Category: სლაიდერი

  • „იმედი“ ყველაფერს გააშუქებს – ნიკა ლალიაშვილი

    „იმედი“ ყველაფერს გააშუქებს. ჩვენი ინიციატივაა, უარი ვთქვათ მოძალადეების ეთერში მოწვევაზე –  ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორი, ნიკა ლალიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

    „ტელეკომპანია „იმედი“ ყველაფერს გააშუქებს და მაყურებელს არაფერს დაუმალავს. ჩვენ ვამხელთ მოძალადე ჯგუფებს და, განსაკუთრებით მათ, ვინც ჟურნალისტზე ძალადობს. „იმედი“ ამაზე უარს ნამდვილად არ იტყვის!

    ნამდვილი ამბების სანდო მაუწყებლები „ფეიკნიუსის“ შემქმნელებისგან იმით განსხვავდებიან, რომ ისინი პოლიტიკური მოტივაციებითა და ემოციებით არ ხელმძღვანელობენ. ჩვენ ვალდებული ვართ, მაყურებელს ვაჩვენოთ ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში, კარგიც და ცუდიც, მათ შორის – მოძალადეებიც.

    თუ ჩვენ „არ ვიმჩნევთ“ მოძალადე ჯგუფების მოქმედებას, როგორც ფაქტს, მაშინ, მაგალითად, რას ვაკეთებთ, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ძალადობენ პოლიციელზე? აღარ ვაშუქებთ მოძალადე ოპოზიციას? რა თქმა უნდა ვაშუქებთ!

    საზოგადოება უნდა ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას, ჩვენი ვალდებულება კი ამ ინფორმაციის ობიექტურად მიწოდებაა. ხალხი კარგსა და ცუდს თავად გაარჩევს.

    ამიტომ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მოძალადის იგნორირება და პოზიციის არდაფიქსირებაა გამოსავალი, ის ძალიან დაბალი წარმოდგენისაა საზოგადოებაზე. პირიქით, ნებისმიერი მედიასაშუალების ვალია, ობიექტურად გააშუქოს და ამხილოს მოძალადე, მითუმეტეს, თუ ამ ძალადობის მსხვერპლი ჟურნალისტია.

    ჩვენი ინიციატივაა, რომ მედიასაშუალებებმა უარი ვთქვათ არა ძალადობის და მოძალადე ჯგუფების მოქმედებების გაშუქებაზე, არამედ მოძალადეების სატელევიზიო ეთერებში მოწვევაზე, სატელევიზიო ინტერვიუებზე და ამ გზით, მათ პრომოუტირებაზე. „იმედი“ ამ სტანდარტით იხელმძღვანელებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

    ცნობისთვის, ცოტახნის წინ მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად დიდი საჯარო ინტერესისა,  ძალადობის კერებიდან  გადამღები ჯგუფები გამოჰყავთ და აღარ გააშუქებენ. გადაწყვეტილება ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს.

  • „მწვანე ალტერნატივა” ”რიონის ხეობის მცველებთან” კომუნიკაციას წყვეტს

    „მწვანე ალტერნატივა” წყვეტს „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობასთან კომუნიკაციას, – ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ რომ “მწვანე ალტერნატივა” გმობს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს წახალისებით განვითარებულ მოვლენებს.”მწვანე ალტერნატივა” ნამახვან ჰესის აშენების წინააღმდეგი იყო და იქნება მომავალშიც, თუმცა პროტესტს, ”რიონის ხეობიც მცველების” გარეშე განაგრძობენ და წყვეტენ მათთან კომუნიკაციას.

    „მწვანე ალტერნატივა” გმობს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს წახალისებით განვითარებულ მოვლენებს თბილისი პრაიდთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ორივემ დიდი წვლილი შეიტანა სიძულვილის გაღვივებაში, რაც დღეს, 5 ივლისს, ჟურნალისტებზე თავდასხმებით, მოძრაობების ოფისების დარბევით და პარლამენტის შენობაზე ევროსაბჭოს დროშის ჩამოხსნით დაგვირგვინდა.

    რაც შეეხება ნამახვან ჰესის კამპანიასა და საზოგადოებრივ მოძრაობას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, მწვანე ალტერნატივა ნამახვან ჰესის აშენების წინააღმდეგი იყო ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებამდე და გააგრძელებს ამ წინააღმდეგობას. ჩვენდა სამწუხაროდ, „რიონის ხეობის მცველებმა“, რომელთაც ამ წინააღმდეგობაში მოკავშირეებად განვიხილავდით, სრულიად მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს პრაიდთან დაკავშირებით, ხოლო დღევანდელ, ადამიანის უფლებების შემლახავ აქციაში მონაწილეობით, დისკრედიტაცია გაუწიეს მთელ წინააღმდეგობის მოძრაობას. ამდენად, მწვანე ალტერნატივა წყვეტს „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობასთან კომუნიკაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ჟურნალისტების სია, რომლებსაც ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ

    დღეს, თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე ძალადობრივი და რადიკალური დაჯგუფებები, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს დაესხნენ თავს. დაშავებულია 40-ზე მეტი ჟურნალისტი ოპერატორი და ფოტორეპორტიორი. დაზიანებულია ასევე ტელევიზიებისა და გამოცემების ტექნიკა.

    1. “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი თორნიკე მანდარია
    2. “რადიო თავისუფლების” რეპორტიორი დათო ქორიძე
    3. “რუსთავი 2-ის” ოპერატორი შოთა სიკინჭალაშვილი
    4. “ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა
    5. ​On.ge-ს ჟურნალსიტი თამთა კახაბერიძე
    6. “ფორმულას” ჟურნალისტი რატი წვერავა
    7. “მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი
    8. “მთავარი არხის” ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე
    9. “მთავარი არხის”ჟურნალისტი ნინო გაზდელიანი
    10. “მთავარი არხის” ჟურნალისტი დათუნა ახალაძე
    11. “მთავარი არხის” ჟურნალისტი ანრი ჯოხარიძე
    12. “მთავარი არხის” ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი
    13. “მთავარი არხის” ჟურნალისტი თორნიკე ბარნაბიშვილი
    14. “ფორმულას” ჟურნალისტი გუგა დვალიშვილი
    15. “ტაბულას” ჟურნალისტი მაკო ჯაბუა
    16. “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი ლუკა პერტაია
    17. ​პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი
    18. ​აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თიკო სუსარეიშვილი
    19. “პალიტრანიუსის” ოპერატორი რომა ტარუღიშვილი
    20. “გურიანიუსის” ჟურნალისტი მერაბ ცაავა
    21. “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი მარიამ ქუმსიშვილი
    22. “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე
    23. “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი გიორგი პერტია
    24. “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა
    25. “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი ზურა მანაგაძე
    26. “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი ბექა ათაბეგაშვილი
    27. “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი ​​ნიკოლოზ ურუშაძე
    28. “ტვ პირველის” ჟურნალისტი გუგა მაისურაძე
    29. “ფორმულას” ჟურნლისტი ლუკა ხაჩიძე
    30. “ფორმულას” ოპერატორი ნიკოლოზ ქალიაშვილი
    31. „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორი გიორგი ნიკოლიშვილი
    32. “იმედის” ჟურნალისტი დიმიტრი ყირიმნიშვილი
    33. “იმედის” ოპერატორი შოთა კირვალიშვილი
    34. “ფორმულას” ჟურნალისტი გიორგი გაბუნია
    35. “ფორმულას” ოპერატორი ლექსო ხომასურიძე
    36. “ტვ პირველის” ოპერატორი ლევან ბრეგვაძე
    37. “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი თამუნა ჩქარეული
    38. “ფორმულას” ფოტოგრაფი ვახო ქარელი
    39. “ფორმულას” ოპერატორი ზაზა კაპანაძე
    40. “ფორმულას” ოპერატორი გიორგი მაისაშვილი
    41. “ფორმულას” ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი
    42. “ნიუპოსტის” ფოტოგრაფი ზურა ცერცვაძე

    წყარო : მედიაჩეკერი

  • სევდიანი დღეა საქართველოსთვის და მისი მხარდამჭერებისთვის – იან კელი

    “დემოკრატიული მთავრობების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ ყველა მოქალაქის მშვიდობიანი შეკრების უფლება და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ასრულებენ. სევდიანი დღეა საქართველოსთვის და მათთვის, ვინც მას მხარს უჭერს”

    ასე ეხმიანება საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი ათობით ჟურნალისტზე პუტინისტური ჯგუფების ძალადობას.

  • ჩემს შვილიშვილს ჩოხოსანი გამოეკიდა, დააგდო, ასე იცავთ “ქართველობას”? – დოლიძე

    “ჩემი შვილიშვილი მოდიოდა ჩემთან სახლში, ბაზალეთის ქუჩაზე! გამოეკიდა ვიღაც ჩოხოსანი, დააგდო ეზოში, ჩემს ეზოში! ეს რა მხეცობაა, ლუკას და ორ მის მეგობარს აი ესე უაზროდ გამოეკიდა ვიღაც მხეცი! აი, ამას ვამბობ პროვიციალიზმი უკიდეგანო, აგრესიული პროვინციალიზმი თან! ვინ საიდან მოდის და მიდის უკვე არავინ იცის! ეს არის გაუნათლებლობა სიბნელე და უბედურება!

    საით მიდიხართ ხალხო? რა ხდება? ვინ გაგიჟებთ? ასე იცავთ “ქართველობას”? რა აქვს ამ სიმხეცეს საერთო ღმერთთან, ან რწმენასთან, ან ადამიანობასთან? ამას ვინ მართავს, ის არის ყველაზე დიდი დამნაშავე დღეს!”

    წერს რეჟისორი ქეთი დოლიძე.

  • ადამიანის უფლებათა სახლში პიროტექნიკა შეყარეს, ადამიანიც დაშავდა – პატარაია

    საფარის ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას განცხადებით, ადამიანის უფლებათა სახლში მოძალადე ჯგუფებმა პიროტექნიკა შეყარეს.

    “ადამიანის უფლებათა სახლზე, სადაც ასევე არის საფარის ოფისი, მოხდა თავდასხმა. პიროტქნიკაც კი შეყარეს და ადამიანიც კი დაზიანდა. იცოდეთ მაინც დარბევის მასშტაბები.
    ასე ხდება როცა კანონს არ იცავს პოლიცია და ხელისუფლება, ხოლო საპატრიარქო გავეშებულ ბრბოს მიუქსევს უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს და ფერადმაისურიან ბავშვებსა თუ ტურისტებს…

    სახელმწიფო არ გვაქვს! ქართული ოცნების მმართველობა უნდა დასრულდეს. აბა, მიშა გინდა?! თუ არჩევანი მარტო მიშასა და ბიძინას შორის მაქვს დღეს, ისევ გაცხელებული ხინკალივით მეორედ ჩამოტარებულ მიშას ავირჩევ. და თქვენ სასოწარკვეთის რა ლეველზე ხართ?”,– წერს პატარაია.

    პიროტექნიკით დაშავდა სირცხვილიას ერთ-ერთი აქტივისტი. ვიდეოს აქტივისტები ავრცელებენ:

    https://www.facebook.com/ImedashviliLuka/videos/199178952132638

     

  • ჩაგი*ვი მესიჯბოქსში – ზურაბ ჯაფარიძე მამუკა მდინარაძეს

    “ჩაგი*ვი მესიჯბოქსში” – ასე პასუხობს “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მამუკა მდინარაძის განცხადებას.

    მდინარაძემ პრაიდთან დაკავშირებით დაწერა, რომ “პროვოკაციების ავტორებიც ყველამ იცის და ისიც, ვინ დგას ამის უკან”.

    ცნობისთვის, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი კობახიძემ განაცხადეს, რომ თბილისი პრაიდის უკან “რადიკალური ოპოზიცია” დგას და მათ მიხეილ სააკაშვილი მეთაურობთ.
  • მიუღებელია მედიასაშუალებების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები – ზურაბიშვილი

    “მიუღებელია მედიასაშუალებების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები”- საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გმობს ძალადობას რომელიც, დღეს დილიდან თბილისის ქუჩებში ხდება.

    ”ძალადობა მიუღებელია! ვგმობ დღეს განვითარებულ მოვლენებს და ძალადობის ნებისმიერი სახითა და ფორმით გამოვლინებას, ადამიანების დევნას განსხვავებული აზრის, ან გენდერული იდენტობის გამო.

    ყველას აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი!

    მოვუწოდებ ყველას, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში და რადიკალური ქმედებებით ხელი არ შეუწყოს ძალადობის პროვოცირებას.

    მიუღებელია მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებში შეჭრა და მათზე თავდასხმები.

    მოვუწოდებ ყველას თავშეკავებისკენ და შესაბამის ორგანოებს კი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისა და ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების აღკვეთისაკენ!

    მიუღებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს, საზოგადოების პოლარიზაციას, აღვივებს დაპირისპირებას, აზიანებს ქვეყანას, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას!”- ნათქვამია განცხადებაში.

  • მოძალადე ჯგუფების მიერ ნაცემ “პალიტრანიუსის” ოპერატორს ოპერაცია უტარდება

    ძალადობრივი ჯგუფების მიერ “პალიტრანიუსის” ნაცემ ოპერატორს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

    ნიუ ჰოსპიტალის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, მიხეილ ბერიაშვილის თქმით, მას თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აქვს.

    “აქციის ადგილიდან ოთხი პირია მოყვანილი, ამათგან ერთ ადამიანს დასჭირდა ოფთალმოლოგის კონსულტაცია, გაეწია დახმარება და კლინიკიდან უკვე წასულია.

    ერთი მათგანი იყო თავის ტრავმით, ცხვირის ძვლების მოტეხილობით, საოპერაციოშია აყვანილი, სჭირდება ქირურგიული ჩარევა. სამი პაციენტია ჯერჯერობით კვლევის სტადიაში.

    ყველას მდგომარეობა სტაბილურია, ერთი ადამიანი იმყოფება საოპერაციოში ცხვირის ძვლების მოტეხილობის გამო უტარდება ოპერაცია”,– განაცხადა ექიმმა.

    ცნობისთვის, პრაიდის მოწინააღმდეგეებმა ათობით ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, პოლიციამ მათი დაცვა ვერ შეძლო. უწყების განცხადებით, დაწყებულია გამოძიება.

  • მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია, მიეცით მუშაობის საშუალება – კახა კალაძე

    “მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია, მუშაობის საშუალება”-  თბილისის მერი კახა კალაძე გმობს ძალადობას რომელიც დღეს დილიდან თბილისის ქუჩებში ხდება. მისი თქმით, დაუშვებელია ძალადობა და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

    “მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ! დაუშვებელია ძალადობა! წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, თავდასხმები მოზარდებზე, ქალებზე, ტურისტებზეც კი.

    ჩვენ გვიყურებს საქართველოს მტერიც და მოყვარეც. დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია. გაითვალისწინეთ ყველამ და გაუფრთხილდით ჟურნალისტებს.
    მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია. ჩვენი საზოგადოების სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია. მიეცით მათ მუშაობის საშუალება.”-