Category: სლაიდერი

  • ”ოცნება” თავისუფალ ქართველებზე ზეწოლას ზრდის – უილსონი NGO-ების დაყადაღებაზე

    ”ოცნება” თავისუფალ ქართველებზე ზეწოლას ზრდის – უილსონი NGO-ების დაყადაღებაზე

    “ქართული ოცნების” ანტი-ამერიკული რეჟიმი მზარდ რეპრესიას ახორციელებს თავისუფალი ქართველების წინააღმდეგ იმისთვის, რომ ისინი თავიანთი ქვეყნის კომუნისტური ჩინეთის მიერ ბოლომდე შთანთქვის აღკვეთას ცდილობენ. საჭიროა MEGOBARI აქტის დაუყოვნებლივ მიღება!

    წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე და კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში.

  • თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – გოშაძე მოსამართლეს

    “თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა” – ასე მიმართა, პროევროპული აქციებისას დაკავებულმა თორნიკე გოშაძემ დასკვნითი სიტყვის დროს  მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს.

    „აქციაზე ვიყავი, რათა უდანაშაულო ადამიანების ცემა გამეპროტესტებინა. ვიდექი იმისთვის, რომ მეთქვა: „რუსეთი არის მტერი“, – განაცხადა თორნიკე გოშაძემ.

    როგორც მან აღნიშნა, დანაშაული არ ჩაუდენია და წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

    „არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ დამნაშავედ მცნოთ. მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვამბობ, უდანაშაულო ვარ.[…]თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილების და ოცნების დარღვევა და საპყრობილეში გამომწყვდევა. დღეს თქვენ ხართ დაზარალებულიც, ბრალდებაც, დაცვაც, მოწმეც, ყველა მხარე. არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე და მიზეზი იმის, რატომ ? – ეს თქვენს სამართლიანობაზ

  • ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ! რეპრესიების და მუქარების მიუხედავად, ჯიუტად გავაგრძელებით შრომას – დაყადაღებული NGO-ები

    “ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ! რეპრესიების და მუქარების მიუხედავად, ჯიუტად გავაგრძელებით შრომას” – არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ანგარიშებიც “ქართულმა ოცნებამ” დააყადაღა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

     

    “ქართველი ხალხის საზიანოდ შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება.

    დღეს, საქართველოს პროკურატურამ, აბსურდული გამოძიების ფარგლებში, დააყადაღა 7 დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლებიც აკეთებენ ქართულ საქმეს, ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს, იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავალისთვის. ყადაღის საფუძვლად მითითებულია ის, რომ ჩვენ ვეხმარებოდით და ვეხმარებით მასობრივად ნაწამებ ადამიანებს, სინდისის პატიმრებს, დაჯარიმებულ მოქალაქეებს. უკანონო განჩინება არ შეიცავს რამენაირ ფაქტობრივ დასაბუთებას. მოსამართლემ გადაწყვეტილება მხოლოდ შაბლონური ციტატების საფუძველზე მიიღო.

    ქართველი ხალხის მტრებს სურთ, რომ აღარ შეგვეძლოს ბავშვების, ქალების, შშმ პირების, სტუდენტების, უკანონოდ დაკავებულების, მშრომელების, ხანდაზმულების უფლებების დაცვა; აღარ ვიკვლევდეთ და ვაშუქებდეთ უსამართლობას, კორუფციას, წამებას, სისტემურ ძალადობას; აღარ ვიცავდეთ მათ სტრასბურგსა და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში. მათ სურთ არამხოლოდ ევროინტეგრაციის სამომავლო საბოტაჟი, არამედ ქართველი ხალხისთვის უკვე მოპოვებული უდიდესი სიკეთის – უვიზო მიმოსვლის უფლების ჩამორთმევაც.

    ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ. ყადაღის, რეპრესიების თუ მუქარების მიუხედავად, ჩვენ ჯიუტად გავაგრძელებით შრომას, სანამ ქართველი ხალხი სამართლისა და სამართლიანობისათვის ყოველდღე იბრძვის. ჩვენ ვიბრძოლებთ ავტორიტარული წესებისა და რუსული კანონების წინააღმდეგ და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა კონსტიტუციაში გაწერილი, ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული გზის მოწინააღმდეგეებმა მიზანს ვერ მიაღწიონ. ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპულ გზას, გავაგრძელებთ უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებისა და საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლას”, – წერია განცხადებაში.

  • “ოცნება” გადავიდა სტადიაზე – ყველაფერი ან არაფერი – გვარამია NGO-ების ანგარიშების დაყადაღებაზე

    “ოცნება” გადავიდა სტადიაზე – ყველაფერი ან არაფერი – გვარამია NGO-ების ანგარიშების დაყადაღებაზე

    მეგობრებო, “ანტიქართული ოცნება” გადავიდა საბოლოო სტადიაზე და All in შევიდა. ამ სტადიას შეგვიძლია ვუწოდოთ “ან ყველაფერი, ან არაფერი”!

    როგორც ჩანს, ქოცებმა ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, რომ ოდესმე უკან დავიბრუნოთ.

    ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და ესაა პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება.

    13 სექტემბერის აქციის დაანონსებას “ანტიქართულმა ოცნებამ” სრული ისტერიით და საზოგადოებისთვის ომის გამოცხადებით უპასუხა. ესე იგი, ძალიან ეტკინათ! ესე იგი სწორია! ესეიგი უნდა ვიყოთ არა ბევრნი, არამედ ყველა!
    ჩემი მხარდაჭერა ყველა NGO-ს!

    დღეს, რეალურად, მათზე გაკეთებული განცხადებით, “ანტიქართულმა ოცნებამ”, პრაქტიკულად გახსნა პანდორას ყუთი სახელად “სახელმწიფო გადატრიალების საქმე”. რასაც იქედან ამოუშვებს, ყველაფერი უკან უნდა მივუბრუნოთ პროპაგანდას!

    ოლიგარქია უნდა დაემხოს!

    წერს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია საპატიმრო დაწესებულებიდან.

  • როცა EU-ს 31 აგვისტომდე ივანიშვილის “ოცნებისგან” პასუხი უნდა მიეღო, ივანიშვილმა ცეცხლს დამატებით ნავთი დაასხა – მშვენიერაძე

    ”როცა ევროკავშირს 31 აგვისტომდე ივანიშვილის „ოცნებისგან“ პასუხი უნდა მიეღო იმაზე, რაც შარშან დააშავა და რის გამოც უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხეა, ივანიშვილმა ცეცხლს დამატებით ნავთი დაასხა” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე წერს, რითაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

     

    „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ქართულ საქმეს ემსახურებიან, ქართველ ხალხს ეხმარებიან და დღეს, ისე როგორც ამ ქვეყნის ასიათასობით მოქალაქე, საქართველოს ევროპული მომავლისთვის მამაცურად იბრძვიან.

    დღეს, შვიდი ორგანიზაციის დაყადაღება და მუქარა, რომ უფრო მძიმე „განსაცდელი“ წინ ელით, რუსების პასუხია ჩვენს საქმეებზე, პასუხია ნაწამები ადამიანების დაცვაზე, ივანიშვილის ჩინოვნიკების კორუფციის მხილებაზე, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაზე. მაშინ, როდესაც ევროკავშირს 31 აგვისტომდე ივანიშვილის „ოცნებისგან“ პასუხი უნდა მიეღო იმაზე, რაც ჯერ კიდევ შარშან დააშავა და რის გამოც საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხე უდგას, ივანიშვილმა ცეცხლს დამატებით ნავთი დაასხა.

    მგონი, ყველასთვის ცხადია რა სურს ივანიშვილის „ოცნებას“ – საქართველო აღმოჩნდეს სრულ იზოლაციაში, ჩაკეტილი საზღვრებით ცივილიზებულ სამყაროსთან, მარტო, დაუცველი დარჩეს რუსეთთან. ივანიშვილის „ოცნებას“ სურს მალე დასრულდეს უვიზო მიმოსვლის საკითხის გადაწყვეტაც და ჩაიკეტოს საზღვრები. სურს ეს ისე გააკეთოს, რომ ხალხის რისხვა თავიდან აიცილოს, სურს ამით დაასრულოს საქართველოს ევროპულ გზაზე ფიქრი და რუსული მავთულხლართებით შემოღობილ ჭაობში ჩაახრჩოს ქართველი ხალხის მომავალი, რადგან რუსული ჭაობია ივანიშვილისთვის ბუნებრივი და კომფორტული ადგილსამყოფელი.

    ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც გავაცნობიერე, რომ ბედნიერს მხდიდა ვმდგარიყავი დაჩაგრულის მხარეს, მის დასაცავად. ვმდგარიყავი საქართველოს თავისუფლების, განვითარების და უკეთესი მომავლის მხარეს. აღმაფრთოვანებდა და შთამაგონებდა ის რთული გზა, რომელიც გაევლოთ ამ ქვეყნისთვის თავდადებულ ადამიანებს. სადაც რამე მიკეთებია, ყოველთვის ამ სულისკვეთებით იყო გამსჭვალული. უშეცდომო არავინაა და მათ შორის არც მე, მაგრამ არასდროს წავსულვარ საკუთარ სინდისთან კომპრომისზე, მაშინაც კი, როდესაც “უბრალო სიჩუმით” შეიძლება “უკეთ ვყოფილიყავი”.

    ვეხმარებოდი და ვიცავდი მათ, ვისი დაცვაც შესაძლოა ყველაზე არაპოპულარული ყოფილიყო. ახლობლებისგანაც კი მიგრძვნია ამის გამო „დროებითი გვერდზე გადგომა”, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია ჩემთვის. პირიქით. ვერაფერი შეედრება იმ განცდას, როდესაც უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანს ეხმარები, როდესაც ხედავ რომ რაღაც პატარა აგურს დებ საქართველოს – თავისუფალია ადამიანების სამშობლოს – მომავლის შენებაში.

    და რას ეძღვნება ეს პოსტი – იმას, რასაც რუსი (შესაბამისად ივანიშვილი) ვერასდროს გაიგებს და ვერასდროს განიცდის – საქართველოს სიყვარულს. ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანები, სწორედ ამ სულისკვეთებით ვდგავართ ერთად, ვორგანიზდებით, ვშრომობთ. ჩვენთვის ეს მხოლოდ ორგანიზაციული ფორმაა, თორემ რუსები შინაარსობრივად ვერაფერს შეცვლით ამ ყადაღით. კი, ასე უფრო გაგვირთულდება ჩვენი თანამოქალაქეების დახმარება, მაგრამ სანამ პირში სული გვიდგას, არასდროს შევწყვეტთ იმ იდეებისათვის ბრძოლას, რისთვისაც ვიბრძვით, რამაც ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს უნდა გაიყვანოს“, – აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

  • უკრაინა მშვიდობისთვის მზადაა, რუსეთი უბრალოდ დროს აჭიანურებს – ალექსანდრ სტუბი

    „დღეს ჩვენ განვიხილეთ ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდგომი ნაბიჯები. უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერის გეგმა შემუშავების პროცესშია. უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის; რუსეთი უბრალოდ დროს აჭიანურებს. უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“,

    ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.

  • რუსები მოვლენების შემდგომ განვითარებასთან და შეხვედრებთან დაკავშირებით ნეგატიურ სიგნალებს გზავნიან- ზელენსკი

    რუსები მოვლენების შემდგომ განვითარებასთან და შეხვედრებთან დაკავშირებით ნეგატიურ სიგნალებს გზავნიან- ზელენსკი

    „ჩვენი გუნდები უკრაინისთვის ძლიერი და მრავალმხრივი უსაფრთხოების გარანტიების არქიტექტურის მომზადებაზე აქტიურად მუშაობენ. დეტალების განსაზღვრის პროცესს ვაჩქარებთ. უკვე ლიდერთა დონეზე მოლაპარაკებების ფორმატის ორგანიზების დროა, რათა მთავარი პრიორიტეტები და ვადები განვსაზღვროთ. სამწუხაროდ, ამჟამად რუსები მოვლენების შემდგომ განვითარებასთან და შეხვედრებთან დაკავშირებით ნეგატიურ სიგნალებს გზავნიან“,

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

  • პროკურატურის მოთხოვნით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაადეს

    პროკურატურის განცხადებით, მათი მოთხოვნის საფუძველზე, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაადეს. დაყადაღებულია “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, „დემოკრატიის მცველების”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”, „საფარისა” და “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ანგარიშები.

    პროკურატურა აცხადებს, რომ ორგანიზაციების მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს”.

    “ვინაიდან მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 27 აგვისტოს ყადაღა დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

  • პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემისთვის 12 პირი დააკავეთ – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს.დაკავებულთა შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები. დანაშაულები 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.აღნიშნული პირები სისტემატურად გადასცემდნენ ფართებს პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათში, თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ჩინეთის მოქალაქეები.

    სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ: აუდიო და ვიდეოჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში, მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.

    გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან თანხას უხდიდნენ.

    ასევე, დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ძირითად შემოსავალს, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მულით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს“,- განაცხადა თორნიკე მარსაგიშვილმა.

  • მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაშია

    „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელიდა დირექტორი, მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაშია. მასთან ერთად ამ სიაში მოხვდნენ უკრაინელი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები – მაკსიმ ბუტკევიჩი და ულვი ჰასანლი

    ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემია არის საერთაშორისო ჯილდო, რომელიც 2013 წელს დაარსდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკისა და „ქარტია 77“ ფონდის მიერ. ეს პრემია ენიჭებათ იმ ადამიანებს ან ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებების დასაცავად გადადგმული გამორჩეული ნაბიჯებისთვის.

    ვაცლავ ჰაველის ჯილდოს გამარჯვებული სტრასბურგში 29 სექტემბერს დასახელდება.

    მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებდა. ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს ჰქონდა წაყენებული, „სამართალდამცავზე თავდასხმა“, თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა.