Category: სლაიდერი

  • ლარი გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

    ლარი გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პირველი ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.40 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1619 ლარი გახდა.

    ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.55 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს  ღირებულება 3.7484 ლარი გახდა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.

  • “გვანცუშკები, შენი საქმე არაა, სად წავალ” – მოსამართლეობის კანდიდატი GDI-ს იურისტს (აუდიოჩანაწერი)

    “სირცხვილიას” ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, მოქმედი ადვოკატი – პაატა შავაძე მესამედ არ გამოცხადდა გასაუბრებაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ამის გამო Facebook-ის კომენტარებში ის GDI-ს კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორმა, გვანცა წულუკიძემ გააკრიტიკა.

    კომენტარის დაწერის შემდეგ მოსამართლეობის კანდიდატმა მას ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა.

    აუდიოჩანაწერს “სირცხვილია” ავრცელებს:
    https://www.facebook.com/shamemovement/videos/942530429979293

  • პოლიტპატიმარი ვიყავი, 25 კილო დავიკელი – გოგი წულაიამ ციხე დატოვა

    გოგი წულაიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მისი თქმით, მიიჩნევს, რომ პოლიტმატიმარი იყო.

    “მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი, დამიჭირეს ბერას გინებისთვის. ჩემთვის იყო ტრაგიკული, როცა პროკურატურამ რაღაც განცხადებები გააკეთა და კაციშვილს არ ვუხსენებივარ. ამას ყველაფერს გვერდზე გადავდებ, მთავარია, რომ დამთავრდეს ამ ქვეყანაში უსამართლო სასამართლო. მომენატრეთ, შვილებს ვფიცავარ. პოლიტიკაში დავრჩები, აბა რას ვიზამ, ვიქნები აქტიური. ყველა პატიმარს აქვს განცდა, რომ მასზე მეტმა მოსამართლემ და პროკურორმა გაასამართლა”,– თქვა გოგი წულაიამ.

    მანვე აღნიშნა, რომ ციხეში ყოფნისას 25 კილო დაიკლო.

    “25 კილო დავიკელი. ამ წუთას ნორმალურად ვარ. პირველად 14 დღე ვიშიმშილე, მერე გავწყვიტე, მერე ვიშიმშილე 7 დღე. მერე წავიკითხე ნაპოლეონი, სადაც წერს, რომ ჩემი დაცემის დროს ბედისწერა მეუბნებოდა, მოკვდიო, მაგრამ ღირსება მეუბნებოდა – იცოცხლეო და გადავწყვიტე, მეცოცხლა”,– აღნიშნა წულაიამ.

  • ძალიან გაღიზიანებული ვარ – ასმათ დვალიშვილი წულაიას გათავისუფლებაზე

    დაზარალებული ქალი, რომლის მიმართ სექსუალური ქმედებისთვისაც გოგი წულაია დააკავეს, პოლიტიკოსის გათავისუფლებაზე ვრცელ კომენტარს არ აკეთებს. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით გაღიზიანებულია.

    “არაფერს არ ვაკეთებ, ძალიან გაღიზიანებული ვარ, არაფერს არ ვაფასებ. არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ, ძალიან გთხოვთ, თავი დამანებეთ”,- თქვა ასმათ დვალიშვილმა “მთავარ არხთან” საუბრისას.

    ცნობისთვის, სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და პოლიტიკოსი 6 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

    წულაია 17 მარტს დააკავეს. მას ბრალი ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის წარუდგინეს. პოლიტიკოსს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

  • მივიღებთ ზომებს, რათა დღეს დაგეგმილი ღონისძიება უსაფრთხოდ ჩატარდეს – შსს პრაიდზე

    მივიღებთ ზომებს, რათა დღეს დაგეგმილი ღონისძიება უსაფრთხოდ ჩატარდეს – შსს პრაიდზე

    შსს განცხადებით, “თბილისი პრაიდის” ფარგლებში დღეს, პირველ ივლისს დაგეგმილ ღონისძიებისთვის მიიღებენ შესაბამის ზომებს, რათა ის უსაფრთხო ფორმატში ჩატარდეს.

    “ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა დღეს დილითაც, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დღევანდელი ღონისძიების გარდა საუბარი იყო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებაც.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას 1 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

    მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები, ასევე, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – წერია უწყების განცხადებაში.

  • გამიზნულად გადაყრილი ბოთლები – რამდენად დიდი ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევა შეუძლია მდინარის დაბინძურებას

    სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ყრიან უცნობი პირები მდინარეში ასობით პლასტმასის ბოთლს. ვიდეო გადაღებულია სავარაუდოდ საქართველოში, რადგან მანქანას, საიდანაც პირები ბოთლებს ყრიან, ქართული სანომრე ნიშნები აქვს.

    ვიდეოკადრებში პირის, რომელიც მდინარეს აბინძურებს და ტრანსპორტის იდენტიფიცირება შესაძლებელია. მომხდარის შესწავლა საქართველოში გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია ზუსტი ადგილმდებარეობა თუ რომელი მდინარის დაბინძურება მოხდა.

     

    რა საფრთხის შემცველია მდინარის დაბინძურება და რამდენად დიდი ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევა შეუძლია 

    ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თურქეთში, სტამბოლის ნაპირებზე, წყლის ზედაპირის უზარმაზარი ფართობები სქელმა, წებოვანმა მცენარეულმა ლორწომ დაფარა და მარმარილოს ზღვა დიდი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. მარმარილოს ზღვის დაბინძურება კი ეგეოსის და შავ ზღვასაც საფრთხეს უქმნის.

    სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო (სა­სუ­ქე­ბი), ცხო­ვე­ლუ­რი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და სამ­რეწ­ვე­ლო ნარ­ჩე­ნე­ბი და ორ­გა­ნუ­ლი თუ არა­ორ­გა­ნუ­ლი მა­რი­ლე­ბი, ზღვა­ში ძი­რი­თა­დად მდი­ნა­რე­ე­ბის წყალ­თან ერ­თად ჩა­ე­დი­ნე­ბა ზღვაში. მა­რი­ლე­ბის ჭარბი რაოდენობა  კი ერ­თუ­ჯრე­დი­ა­ნი წყალმცე­ნა­რე­ე­ბის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბას ამ­ცი­რებს და თვითგადარჩენისთვის ისი­ნი მეტი ინ­ტენ­სი­ვო­ბით იწყე­ბენ გამ­რავ­ლე­ბას ანუ იზ­რდე­ბა ფი­ტოპ­ლან­ქტო­ნის პო­პუ­ლა­ცია, რაც ზღვის ევტრო­ფი­კა­ციას ანუ ზღვის და­ჭა­ო­ბე­ბას იწვევს.  მკვდა­რი ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შლის შე­დე­გად ზღვა­ში ჟანგბა­დის მო­ცუ­ლო­ბა მცირ­დე­ბა. უჟანგბა­დო­ბას კი მრა­ვა­ლი ცო­ცხა­ლი არ­სე­ბა ეწი­რე­ბა, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, დი­დად ვნებს ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას.ამ დროისათვის ზღვის წყალში ჟანგბადის დონე მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

    თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს მარ­მა­რი­ლოს ზღვა­ში მიმ­დი­ნა­რე ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გე­ბი რო­გორ­მე შე­ამ­ცი­როს. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ლორ­წოს წარ­მოქ­მნას და მის გამ­რავ­ლე­ბას ამ­ჯე­რად ხელი კო­რო­ნა­ვირუს­მაც შე­უ­წყო, როცა ადა­მი­ან­თა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის დროს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნა­გა­ვის მო­ცუ­ლო­ბა ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და და ეს ყვე­ლა­ფე­რი უკონ­ტრო­ლოდ ზღვა­ში იყ­რე­ბო­და.

