Category: არქივი

  • ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი – გედევან ფოფხაძე

    მმართველი გუნდის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა გედევან ფოფხაძემ პარლამენტი გამართულ ბრიფინგზე. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ პარტიის, ფრაქციის, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების თხოვნით 22 თებერვალს მიმართა ოფიციალურად. ფოფხაძე ამბობს, რომ გუნდში მისი დარჩენა არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა და ახლა უფრო ლეგიტიმური იქნებოდა კითხვა – რატომ რჩება ის “ქართულ ოცნებაში” და არა ის, თუ რატომ ტოვებს მმართველ პარტიას, რადგან ეს არის ადგილი, სადაც განსხვავებული აზრის დაფიქსირების შემთხვევაში გეუბნებიან, რომ პოლიტიკური გაერთიანება უნდა დატოვო.

    გედევან ფოფხაძის განცხადებით, დღეს მიმდინარეობს “ქართული ოცნების” ნაციონალიზაციის პროცესი – როგორც პიროვნულ, ასევე ღირებულებების დონეზე, ამის საფუძვლად კი მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხზე მმართველი პარტიის მიდგომები დაასახელა. 

    “იმის მაგივრად, რომ დასრულებულიყო ნაციონალიზაციის პროცესი – ჩვენ დავიწყეთ გუნდში განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების გაჩუმება. გუნდში მყოფი ჩემი მეგობრები ალბათ ფიქრობენ, რომ რაიმე გავლენას მოახდენენ ამა თუ იმ პროცესზე, თუმცა მე ეს იმედი დავკარგე”,თქვა ფოფხაძემ. 

    რაც შეეხება პოლიტიკოსის გეგმებს, ამბობს, რომ ამ საკითხზე დეტალურად არ უფიქრია: “მინდა ვიყო ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ამ ქვეყნისთვის სიკეთე უნდა”. 

    გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება გუნდიდან წასვლის შესახებ ცოტა ადრე უნდა მიეღო, თუმცა იყო მნიშვნელოვანი საკითხები, “რომლებზეც გაბრძოლება და მმართველ გუნდში ყოფნა გადაწყვიტა. ახლა, ამ გადმოსახედიდან კი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება გამართლებულად მიაჩნია”.  

    გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდის დატოვების შესახებ ოფიციალურად ეკა ბესელიას მიერ ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განაცხადა. მანამდე პოლიტიკოსისგან ხშირად ისმოდა მინიშნებები, რომ ის აპირებდა “ქართული ოცნების” დატოვებას. თუმცა ფოფხაძე ბესელიას მსგავსად მოსამართლეების უვადო გამწესების თაობაზე კანონპროექტის განხილვას დაელოდა. 

  • ჩავარდნილი სახელმწიფო პროექტები და აუთვისებელი 182.2 მლნ ლარი. აუდიტის სამსახურის დასკვნა

    2018 წელს ჯამში, 182.2 მლნ ლარის ღირებულების 12 კაპიტალური პროექტი წლიურ გეგმასთან შედარებით 0%-ით შესრულდა, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს.
    უფრო კონკრეტულად, პროექტების ჩამონათვალი, რომლებზეც გასულ წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ დახარჯულა, შემდეგია:
    · ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობა – პროექტზე გასულ წელს ბიუჯეტიდან 11 მლნ ლარის დახარჯვა იყო გათვალისწინებული, თუმცა გამოცხადებული ტენდერი 3-ჯერ ჩაიშალა.
    · ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან (კოპიტნარი) სატრანსპორტო კვანძის მოწყობა- წლიური გეგმა: 10 მლნ ლარს შეადგენდა.
    · მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა- წლიური გეგმა: 5 მლნ ლარი.
    · ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა- მოდერნიზაცია -25 მლნ ლარი.
    · მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა-53 მლნ ლარი.
    · მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა: 10 მლნ ლარი
    · თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ20-კმ50 ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა- 25 მლნ ლარი
    · საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი-1 მლნ ლარი
    · ქობულეთის წყალარინების პროექტი- 3 მლნ ლარი
    · თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტი-10,2 მლნ ლარი
    · აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი – 4 მლნ ლარი
    · თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ22- კმ57 რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა – 25 მლნ ლარი
    12 თვის გეგმის მხოლოდ 1% დაიხარჯა ქუთაისის წყალინარების პროექტზე, რომლის გეგმა 3 მილიონ ლარს, შესრულება კი მხოლოდ 41,390 ლარს შეადგენს.
    ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, კაპიტალური პროექტების დაფინანსებისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილი იყო 1.9 მლრდ ლარი. 64 კაპიტალური პროექტიდან გამოყოფილი თანხების 80%-ზე ნაკლები ათვისების მაჩვენებელი აქვს 22 პროექტს.
    როგორც უწყებაში განმარტავენ, იკვეთება ხარვეზები კაპიტალური პროექტების განხორციელების ყველა ეტაპზე. არ არსებობს კაპიტალური პროექტების განვითარების სტრატეგია არც ქვეყნის და არც სექტორულ დონეზე.
    აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლებშიც ფიქსირდებოდა მილიონობით ლარის ღირებულების შეუსრულებელი კაპიტალური პროექტები. კერძოდ, 2017 წელს ჯამში 46.8 მლნ ლარის ღირებულების 13 კაპიტალური პროექტი საერთოდ ვერ შესრულდა.

  • საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

    საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია

  • ყველას გილოცავთ, ჩვენ შევძლებთ მეტი სამუშაო ადგილის შექმნას – პრემიერი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი უზარმაზარ წარმატებად მიიჩნევს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს, Fitch--ის მიერ საქართველოს სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესებას BB მინუსიდან BB სტაბილურამდე. მოსახლეობისთვის ამ სიახლის მილოცვის მიზნით ბახტაძემ ბრიფინგი გამართა.

    პრემიერის განმარტებით, აღნიშნულ რეიტინგში დაწინაურება ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა გახდა უფრო კონკურენტუნარიანი, შესაძლებელი იქნება მეტი ინვესტიციის მოზიდვა, მეტი სამუშაო ადგილების შექმნა.

    “ყველას გილოცავთ! საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fიტცჰ-მა საქართველოს სარეიტინგო პოზიცია გააუმჯობესა. ეს არის უზარმაზარი წარმატება და მეტიც – დღევანდელი მონაცემებით ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც Fიტცჰ-მა -ის რეიტინგში დაწინაურდა. რას ნიშნავს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგში დაწინაურება?! ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა არის უფრო კონკურენტუნარიანი, ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციის მოზიდვას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში უკვე გვაქვს ნაკლები რისკები, რაც აისახება იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდევ უფრო შემცირდება. ეს არის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. რეიტინგში წინსვლა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ზოგადად ინვესტორების ნდობას, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე და რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევის – სიღარიბის დაძლევაზე”,თქვა მამუკა ბახტაძემ.

  • ლევან დავითაშივლი, ბიომრავალფეროვნების საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშივლი, ბიომრავალფეროვნების გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტების მიმდინარეობაზე, სამომავლო მიზნებსა და ქმედებებზე იმსჯელეს, სამინისტრო აქტიურად მუშაობს აღნიშნულ ორგანიზაციებთან და ახორციელებს არაერთ პროექტს, რასაც ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევისა და კონსერვაციის მიზნების მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

    პროცესების სწორად წარმართვისათვის აუცილებელია ყველა საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება და სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება. შეხვერდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გარემოსდაცვითი არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

  • სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება

    პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება.ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, 25 თებერვლის სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილავს პროექტს, რომლის გათვალისწინებით, სექსუალური შევიწროება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.

    ამასთან, სექსუალური შევიწროება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში გამეორება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.

    “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.გარდა ამისა, სექსუალური შევიწროების დეფინიცია ყალიბდება “შრომის კოდექსით“, რომლის თანახმადაც, სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს და იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

    ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სექსუალური შევიწროება დარეგულირდება შრომით ურთიერთობებში.
    საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში მომზადდა და მისი ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი და გიორგი ტუღუში.

  • ბიძინა ივანიშვილი დღეს მმართველი გუნდის წევრებს შეხვდება

    მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” წევრებთან შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის ოფისში პარტიის წევრების გამოჩენას ჟურნალისტები უკვე ელოდებიან.

    “დღის წესრიგში არის რთული პოლიტიკური საკითხები, რომელსაც ჭირდება გადაწყვეტილებების მიღება. შესაძლოა, ეს იყოს რთული გარდაქმნების პერიოდი, თუმცა ქართული ოცნება ფლობს და შეინარჩუნებს უმრავლესობას”,ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

    როგორც ცნობილია, მმართველი გუნდი დატოვა ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა. გუნდის დატოვების შესახებ განცხადებას დღეს ასევე გააკეთებს გედევან ფოფხაძე.

  • ოსკარის 91-ე დაჯილოდების ცერემონიალი “Queen”-მა გახსნა

    ოსკარის 91-ე დაჯილოდების ცერემონიალი ლეგენდარულმა ინგლისურმა ჯგუფმა “Queen”-მა გახსნა. ბენდის ვოკალისტი ადამ ლამბერტი იყო რომელმაც კომპოზიციები  “We Are The Champions” და ” We Will Rock You” ბრაიან მეისთან და „ქუინის“ სხვა ლეგენდარულ წევრებთან ერთად შეასრულა.

    {{VIDEO}}

  • ქართველი კიკბოქსიორი დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა

    დავით ქირია ქართველი კიკბოქსიორია, რომელიც მსუბუქ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.პირველად იგი 2014 წლის 8 მარტს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

    2017 წლის 26 ნოემბერს დავით ქირიამ პარიზში გამართულ ფრანგული კიკბოქსინგის (სავატე) მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში დიდი უპირატესობით დაამარცხა უკრაინელი მებრძოლი სერგეი კალიუბა, ხოლო ფინალში ასევე დიდი უპირატესობით დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი ფრანგი ლუდოვიკ ნასიბოუ და მეორედ დაეუფლა მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს.

    თავისი გამარჯებას მან სოციალურ ქსელებში ვიდეოც მიუძღვნა და მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, ვინც ამ დროის განმავლობაში მას მხარში ედგნენ.

  • საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ესტონეთთანაც დამარცხდა

    საქართველოსა და ესტონეთს შორის მატჩი გუშინ 24 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლეში შედგა და სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.

    მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩს მნიშვნელოვანი დატვირთვა არ ჰქონია და არც ერთ გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ ჰქონდა მაინც საკმაოდ დრამატული შეხვედრა გამოდგა.

    შეხვედრა თანაბრად მიმდინარეობდა და ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვებას. სწორედ ამის დამადასტურებელია ის ფაქტი რომ, მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე თამაშის ანგარიში ფრე 77:77 იყო. სამწუხაროდ ბოლო წუთში ესტონელებმა საკუთარი შანსები შესანიშნავად გამოიყენეს დაცვაშიც კარგად იასპარეზეს და საბოლოო ჯამში 7 ქულის სხვაობით, 84:77 დაგვამარცხეს.