Category: მსოფლიო

  • რესპუბლიკურმა პარტიამ დონალდ ტრამპი მეორე საპრეზიდენტო ვადაზე წარადგინა

    რესპუბლიკურმა პარტიამ დონალდ ტრამპი მეორე საპრეზიდენტო ვადაზე წარადგინა

    ჩრდილოეთ კარილინის შტატის ქალაქ შარლოტში რესპუბლიკური პარტიის კონვენცია გაიხსნა, რომელსაც უკვე მიმართა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

    პრეზიდენტმა პარტიის ნომინაცია მეორე ვადით უკვე მიიღო და აღტაცებულ ამომრჩევლებს, რომლებიც ამ თავყრილობაზე შეიკრიბნენ, ეკონომიკური პროგრამის და საფონდო ბირჟის წარმატების შესახებ აუწყა.

    ტრამპმა თქვა, რომ დასაქმების კუთხით მისმა ადმინისტრაციამ დიდ წარმატებას მიაღწია, როცა ბოლო სამი თვის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა. პრეზიდენტს ამ ეტაპზე არ ჩამოუყალიბებია ქვეყნის განვითარების კონკრეტული ხედვები. ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც მან ისაუბრა მისი ოპონენტი, დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი იყო.

    დონალდ ტრამპის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ობამა და ვიცე პრეზიდენტი ბაიდენი 2016 წელს არჩევნების დროს მის კამპანიაზე ჯაშუშობდნენ და რომ ეს ძალისხმევა დროულად იქნა გამომჟღავნებული. პრეზიდენტმა თქვა, რომ ისინი იგივეს აპირებენ ახლაც. ამასთან ერთად, პრეზიდენტის თქმით, წელს, როდესაც მილიონობით ამერიკელი უკვე დარეგისტრირდა საპრეზიდენტო არჩევნებში ფოსტით მიიღოს მონაწილეობა და ხმა დისტანციურად მისცეს, ეს პროცესი კორუფციას შეუწყობს ხელს.

    გასულ კვირას, კორონავირუსის გავრცელების შესაზღუდად, დემოკრატიული პარტიის კონვენცია ვირტუალურად გაიმართა, სადაც გამომსვლელები ზოგ შემთხვევაში პირდაპირ ეთერში, ზოგჯერ კი წინასწარ ჩაწერილი ვიდეო მიმართვებით გამოდიოდნენ ონლაინ შეკრებილი აუდიტორიის წინაშე.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ნიღბები მოზარდებმაც უნდა ატარონ – ჯანმო

    ნიღბები მოზარდებმაც უნდა ატარონ – ჯანმო

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ 12 წლის ზევით ბავშვებმა ზრდასრულების მსგავსად ნიღბები უნდა ატარონ, იმ რეგიონის წესების გათვალისწინებით, სადაც ისინი ცხოვრობენ.

    ჯანმოს განცხადებით უკვე არის არაერთი მტკიცებულება, რომ მოზარდები ვირუსის ისევეთივე გადამტანები არიან, როგორც უფროსები. ამასთან, ორგანიზაცია ხადს უსვამს, რომ მცირეწლოვანი ბავშვების როლზე კორონავირუსის გავრცელების საქმეში ჯერჯერობით კვლავ ცოტა რამ არის ცნობილი.

    ხუთ წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებს ნიღბების ტარება არც საზოგადოებრივ ადგილებში ჭირდებათ და არც თვითმფრინავის ბორტზე. 6–დან 12 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის შესახებ ადგილობრიმა ხელისუფლებებმა და ავიაკომპანიებმა გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღონ.

  • შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ლუკაშენკომ არჩევნებში არ გაიმარჯვა – ლავროვი

    შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ლუკაშენკომ არჩევნებში არ გაიმარჯვა – ლავროვი

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები წააგო.

    მისივე თქმით, დამკვირვებლებმა არჩევნებზე დაკვირვებაზე უარი თქვეს.

    “აი იმ დამკვირვებლების არყოფნის პირობებში, რომლებსაც დასავლეთი დამოუკიდებელ დამკვირვებლებად მიიჩნევს, ძალიან რთულია ვინმე დაარწმუნო, რომ არჩევნების შედეგები გაცხადებული შედეგებისგან განსხვავდება. იმის დამტკიცება, რომ ლუკაშენკომ არჩევნებში წააგო, იმის ფონზე, რომ დამკვირვებლებმა მოწვევაზე უარი თქვეს, შეუძლებელია. მიმაჩნია, რომ ეს [არჩევნებზე არდასწრება], დიდი შეცდომა იყო”, – განაცხადა რუსეთის საგარეო მინისტრმა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი გამოდის მოწოდებით, რომ ბელარუსში ფართო ეროვნული დიალოგი დაიწყოს.

    ბელარუსში ამ წუთებში 100 ათასი ადამიანი არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. საპროტესტო მანიფესტაციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

    ათასობით ბელარუსიის მოქალაქე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.

  • მსვლელობა ახალი ბელარუსისთვის – მინსკში აქციაზე 100 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა (ვიდეო)

    მსვლელობა ახალი ბელარუსისთვის – მინსკში აქციაზე 100 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა (ვიდეო)

    “მსვლელობა ახალი ბელარუსისთვის” – ლოზუნგით მინსკში მრავალათასიანი დემონსტრაცია დაიწყო.

    Tut.by-ს ინფორმაციით, მინსკის ქუჩებში 100 ათასზე მეტი ადამიანია გამოსული. მოქალაქეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იკრიბებიან. ისინი სკანდირებენ: “არ დავივიწყებთ! არ ვაპატიებთ!”, “წადი!”.

    ხალხი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა. მოთხოვნა კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. მინსკის გარდა, მსვლელობები ბელარუსის სხვა დიდ ქალაქებშიც არის დაგეგმილი.

    მინსკის მიმართულებით სამხედროები მიემართებიან, რომლებიც, თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ძეგლების დაცვას აპირებენ.

    შეგახსენებთ, რომ ბელარუსში 2 კვირაა საპროტესტო აქციები არ წყდება. მოქალაქეები 9 აგვისტოს არჩევნების გაბათილებასა და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. არჩევნების შედეგებს არ ცნობს ევროკავშირიც. საპროტესტო აქციებზე ადამიანებს ძალადობით შლიან და აკავებენ.

  • თუ ის მოკვდება, დუმაში დავსვამთ კითხვას, სად უნდა დაიმარხოს – ჟირინოვსკი ნავალნიზე

    თუ ის მოკვდება, დუმაში დავსვამთ კითხვას, სად უნდა დაიმარხოს – ჟირინოვსკი ნავალნიზე

    რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი კვლავ კომაშია. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმირ ჟირინოვსკი აცხადებს, რომ ნავალნი გერმანელების აგენტია და მას სამშობლოში არც მკვდარს, არც შეზღუდული შესაძლებლობების მქონეს და მითუმეტეს, არც ცოცხალს მიიღებენ.

    ჟირინოვსკიმ ნავალნი ტროცკის შეადარა და ორივეს რუსეთის სირცხვილი უწოდა.

    “თუ ის მოკვდება, დუმაში დავსვამთ კითხვას, სად უნდა დაიმარხოს იგი. მაგალითად, სასაფლაოზე, სადაც ჩერნობილის მსხვერპლები დაკრძალეს. ან საერთოდ, როგორც გერმანელების აგენტი, დაიტოვონ თავისთან, ჩვენ ის არც მკვდარი და არც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არ გვჭირდება, მისთვის ყველაფერი დასრულებულია, რუსეთისთვის იმაზე ცუდი პიროვნებაა, ვიდრე თავის დროზე ლეონ ტროცკი,” – განაცხადა ჟირინოვსკიმ.

    შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს ნავალნი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    “ვვარაუდობთ, რომ საწამლავი ჩაიში იყო. მან დილის შემდეგ მხოლოდ ჩაი დალია. ექიმები ამბობენ, რომ საწამლავი ცხელი სითხიდან უფრო სწრაფად შეიწოვება. ამჟამად ალექსეი უგონოდაა”, – თქვა ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშმა, მოგვიანებით კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ის ამ დროისთვის გერმანიაში აგრძელებს მკურნალობას.

  • იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა

    იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა

    უკრაინის ყოფილ პრემიერმინისტრს და პარტია ბატკივშინას ლიდერს, იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

    არსებული ინფორმაციით, ვირუსით დაინფიცირდნენ მისი ოჯახის წევრებიც – ქალიშვილი ევგენია ტიმოშენკო და მეუღლე არტურ ჩიჩოტკინი.

    ჯერჯერობით უცნობია ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა.

  • ლუკაშენკო იმ საწარმოებს დახურავს, სადაც მუშები გაფიცებული არიან

    ლუკაშენკო იმ საწარმოებს დახურავს, სადაც მუშები გაფიცებული არიან

    ალექსანდერ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის დახურავს ქარხნებს, სადაც მუშები მის მმართველობას აპროტესტებენ და გაფიცულები არიან.

    “თუ ქარხანა არ მუშაობს, მაშინ მოდით, ორშაბათიდან მის კარიბჭეს ბოქლომი დავადოთ, მოდით, გავაჩეროთ… ხალხი დამშვიდდება და ჩვენ გადავწყვეტთ შემდეგ სამუშაოდ ვინ მოვიწვიოთ. თუ ვინმეს მუშაობა არ სურს, გუბერნატორებმა და აღმასრულებელი კომიტეტების თავმჯდომარეებმა არ უნდა აიძულონ,” – თქვა ლუკაშენკომ.

    ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღდეგ არაერთმა ქარხანამ გამოხატა პროტესტი. მათი თანამშრომლები გაფიცებული არიან.

    21 აგვისტოს ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ვიდეომიმართვაში ქარხნების თანამშრომლებს გაფიცვის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

    ბელარუსში 2 კვირაა საპროტესტო აქციები არ წყდება. მოქალაქეები 9 აგვისტოს არჩევნების გაბათილებასა და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. არჩევნების შედეგებს არ ცნობს ევროკავშირიც. საპროტესტო აქციებზე ადამიანებს ძალადობით შლიან და აკავებენ.

  • ორგანიზმში ალკოჰოლისა და კოფეინის კვალი აღმოჩნდა – ომსკის ჯანდაცვის უწყება ალექსეი ნავალნიზე

    ორგანიზმში ალკოჰოლისა და კოფეინის კვალი აღმოჩნდა – ომსკის ჯანდაცვის უწყება ალექსეი ნავალნიზე

    რუსი ბლოგერის ალექსეი ნავალნის შარდში ალკოჰოლი და კოფეინი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ომსკის რეგიონის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

    „დღეს უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოქსიბუტირატები, ბარბიტურატები, სტრიქნინი, კრუნჩხვის გამომწვევი ან სინთეტიკური შხამები არ გამოვლენილა. შარდში აღმოჩენილია ალკოჰოლი და კოფეინი“, – აღნიშნავენ უწყებაში.

    ცნობისთვის, 20 აგვისტოს, ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო. ამის გამო თვითმფრინავმა ქალაქ ომსკში ავარიული დაშვება განახორციელა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • ალექსეი ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ გადაჰყავთ

    ალექსეი ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ გადაჰყავთ

    თვითმფრინავი, რომლითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაჰყავთ, დღეს დილით, ომსკის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გაფრინდა.

    თავდაპირველად რუსი ექიმები მისი ტრანსპორტირების წინააღმდეგები იყვნენ და განმარტავდნენ, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი გადაყვანის საშუალებას არ იძლეოდა, თუმცა, მოგვიანებით, მათ განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და მის გერმანიაში გადაყვანას დასთანხმდნენ.

    „ალექსეის თვითმფრინავი ბერლინში გაემგზავრა. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ალექსეის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება,“- წერს პოლიტიკოსის პრესსპიკერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

    ნავალნის ბერლინის საუნივერსიტეტო საავადმყოფო Charité-ში უმკურნალებენ. მისი გერმანიაში ტრანსპორტირების ხარჯებს გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია Cinema for Peace-ი ფარავს.

  • მთელი არეულობის უკან აშშ დგას – ლუკაშენკო

    მთელი არეულობის უკან აშშ დგას – ლუკაშენკო

    ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და სიტუაციის არევაში აშშ-სა და ევროკავშირს დასდო ბრალი.

    “მთელი არეულობის უკან ისინი იდგნენ. რუსეთს ჩვენი დაკარგვის ეშინოდა. ახლა როგორც დავინახეთ, აშშ რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს გამოყენებას ცდილობდა. მათ სურთ ბალტიისა და შავი ზღვების კორიდორის შექმნა, ე.წ სანიტარული კორდონის მოწყობა – ბალტიის სამი ქვეყნის, ჩვენი და უკრაინის გამოყენებით. გეგმის შესრულებას მხოლოდ ჩვენ ვაკლდით“, – განუცხადა ლუკაშენკომ აგროკომბინატდერჟინსკიში” შეკრებილებს.

    ლუკაშენკშო ვარშავაში არსებულ ბაზაზე საუბრობს, რომლიდანაც, მისი მტკიცებით, ბელარუსს დაძაბულობისა და დაპირისპირების პიკში სამხედრო საფრთხე ემუქრება.

    “ყველაფერს აშშ გეგმავს და აკეთებს, ევროპელები კი მათ არიან აყოლილები – აკეთებენ იმას, რასაც ჩასძახებენ. ვარშავასთან ახლოს სპეციალური ცენტრიც კი დააფუძნეს. სრულიად შესწავლილი გვაქვს იქ რასაც აკეთებენ. მათი ტანკები მზადყოფნაში არიან. განა შემთხვევითია, როდესაც ახლომახლო სიტუაცია იძაბება, მათი ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები მაშინვე მოქმედებას იწყებენ”, – ამბობს ლუკაშენკო.

    9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. არჩევნებში ევროკავშირმა ლეგიტიმურად არ ცნო. ლუკაშენკოს დასავლური სამყარო სანქციებით ემუქრება. ხელისუფლება დემონსტრანტების დაშლას ძალადობითა და რეპრესიებით ცდილობს. დემონსტრაციებზე მიტანილი იერიშის შედეგად, ამ დროისთვის 4 ადამიანია დაღუპული, ათასობით ადამიანი კი საპატიმროში იმყოფება.