     

    ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბაა, მაგ­რამ თი­თო­ე­ულ­მა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რომ გა­რე­მოს დაც­ვა მისი მო­ვა­ლე­ო­ბაც არის. თუ ჩვენ მიდ­გო­მებს არ შევ­ცვლით, უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით.

  • როგორი ამინდი იქნება 5 ივლისამდე – პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +32, +37 გრადუსი იქნება.

    სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +35, +37 გრადუსია მოსალოდნელი.

  • გოგი წულაია თავისუფალია

    ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

    სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

    წულაია 17 მარტს დააკავეს. მას ბრალი ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის წარუდგინეს. პოლიტიკოსს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

  • თუ დაგვჭირდა, ფიზიკურად დაგიცავთ, მარტო არ ხართ – ელენე ხოშტარია პრაიდზე

    თუ დაგვჭირდა, ფიზიკურად დაგიცავთ, მარტო არ ხართ – ელენე ხოშტარია პრაიდზე

    ” თუ დაგვჭირდა, ფიზიკურად დაგიცავთ, მარტო არ ხართ”- ამის შესახებ მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ფეისბუქზე წერს.

    “პრაიდის კვირეული იწყება დღეს. წარმოუდგენლად სევდიანია, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილს არსებობის უფლებისთვის ბრძოლა უწევს და, დიახ, არსებობაა ყველა უფლებით სარგებლობა და არა უმრავლესობის მიერ დაწესებული “სახლში რაც გინდა აკეთე”, “გარეთ არ იარონ”.

    ძალიან ბევრი სისხლიც დაიღვარა, კონფლიქტიც მოხდა კაცობრიობის ისტორიაში, რომ მივსულიყავით ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებამდე, რომ თითოეული ადამიანია ფასეული და ყველა თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდეს, მაგრამ ჩვენ მაინც ჯერ ვერ მოვახერხეთ ამ ყველასთვის სასარგებლო ჭეშმარიტების მიღება.

    დღეს პრაიდის უფლება, რეალურად ყველას უფლებას იცავს, მათ შორის იმათ უფლებებს, ვინც დღეს იმუქრება. არ არსებობს ადამიანი ჩვენ საზოგადოებაში, ვისაც გამოხატვის და გადაადგილების უფლებით სარგებლობა არ ჭირდება. ამიტომ პრაიდის გამართვით ბევრად მეტს ვიცავთ და ვამკვიდრებთ, ვიდრე მხოლოდ ერთი ჯგუფის ინტერესებს.

    ეს ყველაფერი უბრალოდ საჯარო და პოლიტიკურ პროცესად იქცა და ხშირად გვავიწყდება, რომ ამ ყოველი უფლების, აქციის, მოთხოვნის უკან კონკრეტული ადამიანური დიდი ტკივილი დგას. თითო ადამიანი რომელიც ცხოვრობს შიშში, შეზღუდვაში, წნეხში ცალკე სამყაროა.

    როგორ შეიძლება ღმერთზე, სიკეთეზე, სიყვარულზე იფიქრო ან ილაპარაკო და ეს სამყაროები ანგრიო და ანადგურო თან. დარწმუნებული ვარ ბევრი ამას უბრალოდ ვერ იაზრებს. არ არის ეს წავედით, ვიჩხუბეთ მოვედით და მერე მშვიდად გავაგრძელეთ ცხვორება. ინგრევიან ადამიანები და ამად არაფერი არ ღირს.

    ხოდა ამ ადამიანების მოსაფრთხილებლად და დასაცავად და ყველა მოქალაქის უფლებისთვის უნდა გავიდეთ და ჩვენი დამოკიდებულა გამოვხატოთ იმედია არ დაგვჭირდება, მაგრამ თუ დაგვჭირდა ფიზიკურად დაგიცავთ, მარტო არ ხართ.”- წერს ხოშტარია.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    დღეს, თბილისის დროით 13:45 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა.

    მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო.