Category: სლაიდერი

  • ბრიტანეთში, შეხვედრებზე განვიხილეთ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხი – თინა ბოკუჩავა

    “ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა, დევიდ ლემიმ ძალიან კონკრეტული პასუხი გასცა, რომ საგარეო უწყება ზედმიწევნით სწავლობს ივანიშვილის რეჟიმის კორუფციულ სქემებს და მათ შორის, აქვს აქტიური კონტაქტი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, სადაც ოფშორულ კომპანიებში დიდი რაოდენობის აქტივებს მალავს პირადად ივანიშვილი, ისევე როგორც მასთან დაახლოებული პირები.[…] ჩვენ ახლა გამოვედით შეხვედრიდან, ბრიტანეთის საგარეო უწყებაში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები გვქონდა, მათ შორის იმაზე, რომ მოხდეს სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების უკან გაწვევა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე განვიხილეთ ფინანსური სანქციების დაწესების აუცილებლობა ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე იმისთვის, რომ ქვეყანა დავუბრუნოთ დემოკრატიული განვითარების გზას”

    განაცხადა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერემა,  თინა ბოკუჩავამ.

    პეტრე ცისკარიშვილი, თინა ბოკუჩავა და  ლევან სანიკიძე დიდ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

  • მე ვარ ბოიკოტის მომხრე მაგრამ ლექსიკას რასაც “ლელოს” მიმართ იყენებენ მინიმუმ არაეთიკურია – ზვიად ცეცხლაძის წერილი საპატიმროდან

    “პირველ რიგში დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას – მე ვარ ბოიკოტის მომხრე, მაგრამ კატეგორიულად ვგმობ იმ ლექსიკას, რასაც “ლელოს” მიმართ იყენებენ. საზოგადოების ნაწილს (ჩემს ზოგ ნაცნობსაც) არ მორიდებია ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა “მოღალატე”, “გამყიდველი”, “მტერთან შეკრული”, “სუსი” და ა.შ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენთან ერთად იდგნენ და დგანან რუსთაველზე, ჩვენთან ერთად ათენებდნენ ღამეებს და ყველა კრიტიკულ მომენტში ჩვენს გვერდით იბრძოდნენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ “ლელოს” ლიდერები დღესდღეობით პატიმრობაში სწორედ იმიტომ არიან, რომ ივანიშვილის რეჟიმს უწევენ წინააღმდეგობას. გუშინდელი თანამებრძოლების წინააღმდეგ მსგავსი შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება მინიმუმ არაეთიკურია. “

    წერს ზვიად ცეცხლაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელსაც “დაფიონი” ავრცელებს.

  • მოგიწოდებთ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ – პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი

    ”მოგიწოდებთ, მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და ადეკვატური სამედიცინო დახმარებისკენ”, – პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის პატიმრობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

    „ექვსი თქვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში, საპროტესტო აქციაზე დააკავეს მზია ამაღლობელი. ჟურნალისტი კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რომელიც მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

    მზია ახლა მხედველობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას პროგრესირებადი დაავადების გამო. მიუხედავად ამისა, მას თებერვლის შემდეგ არანაირი მკურნალობა არ ჩასტარებია.

    მოგიწოდებთ, მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და ადეკვატური სამედიცინო დახმარებისკენ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • არ დამინახავს, ვინ მესროლა და ვერ შევძლებ რომელიმე ამოვიცნო – გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი ჯანიკაშვილი

    თბილისის საქალაქო სასამართლოში  პროევროპულ აქციაზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.

    სხდომაზე პროკურატურის მიერ მიყვანილი მოწმე, გარდაბნის მე-4 სამმართველოს უფროსი პოლიციელი, გიორგი ჯანიკაშვილი იკითხება. შსს-ს თანამშრომელიი ირწმუნება, რომ 28 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ქვა მოხვდა, მაგრამ არ იცის ვისი ნასროლი იყო.

