Category: სლაიდერი

  • როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ – თინა ხიდაშელი

    საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ გერმანიაში გამოკვლევების ჩასატარებლად გამეგზავრა.

    მან კორონავირუსი მძიმე ფორმებში გადაიტანა.

    „კეთილი ადამიანების, მეგობრების და ბევრი კარგი ხალხის რჩევის, თხოვნის, მოთხოვნის და დახმარების შედეგად ვიმყოფები გერმანიაში კვლევებზე და ფეხზე დადგომა/გამოჯანმრთელების გზების დასადგენად. მიუხედავად ბევრი დიდი თუ პატარა პრობლემისა, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა”, – წერს ხიდაშელი Facebook–ზე.

  • გლდანში, მუხიანში, ვარკეთილსა და სენაკში დღეიდან გაზი 8.4 თეთრით ძვირდება

    დღეიდან თბილისის სამ უბანში, გლდანში, მუხიანსა და ვარკეთილში, ასევე ქალაქ სენაკში გაზის 8.4 თეთრით გაძვირდება. გადაწყვეტილება სემეკმა 28 ივნისის საჯარო სხდომაზე მიიღო. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ კომპანიებს ტარიფები დაუკორექტირდათ.

    ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი მცირე კომპანიებისათვის – შპს „გასკო +“, შპს „ვარკეთილაირი“, სს „ენერგოკავშირი“ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების კორექტირებული ტარიფები ძალაში 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

    ტარიფების კორექცია შეეხო: სს ენერგოკავშირს, შპს ვარკეთილაირს და შპს გასკოს.

    • შპს ვარკეთილაირი ოპერირებს ვარკეთილში და ემსახურება 16 000-მდე აბონენტს;
    • სს ენერგოკავშირი ოპერირებს გლდანსა და მუხიანში და ემსახურება 12 000-მდე აბონენტს;
    • შპს გასკო + ოპერირებს ქალაქ სენაკში და ემსახურება 9 000-მდე აბონენტს.

    2021 წლის პირველი ივლისიდან ტარიფები შეიცვლება:

    • შპს ვარკეთილაირი: ზრდა 48.6 თეთრიდან 57.0 თეთრამდე, ცვლილება: +8.4 თეთრი;
    • სს ენერგოკავშირი: ზრდა 49.4 თეთრიდან 57.7 თეთრამდე, ცვლილება: +8.4 თეთრი;
    • შპს გასკო +: ზრდა 48.3 თეთრიდან 53.3 თეთრამდე, ცვლილება: + 5 თეთრი.

     

     

  • ბრიუსელში და ვაშინგტონში ქართული ოცნება ჩვენი დასაცავი გახდა – გიორგი გახარია

    “ჩვენ გვქონდა ძალზედ საინტერესო, ინტენსიური ვიზიტი ჯერ ბრიუსელში, შემდეგ აშშ-ში. ჩვენი დასაცავი გახდა ამ ვიზიტების დროს ქართული ოცნება. ის არათანმიმდევრული, ხშირ შემთხვევაში სულელური ნაბიჯები, რომელსაც დღევანდელი პარტიის ხელმძღვანელობა გახდა, ჩვენი დასაცავი გახდა. იმიტომ რომ უბრალოდ ეს ხალხი ხანდახან ივიწყებს და ვერ იაზრებს, რომ ისინი მარტო პარტიას კი არა, სახელმწიფოს მართავენ. თავიანთი არათანმიმდევრული, უსუსური ნაბიჯებით ქვეყანას და სახელმწიფოს აზიანებენ”

    აცხადებს გიორგი გახარია.

  • “ოცნებამ” ისე ვერ დაიცვა ცესკოს თავმჯდომარე, როგორც არჩევნების შედეგები – გახარია

    “შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური, ეს დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც. როგორც ვერ დაიცვა ქართულმა ოცნებამ თავისი უსუსურობით ამ არჩევნების შედეგები, ზუსტად ასევე ვერ დაიცვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ შეუწყო ხელი მის გადადგომას”

    ასე ეხმიანება გიორგი გახარია თამარ ჯვანიას გადადგომას.

  • მმართველი პარტია თხზავს ტყუილებს და არწმუნებს მხარდამჭერებს, რომ ჯანზეა – გახარია

    მმართველი პარტია თხზავს ტყუილებს და არწმუნებს მხარდამჭერებს, რომ ჯანზეა – გახარია

    ყოფილი პრემიერი, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქართული ოცნება “ტყუილებს თხზავს” და ცდილობს, მხარდამჭერები დაარწმუნოს, რომ ჯერ კიდევ “ჯანზეა”.

    “მმართველი პარტია იმდენად შეშინებულია, რომ თხზავს ტყუილს, მერე ამ ტყუილს ავრცელებს კონტროლირებადი მედიასშუალებებით, შემდგომით მისივე პოლიტიკოსები იწყებენ კომენტარების კეთებას. დღეს არის დაგეგმილი კამპანია იმისთვის, რომ მმართველმა ძალამ თავისი მხარდამჭერები დაარწმუნოს იმაში, რომ ჯერ კიდევ ჯანზეა.

    ეს ნიშნავს შეშინებულ ხელისუფლებას. როდესაც ხელისუფლება შეთხზული ტყუილებით ცდილობს შეინარჩუნოს ხელისუფლება და ძალაუფლება, ეს დასასრულის დასაწყისია. მე წამებულის მანტიას კი არ ვირგებ, გეუბნებით, რომ ჩვენს პარტიას ჰყავს ყველაზე განათლებული, კეთილსინდისიერი, ახალგაზრდა და ყველაზე ეფექტიანი ადამიანები თავის რიგებში. ამ ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება”,– ამბობს გახარია.

  • ადგილი, რომელიც მათ აქვთ შერჩეული, ჩემთვის შეიძლება მიუღებელი იყოს – კახაძე პრაიდზე

    “სიმართლე გითხრათ, ადამიანის უფლებრივ ნაწილში ადამიანების გამოხატვის მომხრე ვარ, მაგრამ ის ადგილი, რომელიც მათ აქვთ შერჩეული ჩემთვის შეიძლება მიუღებელი იყოს.

    საერთოდ ადგილის შერჩევა კონსესუსის საგანი უნდა იყოს და არის უამრავი ადგილი თბილისში, სადაც ამის გაკეთება შეიძლება.

    იცით რაშია საქმე, ადამიანის უფლებრივი ნაწილი ყოველთვის ორ შემთხვევაზე გადის: ერთი, როდესაც მე მაქვს უფლება და მეორე, როცა სხვის უფლებას პატივი უნდა ვცეთ, ეს შეთანხმებული უნდა იყოს”

    ამბობს უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე პრაიდზე “მთავარ არხთან” საუბრისას.

  • თუ მათი უსაფრთხოება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მივალთ და დავიცავთ – წითლიძე პრაიდზე

    თბილის პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით ოპოზიცია შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს.

    ენმ-ს დეპუტატის, ანა წითლიძის თქმით, თუ პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მივლენ და მათ თავად დაიცავენ.

    “მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, პრაიდის თითოეული მონაწილის დაცვა არის ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულება, რადგან ამ ადამიანებს აქვთ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და თუ თითოეული მონაწილის უსაფრთხოება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მაშინ მე, როგორც რიგითი დეპუტატი და დარწმუნდებული ვარ, ჩემი კოლეგებიც, აუცილებლად მივალთ და დავიცავთ თითოეულ მათგანს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს, მოვიდეს პარლამენტის კომიტეტზე და გაგვცეს კითხვებზე პასუხი”, – თქვა წითლიძემ.

  • ძალიან ბევრი პროდუქტი შემოგვაქვს, მეტის წარმოება შეგვიძლია ქვეყანაში – ღარიბაშვილი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სექტორში მომდევნო წლებში 7 მილიარდი ლარის ინვესტიცირება განხორციელდება.

    “მე აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ჩადებული ინვესტიციის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 2 მილიარდ ლარს. ამის გარდა, კერძო სექტორის მხრიდან დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა ამ სექტორში. ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 7 მილიარდ ლარს”,– ამბობს „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე.

    ღარიბაშვილის განცხადებით, იმპორტის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა ქვეყანას მეტის წარმოება შეუძლია.

    “ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მეტად თვით უზრუნველყოფილი გახდეს ჩვენი ქვეყანა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი იმპორტირებული პროდუქტი შემოგვაქვს. ჩვენ არ ვართ, იმპორტის წინააღმდეგი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია მეტის წარმოება ქვეყანაში და სწორედ ამ მიზნით ჩვენ წარმოგიდგენთ იმ პროგრამებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მეტ ჩართულობას, მეტ ინკლუზიურობას”,– თქვა პრემიერმა.

  • გადაადგილების უფლება შეიძლება შეიზღუდოს – ოხანაშვილი პრაიდზე

    პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი თბილისი პრაიდთან დაკავშირებით ამბობს, რომ გადაადგილება შეიძლება შეიზღუდოს, თუ საჯარო ინტერესი საფრთხის ქვეშ დადგება.

    “პირს აქვთ თავისუფლად გადაადგილების კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ ღონისძიებას, რაც საჭიროა ნებისმიერი გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის.

    რაც შეეხება შესაძლო შეზღუდვებს, ეს დამოკიდებულია კონტრეტულ გარემოებებზე. ეს უფლება – თავისუფალი გადაადგილების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, რომელიც შეიძლება, რომ არ შეიზღუდოს. ეს უფლება შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას იმ შემთხვევაში, თუ უფრო მაღალი ინტერესები, საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესი არის საფრთხის ქვეშ”,– ამბობს ოხანაშვილი.

    თბილისში პრაიდის კვირეული დღეს იწყება. ღონისძიებები 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება და ღირსების მარშით დასრულდება.

  • ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიაში სომხეთი და აზერბაიჯანი დაამატა

    ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიაში სომხეთი და აზერბაიჯანი დაამატა

    • სომხეთი
    • აზერბაიჯანი
    • ბოსნია და ჰერცოგოვინა
    • ბრუნეი
    • კანადა
    • იორდანია
    • კოსოვო
    • მოლდოვა
    • მონტენეგრო
    • კატარი
    • საუდის არაბეთი

    სიაში უკვე არიან ალბანეთი, ავსტრალია, ისრაელი, იაპონია, ლიბანი, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუანდა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ტაილანდი და შეერთებული შტატები.

    ახლად დამატებულ 11-ივე ქვეყანას კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი აქვს. მაგალითად, სომხეთში 30 ივლისს კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა და არავინ გარდაცვლილა, ხოლო აზერბაიჯანში 86 შემთხვევა გამოვლინდა და 1 გარდაიცვალა.