Category: მსოფლიო

  • დაღუპულ ოკუპანტებს შორის 1-2 კვირის წინ მობილიზებულები უკვე არიან – ზელენსკი

    “იგივე არ შეიძლება ითქვას რუსეთის ხალხებზე, რაც უკრაინელ ხალხზე. ვერცერთი მათგანი, ვინც ახლა კრიმინალური მობილიზაციის შემდეგ ომშია გაგზავნილი, ვერ ახსნის: რატომ უნდა გააკეთოს ეს მან? რატომ უნდა გარისკოს მან სიცოცხლე? ჩვენ უკვე ვხედავთ დაღუპულ დამპყრობლებსა და მათ, ვინც სულ რაღაც ერთი-ორი კვირის წინ წაიყვანეს. ხალხი არ იყო გაწვრთნილი სამხედრო ოპერაციებისთვის, მათ არ აქვთ მსგავს ომში ბრძოლის გამოცდილება. მაგრამ რუსეთის სარდლობას უბრალოდ ხალხი სჭირდება – და ნებისმიერი, რომ ისინი მკვდრების ადგილზე დააყენონ. და როცა ეს ახლები დაიღუპებიან, უფრო მეტ ადამიანს გაუგზავნიან. ასე იბრძვის რუსეთი. და ასე დამარცხდება. რაიმე სახის ფსევდორეფერენდუმი, ანექსიის შესახებ განცხადებები, ზოგიერთი საუბარი მათ მიერ გამოგონილ საზღვრებზე, რომელიც გაუგებარ ადგილას არის დახატული, ამას ვერ შეცვლის”

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ოქტომბერს განაცხადა.

  • უკრაინა სამივე ფრონტზე სტრატეგიული მიზნების შესრულების გზაზეა – პენტაგონი

    სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილემ, სელესტა ვილანდერმა განაცხადა, რომ უკრაინა სამივე ფრონტზე: ხარკოვის, დონბასისა და ხერსონის ოლქებში  სტრატეგიული მიზნების შესრულების გზაზეა.

    • “ჩვენ ვხედავთ უკრაინის გასაოცარ და სტრატეგიულ სამხედრო წარმატებებს ფრონტის სამივე მიმართულებით. როგორც ჩანს უკრაინა თავისი სტრატეგიული მიზნების შესრულების გზაზეა, მაგრამ ხაზს ვუსვამ ამ ამოცანის მიღწევას აშშ-სგან და საერთაშორისო თანამეგობრობისგან სამხედრო დახმარების გაგრძელებას მოითხოვს”,- განაცხადა სელესტა ვილანდერმა. 

    მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ უკრიანის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის გათავისუფლება რუსეთის არმიის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

  • უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს – ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა

    უკრაინა ოფიციალურად ამბობს უარს პუტინთან მოლაპარაკებებზე. შესაბამის განკარგულებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ,  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხელი უკვე მოაწერა.

    “უკრაინის პასუხი რუსეთის ფედერაციის მიერ ქვეყნის ტერიტორიების ანექსირების მცდელობას. ევროატლანტიკური სივრცის, უკრაინის უსაფრთხოებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით”.- აღნიშნულია განკარგულებაში რომელიც პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

    ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ  პუტინმა უკრაინას მოლაპარაკებები და ცეცხლის შეწყვეტა 30 სექტემბერს, უკრაინის 4 ოკუპირებული რეგიონის ანექსიის გაფორმების პარალელურად შესთავაზა, რაზეც ზელენსკიმ, იმავე დღეს უარი განუცხადა.

  • “სპეცოპერაციაში” ვმონაწილეობთ, მაგრამ სამხედროებს არ ვაგზავნით – ლუკაშენკო

    “სპეცოპერაციაში” ვმონაწილეობთ, მაგრამ სამხედროებს არ ვაგზავნით – ლუკაშენკო

    ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსი მონაწილეობს “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში”, მაგრამ კონფლიქტის ზონაში თავის სამხედროებს არ უშვებს.

    • “რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას უკრაინაში სპეცოპერაციაში, იქ ვმონაწილეობთ. ჩვენ ამას არ ვმალავთ. მაგრამ ჩვენ არავის ვკლავთ. ჩვენ სამხედროებს არსად არ ვაგზავნით. ჩვენ არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

    ასევე, ლუკაშენკომ უკრაინა საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა:

    • “ის მუდმივად ახორციელებს ჩვენი ტერიტორიის, ჯარების, ობიექტების ოპტიკურ, რადიოელექტრონულ, რადიოტექნიკურ დაზვერვას. ხშირად მათი დრონებით არღვევენ სახელმწიფო საზღვრის ხაზს, არის მუდმივი პროვოკაციები საზღვარზე” – ამბობს ლუკაშენკო
  • Tesla-ს ბორბლების მოპარვის მცდელობა არ ნიშნავს მათ კანონიერ მფლობელობას – ნაუსედა მასკს მიმართავს

    “Tesla-ს ბორბლების მოპარვის მცდელობა არ ნიშნავს მათ კანონიერ მფლობელობას” – ასე ეხმაურება, ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას Twitter-ზე, სადაც მასკი გამომწერებს რუსეთ-უკრაინის ომზე, მათ შორის, ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე, პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

    ”ძვირფასო ელონ მასკ, როდესაც ვიღაც ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს ბორბლები, ეს არ აქცევს მას მანქანის ან ბორბლების კანონიერ მფლობელად, მიუხედავად მათი მტკიცებისა, რომ ამას ორივემ მხარი დაუჭირა. უბრალოდ ვამბობ.” – განაცხადა ნაუსედამ.

    აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ მილიარდერმა ილონ მასკმა გადაწყვიტა სოციალური ქსელების მომხმარებლების აზრი გაიგოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ბიზნესმენმა დაასკვნა, რომ უკრაინა რუსეთთან ომში წააგებს იმის გამო, რომ რუსეთის მოსახლეობა სამჯერ მეტია.

    “რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. თუ ყირიმი რისკის ქვეშ დადგება, ისინი სრულ მობილიზაციას გამოაცხადებენ. ორივე მხრიდან უზარმაზარი მსხვერპლი იქნება.

    რუსეთის მოსახლეობა 3–ჯერ მეტია, ვიდრე უკრაინის, ამიტომაც უკრაინის გამარჯვება ომში ნაკლებ სავარაუდოა. თუ თქვენ უკრაინის ხალხზე ზრუნავთ, ეძებეთ მშვიდობა“–დაწერა მასკმა.

    კომპანია Tesla–ს და Space X–ის დამფუძნებლის გამოკითხვა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, ყირიმს და დონბასს ეხება.

    “მოდით ასე ვცადოთ: ადამიანებმა, ვინც დონბასში და ყირიმში ცხოვრობენ, უნდა გადაწყვიტონ რუსეთის შემადგენლობაში უნდათ თუ უკრაინის“– დაწერა მან და ტვიტერზე გამოკითხვა წამოიწყო ორი სავარაუდო პასუხით: დიახ და არა.

    მასკის ამ გამოკითხვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. მას უკრაინული მხრიდან არაერთმა უწყებამ და პერსონამ უპასუხა.

    ილონ მასკს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკიც გამოეხმაურა და დაუსვა კითხვა:

    “იმ ცდილობ ფსევდო რეფერენდუმების ლეგიტიმაციას, რომლებიც იარაღის ქვეშ, დევნის, დასჯის და მასობრივი წამების პირობებში ჩატარდა? ცუდი გზაა “

    რაზეც მასკმა უპასუხა:

    “არა, მე გთავაზობთ კენჭისყრა ჩატარდეს გაეროს(ან შეარჩიეთ ორგანიზაცია ან ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობით) დაკვირვების ქვეშ ხმის მიცემას“

    პრეზიდენტ ზელენსკის ტვიტერის გვერდზე ასეთი გამოკითხვა გამოჩნდა:

    რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ?

    პასუხებია:

    ის, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს

    ის, რომელიც რუსეთს უჭერს მხარს

  • უკრაინას შეუძლია მთავარ სამხედრო მიზნებს ზამთრის დადგომამდე მიაღწიოს–პენტაგონი

    უკრაინას შეუძლია მთავარ სამხედრო მიზნებს ზამთრის დადგომამდე მიაღწიოს და ოკუპანტებთან ბრძოლაში საკუთარი პოზიციები გაიმყაროს. ამის შესახებ პენტაგონის საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების კურატორმა, სელესტ უოლანდერმა განაცხადა.

    მან აღნიშნა უკრაინის მიერ ხერსონის ოლქში გამოჩენილი ძალისხმევა, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ხარკოვის და დონეცკის ოლქებში მიღწეული წარმატება.

    “უკრაინა ახლა როგორც ჩანს, მისი სამი მიზნის მიღწევის გზაზე წარმატებულად მიდის. უკრაინის მიზანი რუსული პლაცდარმის განდევნაა დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ხერსონის ოლქში“– უთხრა მან ინტერვიუში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრს.

    უოლანდერის თქმით, ეს რუსეთის დიდი მარცხი იქნება, რადგან კრემლის ამბიციებს, დაიპყროს ოდესა, დიდ ბარიერებს შეუქმნის, უკრაინას კი ბევრად უკეთეს თავდაცვით პოზიციაში ჩააყენებს, რომ ზამთრის მანძილზე აქტიური საბრძოლო მოქმედებების სავარაუდო შენელება წარმატებით გადაიტანოს.

    უოლანდერი აღნიშნავს, რომ სამხრეთით მიმდინარე შეტევა იმ ტაქტიკის ასახვაა, რამაც კიევს დიდი წარმატებები მოუტანა სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის აღმოსავლეთით, სადაც უკრაინულმა ძალებმა სწრაფად აიღეს ტერიტორიები,მრავალრიცხოვანი რუსული ძალები მომარაგების წყაროს მოწყვიტეს და უკანდახევა აიძულეს.

    უოლანდერი აღნიშნავს, რომ პარასკევს უკრაინელების მიერ ლიმანის გათავისუფლება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რუსების უნარზე, შეავსონ მარაგები და ჯარი ფრონტის ხაზის გასწვრივ გადააადგილონ.

  • უფრო და უფრო მეტი ოკუპანტი ცდილობს გაქცევას, ნელ-ნელა ხვდებიან, რუსეთმა შეცდომა დაუშვა, როცა ომი დაიწყო – ზელენსკი

    ”ჩვენი არმიის შეტევები გრძელდება, რამდენიმე რეგიონში გვაქვს ახალი გათავისუფლებული დასახლებები. სასტიკი ბრძოლები ფრონტის ბევრ რაიონში მიმდინარეობს, ამ საომარი მოქმედებების პერსპექტივა აშკარაა, უფრო და უფრო მეტი ოკუპანტი ცდილობს გაქცევას, უფრო და უფრო მეტ დანაკარგს განიცდის მტრის არმია და ნელ-ნელა ხვდებიან, რომ რუსეთმა შეცდომა დაუშვა, როცა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

    არსებობს უკრაინის მკაფიო და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი, არის სიცოცხლე, რომელიც უნდა დავიცვათ, არის უსაფრთხოება, რომელიც უნდა აღვადგინოთ და ეს ყველაფერი იქნება, ჩვენ ვაკეთებთ ამ ყველაფერს.”

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • “რომელი მასკი უფრო მოგწონთ?“–ზელენსკიმ მასკის სკანდალურ გამოკითხვას ტვიტერზე გამოკითხვითვე უპასუხა

    მილიარდერმა ილონ მასკმა გადაწყვიტა სოციალური ქსელების მომხმარებლების აზრი გაიგოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ბიზნესმენმა დაასკვნა, რომ უკრაინა რუსეთთან ომში წააგებს იმის გამო, რომ რუსეთის მოსახლეობა სამჯერ მეტია.

    “რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. თუ ყირიმი რისკის ქვეშ დადგება, ისინი სრულ მობილიზაციას გამოაცხადებენ. ორივე მხრიდან უზარმაზარი მსხვერპლი იქნება.

    რუსეთის მოსახლეობა 3–ჯერ მეტია, ვიდრე უკრაინის, ამიტომაც უკრაინის გამარჯვება ომში ნაკლებ სავარაუდოა. თუ თქვენ უკრაინის ხალხზე ზრუნავთ, ეძებეთ მშვიდობა“–დაწერა მასკმა.

    კომპანია Tesla–ს და Space X–ის დამფუძნებლის გამოკითხვა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, ყირიმს და დონბასს ეხება.

    “მოდით ასე ვცადოთ: ადამიანებმა, ვინც დონბასში და ყირიმში ცხოვრობენ, უნდა გადაწყვიტონ რუსეთის შემადგენლობაში უნდათ თუ უკრაინის“– დაწერა მან და ტვიტერზე გამოკითხვა წამოიწყო ორი სავარაუდო პასუხით: დიახ და არა.

    მასკის ამ გამოკითხვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. მას უკრაინული მხრიდან არაერთმა უწყებამ და პერსონამ უპასუხა.

    ილონ მასკს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკიც გამოეხმაურა და დაუსვა კითხვა:

    “იმ ცდილობ ფსევდო რეფერენდუმების ლეგიტიმაციას, რომლებიც იარაღის ქვეშ, დევნის, დასჯის და მასობრივი წამების პირობებში ჩატარდა? ცუდი გზაა “

    რაზეც მასკმა უპასუხა:

    “არა, მე გთავაზობთ კენჭისყრა ჩატარდეს გაეროს(ან შეარჩიეთ ორგანიზაცია ან ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობით) დაკვირვების ქვეშ ხმის მიცემას“

    პრეზიდენტ ზელენსკის ტვიტერის გვერდზე ასეთი გამოკითხვა გამოჩნდა:

    რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ?

    პასუხებია:

    ის, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს

    ის, რომელიც რუსეთს უჭერს მხარს

    ტვიტერში გაჩნდა სხვადასხვა მემები და ხუმრობები. მაგალითად, ერთ–ერთი მომხმარებელი წერს, რომ მასკმა ტესლას ახალი მოდელი – Tesla Model Z დააანონსა.

  • თვითმკვლელობა,ალკოჰოლით ინტოქსიკაცია,ცეროზი–სვერდლოვსკის გარნიზონში სამი მობილიზებული რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

    რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში ელანსკის გარნიზონში, კურგანის ოლქიდან მობილიზებული სამი სამხედრო დაიღუპა. რუსული მედია წერს, რომ სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით დგინდება და ექსპერტიზა ტარდება.

    რეგიონის ადამიანის უფლებების დამცველი, ტატიანა მერზლიაკოვა ამბობს, რომ ერთ–ერთი მობილიზებულის სიკვდილი შესაძლოა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ფონზე ეპილეფსიის შეტევა იყოს. სვერდლოვსკის ოლქიდან რუსეთის დუმის დეპუტატი, მაქსიმ ივანოვი მედიას ეუბნება, რომ მეორე დაღუპულმა თავი მოიკლა.

    კიდევ ერთი მობილიზებული კი ჯერ პოლიგონზე გაგზავნეს, შემდეგ “ჩამოწერეს“ და სახლში გაუშვეს, სადაც დაბრუნებისთანავე ღვიძლის ცეროზით მოკვდა.

    რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოცხადდა.

  • უკრაინელმა სამხედროებმა ბორივსკი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელი ბორივსკი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი რადა ავრცელებს. ბორივსკის დასახლების ტერიტორია ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.

    • “ამ დროისთვის იქ მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა”, – ამბობენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.