    ”აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა მომხვდა თავში, გონება დავკარგე და წავიქეცი, დამადეს 5 ნაკერი – არ დამინახავს, ვინ მესროლა და ვერ შევძლებ რომელიმე ამოვიცნო” – ამის შესახებ გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსმა გიორგი ჯანიკაშვილმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესზე განაცხადა.

    „ხელმძღვანელობის დავალებით მითხრეს, რომ აქცია იყო რუსთაველზე, სჭირდებოდათ დახმარება. მე ჩემს თანამშრომლებთან ერთად წავედი რუსთაველზე, განვლაგდით რუსთაველისა და 9 აპრილის ქუჩის კვეთაზე, საზოგადოებრივ წესრიგს ვიცავდით. რუსთაველზე შეკრებილი იყო ხალხი, რაოდენობას კონკრეტულად ვერ დავასახელებ…მოგვიანებით შეიქმნა ჩოჩქოლი და გადავიდა მათი [დემონსტრანტების] მხრიდან ძალადობრივ მოქმედებებში. სიტყვიერი შეურაცხყოფა, ნივთების დაზიანება, ხის და სხვა საგნების, მათ შორის ბოთლების სროლა და ა.შ. პოლიციელების მისამართით.

    იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც და იყვნენ აგრესიულებიც…

    ამ პერიოდში სიბნელიდან ნასროლი ქვა მომხვდა თავის არეში, მივიღე დაზიანება. ისეთი სიმძიმით მომხვდა, რომ გონება დავკარგე და წავიქეცი. ის პერიოდი არ მახსოვს, სასწრაფოში მოვედი გონზე. გადაყვანილი ვიყავი კლინიკაში. ჩამიტარდა დახმარება, ჩამიტარეს ტომოგრაფიული კვლევები, ნეიროქირურგმა მნახა, დამადეს 5 ნაკერი. მე არ დამინახავს ვინ მესროლა და ვერ შევძლებ ამოვიცნო რომელიმე, მაგრამ ზოგადად ვგმობ ძალადობას“, – განაცხადა პოლიციელმა.

  • გამარჯვების გზა მარტივია: უკომპრომისობა „ქოცებთან“, კომპრომისი ერთმანეთთან – ვაშაძე

    გამარჯვების გზა მარტივია: უკომპრომისობა „ქოცებთან“, კომპრომისი ერთმანეთთან – ვაშაძე

    გამარჯვების გზა მარტივია: უკომპრომისობა „ქოცებთან“, კომპრომისი ერთმანეთთან – დროა, შევქმნათ გადაწყვეტილების მიღების საერთო მექანიზმი, რომელიც გადაწყვეტს, როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

    “მეგობრებო, ევროპარლამენტის რეზოლუციამაც დაადასტურა, რომ უწყვეტ წინააღმდეგობას და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა სამწუხარო ფაქტია, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში არ მონაწილეობაზე ვერ შევთანხმდით.ჩვენი მიზანი მოძალადე რეჟიმის ცვლილებაა და არა ერთმანეთის განადგურება.

    ჩვენი მთავარი ბრძოლა საერთო მტერთან უნდა იყოს. საზოგადოება ამ დაპირისპირებას ხედავს და კარგავს იმედს, რომ ოპოზიცია რეალურად წარმოადგენს ძლიერ ალტერნატივას. ნუ მივანიჭებთ ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებს იმაზე დიდ მნიშვნელობას, ვიდრე სინამდვილეში აქვს.

    ეს არ არის ბრძოლა, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ბედს. ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეს არის ფარსი და არა არჩევნები. მთავარი ბრძოლა წინაა – ის, რაც მართლაც ცვლის ძალაუფლებას.

    გამარჯვების გზა მარტივია, უკომპრომისობა „ქოცებთან“ – კომპრომისი ერთმანეთთან.

    ერთიანობის გარეშე რეჟიმის დამარცხება შეუძლებელია და რაც უფრო დაპირისპირებულები და დაქსაქსულები გამოვჩნდებით ეს არის რეჟიმის ინტერესიც ამიტომ კომპრომისი ერთმანეთთან არის გადამწყვეტი.

    რეალობა ასეთია, ქოცურ რეჟიმს ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებით ლეგიტიმაციის აღდგენა აღარ გამოუვა იმიტომ რომ: 1. ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა ამ პროცესს არ აღიარებს და არ იღებს მონაწილეობას; 2. საარჩევნო გარემო ისეა დეგრადირებული, რომ აღარ არსებობს კონკურენციის, სამართლიანობის ან ნდობის ელემენტები; 3. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის ეუთო-ს სახით, სრულად გამოთიშულია პროცესიდან; 4. ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს და ეუთო-ს რეზოლუციები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, ქვეყანაში კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნებია; 5. საქართველოში გვყავს პოლიტიკური პატიმრები – მათ შორის პარტიების ლიდერები; 6. ბოლო ვიზიტზე ბრიუსელში, სადაც პრაქტიკულად ყველა პარტია იყო წარმოდგენილი, აშკარად გამოჩნდა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

    ამიტომ, დროა ეს ფაზა დავხუროთ, გაკვეთილად მივიღოთ, რომ მომავალში კვლავ არ დავდგეთ მსგავსი ფაქტის წინაშე და შევქმნათ გადაწყვეტილების მიღების საერთო მექანიზმი, რომელიც გადაწყვეტს:

    1. როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას ამ მოცემულობიდან გამომდინარე?
    2. როგორ მივდივართ რეალურ ერთიანობამდე – არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით?
    3. როგორ შევქმნათ მძლავრი ალტერნატივა, რომელიც კიდევ უფრო ორგანიზებულს გახდის წინააღმდეგობას და დააჩქარებს ჩვენს გამარჯვებას?

    ამ არჩევნებად წოდებული ფარსით არაფერი სრულდება. ჩვენ წინ დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა გველის.

    გზა გამარჯვებამდე გადის ერთიანობაზე, საერთო სამოქმედო გეგმასა და ურთიერთპატივისცემაზე.

    კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებია!

    ეს ქვეყანა ჩვენია და არა ივანიშვილის მოძალადე რეჟიმის!”, -წერს გიორგი ვაშაძე.

  • რიჟვაძე 99% თავს იკლავდა..ემუქრებოდნენ, რაღაც ისეთის დაკარგვით, რაც მისთვის სიცოცხლეზე ძვირფასი აღმოჩნდა – ჯაფარიძე

    ”რიჟვაძე 99% თავს იკლავდა – ვიღაცები სთხოვდნენ, სავარაუდოდ, ფულს და საკუთარი გარემოცვიდან ხალხის „ჩაშვებას“, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რაღაც ისეთის დაკარგვით, რაც მისთვის სიცოცხლეზე ძვირფასი აღმოჩნდა ” – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან წერილში წერს, რომელიც მისი „ფეისბუქის“ ანგარიშზე გავრცელდა.

    „თავს იკლავდა თუ ესროლეს?

    99% თავს იკლავდა. ოჯახი იყვირებდა. სავარაუდოდ, ოჯახმა იცოდა, რამდენად მძიმე მდგომარეობაში იყო ბოლო პერიოდში. ასევე , 100% დარწმუნებული არიან ახვლედიანში.

    ნამდვილია თუ არა წერილი?

    99% ნამდვილია.

    ა. თუ თავს იკლავდა, ალბათობა იმისა, რომ რაღაც ახსნა-განმარტება დაეტოვებინა, მაღალია

    ბ. ისეთები წერია, რომ ფაბრიკაციის შემთხვევაში არ დაწერდნენ.

    ვინ ემუქრებოდა?

    არც ერთ ოფიციალურ უწყებაში მის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არისო. ანუ, ვიღაცები ემუქრებოდნენ ოფიციალურ უწყებებს მიღმა.

    ეს ვიღაცები ისეთები არიან, რომ ყოფილი ძალიან მაღალჩინოსანი ვერც იმას ახერხებს, რომ თავი დაიცვას თავისი, არსებული, ფართო საკონტაქტო წრის მეშვეობით და ვერც იმას ბედავს, რომ ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართოს დახმარების თხოვნით.

    რითი ემუქრებოდნენ?

    მოარული ინფორმაცია, რომ ბიძინა 300 მილიონს სთხოვს და გადახდის გრაფიკი შეუდგინეს, ვერ სცემს ამ კითხვაზე პასუხს.

    ფულის გამო, რა რაოდენობისაც არ უნდა იყოს, ან ციხის შიშით (რაც არ ჩანს ჯერ) ადამიანი თავს არ იკლავს როგორც წესი.

    სიცოცხლეზე უარს ამბობენ, როცა რაღაც ისეთის დაკარგვის საფრთხეა, რაც ადამიანს სიცოცხლეზე მეტად უღირს.

    რიჟვაძის შემთხვევაში ეს ვერ იქნება მისი საჯარო, უმწიკვლო რეპუტაცია, რადგან ასეთი ისედაც არ არსებობს. მისი და მისი ოჯახის კორუფციულ ამბებზე წლებია მიდის საჯაროდ საუბარი.

    ეს შეიძლება იყოს წამება, რომელიც იმდენად განგრძობითია და იმდენად აუტანელი, რომ ადამიანს ურჩევნია მოკვდეს.

    ცემდნენ ვითომ? (დამკვიდრებული პრაქტიკა აქვთ ფარცხალაძის პროკურორობიდან მოყოლებული) შეიძლება, მაგრამ მაინც ნაკლებად სავარაუდოა ამას ჰქონოდა ეგეთი ინტენსიური ხასიათი. გაბაზრდებოდა.

    ეს შეიძლება იყოს შვილებზე, ოჯახის წევრებზე ისეთი მუქარა, რომლის შესრულების რეალისტურობაში ადამიანს ეჭვი არ ეპარება. იზამდნენ? Why not?

    ეს შეიძლება იყოს პირადი ხასიათის ინფორმაციის გასაჯაროებით მუქარა, რომელიც სხვაგვარად გაანადგურებს მის საჯარო რეპუტაციას. იზამდნენ? არ უქნიათ?

    ყველა ეს ვერსია დასაშვებია, მაგრამ რას სთხოვდნენ? 300 მილიონი გაქვს მისატანი ბიძინასთანო? ფული ბევრს მიუტანია ამ ქვეყანაში. რაღაც მეტს ითხოვდნენ და იმ წერილიდან რაც იკითხება, ეს რაღაც მეტი – საკუთარი გარემოცვის “ჩაშვებაა”, რომ მერე ისინი ეკაჩავებინათ და მათთვისაც მოეთხოვათ ფული + სხვების “ჩაშვება”.

    ანუ რომ შევაჯამოთ, ყველაზე რეალისტური ვერსია არის ეს:

    რიჟვაძეს ვიღაცები, რომელთა წინაშეც ყოფილი ძალიან მაღალჩინოსანი, თავისი ფართო სანაცნობო წრით სახელისუფლებო ვერტიკალში, ისევე როგორც იფიციალური სამართალდამცავი სტრუქტურებით აღმოჩნდა სრულიად დაუცველი და უსუსური, სთხოვდნენ სავარაუდოდ ფულს (სავარაუდოდ ბიძინას სახელით) და საკუთარი გარემოცვიდან ხალხის “ჩაშვებას”, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რაღაც ისეთის დაკარგვით (ოჯახის წევრების სიცოცხლე ან ჯანმრთელობა, რეპუტაცია), რაც მისთვის აღმოჩნდა სიცოცხლეზე ძვირფასი.

    გასაგებია, ვინც დგას ამ ყველაფრის უკან, გასაგებია, რომ უკვე კაი ხანია აქ 90-იანების რუსეთია, მაგრამ ამ ტრაგიკულ რეალობას ჯოჯოხეთად აქცევს 2 დამატებითი გარემოება:

    თვითმკვლელობამდე მისული უბედური, სასოწარკვეთილებისგან შველას ემუდარება იმას, ვინც თვითონაც ზუსტად იცის, რომ ერთადერთია ამ ქვეყანაში, ვისაც შეეძლო მისი ამ მდგომარეობამდე მიყვანა.

