Category: მსოფლიო

  • აშშ-მ უკრაინას რადარების საწინააღმდეგო რაკეტები გადასცა

    შეერთებულმა შტატებმა დახმარების პაკეტში, უკრაინის საჰაერო ძალებს რადარების საწინააღმდეგო რაკეტები გადასცა – შესაბამისი განცხადება, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ კოლინ კალმა 8 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. კალმა არ დააკონკრეტა გაგზავნილი რაკეტების რაოდენობა და ტიპი. საუბარია AGM-88 მაღალსიჩქარიან რადარის საწინააღმდეგო რაკეტებზე (HARM).

    • “დახმარების პაკეტებში ჩვენ შევიტანეთ არაერთი რადარის საწინააღმდეგო რაკეტა, რომლებიც შეიძლება უკრაინულმა თვითმფრინავებმა ისროლონ, რაც ააფეთქებს რუსეთის რადარებს და სხვა სამიზნეებს” – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ კოლინ კალმა. 
  • ზელენსკის მოწოდება რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვაზე ირაციონალურია – პესკოვი

    კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი  უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას,  რუსეთის მოქალაქეებისთვის დასავლეთის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვის შესახებ “ირაციონალურს” უწოდებს.

    “ზელენსკის ირაციონალური აზროვნება, ამ შემთხვევაში, ყოველგვარ ზღვარს სცდება.  ეს მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურად შეიძლება შეფასდეს. რუსეთის, ან რუსების იზოლაციის ნებისმიერი მცდელობა არის პროცესი, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს.  ადრე თუ გვიან, ევროპა დაეჭვდება ზელენსკის ქმედებებში და იმაში, უნდა გადაიხადონ თუ არა უკრაინის მოქალაქეებმა პრეზიდენტის ახირებებისთვის”. – თქვა პესკოვმა

  • რუსეთში სანქციების გამო თვითმფრინავებს სათადარიგო ნაწილებად შლიან

    რუსული ავიაკომპანიები, მათ შორის “აეროფლოტი“ საკუთარ ავიალაინერებს შლიან და სათადარიგო ნაწილებად იყენებენ, რადგან მათი ყიდვა სანქციების გამო აღარ შეუძლიათ. ამის შესახებ როიტერი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.

    რუსეთი მიმართ დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ავიაკომპანიებს უკრძალავს ზოგიერთი მაკომპლექტებელი ნაწილის შეძენას და დასავლეთში ტექნიკური მომსახურების და რემონტის ჩატარებს.

    ივნისში რუსეთის მთავრობამ გასცა რეკომენდაცია ავიაკომპანიებისთვის, ნაწილობრივ დაეშალათ საჰაერო ხომალდები იმისათვის, რომ შეინარჩუნონ უცხოური საავიაციო პარკის 70%–ის გამართული მუშაობა 2025 წლამდე.

  • ”არასწორია, რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები კი ევროპაში ტურისტებად ყოფნას ახერხებენ” – ფინეთის პრემიერი

    “არასწორია, რომ როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას და ტურისტებად ყოფნას ახერხებენ”, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერმინისტრი სანა მარინი საუბრობს.

    • “არასწორია, რომ იმ დროს, როცა რუსეთი ევროპაში აგრესიულ, სასტიკ ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები ნორმალურ ცხოვრებას, ევროპაში მოგზაურობას და ტურისტებად ყოფნას ახერხებენ. ეს არასწორია” – თქვა მან. 
  • Washington Post: ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს რუსებს მათ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალონ

    რუსული აგრესიის შეჩერება უკრაინაში იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დასავლეთის ქვეყნები საკუთარ ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავენ რუსეთის ყველა მოქალაქეს, განაცხადა Washington Post–თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა:

    “ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია, ეს იქნება საზღვრების ჩაკეტვა, იმიტომ რომ რუსები სხვის ტერიტორიებს იპყრობენ“–თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა საკუთარ სამობლოში უნდა იცხოვრონ, სანამ საკუთარ მიდგომას არ შეცვლიან.

    კრიტიკოსები თვლიან, რომ მსგავსი აკრძალვა უსამართლო იქნება იმ რუსების მიმართ, ვინც ქვეყნიდან პუტინის პოლიტიკასის მიუღებლობის გამო წავიდა. ასეთი ომის დაწყებიდან ათეულობით ათასი ადამიანია.

    “როგორ რუსზეც არ უნდა იყოს საუბარი, გაუშვით ისინი უკან რუსეთში. მაშინ მიხვდებიან, მაშინ იტყვიან: ჩვენ არ გვაქვს არანაირი კავშირი ამ ომთან. მთელი ერი ვერ იქნება პასუხისმგებელი, ასე არ არის? შეიძლება. მაგრამ სწორედ ამ ხალხმა აირჩია ასეთი ხელისუფლება და არ ებრძვის მას, არ ეკამათება, არ ეწინააღმდეგება.“– ამბობს ზელენსკი.

    მის წინა ინტერვიუებში ზელენსკი ამბობდა, რომ დაკარგა ემოციური დამოკიდებულება რუსი ხალხის მიმართ, თუმცა მადლიერებას გამოხატავს მათ მიმართ, ვინც სამართლიანობის და უკრაინის მხარეს არის, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ, რომელთაგან ბევრმა რუსეთი დატოვა.

  • ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

    • ჯარისკაცი – დაახლოებით  42 640;
    • ტანკი – 1 817;
    • ჯავშანტექნიკა – 4 076;
    • საარტილერიო სისტემა – 964;
    • სარაკეტო სისტემა – 261;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 133;
    • თვითმფრინავები – 223;
    • ვერტმფრენი – 193;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 757;
    • საკრუიზო რაკეტები – 185;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 998;
    • გემი/ნავი/კატარღა – 15;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 87
  • დღეს რუსების მიერ გასროლილი ყველა “კალიბრის” რაკეტა ჩამოვაგდეთ – უკრაინა

    დღეს რუსების მიერ გასროლილი ყველა “კალიბრის” რაკეტა ჩამოვაგდეთ – ამის შესახებ, ინფორმაციას  უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალები ავრცელებს. რუსებმა უკრაინას შავი ზღვიდან ოთხი “კალიბრის” ფრთოსანი რაკეტა ესროლეს, რომელთა განადგურებაც უკრაინელებმა მოახერხეს.

    “დღეს, 8 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე სამხრეთიდან, ოკუპანტებმა შავი ზღვიდან “კალიბრის” ტიპის ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვამ ყველა რაკეტა ჩამოაგდო”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  • უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი

    უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილ ეჟელი სახელმწიფო ღალატის საქმეში ეჭვმიტანილია.

    საქმე ეხება 2010 წლის ხარკოვის შეთანხმებებს,  რომლის მიხედვით  რუსეთის შეიარაღებული ძალების შავი ზღვის ფლოტის ყოფნა ყირიმში 2042 წლამდე გაგრძელდა, შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით.

    ეჟელი ეჭვმიტანილია უკრაინის ნაციონალური ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაში.

    ამ საქმეში ფიგურანტია კიდევ ორი მინისტრი, რომლებიც ხარკოვის შეთანხმებებთან არიან დაკავშირებული. შეთანხმებებს ხელს ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი აწერს.

    ეჟელი ბელორუსში ცხოვრობს და დევნილის სტატუსი აქვს. ის კიდევ ბევრი სხვა სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია და უკრაინაში მასზე ძებნაა გამოცხადებული.

  • პესკოვი აცხადებს, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრისთვის წინაპირობები არ არსებობს

    პესკოვი აცხადებს, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრისთვის წინაპირობები არ არსებობს

    “უკრაინული მხარე მხედველობის არედან სრულად გავიდა. ამჟამად მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.  რაც შეეხება პუტინისა და ზელენსკის შეხვედრას, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საშინაო დავალებები შესრულდება. იქამდე პრეზიდენტების შეხვედრისთვის აუცილებელი წინაპირობა არ არსებობს”.

    აცხადებს კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვი. მისი  თქმით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ორივე მხარე “შეასრულებს საშინაო დავალებას”.

  • უკრაინაში პირველი “გეპარდები“ ჩავიდა

    უკრაინაში გერმანიიდან თვითმავალი საზენიტო დანადგარ “გეპარდის“ პირველი სამი ერთეული ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადეს.

    მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი მეზენიტეები ამ მანქანების მართვისთვის სწავლებას გადიოდნენ გერმანიაში.

    “გეპარდები“ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებს– ამბობენ ექსპერტები.