Category: მსოფლიო

  • კარგი ამბები დრონების გამოყენების შესახებ კიდევ უფრო გახშირდება – ზელენსკი

    „ოფიციალურმა პირებმა წარმოადგინეს დრონების არმიის პირველი წლის შედეგები, უკვე არა პროექტის, არამედ უკრაინული დრონების ნამდვილი არმიის. არის შედეგები და ეს სიახლეებში ჩანს. კარგი ამბები უკრაინული დრონების გამოყენების შესახებ უფრო ხშირი გახდება და ეს მნიშვნელოვანია“,

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • რუსეთი შავი ზღვის რეგიონის ყველა სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს – დენის შმიგალი

    “რუსეთი შავი ზღვის რეგიონის ყველა სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. მტერს აუცილებლად მოუწევს გადახდა, ხოლო ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ოდესასა და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებსა და სოფლებს “,

    უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, დაეხმარონ უკრაინას ქვეყნის სამხრეთის ოლქების ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გაძლიერებაში.

  • რეზნიკოვის თქმით, უკრაინა ყირიმსა და ყირიმის ხიდზე თავდასხმებს გააგრძელებს

    უკრაინის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ ყირიმსა და ყირიმის ხიდზე თავდასხმებს, რამდენადაც ეს საჭირო იქნება, რათა მტრის ლოგისტიკა გაანადგურონ. [ყირიმის ხიდზე თავდასხმები] შეამცირებს ჩვენს წინააღმდეგ რუსების ბრძოლის შესაძლებლობებს და უკრაინელების სიცოცხლეს გადაარჩენს…

    ნორმალურია ტაქტიკაა – გაანადგურო მტრის ლოგისტიკუტი ხაზები, რათა შეაჩერო მეტი საბრძოლო მასალის, საწვავის, საკვების და ა.შ. მიღება. ამიტომ ჩვენ მათ [რუსების] წინააღმდეგ ამ ტაქტიკას გამოვიყენებთ”,

    აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.

  • პუტინი უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობის გაფუჭებას ვერ შეძლებს! – კულება

    “პუტინის მცდელობები, რომ კიევსა და ვარშავას შორის ურთიერობა გააფუჭოს, ისეთივე უშედეგოა, როგორც მისი წარუმატებელი შეჭრა უკრაინაში. რუსეთისგან განსხვავებით, პოლონეთი და უკრაინა მუდამ ერთად დადგებიან რუსული იმპერიალიზმისა და საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობის წინააღმდეგ”,

    ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს.

  • მოსკოვზე დრონებით თავდასხმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპეცოპერაცია იყო – უკრაინული მედია

    უკრაინული მედია Українська правда-ს საკუთარ  წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 24 ივლისის ღამეს მოსკოვზე დრონებით თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო. წყაროს თქმით, მოსკოვს ყველა გაშვებულმა დრონმა მიაღწია.

    • “მოხალისეებისა და სტრუქტურების კოოპერაცია გვაძლევს კარგ რეზულტატებს, გაგრძელება იქნება”. – თქვა მედის წყარომ, რომელიც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მუშაობს.
  • ცუდად გვიცნობთ, თქვენ ვერ გაგვტეხთ, უფრო გაგვაბრაზებთ! – ოდესის მერი რუსებს

    ”რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერორს. რუსი ბარბაროსები მიზანმიმართულად ანადგურებენ კულტურას, მეცნიერებას და რელიგიას. უკრაინა აუცილებლად აღადგენს ყველაფერს, რასაც რუსული სამყაროს სისხლიანი ხელი მისწვდა.

    რამდენიმე სიტყვა რუსულად, სპეციალურად რუსებისთვის. რომ იცოდეთ, როგორ სძულხართ ოდესას. თქვენ ებრძვით პატარა ბავშვებს. მართლმადიდებლურ ეკლესიებს.  თქვენი რაკეტები სასაფლაოებსაც ანადგურებს. ოდესელებს თქვენ ძალიან ცუდად გვიცნობთ. თქვენ ვერ გაგვტეხთ, მხოლოდ უფრო გაგვაბრაზებთ. ჩვენი დამცველების სიძლიერე გამრავლებული უბრალო ხალხის ტკივილსა და ბრაზზე თქვენი სასჯელი გახდება”.

    ასე ეხმაურება ოდესის მერი , გენადი ტრუხანოვი, რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმას.

  • რუსმა ოკუპანტებმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს, დაშავდა 4 ადამიანი

    24 ივლისის ღამეს რუსეთმა საპორტო ქალაქ ოდესაზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა –  საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებით, ოდესის ოლქის თავზე 3 “შაჰიდის” დრონი ჩამოაგდეს, დარტყმის შედეგად განადგურდა მარცვლეულის ანგარი, დაშავდა 4 ადამიანი.

    ოდესის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ბრაჩუკის თქმით, რუსები “აგრძელებენ სამოქალაქო ობიექტებზე და უკრაინულ მარცვლეულზე დარტყმას”.

    “მტერი რეგიონის სამხრეთს თავს კამიკაძე-დრონებით დაესხა. საჰაერო ძალებმა რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს, თუმცა, სამწუხაროდ დარტყმები მაინც გრძელდება”. – წერს ბრაჩუკი.

     

  • მოსკოვის ცენტრში 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

    მოსკოვის ცენტრში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ტელეგრამ-არხებზე, შემდეგ მედიებშიც გავრცელდა. ერთი უპილოტო საფრენი აპარატი დედაქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი ბიზნესცენტრის შენობას დაეჯახა. კიდევ ერთი უპილოტო საფრენი  აპარატის ფრაგმენტები კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობასთან აღმოაჩინეს.

    მოსკოვის მერის ინფორმაციით, “დაახლოებით 04:00 საათისთვის დაფიქსირებულია უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ორ არასაცხოვრებელ შენობაზე”.

    მისი ცნობით, მსხვერპლი და “სერიოზული ნგრევა” არ ყოფილა.

  • ლუკაშენკომ პუტინს ახალი რუკა ჩაუტანა ბელორუსზე თავდასხმის გეგმით და უთხრა, რომ ვაგნერელები ვარშავისკენ მიიწევენ

    ბელორუსის პრეზიდენტი ამბობს,  რომ მას უჭირს ვაგნერელების შეკავება, რომლებიც პოლონეთში წასვლაზე ოცნებობენ.

    ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოსალაპარაკებლად. შეხვედრის დაწყებიდან მალევე გამოცხადდა, რომ გადაწყდა მისი ხანგრძლივობის გაზრდა  და დაგეგმილი რამდენიმე საათის ნაცვლად, მოლაპარაკებები ორ დღეს გაგრძელდებოდა.

    რუსულმა და ბელორუსულმა ტელეარხებმა გაავრცელეს შეხვედრის დაწყების კადრები, სადაც ბელორუსის ავტორიტარმა ლიდერმა პუტინს უთხრა, რომ მან ჩაიტანა რუკა, რომელიც, მისი თქმით, ასახავს  პოლონეთის ჯარების გადასროლას მოკავშირე  სახელმწიფოს საზღვრებისკენ.

    „მათ დაიწყეს პოლონეთის ჩართვა და აქტიურად აგროვებენ დაქირავებულ მებრძოლებს. მე სპეციალურად მოგიტანეთ რუკა პოლონეთის შეიარაღებული ძალების მოკავშირე სახელმწიფოს საზღვრებთან გადაყვანის შესახებ, რომელზეც ვისაუბრეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ნიადაგი მზადდება“, – განუცხადა ლუკაშენკომ პუტინს.

    წინა რუკა, რომელიც ლუკაშენკომ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში პუტინთან შეხვედრისას მიიტანა, მისი კომენტარით „ახლა გაჩვენებთ, საიდან მზადდებოდა  ბელორუსზე თავდასხმა“, სოციალურ ქსელებში  უთვალავი კარიკატურის და მემების წყარო გახდა.

    კვირას პუტინთან საუბრისას ლუკაშენკომ (დასავლეთის ქვეყნები მას ბელორუსის ლეგიტიმურ ლიდერად არ ცნობენ) თქვა, რომ ვაგნერის ჯგუფის დაქირავებულები ითხოვდნენ დასავლეთისკენ წასვლას “ვარშავაში ექსკურსიაზე”, რამაც “მისი დაძაბვა გამოიწვია”. ლუკაშენკოს თქმით, ის მათ აკავებს ქვეყნის ცენტრში, მაგრამ დაქირავებული ჯარისკაცები პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ჟეშოვში მიიჩქარიან.

    ლუკაშენკო ირწმუნება, თითქოს ვაგნერელებს შურისძიება სურთ პოლონეთზე ბახმუტში გამართული ბრძოლებისთვის, სადაც პოლონური ტექნიკა გამოიყენებოდა.

