Category: არქივი

  • მამუკა ხაზარაძე: არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს, ჩვენი პატიოსნება არის თქვენ წინ

    მინიშნება, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას სახელმწიფოს მხრიდან რაიმე საფრთხე შეექმნებოდა, არ ყოფილა, ასე უპასუხა თი-ბი-სი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას და დაამატა, რომ პირველი გემის მიღება პორტში 2020 წლისთვის იგეგმება.

    “არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს ვეფარებით, ეს მინდა ხაზგასმით გითხრათ. ჩვენი სამართალი და ჩვენი პატიოსნება არის თქვენს წინ. მაისში და ივნისში ჩვენ და ჩვენმა ქვეყანამ უნდა მივიღოთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაფინანსების წყარო, მსოფლიოში 6 წამყვანი საფინანასო ინსტიტუტისგან. მათგან ორი სახელმწიფო ბანკია – გერმანიის და ჰოლანდიის. ევრობანკი, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის და განვითარების ინვესტიციის ბანკი, 600 მილიონ დოლარზეა ლაპარაკი. ეს არის პირველი დაფინანსება. აქვე მინდა გითხრათ, რომ არ ამოვარდნილა ჩვენი კომპანია იმ გრაფიკიდან, რაზეც ხელი გვაქვს მოწერილი სახელმწიფოსთან და ახლაც იგეგმება 2020-ში პირველი გემის მიღება, რა თქმა უნდა, თუ ასეთმა ფაქტებმა ხელი არ შეუშალა. ახლა საქმე აღარ ეხება თი-ბი-სი ბანკსა და კონკრეტულად ადამიანებს, საქმე ეხება საქართველოს პერსპექტივას, ქვეყნის მომავალს. ყველა დაინტერესებულ მხარეს ამიტომ მოვუწოდებ, პარლამენტიც იმიტომ ვახსენე და ყველაც, რომ დროზე გაირკვეს სიტუაციაც, დროზე დაიხუროს არარსებული თემები, რათა ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს და ვაკეთოთ – ჩემი და ბადრის პირდაპირი საქმე, ბიზნესის კეთება”.

  • რატომ დაიწყო გამოძიება, პასუხი არ გვაქვს – ბადრი ჯაფარიძე

    {{ARTICLEIMAGE}}
    თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარის მოადგილე და ამავე ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე საფინანსო ინსტიტუტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ საუბრობს. სასტუმრო რუმსში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ დღეს პირველად გამართეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, თიბისი ბანკის ხელმძღვანელებმა მწვავე განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავეს და დიალოგის რეჟიმზე გააკეთეს აქცენტი. 

    “რატომ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე, ამაზე პასუხი არ გვაქვს. ჩვენ ვთანამშრომლობთ პრპკურატურასთან. მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც გვთხოვეს და მომავალშიც ვითანამშრომლებთ”,ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

  • „ჯერ რაღაცა წაგეკითხათ მაინც და მერე გამაკრიტიკეთ” – სააკაშვილი

    მიხეილ სააკაშვილი მორიგი ფეისბუქლაივით ბოლო დღეებში მისსავე სტატუსზე ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და აცხადებს, რომ დნმ-ს გაკეთება არავის ეთაკილება. „ჯერ რაღაცა წაგეკითხათ მაინც და მერე გამაკრიტიკეთ. რომ ვამბობ, რომ ქართველი ვარ და მიხარია ეს, სულაც არ ნიშნავს ფაშიზმს. რა სააკაშვილის დნმ აგიტყდათ, ბევრად მეტი გაქვთ საზრუნავი და განსაკითხი, არ დაიღალეთ ჩემი კრიტიკით, სამართალიც ხომ კარგი საქონელია, საქმეს მიხედეთ, საქმეს და ნუ იქნებით ივანიშვილის სასარგებლო იდიოტები“ -აცხადებს სააკაშვილი ჩიკაგოს აეროპორტიდან.
    შეგახსენებთ, სააკაშვილმა საკუთარი ფესიბუქის გვერდზე ორი დღის წინ ამ შინაარსის სტატუსი გაავრცელა:

    “წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული”-ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%_ით ქართველი აღმოვჩნდი და 1% ით ბერძენი.ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას,მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში.

    არ აღმომაჩნდა არცერთი კვეთა რეგიონის სხვა მოსახლეობასთან.ამ კვლევის მიხედვით ირანი და თურქეთი დაკავშირებულია საქართველოსთან,ოღონდ,იმის გამო,რომ ამ ორ ქვეყანაში ისტორიულად ბევრი ქართველია.

    აღმოჩნდა,რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან ქართველების გარდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და მე პირველმა დავარღვიე ეს ტრადიცია,ევროპელთან ქორწინებით ყველა მეზობელს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს პატრიოტი მიყვარს,მაგრამ აბა ახლა მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერებას

    {{VIDEO}}

  • მამუკა ხაზარაძე დიალოგის რეჟიმს ირჩევს და მწვავე განცხადებებს არ აკეთებს

    თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფულის გათეთრების შესახებ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მამუკა ხაზარაძის თქმით, ამას მის ხელთ არსებული საერთაშორისო იურიდიული კომპანიის დასკვნაც ადასტურებს, რომელსაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, გაეცნოს. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ სასტუმრო “რუმსში” გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    “დრო გვაქვს ცოტა, რადგან ლონდონში დირექტორატის სხდომაზე დასასწრებად მივფრინავთ”, – ასე დაიწყო ხაზარაძემ ბრიფინგი, შემდეგ კი დღევანდელი შეკრების მიზეზზე ისაუბრა. 

    “ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს, აქციონერებს, თანამშრომლებს ვაცნობოთ, რომ ჩვენ ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ერთიანი ძლიერი გუნდი და ერთად ვდგავართ ამბიციური გეგმების მისაღწევად. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა ვთქვა, პატივს ვცემთ კანონს და სახელმწიფო ინსტიტუტებს. “თიბისი ბანკის” დაარსების დღიდან მისი მთავარი ღირებულებებია გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება. როგორც ცნობილია, თიბისი ბანკმა 11 წლის წინ რეგულატორის მიერ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება გაასაჩივრა –  ველოდებით მართლმსაჯულებას, მიუხედავად ამისა, მზად ვართ დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ ამ სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსვლის ძიება, რომ ავიცილოთ თავიდან პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და საქართველოს ეკონომიკაზე”,განაცხადა ხაზარაძემ. 

    რაც შეეხება ფულის გათეთრების ბრალდებას:

    “ჩვენ ყველა შესაბამის ორგანოს გადავეცით ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც ადასტურებს ამ საქმეში დანაშაულის არარსებობას. ასევე, ამ ფაქტის გარშემო ყველა მასალა გადაგზავნილია პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ჩვენ უკვე გვაქვს საერთაშორისო იურიდიული ფირმის დასკვნა, რომლის თანახმად, ამ ტრანზაქციებს კავშირი არა აქვს არათუ ფულის გათეთრებასთან, არამედ საბანკო რეგულაციის ინტერესთა კონფლიქტის მაშინელი ნორმების დარღვევასთან.

    “მზად ვართ ეს დასკვნაც და 2007-2008 წლების ამ კონკრეტული ტრანზაქციების დოკუმენტაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს – პარლამენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ დიპლომატიუს კორპუსს”, განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

    ბიზნესმენი არც მის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების დეტალებზე საუბრობს”: საქმე ეხება 2007-2008 წლის ტრანზაქციებს. ამას სჭირდება სპეციალისტები – ნებისმიერ ასეთ ამოგლეჯილ პასაჟებს, რომელიც სამწუხარო, პერიოდულად ვრცელდება, აქ ჩვენ პასუხს ვერ გავცემთ. აქ იმიტომ მოგიწვიეთ, რომ სპეციალისტები გაეცნობიან დასკვნას, რომელიც არის და რომელსაც მოგაწვდით რომ ის ძალიან გთხოვთ, საქმის დეტალებში ნუ შეგვიყვანთ. ნამდვილად დაგაბნევთ და ვერ გაიგებთ”, ამბობს ხაზარაძე. 

    ხაზარაძის შეხევედრა მედიის წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის ჩათვლით ზუსტად 15 წუთს გაგრძელდა. 

  • მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგის ჩატარება გადაწყვიტა

    მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგის ჩატარება გადაწყვიტა. მედიასთან შეხვედრა 18:00 საათისთვის არის დაანონსებული. თიბისი ბანკის მფლობელი ბრიფინგს სასტუმრო “რუმსში” გამართავს და ეს იქნება პირველი საჯარო განცხადება თიბისის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ.

    როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული ბანკი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს, რისთვისაც სამეთვალყურეო საბჭოს  2-თვიან ვადას აძლევს. 

    ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიღებული გადაწყვეტილება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე.

    “ამასთანავე, თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა, მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ ეხება არცერთი აქციოენერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.

    ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა.

    ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი, მისი აღმასრულებელი მენეჯმენტით, ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს არსებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს. ასევე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული თიბისი ბანკზე.

    თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე დალისტული საჯარო კომპანიაა. გატარებული ღონისძიებები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბანკის კორპორაციული მართვის ხარისხს, რაც თიბისი ბანკის შემდგომ განვითარებასა და ინვესტორებისათვის მიმზიდველობის გაზრდას უზრუნველყოფს”.

  • ჯანდაცვის მინისტრი კლინიკაში მყოფ მსჯავრდებულ დეკანოზს ესაუბრა

    ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს კვლევა ჩაუტარდა, რომლის პასუხების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი მკურნალობის გეგმა. დავით სერგეენკოს თქმით, დეკანოზს აქვს ნერვული სიმპტომატიკა, რომლის წარმომშობი მიზეზის დადგენაც ახლა მიმდინარეობს. ამის შესახებ სერგეენკომ ღუდუშაურის კლიკინიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. 

    “ვიდრე ერთი კითხვაც იქნება პასუხგაუცემელი, ის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება”, ამბობს ჯანდაცვის მინისტრი. 

    მისივე ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტური, ადეკვატურია და მასთან მოკლე გასაუბრებაც მოახერხა.  

    ოჯახის წევრების ინფორმაციით, გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და დღეს კონსილიუმი უნდა შეიკრიბოს. 

    როგორც ცნობილია, 15 თებერვალს, გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს თავის ტვინის იშემიური შეტევის დიაგნოზით. დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით. სასულიერო პირი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

  • მოსამართლეების ქონება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაპირისპირების მიზეზი გახდა

    ხმაურის ფონზე მინდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც რუსთავი ორის ეთერში დაახლოებით 10 მოსამართლის უძრავი ქონების შესახებ მომზადებულ რეპორტაჟს განიხილავენ. საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამ ფაქტზე გამოძიების დაწყების მომხრეა, ანა დოლიძე კი ფიქრობს, რომ უმჯობესია ეს საკითხი პარლამნტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს.

    საბჭოს მოსამართლე წევრები ფიქრობენ, რომ არამოსამართლე წევრები სასამართლოს დისკრედიტაციას ეწევიან. დღევანდელ სხდომაზე დასასწრებად საგანგებოდ მივიდნენ და დოლიძესა და ჯანეზაშვილს დაუპურისპირდნენ იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრები თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი, რომლებმაც საბანკო ამონაწერი მიიტანეს იმის დასტურად, რომ უძრავი ქონება არა საეჭვო ფინანსებით, არამედ ბანკის დახმარებით შეიძინეს.