Category: მსოფლიო

  • “იქნებ ჰოლივუდში საშინელ რამზან კადიროვზე ფილმის გადაღება მოუნდეთ?” – კადიროვი

    “მეგობრებო, უახლესი სანქციების ფონზე გადავწყვიტე დათვლა, რამდენი სანქცია წამოაყენეს ჩემს წინააღმდეგ. დიდი ხნის წინ შევწყვიტე მათი დათვლა,  მაგრამ რა მოხდება, თუ მე ვარ სანქციების მსოფლიო რეკორდსმენი და უნდა ვიყო გინესის რეკორდების წიგნის გარეკანზე?

    დავთვალე. 2011 წლიდან, სულ მცირე 70 შეზღუდვა დაწესდა ჩემს მიმართ, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრების, ჩემი ახლო თანამოაზრეების, რომლებიც შემოიყვანეს მხოლოდ ჩემთან კავშირის გამო, ჩემი ქონების, ჩემი ცხენების და მათი მოგებიდან მიღებული შემოსავლის მიმართ. სასაცილოა, მაგრამ ეს იყო პირველი სანქციები, ახმატ-ხაჯი კადიროვის სახელობის ROF და მასთან კონტაქტში მყოფი ორგანიზაციები და ინსტაგრამის ანგარიშების წინააღმდეგაც კი.

    უცხოელები უკვე 11 წელზე მეტია ცდილობენ ყველაფერს მომაშორონ, მაგრამ, როგორც ხედავთ, არაფერი გამოსდით, თუმცა დასავლეთის ასეთი უზარმაზარი შრომა არ უნდა დაიკარგოს. ჯერ რუსეთის რეკორდების წიგნს მივმართავ, ის ჩემთვის უფრო ახლო და ძვირფასია. შემდეგ კი, იმისთვის, რომ უცხოელმა პოლიტიკოსებმა იგრძნონ, რომ ტყუილად არ გამოიგონეს შეზღუდვები 11 წლის განმავლობაში, მე გინესის რეკორდების წიგნს შევუერთდები.

    სხვათა შორის, იქნებ საშინელ რამზან კადიროვზე ფილმის გადაღება მოუნდეთ ჰოლივუდში? მე მზად ვარ ლიდერობისთვის”.

    ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ტელეგრამის საკუთარ არხზე

  • რუსეთი უნდა იყოს განდევნილი ყველა ტერიტორიიდან! უნდა იყოს მაქსიმალურად დაჩოქილი – პოდოლიაკი

    ”ევროპას ძალიან გაუმართლა და ამას პათოსის გარეშე ვამბობ. პირიქით, ანალიზის კუთხით რომ შევხედოთ იმას რაც ხდება, ევროპას ძალიან გაუმართლა რომ რუსეთის ფედერაციის გზაზე უკრაინა აღმოჩნდა. იქიდან გამომდინარე, თუ როგორ მისცა ევროპამ 10-12 წლის წინ რუსეთს მოეწყო ენერგეტიკული მონოპოლია, ჩემდა სამწუხაროდ, ამით რუსეთს ევროპაში საკვანძო რესურსის მართვის უფლება მისცეს… ამ ომის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია – ჩვენ რუსეთის ყველა ტერიტორიიდან განდევნის შიში უნდა გავანულოთ. მას განდევნიან ამ ომის შემდეგ, როგორც დამარცხებულ ქვეყანას. ის გადაგვიხდის არა მარტო ჩვენ, არამედ სხვა ქვეყნებსაც. ეს ქვეყანა უნდა იყოს მაქსიმალურად დაჩოქილი. განდევნილი ყველა ორგანოდან, სადაც ხელს უშლის ყველას…თქვენ ნახეთ როგორი ტყვეები დაგვიბრუნეს?”

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა Unian-თან საუბარში.

  • უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 416 ბავშვი დაიღუპა

    ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 416 ბავშვი დაიღუპა, 784-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ, შესაბამის ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.

    • დონეცკი – 403
    • ხარკივი – 249
    • კიევი – 116
    • მიკოლაივი – 75
    • ჩერნიგოვი – 68
    • ლუჰანსკი – 64
    • ხერსონი – 57
    • ზაპოროჟიე – 50
    • დნეპროპეტროვსკი – 29

    უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 2562 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 295 კი მთლიანად განადგურდა.

  • ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევა დაიწყო

    ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სამხედრო სამსახურში გაწვევის განკარგულებას მოაწერა ხელი და რუსეთში მობილიზაციის პარალელურად სამხედრო გაწვევა დაიწყო.

    როგორც ცნობილია, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება აფხაზეთის რეზერვში არ მყოფი და სამხედრო სამსახურში მყოფი 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეების სამხედრო გაწვევა. “განკარგულების” თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ.

     

  • კრემლმა ჯერ არ იცის, რა საზღვრების ფარგლებში “შეიერთა“ უკრაინული ხერსონი და ზაპოროჟიე

    რა საზღვრებით “შეიერთა“ რუსეთმა ორი უკრაინული რეგიონი, ჯერჯერობით უცნობია. კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ  არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რა საზღვრებით “შევიდა“ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ხერსონის და ზაპორჟიეს ოლქები. კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი რია ნოვოსტისთან საუბარში ამბობს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა “მხოლოდ ხალხის ნებაზეა დამოკიდებული“, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

    “ნაკლებად იურიდიული ენით ვითტყვი: დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები 2014 წლის საზღვრებში (უკრაინული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრები. რედ.). ხერსონის და ზაპოროჟიეს საზღვრებთან დაკავშირებით ამ ოლქების მოსახლეობასთან კონსულტაციებს ვაგრძელებთ“–თქვა პესკოვმა.

    კრემლის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ორი ოლქის საზღვრების საკითხი “მხოლოდ აქ მცხოვრები ადამიანების ნებაზე იქნება დამოკიდებული“, თუმცა როგორ აპირებს მოსკოვი მათთან კონსულტაციას, პუტინის პრეს–მდივანს არ დაუკონკრეტებია.

    ამავე დროს, პესკოვმა თქვა, რომ ახალი “რეფერენდუმები“ ან რეგიონების მოსახლეობის გამოკითხვა ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.

    შეგახსენებთ, რომ კრემლში 30  სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსიას ყალბი რეფერენდუმების საფუძველზე, რომლებიც ოკუპანტებმა ამ რეგიონებში ჩაატარეს.

  • “დროა, გამოიჩინონ თავი” – კადიროვი 16, 15 და 14 წლის შვილებს უკრაინაში ომში გზავნის

    “არასრულწლოვანმა ასაკმა ხელი არ უნდა შეუშალოს ჩვენი სამშობლოს დამცველების ვარჯიშს. ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, რუსეთის გმირის ახმატ-ხაჯი კადიროვის შვილიშვილები – ახმათი, ელი და ადამი შესაბამისად 16, 15 და 14 წლის არიან. მაგრამ მათი სამხედრო მომზადება დიდი ხნის წინ, თითქმის ადრეული ასაკიდან დაიწყო. საკმარისი არ არის მხოლოდ სროლის ცოდნა.

    მათ ასწავლიან სხვადასხვა იარაღს, როგორ გამოიყენონ ისინი ნებისმიერ მანძილზე და თეორიულ საფუძვლებს. ყოველთვის მჯეროდა, რომ ნებისმიერი მამის მთავარი მიზანია შვილებში ღვთისმოსაობის დანერგვა და ოჯახის, ხალხის, სამშობლოს დაცვა ასწავლოს. თუ მშვიდობა გინდა, მოემზადე ომისთვის!

    ახმატი, ელი და ადამი მზად არიან გამოიყენონ თავიანთი უნარები და არ ვხუმრობ. დროა, გამოიჩინონ თავი ნამდვილ ბრძოლაში და ეს მათი სურვილია, მე მხოლოდ მივესალმები. მალე ისინი ფრონტის ხაზზე გადავლენ და ფრონტის ხაზის ურთულეს მონაკვეთებზე იქნებიან”.

    ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მის არასრულწლოვან შვილებს უკრაინაში ომში აგზავნის. ამის შესახებ მან Telegram-ზე დაწერა.

  • თუ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, აშშ გაანადგურებს რუსეთის არმიას უკრაინაში და შავი ზღვის ფლოტს – პეტრეუსი

    CIA-ს ყოფილი დირექტორი, დევიდ პეტრეუსი ABC News-თან აცხადებს, რომ თუ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, აშშ გაანადგურებს რუსეთის არმიას უკრაინაში და შავი ზღვის ფლოტს .

    “შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსეთის ჯარებსა და აღჭურვილობას უკრაინაში – ასევე ჩაძირავენ მის შავი ზღვის ფლოტს – თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ატომურ იარაღს გამოიყენებს. […] ჰიპოთეტურად რომ გითხრათ, ჩვენ ვუპასუხებდით NATO-ს – კოლექტიური ძალისხმევის ხელმძღვანელობით  რომელიც ამოიღებს ყველა რუსულ კონვენციურ ძალას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ამოვიცნობთ ბრძოლის ველზე უკრაინაში და ასევე ყირიმში და ყველა გემს შავ ზღვაში” – განაცხადა პეტრეუსმა.

  • ნატომ პარტნიორ ქვეყნებს განგაშის სიგნალი გაუგზავნა–რუსული წყალქვეშა ნავი “აპოკალიფსის იარაღით“ ბაზიდან გავიდა

    სხვადასხვა უცხოური მედიასაშუალებები წერენ, რომ ნატომ განგაში გამოაცხადა და მის პარტნიორ ქვეყნებს  გაფრთხილება გაუგზავნა იმის შესახებ, რომ ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის კარის ზღვაში რუსული ატომური წყალქვეშა ნავი “K-329–ბელგოროდი”  ბაზაზე აღარ იმყოფება. ამ ნავის შეიარაღებაშია “პოსეიდონის” რაკეტები, რომლებიც  შექმნილია დიდი ზღვისპირა ქალაქების გასანადგურებლად “ატომური ცუნამით” – ოკეანეში მძლავრი ბირთვული აფეთქებით გამოწვეული დამანგრეველი ტალღით. მას “აპოკალიფსის იარაღსაც“ უწოდებენ. ამის შესახებ იტალიური გამოცემა This Sunday Republic წერს.

    ახალი წყალქვეშა ნავი წყალში ივლისში ჩაუშვეს და აქამდე არქტიკულ წყლებში დაცურავდა. გაჩნდა ეჭვები, რომ მას შესაძლოა კავშირი ქონდა გაზსადენ Nord Stream–ზე მომხდარ საბოტაჟთანაც.

    ნატო შიშობს რომ რუსები ახლა შეიძლება აპირებდნენ სუპერტორპედო “პოსეიდონის“ გამოცდას, რომელსაც წყლის ქვეშ 10 ათასი კილომეტრის დაძლევა, შემდეგ კი სანაპიროსთან დეტონირება და რადიოაქტიური ცუნამის გამოწვევა შეუძლია.

    ბირთვული ტორპედოები რუსეთმა 2018 წელს წარმოადგინა, როგორც რუსეთის სამხედრო უპირატესობის უზრუნველყოფის საშუალება. თუმცა, ბირთვული იარაღის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ანალოგიური ეფექტის მიღწევა ჯერ კიდევ 1960 წელს შექმნილი კონტინენტთაშორისი რაკეტების საშუალებითაც შეიძლება.

    ახლა დაზვერვის სამსახურები იმის დადგენას ცდილობენ, საით გადაადგილდა რუსული წყალქვეშა ხომალდი.

    აშშ–მ თანამგზავრული ქსელები გაააქტიურა ტორპედოების აღმოსაჩენად, რომლებიც  სითბოს დიდ რაოდენობას მოიხმარენ, რომლებსაც ქობინები მათი აქტივაციისას გამოყოფენ. თუმცა ჯერჯერობით მათი აღმოჩენა წყალში ვერ მოხერხდა.

    “ბელგოროდი“ 184 მეტრის სიგრძის და 15 მეტრის სიგანის წყალქვეშა ნავია და მას შეუძლია წყყალქვეშ 60 კმ/სთ სიჩქარით იმოძრაოს. წყალქვეშა ნავს შეუძლია წყალში 120 დღე ზედაპირზე ამოსვლის გარეშე გაატაროს.

    წყალქვეშა ნავზე არსებულ Poseidon SupertorpedoA 24 მეტრიან ჭურვს შეუძლია 2 მეგატონიანი ბირთვული ქობინი დაიტიოს.“ეს არის იარაღის სრულიად ახალი ტიპი, რომელიც დასავლურ სამხედრო–საზღვაო ძალებს აიძულებს საკუთარი გეგმები შეცვალონ და წინააღმდეგობის ახალი ზომები შეიმუშაონ“–ამბობს ექსპერტი სატონი (HI Sutton) Republic-თან საუბრისას.

    “პოსეიდონი” შექმნილია დიდი ზღვისპირა ქალაქების გასანადგურებლად “ატომური ცუნამით” – ოკეანეში მძლავრი ბირთვული აფეთქებით გამოწვეული დამანგრეველი ტალღით. რეალურად, ამ ტორპედოს გამოცდა არასდროს ჩატარებულა – არსებობს ეჭვი, რომ სწორედ ასეთი საგამოცდო მისიითაა ახლა “ბელგოროდი” ბაზიდან გასული. ექსპერტები შიშობენ, რომ ტორპედოს წყალქვეშ აფეთქების შედეგად შესაძლოა სანაპირო ქალაქებს რადიოაქტიური ცუნამის 100 მეტრიანი ტალღები მიაწყდეს.

    წყალქვეშა ნავის მმართველობა უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტს ექვემდებარება და არა რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტს. ამიტომაც, “ბელგოროდი“ უფრო წყალქვეშა დაზღვერვას გავს, ვიდრე ჩვეულებრივ წყალქვეშა ნავს.

    რუსული წყალქვეშა ნავების მობილიზაცია 21 სექტემბერს პუტინის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მოხდა. ამ გამოსვლისას პუტინი დასავლეთს კიდევ ერთხელ დაემუქრა და თქვა, რომ მისი განცხადებები ბლეფი არ არის, როცა ის ამბობს, რომ მისი ქვეყანა მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს საკუთარი  ტერიტორიების დასაცავად.

  • ხარკოვის ოლქსა და ლიმანში მარცხის შემდეგ რუსული პროპაგანდის ტონი შეიცვალა – (ISW)

    ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის  (ISW) მორიგი ანალიზი მთლიანად ეძღვნება იმას, თუ როგორ შეიცვალა რუსული საინფორმაციო სივრცე ხარკოვის ოლქსა და ლიმანში რუსული არმიის მარცხის, ასევე სამხედრო მობილიზაციის შემდეგ. ამერიკელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსულ პუბლიკას ბევრად მეტი კრიტიკა ესმის ტელეეთერიდან გენერლების მისამართით.

    “კრემლის მიერ გამოცხადებულმა მობილიზაციამ ფართო საზოგადოებას აგრძნობინა ხარკოვის ოლქში, შემდეგ კი ლიმანში მარცხის შედეგები, და კრემლის მცდელობები წარმოეჩინა ომი, როგორც რაღაც შეზღუდული,  მთლიანობაში წარმატებით დაიმსხვრა“– წერენ ანალიტიკოსები.

    მათი აზრით, ლიმანში მარცხმა რუსულ საინფორმაციო მეინსტრიმში კიდევ უფრო მეტი აღშფოთება და კრიტიკა გამოიწვია, ვიდრე გაზაფხულზე ჩრდილოეთ უკრაინიდან გამოსვლამ და ხარკოვის ოლქში მარცხმაც კი, სწორედ იმიტომ, რომ მობილიზაციას დაემთხვა.

    ISW–ს ანალიზში ნათქვამია, რომ დაიწყო სამხედრო ხელმძღვანელობის ღია და ხმამაღალი კრიტიკა “პატრიოტი“ სამხედრო ბლოგერების მხრიდან, რომლებიც სატელევიზიო თოქ–შოუებში ნებადართული სტუმრები არიან. ასევე მწვავე განცხადებებით გამოვიდნენ რამზან კადიროვი და ევგენი პრიგოჟინი.

    ამასთან, ანალიტიკოსები გვახსენებენ, რომ სანფორმაციო სივრცეს დიდწილად პუტინი აკონტროლებს, მაგრამ ბოლომდე მისი ჩახშობა არ შეუძლია. მას არ აქვს ცენზურის ისეთი მანქანა, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იყო, ამიტომაც საინფორმაციო სივრცეში “არეულობა“ მისთვის შეიძლება უფრო საშიში იყოს, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლებისთვის.

    ISW–ს შეფასებით, პუტინი სამხედრო ბლოგერებს მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა – მას ისინი ჭირდება როგორც მისი პოზიციების მასებში გასავრცელებლად, ასევე ფრონტებზე არსებულ ვითარებაზე რეალური ინფორმაციის მისაღებად.

    “დრო გვიჩვენებს, რამდენს მოითმენს პუტინი (კრიტიკას) და რა მოხდება მაშინ, თუ ის შეეცდება სამხედრო ბლოგერების კრიტიკა ჩაახშოს, რომელიც სულ უფრო ხშირად ეხება მის გადაწყვეტილებებს“– წერენ ანალიტიკოსები.

  • უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში კიდევ 2 დასახლება გაათავისუფლეს – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ჯარებმა ხერსონის ოლქში მცირე დასახლებები, არხანგელკსი და მიროლიუბივკა გაათავისუფლეს. ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებს მადლობა გადაუხადა. ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა კონკრეტული ქვედანაყოფები გამოყო, რომლებმაც ფრონტის ხაზზე გამორჩეულად დიდი ძალისხმევა აჩვენეს.

    • “ყოველ დღე, ორჯერ მაინც, მე ვიღებ ანგარიშებს ჩვენი სამხედროებისგან. ამ კვირაში ანგარიშებში უდიდესი ნაწილი უკავია ჩვენი თავდაცვითი ოპერაციების ფარგლებში მტრისგან გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებს, მოგეხსენებათ, ასეთი ტენდენციაა. ცოტა ხნის წინ, ვიღაცამ, სადღაც ფსევდო რეფერენდუმები გამართა და უკრაინის დროშა რომ ბრუნდება რუსული ფარსი, რაღაც კანონპროექტებითა და დანართებით აღარავის ახსოვს, გარდა უკრაინის ძალოვანი უწყებებისა, რადგან ყველა, ვინც კავშირშია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერ ელემენტთან, პასუხს აგებს ამაზე. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც აახლოებს გამარჯვების წუთებს, ვინც უკრაინის დროშას, უკრაინის მიწაზე დამსახურებულ ადგილას აბრუნებს”, – თქვა ზელენსკიმ.