    მისი განცხადებები  ბელორუსში ვაგნერის ბოევიკების დიდი ჯგუფის ჩასვლის ფონზე გაკეთდა, რომლებიც იქ იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის გარეშე წავიდნენ პუტინთან შეთანხმების ფარგლებში, რომელიც მიღწეულ იქქნა ივნისის ბოლოს ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის მიერ განხორციელებული ამბოხის მცდელობის შედეგად, ასევე ამ განცხადებებს წინ უძღვოდა ინფორმაცია ბელრუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ.

    რიგი დამკვირვებლები გამოთქვამენ შიშს, რომ კრემლი შესაძლოა გეგმავდეს  „ცრუ დროშის“ პროვოკაციას პოლონეთის ან ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ, რათა გააფართოვოს კონფლიქტი და  მასში ევროპული სახელმწიფოები ჩართოს.

    ბელორუსის ლიდერმა ასევე უთხრა პუტინს, რომ უკრაინის დაშლა მიუღებელია.

    „უკრაინის მიწის პოლონეთისთვის გადაცემა მიუღებელია. და თუ დასავლეთ უკრაინის  მოსახლეობას ეს დასჭირდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ მათ. გთხოვთ, განიხილოთ და იფიქროთ ამ საკითხზე“, – უთხრა მან პუტინს.

    რუსეთის ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, პოლონეთში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოუთქვამს რაიმე განზრახვა „დაშალოს უკრაინა“ ან რაიმე პრეტენზია გამოთქვას მის ტერიტორიაზე.

    ივლისის დასაწყისში პოლონეთმა განათავსა მინიმუმ 1000 ჯარისკაცი და თითქმის 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა ბელორუსის საზღვარზე ქვეყნის საზღვრებთან შესაძლო დესტაბილიზაციის შემთხვევისთვის.  პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე 5000 პოლონელი მესაზღვრე და 2000 ჯარისკაცი პატრულირებს.

  • რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ოდესის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი დაზიანდა

    წუხელ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ოდესის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო  რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა.

    საკათედრო ტაძრის შენობამ და ინტერიერმა, ასევე მის მიმდებარე შენობებმა მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო.

    როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ დილის ანგარიშში იუწყება, წუხელ რუსეთმა ოდესის რეგიონს, სულ მცირე, ხუთი ტიპის რაკეტით შეუტია: Caliber, Onyx, Kh-22 და Iskander-K, გარდა ამისა, გამოყენებული იქნა ისკანდერ-M ბალისტიკური რაკეტები.

    რეგიონის მასშტაბით სულ 19 რაკეტა იქნა გასროლილი.

    საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი, ნათქვამია სარდლობის ინფორმაციაში. კერძოდ, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ოთხი კალიბრის და ხუთი ისკანდერ-K რაკეტა.

    დანარჩენმა დააზიანა პორტის ინფრასტრუქტურა, სულ მცირე ექვს საცხოვრებელი კორპუსი, მათ შორის საცხოვრებელ კორპუსები. ქალაქის მრავალ კორპუსში დაზიანდა ათობით მანქანა, დაზიანდა ფასადები და სახურავები, ჩამტვრეულია მინები.

    კვირა დილის მდგომარეობით, ცნობილია, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა. ნანგრევებიდან ერთი ადამიანი გამოიყვანეს. დაშავდა კიდევ 19 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. 11 ზრდასრული და 3 ბავშვი ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენები ამბულატორიულად მკურნალობენ, იუწყება ოპერატიული სარდლობა.

    ოდესაში დაბომბვის შედეგად რამდენიმე კრატერი ჩამოყალიბდა და აღინიშნება ელექტროენერგიის გათიშვა.

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა ოდესისა და რეგიონის რეგულარულ დაბომბვაზე, რომელიც კვირას ღამით განხორციელდა რუსული ჯარების მიერ. ის აცხადებს, რომ ამ დარტყმას პასუხი აუცილებლად მოჰყვება:

    “რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ, საცხოვრებელი კორპუსების წინააღმდეგ, ტაძარი… არ შეიძლება გამართლდეს რუსული ბოროტება… ყველას, ვინც ამ მორიგი ტერაქტისგან დაზარალდა, ეხმარებიან. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ეხმარება ხალხს და ყველას, ვინც ფიქრებითა და ემოციებით არის ოდესასთან. ჩვენ გადავლახავთ ამას.“–თქვა ზელენსკიმ.