Category: მსოფლიო

  • პუტინს ბევრი რაკეტა აღარ დარჩა – ოლექსი დანილოვი

    “რაც შეეხება დღევანდელ ძლიერ სარაკეტო შეტევას, რომელმაც თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. დაარტყა ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას.  ეს კიდევ ერთხელ არის სისუსტის გამოვლინება, ეს არის იმის გამოვლინება, რომ ის [პუტინი] მარცხდება.  ამით მას სურს ჩვენში ქაოსი და პანიკა დათესოს.

    მაგრამ მე მინდა დავამშვიდო ყველა ჩვენი მოქალაქე, რომ მას არ აქვს ამდენი რაკეტა დარჩენილი და ადრე თუ გვიან ისინი დასრულდება. ზუსტად ვიცით, რომ უკვე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 24 თებერვლამდე”

    განაცხადა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა.

  • პუტინის რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს რას წარმოადგენს – ლაიენი

    ”შოკირებული და შეძრწუნებული ვარ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმებით.

    პუტინის რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს რას წარმოადგენს: სისასტიკე და ტერორი.

    ვიცი, რომ უკრაინელები ძლიერები დარჩებიან.

    ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მანამ, სანამ საჭირო იქნება, ყველანაირი საშუალებებით, რაც გვაქვს”

    წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.

  • გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის

    რუსული ძალების მიერ კიევის და  უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო იერიშის შემდეგ,გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის.

    შესაბამისი ინფორმაცია, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა გაავრცელა. მისი თქმით, გერმანია ოთხიდან ერთ „IRIS-T SLM“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას უკრაინას უახლოეს დღეებში მიაწვდის.

    „განახლებული სარაკეტო თავდასხმა კიევსა და ბევრ სხვა ქალაქზე აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების სწრაფი მიწოდება, რუსეთის თავდასხმები რაკეტებითა და დრონებით ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას“, – აღნიშნულია ლამბრეხტის განცხადებაში.

  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ედიშერ კვარაცხელია დაიღუპა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი უკრაინაში 2014 წლის შემდეგ იმყოფებოდა და ომის დაწყების დღიდან იბრძოდა.ედიშერ კვარაცხელია დონეცკის ოლქში დღეს დილით რუსეთის მხრიდან განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა.

    უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე 20 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

  • მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმა ომის დანაშაულია – ევროკავშირი

    მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმა ომის დანაშაულია – ასე ეხმაურება
    ევროკავშირი კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს.

    „მშვიდობიანი მოქალაქეების რაკეტების სეტყვის მიზანში ამოღება სიტუაციის შემდგომი ესკალაციაა. ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ამ საზარელ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს არის ის, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება ომის დანაშაულია“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.

  • რუსეთზე თავდასხმის შემთხვევაში, კრემლის პასუხი მკაცრი იქნება – ვლადიმერ პუტინი

    “თუ რუსეთზე თავდასხმები გაგრძელდება, პასუხი მკაცრი იქნება. პასუხები იმავე მასშტაბის იქნება, როგორიც რუსეთის მიმართ მუქარა. ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობებისთვის, რუსეთი მათ მძიმედ უპასუხებს”

    აცხადებს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი,  პეტერბურგში გამართულ უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას.

  • ჩვენს 1 მეტრასაც თუ შეეხებით, ყირიმის ხიდი ყვავილებად მოგეჩვენებათ – ლუკაშენკო უკრაინას

    ჩვენს 1 მეტრასაც თუ შეეხებით, ყირიმის ხიდი ყვავილებად მოგეჩვენებათ – ლუკაშენკო უკრაინას

    “ჩვენს 1 მეტრასაც თუ შეეხებით, ყირიმის ხიდი ყვავილებად მოგეჩვენებათ”- ასე ემუქრება ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინას და აცხადებს, რომ უკვე არაერთხელ არაოფიციალური კავშირებით გააფრთხილეს, უკრაინის ტერიტორიიდან ბელარუსზე იერიშების მიტანაზე.

    “გუშინ, უკვე არაოფიციალური კავშირებით გაგვაფრთხილეს უკრაინის ტერიტორიიდან ბელარუსზე იერიშების მიტანაზე. როგორც განაცხადეს: ისე მოვიქცევით, ყირიმის ხიდი 2 იქნებაო. ეს ინფორმაცია სასწრაფოდ მაცნობეს. ჩემი პასუხი მარტივი იყო: უკრაინის პრეზიდენტსა და სხვა შეშლილებს, თუ კიდევ დარჩნენ, გადაეცით, თუ თავიანთი ბინძური ხელებით ჩვენი ტერიტორიის ერთ მეტრს მაინც შეეხებიან, ყირიმის ხიდი ყვავილებად მოეჩვენებათ”. – თქვა ლუკაშენკომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე.

  • რუსეთი ცდილობს, სამხედრო მარცხი, რომელსაც განიცდის ბრძოლის ველზე, სამოქალაქოებზე გადაიტანოს – ბატიაშვილი

    “რუსეთი ცდილობს, სამხედრო მარცხი, რომელსაც განიცდის ბრძოლის ველზე, სამოქალაქოებზე გადაიტანოს” – ასე აფასებს, ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების დაბომბვას.

    „რეალურად ეს არის ტერორისტული აქტი და იმის ნათელი მაგალითი, რომ რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც ცდილობს ის სამხედრო მარცხი, რომელსაც განიცდის ბრძოლის ველზე, გადაიტანოს სამოქალაქოებზე და მათში დათესოს შიში და პანიკა იმ მიზნით, რომ იქნებ რამენაირად უკრაინა გატყდეს და იქნებ საკუთარმა მოსახლეობამ აიძულოს ხელისუფლება, რომ ამ შიშისა და პანიკის დათესვის ფონზე დაითანხმოს ე.წ. სამშვიდობო შეთანხმებაზე, რაც რეალურად გულისხმობს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას. რუსეთი ამით ცდილობს თავისი სიტუაციის გადარჩენას.

    რუსეთს ეს არ გამოუვა, რადგან უკრაინამ არაერთხელ აჩვენა, რომ ის არ აპირებს შეეგუოს ოკუპაციას, არავის ეშინია, პირიქით, ამის შემდეგ უფრო მეტი შემართებით იბრძოლებენ უკრაინელები და კიდევ უფრო მეტ შეიარაღებას მიაწვდის დასავლეთი უკრაინას იმ მიზნით, რომ მათ საკუთარი ქვეყანა დაიცვან.

    განსხვავებით დღეს დაბომბილი სამოქალაქო ობიექტებისა, ყირიმის ხიდი არის სამხედრო ობიექტი და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, საიდანაც მიეწოდებოდა შეიარაღება, ტყვია-წამალი, რაკეტები და სხვა აღჭურვილობა რუსეთის ოკუპანტ ჯარს სამხრეთის მიმართულებაზე“, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

  • მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა – ზურაბიშვილი

    ”შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ, მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე; მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!”

    წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ტვიტერის გვერდზე.

  • მტერი დაისჯება იმ ტკივილისთვის რაც ჩვენს მიწანს მოუტანა! შურს ვიძიებთ! – უკრაინის თავდაცვა

    ”რუსეთის ტერორისტულმა ქვეყანამ უკრაინას რაკეტებით შეუტია. არაერთი აფეთქება დაფიქსირდა ბევრ რაიონულ ცენტრში. კიევი მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშ მოექცა. თავს დაესხნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

    საჰაერო იერიში მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. არის ადამიანური მსხვერპლი და ნგრევა. რუსეთის ფედერაციის ტერორისტული ქმედებები მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მტერი დაისჯება იმ ტკივილისა და სიკვდილისთვის, რაც მან ჩვენს მიწას მოუტანა! შურს ვიძიებთ”

    ასე ეხმაურება უკრაინის თავდაცვის სამინისტრო  მასიურ დაბომბვას.