ, ჯარი, მეორეს მხრივ – პოლიცია. ეკონომიკურ ინტერესებს არავინ იცავს, ვკარგავთ იდენტობას, როცა დაკარგულია უკვე ქართული ზრდილობა, ქართული წესები, ქართული ღირსება და ოფიციალური საქართველო უკვე მხოლოდ ლანძღვით, ბოღმით და მუქარით ელაპარაკება თავის საზოგადოებას. ეს არის ჩვენი დღევანდელი ქვეყანა, სადაც რეალურად სუფევს კრიმინალური, მაფიოზური წესები გარიგების, დაშინების, არცერთი მოქალაქე დაცული აღარ არის, სამართალი აღარსად არ მოიპოვება და ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი.

    არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც არის შემოგდებული თემა სწორედ ქართული ოცნების მიერ, რისთვის? იმისთვის და შედეგიც მიღწეულია, რომ დააპირისპიროს ოპოზიცია, გახლიჩოს ოპოზიცია, დააპირისპიროს ორი მხარე, მომხრეები და მოწინააღმდეგეები – არ არსებული არჩევნების გამო. ჩვენ ვართ რაღაც აბსურდულ თეატრში და ყველა თამაშობს თავის როლს იმ დონეზე, რომ ახლა მიდის ორ მხარეს შორის ლანძღვა, გინება, ბულინგი და ა.შ.

     

    რეალურად, მე ვარ დარწმუნებული, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები. ბოლომდე არ მივალთ და არ მიიყვანს ეს ხელისუფლება ბოლომდე ამ არჩევნების მითს.

    ამის შესახებ,  საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

  • ქვეყნის მასშტაბით ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდამოხმარების ფაქტი დაუდგინდა 240-ს, 23-მა თავი აარიდა შემოწმებას – შსს

    ქვეყნის მასშტაბით ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდამოხმარების ფაქტი დაუდგინდა 240-ს, 23-მა თავი აარიდა შემოწმებას – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო, განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნის მასშტაბით ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდამოხმარების ფაქტი დაუდგინდა 240-ს, 23-მა თავი აარიდა შემოწმებას.

    ”ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გამკაცრებული კანონმდებლობის საფუძველზე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა. აქედან, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა 240 პირს, რომელთა საქმეები ქვემდებარეობის მიხედვით გადაგზავნილია სასამართლოში. ამასთან, 23-მა პირმა თავი აარიდა ნარკოლოგიურ შემოწმებას, რომლებიც ისევე დაჯარიმდებიან, როგორც ნარკომომხმარებლები, რადგან ეს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმით არის გათვალისწინებული.

    ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური ცრუ კამპანია, რომ თითქოს სამართალდამცველები მხოლოდ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ან რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებს ამოწმებენ, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა. შემოწმებული პირებიდან პოლიციელი ვერც გამოარჩევს და ვერც გამორიცხავს ადამიანს პოლიტიკური შეხედულების მიხედვით, რაც, თავის მხრივ, არავისთვის წარმოადგენს ინდულგენციას.

    მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებისგან. პოლიციის მიერ გატარებული ყველა ღონისძიება, მათ შორის ნარკოლოგიური შემოწმებაც, მიმართულია ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ და ემსახურება ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს.

    ასევე მოვუწოდებთ, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, არათუ ხელი შეგვიშალონ, არამედ გაიზიარონ პასუხისმგებლობა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, სადაც ინფორმაციის სწორად მიწოდებას განსაკუთრებული როლი ეკისრება.” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა – შესაბამის ბრძანებას ხელი 9 ივლისს მოეწერა.  ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

    ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.

    შეგახსენებთ, ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

  • ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო როსტო ზარანდიას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

    Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო აქტივისტ როსტო ზარანდიას ზუგდიდის სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

    აქტივისსტს ზუგდიდის მერიის პრესსამსახურმა, მაგდალენა თოდუამ უჩივლა.

  • რაისა კომუნისტკა არ ისვენებს.. მავნებელი ქალია, ჩვენს ქვეყანას მტრობს… დაისვენე, ზაფხულია – ზარქუა

    რაისა კომუნისტკა არ ისვენებს. უნდა, რომ ყოველ კვირა საქართველოს ხელისუფლებაზე და ქართულ სახელმწიფოზე რაღაც გაუგებარი დებატები მოაწყოს ხოლმე […] ესე იგი, ვიზალიბერალიზაცია გადაიხედებაო – 2 წელზე მეტია, ეს გვახსოვს. რაისას რაიმე ბერკეტი რომ ჰქონდეს, აქამდე გააკეთებდა, იმიტომ, რომ მავნებელი ქალია, ჩვენს ქვეყანას მტრობს […]

    რაისას გადაეცით – დაისვენე, რა. დაისვენე, ზაფხულია. საქართველოს წინააღმდეგ ეს უნიჭო სპექტაკლები და მცდელობები არ გამოგდით და მაინც არ ისვენებთ. ჩვენც, კი ბატონო, ვერთობით ზაფხულში. გასართობი პროგრამები ნაკლებია და გიყურებთ, ამ სიგიჟეებს, როგორ წერთ რეზოლუციას, ღირებულება დაუკარგეთ.

    ასე გამოეხმაურა ივანიშვილის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ლიტველი ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას.