“მადლობელი ვარ შეერთებული შტატების, დანიისა და ნიდერლანდების პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისთვის ყველა უკრაინელის მიზნის მისაღწევად: უკრაინის საჰაერო ძალების გაძლიერებისთვის F-16-ებით.
მადლობელი ვარ ბელგიისა და ნორვეგიის იმ ვალდებულებისთვის, რომ მოგვაწოდონ თავიანთი F-16 თვითმფრინავები. ეს არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ რუსეთის უნარი გააგრძელოს ტერორი უკრაინელი ხალხის, ქალაქებისა და თემებისთვის, შემცირდება.
F-16-ები ასევე გამოყენებული იქნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დაგვეხმარებიან უკრაინელების უკეთ დაცვაში რუსეთის სასტიკი თავდასხმებისგან, როგორიც არის ამ კვირის დარტყმა კიევის ოჰმატდიტის ბავშვთა საავადმყოფოზე.
მე ველი, რომ ჩვენი საჰაერო ძალების შესაძლებლობების კოალიცია კიდევ უფრო გაძლიერდება ახალი მონაწილეების შეერთებით. F-16-ები აახლოებენ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას, რაც ცხადყოფს, რომ ტერორი ყველგან და ნებისმიერ დროს უნდა მარცხდებოდეს.
ჩვენი გუნდი აგრძელებს მუშაობას ვაშინგტონში, რათა მივაღწიოთ შეთანხმებებს, რომლებიც გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს,”
Category: მსოფლიო
-
“F-16-ები რუსეთის სასტიკი თავდასხმებისგან უკრაინელების უკეთ დაცვაში დაგვეხმარებიან” – ზელენსკი
-
რუსეთმა იულია ნავალნაიას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა და მასზე ძებნა გამოაცხადა
მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ, მოკლული, რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის ქვრივს, იულია ნავალნაიას დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. იულიას ბრალად ედება “ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა”.
„ნავალნაიას ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282.1 მუხლის მე-2 ნაწილით (ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა). იულია ნავალნაია წინასწარი გამოძიების ორგანოებს მიემალა და ამიტომ ძებნილთა სიაშია. სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და მიუსაჯა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა“, – აცხადებენ სასამართლოში.
ბრალდების თანახმად, ალექსეი ნავალნის ცოლს 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, იულია ნავალნაიამ 1-ელ ივლისს, უფლებადამცველი ორგანიზაცია HRF-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.
-
კიევში, ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა – დაღუპულია 29 ადამიანი, საიდანაც 4 ბავშვია
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, კიევში, უკრაინის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფოს “ოხმადეტის” ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა. დაღუპულია 29 ადამიანი, საიდანაც 4 ბავშვია.
“რუსეთის თავდასხმის შედეგად ამ ლოკაციაზე 2 ადამიანი დაიღუპა, 32-მა დაშავებულმა მიმართა სამედიცინო დახმარებას. 8 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზოგადად, ამ დროისთვის, 8 ივლისს რუსეთის დარტყმების შედეგად კიევში დაიღუპა 29 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი, დაშავდა 117 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი“, – აღნიშნა კლიმენკომ.
-
უკრაინის უსაფრთხოების ცნობით, რუსეთმა ბავშვთა საავადმყოფო Kh-101 ფრთოსანი რაკეტებით დაბომბა, ნაპოვნია მტკიცებულებები
უკრაინის უშიშროების სამსახურის [SBU] ცნობით, კიევში ბავშვთა საავადმყოფო Kh-101 ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს.
„ტრაგედიის ადგილზე უკვე ნაპოვნია შესაბამისი მტკიცებულებები: კერძოდ, Kh-101 რაკეტის უკანა კორპუსის ნაწილები სერიული ნომრით და ამავე რაკეტის საჭის ნაწილი“, – იტყობინება დეპარტამენტი.
დღეს დილით, რუსეთმა კიევში ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა. უკრაინის ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის ცნობილია 27 დაღუპულისა და 100–ზე მეტი დაჭრილის შესახებ.
17 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის დედაქალაქში, 10 ადამიანი კი კრივოი როგში. კიევში სერიოზულად დაზიანდა ქვეყნის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო ოჰმატდიტი.
პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით სარაკეტო შეტევების სამიზნე იყო ქალაქები: კიევი, დნეპრი, კრივოი როგი, სლავიანსკი, კრამატორსკი. 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტამ დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა და ბავშვთა საავადმყოფო“.
საავადმყოფოს დირექტორმა ვლადიმერ ჟოვნირმა მედიას განუცხადა, რომ რაკეტა საავადმყოფოს ერთ–ერთ შენობას დაეცა. უკრაინული მედია ავრცელებს საავადმყოფოს დერეფნის სისხლიან კადრებს.
საავადმყოფოში დაიღუპა 2 ზრდასრული, აქედან ერთი ექიმია. 16 დაშავებულიდან 7 ბავშვია. თუმცა, ჯერჯერობით დაჭრილთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. მაშველებმა და მოქალაქეებმა ნანგრევების გაწმენდა დაიწყეს.
უკრაინის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო ონკოლოგიური დაავადებების და თანდაყოლილი რთული პათოლოგიების მკურნალობაზეა სპეციალიზებული. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაზიანდა შენობა, სადაც ბავშვები დიალიზს გადიოდნენ. შენობიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან, ქუჩაში პირდაპირ წვეთოვანებთან ერთად გამოიყვანეს.
- სამაშველო სამუშაოები კიევის რვა რაიონში დაიწყო.
შევჩენკოს რაიონში რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და ერთი შესასვლელი ჩამოანგრია. მაშველები ახლა ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ. მაშველების ინფორმაციით, ამავე ტერიტორიაზე დიდი ხანძარი გაჩნდა და ხუთი ადამიანი დაიღუპა.
დღის მეორე ნახევარში კიევში საჰაერო განგაში კვლავ გამოცხადდა. კიევის დნეპრის რაიონში მეორე დარტყმის გამო ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სამედიცინო ცენტრის შენობა ნაწილობრივ განადგურდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური.
გარდაცვლილები და დაჭრილები არიან არა მხოლოდ კიევში. დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი როგში უამრავი დაღუპული და დაჭრილია, – წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში. პროკურატურამ კრივოი როგში 10 დაღუპული და 42 დაჭრილის მონაცემები დაადასტურა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქში რამდენიმე დარტყმა მოხდა, მათ შორის სამრეწველო საწარმოს ადმინისტრაციულ შენობაზე.
თავად დნეპერში სარაკეტო თავდასხმის შემდეგ დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. არიან გარდაცვლილები და დაჭრილები.
დღის განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მასიური სარაკეტო დარტყმა უკრაინაზე და განაცხადა, რომ სამიზნეები იყო „უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის ობიექტები“ და „უკრაინის შეიარაღებული ძალების საავიაციო ბაზები“.
-
პუტინი, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით, NATO-ს სამიტს სალამს უგზავნის – ლანდსბერგისი
“პუტინი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით, NATO-ს სამიტს სალამს უგზავნის, თითქოს რაიმე განმარტება იყო საჭირო იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ჰქონდეს უკრაინას ახლა ყველა შესაძლო მხარდაჭერა და მომავალში უსაფრთხოების რეალური გარანტიები”
ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე წერს და რუსების მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას ეხმაურება
-
რუსი ოკუპანტების კიდევ ერთი იერიში კიევზე – დაბომბილია სამშობიარო
რუსეთის განმეორებითი თავდასხმა კიევზე – ოკუპანტებმა სამშობიარო დაბომბეს.
უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის ინფორმაციით, ამ დროისათვის ცნობილია 4 დაღუპულისა და სამი დაშავებულის შესახებ.
დღეს დილით, რუსეთმა კიევში ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა. უკრაინის ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის ცნობილია 27 დაღუპულისა და 100–ზე მეტი დაჭრილის შესახებ.
17 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის დედაქალაქში, 10 ადამიანი კი კრივოი როგში. კიევში სერიოზულად დაზიანდა ქვეყნის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო ოჰმატდიტი.
პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით სარაკეტო შეტევების სამიზნე იყო ქალაქები: კიევი, დნეპრი, კრივოი როგი, სლავიანსკი, კრამატორსკი. 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტამ დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა და ბავშვთა საავადმყოფო“.
საავადმყოფოს დირექტორმა ვლადიმერ ჟოვნირმა მედიას განუცხადა, რომ რაკეტა საავადმყოფოს ერთ–ერთ შენობას დაეცა. უკრაინული მედია ავრცელებს საავადმყოფოს დერეფნის სისხლიან კადრებს.
საავადმყოფოში დაიღუპა 2 ზრდასრული, აქედან ერთი ექიმია. 16 დაშავებულიდან 7 ბავშვია. თუმცა, ჯერჯერობით დაჭრილთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. მაშველებმა და მოქალაქეებმა ნანგრევების გაწმენდა დაიწყეს.
უკრაინის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო ონკოლოგიური დაავადებების და თანდაყოლილი რთული პათოლოგიების მკურნალობაზეა სპეციალიზებული. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაზიანდა შენობა, სადაც ბავშვები დიალიზს გადიოდნენ. შენობიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან, ქუჩაში პირდაპირ წვეთოვანებთან ერთად გამოიყვანეს.
- სამაშველო სამუშაოები კიევის რვა რაიონში დაიწყო.
შევჩენკოს რაიონში რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და ერთი შესასვლელი ჩამოანგრია. მაშველები ახლა ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ. მაშველების ინფორმაციით, ამავე ტერიტორიაზე დიდი ხანძარი გაჩნდა და ხუთი ადამიანი დაიღუპა.
დღის მეორე ნახევარში კიევში საჰაერო განგაში კვლავ გამოცხადდა. კიევის დნეპრის რაიონში მეორე დარტყმის გამო ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სამედიცინო ცენტრის შენობა ნაწილობრივ განადგურდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური.
გარდაცვლილები და დაჭრილები არიან არა მხოლოდ კიევში. დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი როგში უამრავი დაღუპული და დაჭრილია, – წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში. პროკურატურამ კრივოი როგში 10 დაღუპული და 42 დაჭრილის მონაცემები დაადასტურა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქში რამდენიმე დარტყმა მოხდა, მათ შორის სამრეწველო საწარმოს ადმინისტრაციულ შენობაზე.
თავად დნეპერში სარაკეტო თავდასხმის შემდეგ დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. არიან გარდაცვლილები და დაჭრილები.
დღის განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მასიური სარაკეტო დარტყმა უკრაინაზე და განაცხადა, რომ სამიზნეები იყო „უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის ობიექტები“ და „უკრაინის შეიარაღებული ძალების საავიაციო ბაზები“.
-
საფრანგეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე კოალიციამ გაიმარჯვა
საფრანგეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე კოალიციამ გაიმარჯვა. ულტრამემარჯვენეები კი მესამე ადგილზე გავიდნენ. მეორე ადგილზე პრეზიდენტ მაკრონის პარტიაა, თუმცა ვერცერთი პოლიტიკური ძალა საპარლამეტო უმრავლესობას დამოუკიდებლად ვერ აყალიბებს.
მემარცხენე პარტიების კოალიციამ – ახალი სახალხო ფრონტი გუშინ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მოპოვებული შედეგებით საფრანგეთის ნაციონალურ ასამბლეაში 182 ადგილი მოიპოვა. ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა კოალიციამ – “ერთად“ – მეორე ადგილი დაიკავა და 168 ადგილი მოიპოვა. მესამე ადგილზე გავიდა მარი ლეპენის და ჟორდან ბარდელას ულტრამემარჯვენე “ნაციონალური გაერთიანება“, რომელმაც საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში 143 მანდატი მიიღო.
ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოიპოვა 289 მანდატი, რომელიც 577 ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის ფორმირებისთვის არის საჭირო.
საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში ზეიმი გუშინ საღამოს, არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო. პარიზში რესპუბლიკის მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ულტრამემარჯვენეების დამარცხებას ზეიმობდნენ.
თავიდან აქციები მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით ძალადობაში გადაიზარდა. უცნობმა პირებმა ნაგვის ურნებს და ველოსიპედებს ცეცხლი მოუკიდეს და ავტობუსების გაჩერებებზე შუშები დაამტვრიეს.ძალადობრივ აქციებს არეულობა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში მოჰყვა.
პრეზიდენტმა მაკრონმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც ივნისის დასაწყისში ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეებმა გაიმარჯვეს.
ულტრამემარჯვენეები პირველ ადგილზე გავიდნენ საფრანგეთის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების პირველ ტურშიც და იმედი ჰქონდათ, რომ მეორე ტურშიც მაღალ შედეგს აჩვენებდნენ, თუმცა მეორე ტურის წინ მემარცხენეებმა და მაკრონის მომხრეებმა ძალისხმევა გააერთიანეს, რათა ულტრამემარჯვენეების გამარჯვება არ დაეშვათ. შედეგად, მარი ლეპენის პარტია მესამე ადგილზე აღმოჩნდა.
მაკრონის პარტიას ახლა სავარაუდოდ მემარცხენეებთან მოუწევს თანამშრომლობა მთავრობის ფორმირებისთვის. ახალი სახალხო ფრონტი კომუნისტური პარტიის, უკიდურესად მემარცხენე პარტია “უდრეკი საფრანგეთის“, მწვანეებისა და სოციალისტური პარტიისგან შედგება.
ფრანგი მემარცხენეების ერთ–ერთმა ლიდერმა, ჟან–ლუკ მელანშონმა ეგიტპოლების გამოცხადებისთანავე მოუწოდა პრეზიდენტ მაკრონს, ახალ სახალხო ფრონტთან ერთად მთავრობის ფორმირება დაიწყოს.
”დღეს საღამოს გაირკვა, რომ ნაციონალურ გაერთიანებას სულაც არ აქვს პარლამენტში უმრავლესობა, რომელსაც მას ერთი კვირის წინ უწინასწარმეტყველებდნენ. სინამდვილეში პირიქით მოხდა. ეს უდიდესი შვებაა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობისთვის.
ახლა ხალხის ნება მკაცრად უნდა დავიცვათ. ამიერიდან არანაირი ხრიკები, კულუარული გარიგებები და კომბინაციები არ უნდა იყოს. გაკვეთილი, რომელიც კენჭისყრის შედეგებით ვისწავლეთ საბოლოო უნდა იყოს. პრეზიდენტის და მისი კოალიციის დამარცხება ნათელია. პრეზიდენტმა უნდა აღიაროს ეს დამარცხება და არ უნდა ეცადოს მას თავი აარიდოს. პრემიერ–მინისტრი უნდა წავიდეს.
პრეზიდენტს აქვს ძალაუფლება, პრეზიდენტმა უნდა მოიწვიოს ახალი სახალო ფრონტი მმართველობაში. ახალი სახალხო ფრონტი პატივს სცემს ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატებს ხმების რაოდენობის შესაბამისად, რომლებიც მისმა კანდიდატებმა მიიღეს. ჩვენ ჩვენს სიტყვას პატივს ვცემთ”. – თქვა ჟან–ლუკ მელანშონმა.
საფრანგეთის პრემიერ–მინისტრმა, გაბრიელ ატალმა პრეზიდენტ მაკრონს გადადგომის შესახებ თხოვნით დღეს უნდა მიმართოს. ამის შესახებ კვირას, განცხადების გაკეთებისას მან მიანიშნა, რომ მზად არის ჯერჯერობით გააგრძელოს პრემიერის მოვალეობის შესრულება პოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე, რომელიც არჩევნების შემდეგ შეიქმნა.
ულტრამემარჯვენეების დამარცხებას საფრანგეთში გუშინ საღამოსვე გამოეხმაურნენ ევროპელი ლიდერები. პოლონეთის პრემიერმა, დონალდ ტუსკმა ტვიტერზე დაწერა, რომ ”არჩევნების შედეგებს პარიზში ენთუზიაზმი, მოსკოვში იმედგაცრუება, კიევში კი შვება მოჰყვა. ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ ვარშავაში ბედნიერება იგრძნონ”.
-
რუსეთმა კიევში ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა
დღეს დილით, რუსეთმა კიევში ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა. უკრაინის ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის ცნობილია 27 დაღუპულისა და 100–ზე მეტი დაჭრილის შესახებ.
17 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის დედაქალაქში, 10 ადამიანი კი კრივოი როგში. კიევში სერიოზულად დაზიანდა ქვეყნის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო ოჰმატდიტი.
პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით სარაკეტო შეტევების სამიზნე იყო ქალაქები: კიევი, დნეპრი, კრივოი როგი, სლავიანსკი, კრამატორსკი. 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტამ დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა და ბავშვთა საავადმყოფო“.
საავადმყოფოს დირექტორმა ვლადიმერ ჟოვნირმა მედიას განუცხადა, რომ რაკეტა საავადმყოფოს ერთ–ერთ შენობას დაეცა. უკრაინული მედია ავრცელებს საავადმყოფოს დერეფნის სისხლიან კადრებს.
საავადმყოფოში დაიღუპა 2 ზრდასრული, აქედან ერთი ექიმია. 16 დაშავებულიდან 7 ბავშვია. თუმცა, ჯერჯერობით დაჭრილთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. მაშველებმა და მოქალაქეებმა ნანგრევების გაწმენდა დაიწყეს.
უკრაინის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო ონკოლოგიური დაავადებების და თანდაყოლილი რთული პათოლოგიების მკურნალობაზეა სპეციალიზებული. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაზიანდა შენობა, სადაც ბავშვები დიალიზს გადიოდნენ. შენობიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან, ქუჩაში პირდაპირ წვეთოვანებთან ერთად გამოიყვანეს.
- სამაშველო სამუშაოები კიევის რვა რაიონში დაიწყო.
შევჩენკოს რაიონში რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და ერთი შესასვლელი ჩამოანგრია. მაშველები ახლა ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ. მაშველების ინფორმაციით, ამავე ტერიტორიაზე დიდი ხანძარი გაჩნდა და ხუთი ადამიანი დაიღუპა.
დღის მეორე ნახევარში კიევში საჰაერო განგაში კვლავ გამოცხადდა. კიევის დნეპრის რაიონში მეორე დარტყმის გამო ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სამედიცინო ცენტრის შენობა ნაწილობრივ განადგურდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური.
გარდაცვლილები და დაჭრილები არიან არა მხოლოდ კიევში. დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი როგში უამრავი დაღუპული და დაჭრილია, – წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში. პროკურატურამ კრივოი როგში 10 დაღუპული და 42 დაჭრილის მონაცემები დაადასტურა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქში რამდენიმე დარტყმა მოხდა, მათ შორის სამრეწველო საწარმოს ადმინისტრაციულ შენობაზე.
თავად დნეპერში სარაკეტო თავდასხმის შემდეგ დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. არიან გარდაცვლილები და დაჭრილები.
დღის განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მასიური სარაკეტო დარტყმა უკრაინაზე და განაცხადა, რომ სამიზნეები იყო „უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის ობიექტები“ და „უკრაინის შეიარაღებული ძალების საავიაციო ბაზები“.
-
დიდ ბრიტანეთში კონსერვატორების 14 წლიანი მმართველობა დასრულდა
დიდ ბრიტანეთში კონსერვატორების 14 წლიანი მმართველობა დასრულდა.
ლეიბორისტულმა პარტიამ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში თემთა პალატაში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. კონსერვატორების პრემიერ მინისტრი, რიში სუნაკი თანამდებობიდან გადადგა. პრემიერის პოსტს ლეიბორისტების ლიდერი, კეირ სტარმერი დაიკავებს.
ჯერ კიდევ ყველა ოლქში ხმების დათვლის დასრულებამდე გახდა ცნობილი, რომ ლეიბორისტებმა ოფიციალურად მოიგეს მინიმუმ 410 მათგანი, რაც მათ 650 ადგილიან პალატაში კომფორტულ უმრავლესობას აძლევს.
პრემიერმა რიში სუნაკმა უკვე გააკეთა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ის კონსერვატორების ლიდერის თანამდებობასაც ტოვებს, თუმცა მოგვიანებით. ძალიან ვწუხვარ – თქვა მან დაუნინგ სთრითის რეზიდენციასთან გამართულ ბოლო ბრიფინგზე.პრემიერმა სუნაკმა საკუთარ ოქში – რიჩმონდში და ნორტალერტონში გამარჯვება და თემთა პალატაში მოხვედრა შეძლო, თუმცა პრემიერის რანგში მოღვაწეობა დაასრულა.
- “დილა მშვიდობის. მალე შევხვდები მის უდიდებულეაობას, მეფეს, რათა განცხადება გადავცე პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ. ქვეყანას კი მინდა ვუთხრა, რომ პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ. მე მთლიანად მივუძღვენი საკუთარი თავი ამ სამუშაოს. მაგრამ თქვენ გამოგვიგზავნეთ ნათელი სიგნალი იმის შესახებ, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უნდა შეიცვალოს. და თქვენი გადაწყვეტილება ერთადერთია, რასაც მნიშვნელოვანია აქვს. მე გავიგე თქვენი გაბრაზება, თქვენი იმედგაცრუება. და მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამ დანაკარგზე. მტკივნეულია იმაზე ფიქრი, რამდენი კარგი კოლეგა, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი თემების და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, აღარ იქნებიან თემთა პალატაში. მე მათ მადლობას ვუხდი მძიმე შრომის და მსახურებისთვის. ამ შედეგის შემდეგ მე თანამდებობიდან მივდივარ. პარტიის ლიდერის პოსტს დღესვე არ დავტოვებ, არამედ მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნება ფორმალური ზომები ჩემი შემცვლელის ასარჩევად. მე ვუსურვებ სერ კეირ სტარმერს, რომელიც მალე ჩვენი პრემიერ მინისტრი გაგხდება, წარმატებებს. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ჩვენი დაპირისპირება ამ კამპანიისას, ის წესიერი, ხალხის მსახურებით შთაგონებული კაცია, რომელსაც მე პატივს ვცემ. “ – განაცხადა სუნაკმა.
რიში სუნაკი დღესვე ესტუმრა ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამეს და გადადგომის თხოვნა გადასცა.
დღესვე ბუკინგემის სასახლეში მივიდა ლეიბორისტების ლიდერი, კეირ სტარმერი, რომელსაც მეფემ ფორმალურად უკვე დაავალა ახალი მთავრბის ფორმირება.
არჩევნების შედეგებმა ბრიტანული პოლიტიკა თავდაყირა დააყენა. ლეიბორისტებმა თემთა პალატაში მინიმუმ 412 ადგილი მიიღეს, რითაც წინა მაჩვენებელი 210 მანდატით გაზარდეს. იმ დროს, როცა კონსერვატიულმა პარტიამ დაახლოებით 250 მანდატი დაკარგა. ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოში ვეღარ მოხვდა არაერთი ყოფილი მინისტრი, ასევე ყოფილი პრემიერ–მინისტრი ლიზ ტრასი.
მომავალმა პრემიერ მინისტრმა, კეირ სტარმერმა არჩევნებში გამარჯვებისთანავე ცვლილებების პირობა დადო.
- “თქვენ ხმა მიეცით ამას და აი, ისიც დადგა. ცვლილებები ახლავე იწყება. ჩვენ ვთქვით, რომ ბოლოს მოვუღებთ ქაოსს , და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ ვთქვით, რომ ახალ თავს დავიწყებთ, და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ დღეს ახალი თავის წერას ვიწყებთ, ვიწყებთ მუშაობას ცვლილებებისთვის, ვიწყებთ ნაციონალური განახლების მისიას და ჩვენი ქვეყნის აღდგენას.“ – განაცხადა კეირ სტარმერმა.
კონსერვატიული პარტიისთვის ამ არჩევნების შედეგები ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
რატომ დამარცხდნენ კონსერვატორები.
ექსპერტები ამბობენ, რომ კონსერვატორების დამარცხება საზოგადოებაში მათ არაპოპულარობას უფრო უკავშირდება, ვიდრე ნდობას და მხარდაჭერას ლეიბორისტების მიმართ.
ხელისუფლებაში კონსერვატორების ყოფნის 14 წლის განმავლობაში მოხდა ცხოვრების დონის ვარდნა პირველად 1950-იანი წლების შემდეგ. მათი პოპულარობის კლების მიზეზებს შორის არის სახელმწიფო ხარჯების მკაცრი ეკონომია 2008–2009 წლების ფინანსური კრიზისის, პანდემიისა და ბრექსიტის შედეგად, რამაც ვაჭრობა და ინვესტიციები მნიშვნელოვნად შეამცირა.
ოპოზიციისთვის საკმარისი აღმოჩნდა მოსახლეობისთვის ერთადერთი – ცვლილებების დაპირება მიეცა.
მმართვალი პარტია სოციოლოგიურ კვლევებში ოპოზიციასთან უკვე რამდენიმე წელია აგებდა, თუმცა მას ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობა და უფლება, ხელისუფლებაში ხუთწლიანი ვადის ბოლომდე – 2025 წლის იანვრამდე დარჩენილიყო.
თუმცა, პრემიერმა რიში სუნაკმა მოულოდნელად რიგგარეშე არჩევნები დანიშნა და ეს არჩევნები, როგორც მოსალოდნელი იყო, წააგო.
-

“ორბანი მოსკოვში EU-ს ან მის პოზიციებს არანაირად არ წარმოადგენს!” – კაია კალასი
“ვიქტორ ორბანი მოსკოვში ევროკავშირს ან მის პოზიციებს არანაირად არ წარმოადგენს. ის ევროკავშირში თავმჯდომარეობის პოზიციას დაბნეულობის დასათესად ბოროტად იყენებს. ევროკავშირი ერთიანია, მკაფიოდ დგას უკრაინასთან და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ”,
წერს ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი სოციალურ ქსელში და ორბანის მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება.