Category: არქივი
-
იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა “საერთო სასამართლოების შესახებ” ცვლილებების კანონპროექტს. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის 9 დეპუტატის მიერ იყო ინიცირებული, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითვალისწინებდა.
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 18 თებერვალს 22 საათზე დაიწყო და თითქმის 4 საათის განმავლობაში ხმაურისა და ცხარე კამათის ფონზე გაგრძელდა.
კანონპროექტის ავტორის, ეკა ბესელიას განცხადებით, სხდომაზე მოხდა ლუსტრირება და გამოჩნდა, რომ საზოგადოება სხვა მხარეს დგას, ხოლო კომიტეტის წევრთა ნაწილი სხვა მხარეს.
“სესიაზე კიდევ ერთხელ მოხდება დეპუტატთა ლუსტრაცია. შემდეგი ნაბიჯი არის ხელმოწერები და კონსტიტუციური ცვლილება”- განაცხადა ეკა ბესელიამ.
მიუხედავად იმისა,რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩავარდა, მას პლენარული სხდომის ფორმატში მაინც განიხილავენ.
-
ხაზარაძის საიდუმლო წერილი თიბისი ბანკის თანამშრომლებს
რა წერილი მისწერა მამუკა ხაზარაზემ თანამშრომლებს გუშინ, პრესკონფერენციის შემდეგ. თიბისი ბანკის შიდა ქსელში გაგზავნილი წერილი რუსთავი 2 – მა გაასაჯაროვა.
“ჩვენ ბიზნესისტორიის 29 წლის განმავლობაში ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევებისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა, რომლის მიზანია, ჩამოგვაშორონ მე და ბადრი ჩვენს საკუთარ საქმეს, რომელსაც 27 წელი შევწირეთ თქვენთან ერთად. ასევე, ჩვენ და ბანკს დაგვაბრალონ ყველაზე საშინელი დანაშაული, ფულის გათეთრება და შემდეგ დაეპატრონონ ბანკს. ამას ვერ დავუშვებთ! ჩვენი გუნდი არის წარმატების მაგალითი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ერთად შევქმენით ეს უნიკალური კულტურის, ურთიერთობებისა და ტრადიციების მქონე პროფესიონალთა გუნდი, დღეს ამ გუნდის გახლეჩვა და დაშლა უნდათ. ამას ვერ დავუშვებთ! დღეს, როგორც არასდროს, ერთად დგომა არის გადარჩენის ერთადერთი შანსი, ბრძოლა არ იქნება ხანმოკლე. სჭირდება გამძლეობა და სიმამაცე. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ უთანასწორო და უსამართლო ომში. ჩვენ ვიბრძლებთ! ჩვენ გავიმარჯვებთ”,წერია წერილში.თიბისის მფლობელები ივანიშვილისგან წილების დათმობის მოთხოვნას გამორიცხავენ
ცოტა მაშფოთებს ერთ-ერთი სტრუქტურის სახალხო განცხადება – ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე: არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს, ჩვენი პატიოსნება არის თქვენ წინ
რატომ დაიწყო გამოძიება, პასუხი არ გვაქვს – ბადრი ჯაფარიძებადრი ჯაფარიძე: თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟის ნაწილი, რაც გამორიცხავს ფულის გათეთრებას