    ისინი, ვის “ჩაშვებაზეც” მაღალი ალბათობით უარი თქვა ამ უბედურმა, საავადმყოფოს ეზოში დაყიალობენ აღმა-დაღმა, პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული და ვერცერთი (ვერცერთი!!) ვერ ბედავს აქტიურად, ღიად, ხმამაღლა, ადამიანურად, კაცურად, ძმაკაცურად დაიცვას თავისი მკერდგახვრეტილი ახლობელი ან ბუნებრივი კითხვები მაინც დასვას იმიტომ, რომ …. ალბათ, იმიტომაც, რომ ნაჭამიც აქვთ დიდი კოვზით.

    სამწუხაროდ შექსპირი მკვდარია”, – წერს ჯაფარიძე.

  • ბოიკოტი ავტორიტარული რეჟიმების დროს წინასწარ განწირულია მარცხისთვის და ვერ შედგება – ჯაფარიძე

    ბოიკოტი ავტორიტარული რეჟიმების დროს წინასწარ განწირულია მარცხისთვის და ვერ შედგება – ჯაფარიძე

    ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ 4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება! – ეს არის ბრძოლის ველი, სადაც ქართველ ხალხთან ერთად ბრძოლით შესვლა გადავწყვიტეთ.

    რაც შეეხება ბოიკოტს, ჩვენი პოზიციაც ეს იყო და ამიტომ სრულიად ვეთანხმებით მას, რომ ბოიკოტი ავტორიტარული რეჟიმების დროს წინასწარ განწირულია მარცხისთვის და ვერ შედგება.

    მე და ჩემი გუნდი, ყოველთვის ვიყავით ერთობის არათუ მომხრე, არამედ ინიციატორები და დღესაც, ვრჩებით ერთობის გულშემატკივრებად. აქვე, კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ საპროტესტო საზოგადოებას ჩვენს მხარდაჭერას და როგორც ყოველთვის, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ პროტესტის გაძლიერებაში.

    ევროპარლამენტმა არაერთხელ მოგვიწოდა გაერთიანებისკენ და ამ შესაძლებლობის გამოყენებისკენ. ვეთანხმებით, რომ საარჩევნო გარემო არის გაუარესებული, გამოწვევებით სავსე, პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა პატიმარობაშია. იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეინარჩუნოს სტატუს-კვო, საჭიროა უკომპრომისო ბრძოლა!

    წერს”ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე საპატიმრო დაწესებულებიდან.

  • გალუსტაშვილმა , სხდომიდან გდდ-ს თანამშრომლის ფოტოს გავრცელების გამო, ლომიძე -ზასოხაშვილის პროცესი დახურა

    მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სხდომიდან გდდ-ის თანამშრომლის, ბადრი თათანაშვილის ფოტოს გავრცელების გამო ლომიძე-ზასოხაშვილის პროცესი დახურა.

    პროცესზე,  საქმის პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა მოსამართლეს მიმართა, რომ მიუხედავად სხდომაზე ფოტო- ვიდეოგადაღების შეზღუდვისა, მოწმის ფოტო მაინც გავრცელდა.

    მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროკურორს ფოტოს ჩვენება სთხოვა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ფოტო დღევანდელი პროცესიდან გავრცელდა, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

  • ტრამპი იმედგაცრუებულია, რომ რუსული მხარე უკრაინასთან დაკავშირებით მეტ მოქნილობას არ იჩენს – რუბიო

    „გვესმის, რომ ამ ყველაფერს დრო და მოთმინება სჭირდება, მაგრამ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მეტი პროგრესი არ იქნა მიღწეული. აშშ-ს უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიზნით სამოქმედო გეგმის ნახვა სჭირდება.[…] მე ამას ვერ დავახასიათებდი, როგორც რაღაცას, რაც მშვიდობის გარანტიას იძლევა, მაგრამ ეს კონცეფციაა, რომელსაც დღეს პრეზიდენტს გავაცნობ“,

    ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მალაიზიაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • საბურთალოზე კაცი დაჭრეს

    საბურთალოზე კაცი დაჭრეს

    თბილისში, საბურთალოზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭერს,  რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

    თვითმხილველების თქმით,  დანაშაულს წინ უძღოდა ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება.

    შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.