Category: მსოფლიო

  • თუ რუსეთი შემოიჭრება, გადამწყვეტი მოქმედებებით ვუპასუხებთ – ბაიდენი ზელენსკის

    აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 2 იანვარს ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის და განუცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამერიკის შეერთებული შტატები, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, “გადამწყვეტი მოქმედებებით უპასუხებენ”.

    ბაიდენმა ასევე “დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”.

    “ლიდერებმა გამოთქვეს მხარდაჭერა დიპლომატიური ძალისხმევისთვის, დაწყებული მომავალი კვირიდან ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგით, ნატოში ნატო-რუსეთის საბჭოს მეშვეობით და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში.

    პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულებას პრინციპის მიმართ “არაფერი შენზე შენს გარეშე”,– აცხადებს თეთრი სახლი.

    ცნობისთვის, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია თავმოყრილი. ამერიკის უშიშროებამ უკრიანა გააფრთხილა, რომ შესაძლოა უახლოეს თვეებში რუსეთი ქვეყანაში შეჭრას გეგმავდეს.

  • ინდოეთში, ტაძარში ჭყლეტის დროს სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა

    ინდოეთში მატა ვაიშნო დევის ტაძარში ჭყლეტის დროს სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

    პოლიციის განცხადებით, ჭყლეტა გამოიწვია ჩხუბმა.

    შემთხვევას ინდოეთის პრემიერი, ნარენდრა მოდი გამოეხმაურა და ადამიანების დაღუპვის გამო, მწუხარება გამოთქვა.

     

  • აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი COVID-19-ით გარდაიცვალა

    ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი 84 წლის ასაკში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

    “ჩვენ დავკარგეთ შესანიშნავი და მოსიყვარულე ქმარი, მამა, ბაბუა და დიდი ამერიკელი”- განაცხადა მისმა ოჯახმა.

    კოლინ პაუელი აშშ-ის პირველი ფერადკანიანი სახელმწიფო მდივანი იყო. ის პოსტს 2001-2005 წლებში იკავებდა.

  • ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს, აცრა ძილში უნდა გავუკეთოთ – ფილიპინების პრეზიდენტი

    პრობლემა მათშია, ვისაც ვაქცინაცია არ უნდა, მოძებნეთ ისინი, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს, აცრა ძილში უნდა გავუკეთოთ  – ამის შესახებ, განცხადება ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ განაცხადა. მან ასევე აღიარა, რომ შესაძლოა, დამნაშავე იყოს იმაში, რომ ქვეყნის ბევრი მცხოვრები დღემდე არ არის ვაქცინირებული. ინფორმაციას CNN Philippines ავრცელებს. 

    “პრობლემა მათშია, ვისაც ვაქცინაცია არ უნდა. მოძებნეთ ისინი თქვენს სოფლებში, ჩვენ მივალთ მათთან და ინექციას ძილში გავუკეთებთ. თუ მათ არ სურთ ვაქცინაცია, მივალთ მათთან სახლში და ინექციას ღამით გავუკეთებთ, მე თავად ვუხელმძღვანლებ ამ ინიციატივას”, – განაცხადა დუტერტემ.

  • SLIPKNOT-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯოუი ჯორდისონი გარდაიცვალა

    ამერიკული მძიმე მეტალ-ჯგუფის  Slipknot-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჯოუი ჯორდისონი,  46 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

    “ჯოუის სიკვდილმა გული დაგვწყვიტა და დაგვაცარიელა. ვთხოვთ ყველა ჯოუის მეგობარს, თაყვანისმცემლებსა და მედიას, რომ ამ რთულ მომენტში პატივი სცენ ჩვენს პირად სივრცეს და გამოიჩინონ პატივისცემა.” –  ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ამერიკელმა კომპოზიტორმა და დრამერმა ჯოუი ჯორდისონმა ბენდი, შოუ კრეჰენთან და პოლ გრეისთან ერთად Slipknot 1995 წელს დააფუძნა.

  • როსკომნადზორმა ალექსეი ნავალნის საიტი დაბლოკა

    როსკომნადზორმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საიტზე წვდომა დაბლოკა. უწყების რეესტრში აღნიშნულია, რომ დაბლოკვა გენპროკურატურის გადაწყვეტილებით მოხდა. საიტზე შესვლისას ჩნდება ინფორმაცია, რომ წვდომა ინფორმაციის შესახებ კანონის საფუძველზეა დახურული.

    გარდა ამისა, დაბლოკილია პოლიტიკოსის თანამებრძოლების ვებგვერდები. მათ შორის ლიუბოვ სობოლის და ლეონიდ ვოლკოვის, ასევე “ექიმთა ალიანსის“ პროფკავშირების გვერდი, რომელიც რუსეთში “უცხოეთის აგენტის როლის შემსრულებელ“ ორგანზაციად არის მიჩნეული. სულ ვოლკოვის ინფორმაციით დაბლოკილია ნავალნისთან დაკავშირებული 49 საიტი.

    ივნისში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ნავალნის მიერ დაფუძნებული სტრუქტურები ექსტრემისტულად ცნო. ეს არის კორუფციასთან ბრძოლის ფონდი და მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდი. ორივე რუსთში უცხო ქვეყნების აგენტ ორგანიზაციებად არის ცნობილი, ასვე დახურულია რუსეთის რეგიონებში პოლიტიკოსის შტაბები.

    ნავალნის გუნდმა რუსეთის ქალაქებში 39 შტაბი დახურა. იქ მომუშავე ბევრი ადამიანი ქვეყნიდან წავიდა, ზოგიერთი შტაბის ყოფილი კოორდინატორი კი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გახდა.

    ნავალნის რამდენიმე თანამებრძოლი, მათ შორის მისი მოსკოვური შტაბის ხემძღვანელი, ოლეგ სტეპანოვი, პრეს მდივანი კირა იარმიში და იურისტი ლიუბოვ სობოლოლი 23 იანვრის მიტინგის შემდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში არიან ბრალდებულები.

    თავად ნავალნი თებერვლიდან ვლადიმირის ოლქში შრომა–გასწორების კოლონიაში იმყოფება.

    4 ივლისს რუსეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ექსტრემისტულ ან ტერორისტულ ორგანიზაციებად მიჩნეულ ორგანიზაციებთან არიან კავშირში. ამასთან, კავშირად შეიძლება ჩაითვალოს როგორც ასეთი სტრუქტურების მუშაობაში უშუალო მონაწილეობა, ასევე სოციალურ ქსელებში მხარდაჭერა, ფინანსური, საკონსულტაციო, ქონებრივი და “სხვა სახის“ მხარდაჭერა.

  • მაშტაბური ნგრევა და მსხვერპლი– ინდოეთში წყალდიდობას ებრძვიან

    ინდოეთის დასავლეთით სამაშველო სამსახურების მაშველები შენობების ნანგრევებში მაშტაბური წყალდიდობების შედეგად დაკარგულებს ეძებენ. წყალდიდობებმა გოას და მახარაშტრას შტატები წალეკა. მახარაშტრაში სტიქიას 136 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ხელისუფლება შიშობს, რომ ეს რიცხვი საბოლოო არ არის.

    სტიქიური უბედურების რაიონებიდან ათობით ათასი ადამიანია ევაკუირებული.

    გოას შტატში, რომელიც ტურისტებს შორის პოპულარულია, წყალმა სახლები დატბორა. დანგრეული ან დაზიანებულია ათასობით შენობა. ბომბეის გარეუბნებში ათობით ადამიანია დაკარგული.

    ძლიერი წვიმების სეზონი ინდოეთში ყოველ წელს ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება. თუმცა, გოას შტატში დიდი ხანია ასეთი ძლიერი წყალდიდობა აღარ ყოფილა.

    შტატის ჯანდაცვის მინისტრის თქმით ასეთი ძლიერი წვიმები გოაში 50 წელია აღარ ახსოვთ. “ადამიანებმა პრაქტიკულად ყველაფერი დაკარგეს‘– ამბობს ის.

    სოფელ ტალიიეში, ბომბეის სამხრეთით ტალახის მასამ ათობით შენობა რამდენიმე წუთში დაანგრია. გადარჩა მხოლოდ ორი ბეტონის სახლი. შედეგად 40–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

    დატბორილ რაიონებში მსგავსი რვა მეწყერი ჩამოწვა. ერთ–ერთის გამო მატარებელი რელსებიდან გადავარდა.

    მეწყერების მიერ გზების ჩახერგვის გამო მაშველები დაშავებულებამდე ძნელად აღწევენ. დაბლოკილია გოასა და ბომბეის შორის მთავარი ტრასაც. მაშველები მის გაწმენდას ცდილობენ.

    მახარაშტრას შტატში დიდი მდინარეების კალაპოტებიდან გადმოსვლას ელიან. დაბლობებიდან ევაკუირებულია ასიათასამდე ადამიანი. 20 ათასი ბანაკებში დააბინავეს.

    ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ მისთვის მტკივნეულია მისი მოქალაქეების ტკივილის და დაღუპვის ყურება.

  • გერმანიაში ჰაკერებმა “კოვიდ პასპორტები“ გააყალბეს

    გერმანულმა აფთიაქებმა დროებით შეაჩერეს ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატების გაცემა მას შემდეგ, რაც ჰაკერებმა მოახერხეს აფთიაქარების ასოციაციის საიტზე წვდომა მოეპოვებინათ და ყალბი ექაუნთების დახმარებით სერთიფიკატები გაეყალბებინათ.

    ასოციაციაში საიტის გატეხვის შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგეს, რის შემდეგაც გააკეთეს განცხადება, რომ აჩერებენ სერთიფიკატების გაცემას. ასოციაცია არ აკონკრეტებს, როდის გაგრძელდება სეითიფიკატების გაცემა.

    გერმანიაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 47%. ვაქცინის ერთი დოზა მიღებული აქვს მოსახლეობის 60%–ს.

    კანცლერმა ანგელა მერკელმა ხუთშაბათს მოუწოდა გერმანელებს რაც შეიძლება სწრაფად აიცრან. “რაც მეტი ჩვენგანი აიცრება, მით უფრო თავისუფლები ვიქნებით.“– თქვა მან.

     

  • ტრამპის მოკავშირე მილიარდერი უცხოური ლობირების ბრალდებით დააპატიმრეს

    აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მილიარდერი მეგობარი თომას ბარაკი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის საინაუგურაციო ფონდს ხელმძღვანელობდა, უკანონო უცხოური ლობირების და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებებით დააპატიმრეს.

    ბარაკს, შეერთებულ შტატებში გაერთიანებული არაბული საემიროების ინტერესების უკანონოდ წინ წაწევას აბრალებენ. ამასთან ერთად,სავარაუდოდ მან გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებთან გამოკითხვის დროს იცრუა, როდესაც გაერთიანებულ არაბულ საემიროებთან თავის საქმიან ურთიერთობაზე საუბრობდა.

    74 წლის ბარაკი, დიდი ხანია ტრამპის მოკავშირე და დიდი კერძო საინვესტიციო ფირმის, “კოლონი ქეფითალ”-ის დამფუძნებელია. 2020 წელს, ბარაკი კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. აპრილში, მან ფირმის აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტიც დატოვა.

  • ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს

    ჰაიტის პრეზიდენტი, ჯოვენელ მოისე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს პირად რეზიდენციაში. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ავრცელებს.

    მასზე თავდასხმა მოხდა 7 ივლისს, ღამის პირველ საათზე მოხდა. დაჭრილია პირველი ლედიც, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული.

    მოისე ჰაიტის 2018 წლის შემდეგ მართავდა.