Category: სლაიდერი

  • უკრაინას უფრო მეტ იარაღს გავუგზავნით! პუტინი არ ჩერდება – ტრამპი

    უკრაინას უფრო მეტ იარაღს გავუგზავნით! პუტინი არ ჩერდება – ტრამპი

    “ჩვენ უფრო მეტ იარაღს გავუგზავნით. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა. ახლა ისინი ძალიან ძლიერ დარტყმას იღებენ. ჩვენ მოგვიწევს მეტი იარაღის გაგზავნა, პირველ რიგში, თავდაცვითი იარაღის. მაგრამ ისინი ძალიან, ძალიან ძლიერ დარტყმას იღებენ. ამ არეულობაში უამრავი ადამიანი იღუპება.[…]გულწრფელად რომ ვთქვა, იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტი პუტინი არ ჩერდება. მე არ ვარ კმაყოფილი ამით”,

    განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

  • რეჟიმი ჭამს საკუთარ შვილებს, დიქტატურა ყოველთვის ასე მთავრდება – გვარამია

    რეჟიმი ჭამს საკუთარ შვილებს, დიქტატურა ყოველთვის ასე მთავრდება – გვარამია

    „რეჟიმი ჭამს საკუთარ შვილებს. დიქტატურა ყოველთვის ასე მთავრდება. გამონაკლისები ისტორიაში არ ყოფილა.
    მიდით, ქოცებო, მიაწექით. გაიფარჩაკეთ ბოლომდე თავი.
    ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ!
    ოლიგარქია უნდა დაემხოს!
    p.s. ჩემი მხარდაჭერა ყველაზე კეთილ და მშვიდობიან კაცს, ვანიკო თარხნიშვილს! ❤
    p.p.s. რაც შეეხება ლელოს და გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას, ტალეირანის სიტყვებით რომ ვთქვათ “ეს დანაშაულზე მეტია, ეს შეცდომაა”. სამწუხაროა.“,

    ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია  „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს.

  • გარანტირებული გვაქვს თბილისში გამარჯვება, რაც შექმნის საფუძველს, მეტი ძალით მოვითხოვოთ ახალი საპარლამენტო არჩევნები – სამადაშვილი

    გარანტირებული გვაქვს თბილისში გამარჯვება, რაც შექმნის საფუძველს, მეტი ძალით მოვითხოვოთ ახალი საპარლამენტო არჩევნები – სამადაშვილი

    “ჩემთვის კიდევ ერთხელ გაუგებარია, რატომ უნდა ვაჩუქოთ ჩვენ გამარჯვება “ქართულ ოცნებას” იქ, სადაც მას აქვს გარანტირებული მარცხი, მაგალითად, თბილისში. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ ყველას, ვინც აცხადებს, რომ ბოიკოტი არის ბრძოლის სწორი გზა. გადახედოს საკუთარ პოზიციას, შეხედოს, მათ შორის, ამ კვლევას, რომელიც დაარწმუნებს მათ, რომ სრული კონსოლიდაციის პირობებში ჩვენ გარანტირებული გვაქვს თბილისში გამარჯვება, რაც, ცხადია, შექმნის საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალით მოვითხოვოთ ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ისედაც მხარს უჭერს ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა, ასე რომ, მე ვფიქრობ, ამ კვლევაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რა არის გამარჯვების ფორმულა და გაუგებარია, ამ გამარჯვების ფორმულაზე რატომ ამბობს დღეს ვიღაც უარს”

    ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

  • რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი, რომელიც დილით გადააყენეს გარდაცვლილი იპოვეს – ეჭვი თვითმკვლელობაზეა

    რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი, რომან სტაროვოიტი თანამდებობიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს –  გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება.

    “რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის ოლქის თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ, რათა დაადგინონ ზუსტი გარემოებები. ძირითადი ვერსია თვითმკვლელობაა”. – ეს  განცხადება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტა გაავრცელა.

    მინისტრობამდე რომან სტაროვოიტი კურსკის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.

  • დე ფაქტო ლიდერს არ სურს შეხვდეს აშშ-ის ხელმძღვანელობას. თავის პირად ინტერესებს აყენებს ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა – დანიგანი ივანიშვილზე 

    “არ მინდა სპეკულაცია ქართული ოცნების მოტივებზე, მაგრამ საკუთარ თავს უნდა დაუსვათ შეკითხვა – ბოლო ერთი წლის, წელიწად-ნახევრის განმავლობაში რა მიზნით გადადგეს მათ ნაბიჯების მთელი წყება, რომელმაც ასე გაართულა მათი ურთიერთობები უდიდეს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან?

    მთავრობა ბევრს ლაპარაკობს, მაგალითად, სუვერენიტეტზე. ჩვენ ვართ საქართველოს სუვერენიტეტის უდიდესი მხარდამჭერები. ჩვენ ვართ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გაეროს ყოველწლიური რეზოლუციის უდიდესი მხარდამჭერები. ჩვენ, ფაქტობრივად, ხმების მოპოვებაში ვეხმარებით საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ და ევროპელები ვართ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) ძლიერი მხარდამჭერები, ყოველ რაუნდზე, მას შემდეგ რაც GID დაიწყო. ჩვენ დავეხმარეთ ქვეყნის აღდგენას 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ. ჩვენ ხელი შევუწყვეთ სანდო შეკავების ძალის შექმნას საქართველოს თავდაცვის ძალებსა და სანაპირო დაცვაში. ეს არის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. და მაინც, ქართული ოცნება ყოველდღე საჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენი პარტნიორობა არაფერს ნიშნავს და ელოდება, თუ რას გავაკეთებთ ჩვენი პარტნიორობის სწორ გზაზე დასაყენებლად. და აგრძელებს უარყოფითი რაღაცების თქმას შეერთებულ შტატებსა და ზოგადად დასავლეთზე, რითაც კიდევ უფრო მეტად ახდენს აშშ-სგან იზოლაციას. რატომ? – ნამდვილად რთულია ეს გაიგო.

    მე არ უნდა მივმართავდე სპეკულაციას, მაგრამ, ვინაიდან მან ეს თავად თქვა, შემიძლია ვივარაუდო, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის პირად ინტერესებს აყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. და მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მასთან შეხვედრა. ტრამპის ადმინისტრაციამ მოითხოვა, რომ მე მას შევხვედროდი და გადამეცა წერილი. მე მოვითხოვე მასთან შეხვედრა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, რომ გვემსჯელა, როგორ დაგვებრუნებინა ჩვენი ურთიერთობა სწორ გზაზე და მან უარი განაცხადა. ამ უარის მის მიერ გამოცხადებული მიზეზი იყო ის, რომ ის სანქცირებულია. მე მგონია, რომ თუკი ქვეყნის დე ფაქტო ლიდერს არ სურს შეხვდეს აშშ-ის ხელმძღვანელობას ან მიიღოს გზავნილი ტრამპისგან, ის ფაქტობრივად თავის პირად ინტერესებს აყენებს ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა”.

    აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

  • არცერთი ბრალდებულის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, ვერ დავადასტურებ და ვერც უარყვოფ, რომ მათი ნასროლი მომხვდა – გდდ-ს თანამშრომელი 11 პირის პროცესზე

    ”არცერთი ბრალდებულის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, ვერ დავადასტურებ და ვერც უარყვოფ, რომ მათი ნასროლი მომხვდა. ვერ დავინახე ვინ მესროლა”, – განაცხადა ამის შესხებ, აქციების დროს დაკავებული 11 პირის პროცესზე გდდ-ის სპეცრაზმელიმა ნუგზარ მირიანაშვილმა.00

     „30 ნოემბერს მივედით და „ქორთიარდ მერიოტთან” განვლაგდით. ჩავიცვით სპეცაღჭურვილობა, ე.წ. რობოკოპი. 11 საათის შემდეგ აქცია იღებს ძალადობრივ ხასიათს, ჩანდა როგორ ისროდნენ პიროტექნიკას პარლამენტისკენ. დრონებითაც ვიყურებდით და ვნახულობდით როგორ ვითარდებოდა სიტუაცია.
    გადაადგილებას ვიწყებთ წესრიგის აღდგენისთვის რუსთაველის მიმართულებით. 9 აპრილის კვეთაზე დაგვხვდა ბარიკადები, სხვადასხვა ნივთებით იყო ჩახერგილი გზა. დავიწყეთ გასუფთავება, იყო ჩვენი მიმართულებით სხვადასხვა საგნების სროლა, შეურაცხყოფა, პიროტექნიკის სროლა.
    გავწმინდეთ ტერიტორია ბარიკადებისგან, განვაგრძეთ გზა, მომიტინგეები უკან იხევდნენ. უკან მოგვყვებოდა ჭავლის მანქანა და ე.წ. გაფრთხილების მანქანა. პირველ სკოლასის მერე, დაახლოებით „თბილისი მერიოტთან” გავჩერდით, გრძელდებოდა ჩვენი მიმართულებით საგნების სროლა, შეურაცხყოფა.
    ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა და მომიწია ჩანაცვლება [წინა ხაზში]. დაიწყო შემდეგ ინტენსიური სროლა. ფარი ზემოთ ამეწია თუ ქვემოთ, ვეღარ ვხვდებოდით.
    მომხვდა პიროტექნიკა, რომელიც ზედვე აფეთქდა. გადამიყვანეს სასწრაფოს მანქანასთან… მე მესამე მანქანას გამაყოლეს, რადგან ჩემზე მეტად დაზიანებული პოლიციელიც მოიყვანეს. ორი კვირა მომიწია რეაბილიტაცია.
    არცერთი ბრალდებულის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, ვერ დავადასტურებ და ვერც უარყვოფ, რომ მათი ნასროლი მომხვდა. ვერ დავინახე ვინ მესროლა, იყო სიბნელე, იყო ლაზერები, ჩაფხუტიც მეკეთა და მხედველობის არეალი შემცირებული მქონდა”,
  • თვითმკვლელობამდე სავარაუდო მიყვანა, ბიზნესმენების დემონსტრაციული რეკეტი ნიშნავს ერთს: სახელმწიფო დანგრეულია! – ზურაბიშვილი

    „ქვეყანაში სრული განუკითხაობაა! ყველაფრის უფლება საკუთარ ხელში აიღეს იმ ადამიანებმა, ვისაც „მმართველი პარტია“ ჰქვია. დაწერილი სცენარებითა და მოგონილი ზღაპრებით ჰგონიათ, რომ ხალხის მოტყუება შესაძლებელია. ამ დროს, ამ მოჩვენებითი რეალობის ფარდის მიღმა, ქვეყანა დააბრუნეს მაფიოზურ-კრიმინალურ სივრცეში. ამ ყველაფერში ჩანს რუსული კვალი. ეს მეთოდები, ეს განუკითხაობა, ეს ცრუ რეალობა და ადამიანური ღირსებისგან დაცლილი რეჟიმი! დემოკრატიასა და ევროპულ მომავალზე უარის თქმას ლოგიკურად მოჰყვება ეს მაფიოზური „მმართველობა“. დღეს ამ ქვეყანაში ყველა საფრთხეშია! დაცული არავინაა!

    შექმნილი ვითარება, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, ძალადობის მუქარა ან სავარაუდო მიყვანა თვითმკვლელობამდე, ცნობადი ბიზნესმენების დემონსტრაციული რეკეტი ნიშნავს ერთს: სახელმწიფო დანგრეულია! ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა, რომელიც აღარ არჩევს „თავისიანებსა“ და „სხვებს“, დიქტატურის კლასიკური ბოლო ეტაპია და მოვლენები სწრაფად ვითარდება!“

    წერს ამის შესახებ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

  • რიჟვაძის შავბნელი ისტორია ყველა „ქოცისთვის“ გაკვეთილი უნდა იყოს – თინა ბოკუჩავა

    „თორნიკე რიჟვაძის შავბნელი ისტორია (თვითმკვლელობის ვერსია აშკარად შეთხზულია) ყველა „ქოცისთვის“ გაკვეთილი და გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს, მინისტრისა თუ პროკურორისთვის, პროპაგანდისტისა თუ ბიზნესმენისთვის, ყველა ივანიშვილის მოღალატეობრივი სისტემის ჭანჭიკი ხართ და ეს სიბნელე თქვენამდეც მოვა, აუცილებლად მოვა. ზოგს დაგიჭერთ, ზოგს ქვეყნიდან გაგაქცევთ (ვისაც არ გაგიმართლებთ, ოხანაშვილი დაგადგებათ თავზე და გაიაშვილის დახმარებით, „აირზენას“ სპეცრეისით ისევ საქართველოში აღმოჩნდებით. გახარიასავით ხომ არ უმართლებს ყველას?!) მძიმე სათქმელია და კი, ზოგს თვითმკვლელობამდე მიგიყვანთ და ზოგს უბრალოდ გაგაქრობთ. ნურავის დაავიწყდება რა აქვს ამ კაცს ნაკეთები 90-იანი წლების რუსეთში. ან ხელისუფლებაში როგორ მოვიდა. მას 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ერთი ციდა გვამზე გადავლაც შეუძლია, მისთვის ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს, განსაკუთრებით, მათი სიცოცხლის, ვინც იყიდა. ის ხომ თვლის, რომ თქვენი სხეულიც და სულიც მას ეკუთვნის. ასე იცის ეშმაკთან გარიგებამ. გერმანელი ავტორები უყვარს თქვენს პატრონს და „ფაუსტი“ წაიკითხეთ, ბიჭებო. წაიკითხეთ და მერე ხმა ამოიღეთ, სანამ მიწიერი ჯოჯოხეთის დასრულება ერთად შეგვიძლია ამ ქვეყანაში. სანამ განკითხვის დღეს მარტო დარჩებით. თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!“

     

  • გიორგი რამიშვილი გააკეთებს განცხადებას და ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს – ადვოკატი

    “გიორგი რამიშვილი გააკეთებს განცხადებას და ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს” –  განაცხადა ამს შესახებ, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებლის,  ბიზნესმენის გიორგი რამიშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

    „მოგვიანებით ბატონი გიორგი გააკეთებს განცხადებას და ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს, რომელიც მასმედიას აინტერესებს. სხვას ამ ეტაპზე, ვერაფერს გეტყვით“,- განაცხადა ადვოკატმა.

    ცნობისთვის, ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი იგივე “ზარალა” გუშინ აეროპორტში დააკავეს.

  • მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება – ლალი ტურძელაძე თორნიკე რიჟვაძეზე

    „ყველაფერი უტარდება, რაც სჭირდება. მდგომარეობა მძიმეა. [ქირურგიული ჩარევა] ჩვენთან არ დასჭირვებია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე“,

    აცხადებს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე  აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთლობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

    დღეს 7 ივლისს რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს საგარეჯოს საავადმყოფოში. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. დაზიანებულია ფილტვი,  მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

    გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.