Category: მსოფლიო

  • სექს-სკანდალი ირანში: ჩინოვნიკი, რომელსაც ისლამური ღირებულებების დაცვა ევალებოდა სხვა მამაკაცთან ურთიერთობის ვიდეოს გამო თანამდებობიდან მოხსნეს

    ირანელი რეგიონალური თანამდებობის პირი, რომელიც პასუხისმგებელია ისლამური ღირებულებების დაცვაზე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ვიდეო კადრების გამო, რომლებზეც, როგორც ამტკიცებენ,  სხვა მამაკაცთან მისი სექსია ასახული.

    ვიდეო, რომელზეც ჩანს  გილანის პროვინციის (ის კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და აზერბაიჯანს ესაზღვრება) ისლამური კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რეზა ცაგატი ინტერნეტში გამოქვეყნდა. ის პირველად ოპოზიციურმა ტელეგრამ არხმა, რომლის რედაქტორმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს ირანის ოფიციალური პირების მხილებას.

    ვიდეოჩანაწერზე ასახული პირების ვინაობა ბოლომდე დადასტურებული არ არის, თუმცა ცაგატი საქმის ყველა გარემოების გარკვევამდე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

    ვიდეო სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება და უამრავ გამოხმაურებას იმსახურებს. ბევრი აღნიშნავს, რომ ცაგატი იყო კულტურული ცენტრის დამფუძნებელი, რომელიც ღვთისმოსაობის და ჰიჯაბის ტარების პროპაგანდით არის დაკავებული.

    შაბათს, ირანის კულტურის მინისტრმა მოჰამედ მეჰდი ესმაილიმ განაცხადა, რომ ვიდეოს გამოჩენამდე მას არ ჰქონია არანაირი ნეგატიური ინფორმაცია რეგიონალური ოფიციალური პირის შესახებ.

    იმავდროულად, გილანის ისლამური კულტურის დეპარტამენტმა 22 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო ცაგატის მიერ სავარაუდო ჩადენილი “დანაშაულის შესახებ ეჭვებზე”. ხელისუფლება აცხადებს, რომ საქმე „გაეგზავნა სამართალდამცავ ორგანოებს“ და მოუწოდეს ყველას, რომ ვიდეო აღარ გამოიყენონ „ისლამური რევოლუციის დიდებული კულტურული ფრონტის შესუსტებისთვის“.

    როგორც სოციალური მედიის ზოგიერთი მომხმარებელი წერს, ცაგატის მოხსნა იმის დასტურია, თუ რამდენად განსხვავებულად ექცევა ირანის ხელისუფლება  ოფიციალურ პირებსა და ქვეყნის რიგით მოსახლეობას, რომლებსაც ლგბტ თემის წევრობა ედებათ ბრალად, ან ქალებს, რომლებიც არღვევენ ისლამურ ჩაცმულობის დრესკოდს.

    ირანში ჰომოსექსუალური ურთიერთობა კანონით აკრძალულია, ასეთი დარღვევისთვის მაქსიმალური სასჯელი სიკვდილით დასჯაა. ამ შემთხვევებში სიკვდილით დასჯა იშვიათად გამოიყენება, მაგრამ ლგბტ თემის წევრები მუდმივად აწყდებიან დისკრიმინაციას.

    ირანელი ქალები ასევე ისჯებიან ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმისთვის.

    გასული წლის სექტემბერში ირანში მასიური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო.

    ამინი პოლიციის ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა და მისი ოჯახისა და აქტივისტების თქმით, ის ცემის შემდეგ გარდაიცვალა. ხელისუფლება კვლავ ამტკიცებს, რომ ქალის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა იყო.

  • 2023 წლის ივლისი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვეა-გაერო

    2023 წლის ივლისი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვეა. გაეროს დაქვემდებარებაში მყოფი მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე 2019 წლის ივლისი იყო, თუმცა წლევანდელი ივლისის პირველ სამ კვირაში წინა რეკორდი უკვე მოიხსნა და  წინა რეკორდზე 0.2 გრადუს ცელსიუსით მეტი ტემპერატურა დაფიქსირდა.

    მსოფლიოს 3 კონტინენტზე ივლისის პირველ 3 კვირაში იმდენად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, რომ  მსოფლიოში ორმა ყველაზე ავტორიტეტულმა კლიმატის გლობალურმა ორგანიზაციამ ივარაუდა, რომ ეს თვე მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ცხელი იქნებოდა. ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახურის განცხადებით, ასეთი მაჩვენებელი არა მხოლოდ ტემპერატურაზე დაკვირვების ისტორიაში არ ყოფილა, არამედ სავარაუდოდ მინიმუმ ბოლო ასი ათასი წლის მანძილზე.

    გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მტკიცებით, 1900-იანი წლების შემდეგ პლანეტაზე გლობალური ტემპერატურა 1.5 გრადუს ცელსიუსით არის გაზრდილი, ტემპერატურის მატება კი კლიმატური კატასტროფების რაოდენობას მკვეთრად ზრდის.

  • ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა. მან სპეციალური ოპერაციების ძალებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა.

    „ბახმუტის მიმართულება, სპეციალური ოპერაციების ძალების მოწინავე პოზიციაა. დღეს მე აქ ვარ, რათა მივულოცო ჩვენს მებრძოლებს მათი პროფესიული დღე, პატივი მივაგო მათ ძალას. მოვისმინე მეთაურის ანგარიში, ვესაუბრე მეომრებს – ძალიან ძლევამოსილი და შედეგიანია. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების აქტუალური ოპერაციების დეტალების მოყოლა შეუძლებელია – ალბათ, ეს დროთა განმავლობაში მოხდება, მაგრამ თქვენ მიერ შესრულებული ამოცანები უკრაინისთვის ნამდვილად გმირულია“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • უკრაინის რადამ მანდატი ჩამოართვა დეპუტატს, რომელიც ომის დროს მალდივებზე ისვენებდა

    უკრაინის უმაღლესმა რადამ პარტია ხალხის მსახურის დეპუტატ იური არისტოვს, რომელიც ომის პერიოდში, შვებულებას მალდივებზე ატარებდა, მანდატი ჩამოართვა.

    მისთვის,  უფლებამოსილების შეწყვეტას 320-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა.

    უკრაინის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ ივლისის შუა რიცხვებში, როდესაც  დეპუტატი სამდღიანი მივლინებით პოლონეთში გაემგზავრა, ხოლო შემდეგ ავადმყოფობა მოიმიზეზა, დროს მალდივებზე ოჯახთან ერთად 5 ვარსკვლავიან სასტუმროში  ატარებდა.

    ჟურნალისტები მალდივებზე, იმ სასტუმროს დაუკავშირდნენ, რომელშიც რადას დეპუტატი ისვენებდა,  სასტუმროს თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ იური არისტოვი ნამდვილად იყო მათი სტუმარი.

    მიმდინარე წლის, 10 ივლისს, ჯერ კიდევ საზღვარგარეთ ყოფნისას, არისტოვმა ავადმყოფობის შვებულება აიღო, რომელიც  2023 წლის 19 ივლისამდე მოქმედებდა.

    48 წლის, იური არისტოვის ბინაში ჩატარდა ჩხრეკის შედეგად დადგინდა მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია და დოკუმენტაცია გამგზავრების თარიღის, მიზნისა და მიმართულების შესახებ, ასევე ამოიღეს პასპორტი, რომელიც ადასტურებდა მის მალდივებზე მოგზაურობას.

    ამ კურორტზე დასვენება ერთი ღამით, 100,000 გრივნადან (2,600 აშშ დოლარი) 323,000 გრივნამდე (8800 აშშ დოლარი) ჯდება.

    ქვეყანაში არსებული საომარი ვითარების გამო, უკრაინელ მამაკაცებს 18-60 წლამდე ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება, თუმცა ქვეყნის პარლამენტის წევრებს ამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს სამუშაო მიზნებისთვისაა.
    “ნებისმიერი შიდა ღალატი, ნებისმიერი “სანაპირო” ან ნებისმიერი პირადული სარგებელი უკრაინის ინტერესების სანაცვლოდ, სულ მცირე რისხვას, გაბრაზებას იწვევს. დაიმახსოვრეთ ეს”, – განაცხადა უკრაინის მეთაურმა, ვოლოდიმირ  ზელენსკიმ.

  • პუტინი არაადეკვატური ადამიანია,მსოფლიოს შიმშილის ზღვარზე აყენებს რომ მარცვლეული უფრო ძვირად გაყიდოს -ზელენსკი

    “ის დღეს ნამდვილად არაადეკვატური ადამიანია, თავისი გარემოთი, სადაც ხალხი დიდ ფულს შოულობს ასეთ ბლოკირებაზე, ასეთ პროცესებზე, ძალიან პრაგმატულ ადამიანთა წრეში, რომლებიც ცხოვრობენ ამ ომის დროს. ისინი ბევრ ფულს შოულობენ, მაგრამ ის რადიკალურად არის განწყობილი უკრაინაში ხალხის განადგურებისკენ[…]ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს გადარჩენაზე, შიმშილზე, რეალურ სოციალურ ქაოსზე, რაც, შეიძლება, გამოწვეული იყოს არაეგოისტური პროდუქტის მიუწოდებლობით. მისთვის ეს ზეწოლაა. პირველ რიგში ეს არის ფული”

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესკიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

  • უკრაინამ კონტრშეტევის ტაქტიკა შეცვალა – Financial Times

    კონტრშეტევის პირველ ეტაპზე წარუმატებლობამ აიძულა უკრაინა შეეცვალა ტაქტიკა – ამის შესახებ, გაზეთი Financial Times წერს.

    სამხედროები, რომლებსაც FT-ის ჟურნალისტები ესაუბრნენ უკრაინის კონტრშეტევის პირველ დღეებს “ქაოსს” უწოდებენ. სამხედროების წინსვლას თან ახლდა მეგობრული ცეცხლის ინციდენტები და შეტევის მცდელობები კი გადაიზარდა სამაშველო ოპერაციებში მას შემდეგ, რაც უკრაინელები დანაღმულ ველებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს რუსული კა-52 ვერტმფრენების შეტევებს შეეჯახნენ.

    ”ამ ეტაპზე უკრაინამ დაკარგა ნატოს მიერ მისთვის მიწოდებული იარაღის დაახლოებით მეხუთედი”- წერს Financial Times-ი.

    შედეგად კიევმა შეცვალა ტაქტიკა და უკრაინელი მეთაურების თქმით,ეს როგორც ჩანს, ბრძოლის ველზე ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას აძლევს.

    შეტევითი მოქმედებების ნაცვლად უკრაინელი სამხედროები არტილერიის მასირებულ გამოყენებაზე გადავიდნენ, რომელიც რუსულს სიშორით და სიზუსტით ბევრად ჯობს. ეს მათ საშუალებას აძლევს მოწინავე ჯგუფების წინსვლა უზრუნველყონ და ტაქტიკურ წარმატებებს დიდი დანაკარგების გარეშე მიაღწიონ.

    “ჩვენ ვაყენებთ დარტყმას მტერს, შემდეგ ჩვენი ქვეითი ჯარი გადადის შეტევაზე, ვამზადებთ პირობებს ადგილზე, რომ ჩვენმა ჯარებმა მინიმალური დანაკარგები განიცადონ“– ამბობს ვიქტორი, ამერიკული M777 ჰაუბიცების ბატარეის მეთაური.

    დასავლეთის ქვეყნებსაც აქვთ კითხვები ამ სტრატეგიასთან დაკავშირებით – უპირველეს ყოვლისა, შეუძლია თუ არა უკრაინას საკმარისად დიდხანს მიჰყვეს მას ან მიაღწიოს ისეთ სამხედრო გარღვევას, რომელიც მოსკოვს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს. არსებობს შიშები, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საარტილერიო ჭურვები ძალიან სწრაფად ამოეწურება და ძალიან ნელმა სამხედრო წინსვლამ შეიძლება რუსეთს მისცეს დრო, რომ გამაგრდეს დაახალი ძალები მოამზადოს.

    მაგრამ მოკლევადიან პერიოდში ამ ტაქტიკამ შეამცირა უკრაინის დანაკარგები. პირადი შემადგენლობის დანაკარგი და დასავლეთის მიერ გადაცემული ტანკებისა და სამხედრო მანქანების დაზიანებისრაოდენობა შემცირდა კონტრშეტევის პირველ ორ კვირასთან შედარებით, ხოლო უკრაინამ მცირე, მაგრამ სტაბილური წარმატებებს მიაღწია, აღნიშნავს გაზეთი.

  • სამხრეთში უკრაინის შეტევის დაწყების შესახებ Bloomberg-ის წყაროებიც იუწყებიან

    გამოცემა Bloomberg-ის წყარომ ასევე იუწყება სამხრეთში უკრაინის შეტევის დაწყების შესახებ.
    უკრაინამ გააძლიერა შეტევითი ოპერაციები სამხრეთში, ხოლო კონტრშეტევამ მთლიანობაში დაიწყო იმპულსის მოპოვება, წერს Bloomberg ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, რომლის ვინაობა არ სახელდება.

    უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან თითქმის ორი თვის განმავლობაში მისი პროგრესი ნელი იყო ნაღმების, სატანკო ბარიერებისა და რუსული სამხედროების მიერ დაგებული სხვა თავდაცვითი ბარიერების გამო, აღნიშნავს სააგენტო.

    მანამდე უკრაინა ზაპოროჟიის რეგიონში ორეხოვის სამხრეთით თავდაცვითი ხაზების გარღვევას ელის, იტყობინება ამერიკული გაზეთი The New York Times პენტაგონის ორ წყაროზე დაყრდნობით. კონტრშეტევის ახალი ეტაპი ასევე დააფიქსირდა ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტშმა (ISW).

  • New York Times-ის წყაროები პენტაგონში: დადგენილია უკრაინის შეტევის მთავარი დარტყმის მიმართულება, დაიწყო რეზერვების გაგზავნა

    New York Times, პენტაგონის ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის სარდლობამ ვაშინგტონს აცნობა შეტევის ახალი ეტაპის დაწყების შესახებ მთავარი დარტყმის მიმართულებით – ორეხოვის სამხრეთით, ზაპოროჟიეს რეგიონში. რუსეთის თავდაცვითი ხაზების გარღვევის შემთხვევაში, ეს საშუალებას მისცემს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადავიდნენ ტოკმაკში და შემდგომ მელიტოპოლში აზოვის ზღვის მახლობლად. წყაროების თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრძოლაში  ჩართეს ახალი ფორმირებების ნაწილი, რომლებიც სპეციალურად მომზადდა კონტრშეტევისთვის და ამ დრომდე რეზერვში რჩებოდა.

    აქამდე უკრაინის არმია  შეტევითი ოპერაციებს ფრონტის რამდენიმე სექტორზე აწარმოებდა, რასაც დამკვირვებლები განმარტავდნენ, როგორც დაუცველი ადგილების ძიებას რუსეთის თავდაცვის ხაზებში, ან როგორც ცრუ  მანევრებს, რომლის მიზანია მტრის რეზერვების მთავარი დარტყმისგან გასარიდებლად. ყველგან უკრაინის არმია ნელა მიიწევდა წინ, რაც უკრაინის სარდლობამ აღიარა ბოლო კვირებში, უპირველეს ყოვლისა, მჭიდროდ დანაღმული ველებისა და საჰაერო დაცვის ნაკლებობის გამო.

    ორეხოვოს მახლობლად მთავარი დარტყმის შესახებ მტკიცებებს ირიბად ადასტურებს რამდენიმე სხვა წყარო: New York Times-ის კორესპონდენტი კარლოტა გოლი ოთხშაბათს   ამ ტერიტორიიდან იტყობინებოდა, რომ მან ნახა დასავლეთში გაწვრთნილი რამდენიმე ახალი უკრაინული შენაერთი. და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმაც განაცხადა  “მასიური თავდასხმის შესახებ ტანკებით გაძლიერებული სამი ბატალიონით“ იმავე რაიონში (მისი თქმით, რუსებმა ეს შეტევა მოიგერიეს).

    ამავდროულად, “დასავლური” (ეროვნება არ არის დაკონკრეტებული) სადაზვერვო სამსახურების წყაროს, რომელსაც ოთხშაბათს ესაუბრა BBC-ის კორესპონდენტი გორდონ კორერა არაფერი უთქვამს მთავარი დარტყმის შესახებ, თუმცა ისაუბრა შეტევის მიმდინარეობის შესახებ. ის კვლავ ამბობდა, რომ შეტევა სამი მიმართულებით ვითარდებოდა.

    New York Times-ის წყაროების თანახმად, უკრაინის შეტევის გაძლიერების სასარგებლოდ სამი ფაქტორი მუშაობს: პირველი, დანაღმულ ველებზე წინსვლა ნელა, მაგრამ სტაბილურად მიდიოდა (იმის ასახსნელად, თუ რამდენად შორს შეძლეს უკრაინელებმა წინსვლა, ცნობილი სამხედრო ანალიტიკოსი რობ ლი წერს, რომ რაიონში მათ ორი-სამი კილომეტრი აქვთ დარჩენილი რუსეთის თავდაცვის მთავარ ხაზამდე). მეორეც, შესაძლებელია სარგებლობა რუსეთის ჯარებში პოპულარული გენერალ ივან პოპოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შედეგებით. და მესამე, უკრაინის მუდმივმა თავდასხმებმა რუსეთის ზურგის ინფრასტრუქტურაზე გამოიწვია ფრონტის მიწოდების შეფერხებები, მათ შორის საბრძოლო მასალების.  გორდონ კორერას წყარომ განაცხადა, რომ რუსულ ჯარებში ასევე არის ცოცხალი ძალის დეფიციტი.

    “ეს არის მთავარი გამოცდა”, – ციტირებს New York Times  თანამოსაუბრეს პენტაგონიდან.

  • ნატო შავ ზღვაზე მონიტორინგს აძლიერებს

    ნატო-ს პრესსამსახურმა ოთხშაბათს ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ალიანსის ძალები გააძლიერებენ მონიტორინგს შავი ზღვის რეგიონზე რუსეთის გასვლასთან დაკავშირებით მარცვლეულის შეთანხმებიდან, რომელიც უზრუნველყოფდა უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ტრანსპორტირებას შავი ზღვის გავლით.

    „ნატო და მოკავშირეები აძლიერებენ მეთვალყურეობიას და დაზვერვას შავი ზღვის ზონაში, მათ შორის საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებისა და უპილოტო თვითმფრინავებისგან“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

    როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არსებულმა ვითარებამ შექმნა ახალი რისკები რეგიონში შესაძლო არასწორი გათვლებისა და ესკალაციისთვის და სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის ნაოსნობის თავისუფლებას.

    მანამდე უკრაინის სამხედრო მედიაცენტრი(უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ კოორდინირებული მედია ცენტრი) იტყობინებოდა, რომ რუსული ფლოტი შავ ზღვაში აქტიურად მუშაობს საზღვაო ტერიტორიების ბლოკირებაზე, გემების აღმოჩენასა და განადგურებაზე.

    ასევე, გრძელდება ყირიმის თავდაცვის სისტემის გაუმჯობესება, კერძოდ, სომხეთისა და პერეკოპის მიმართულებებით– აცხადებს მედიაცენტრი.

  • რუსების ოლიმპიადაზე დაშვება უკრაინაში მშვიდობას დააჩქარებს – პიტერ სიიარტო

    უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  პიტერ სიიარტო რუსული პროპაგანდისთვის სასარგებლო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს,  რომ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში რუსების მონაწილეობამ შეიძლება ხელი შეუწყოს უკრაინაში მშვიდობის მიღწევას. ამის შესახებ, სიირატომ, 25 ივლისს, იაპონიაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან, სერ მიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    “სპორტსმენები, რომლებიც მთელი ცხოვრება მძიმედ ვარჯიშობენ და საერთო არაფერი აქვთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან, ბოიკოტით აგებენ. ოლიმპიადა არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, არამედ სპორტული და სპორტსმენებზე, ოლიმპიადას აქვს ნამდვილი სამშვიდობო მისია,” – განაცხადა მან.