Category: არქივი

  • კონსტიტუციის წაკითხვისას ბურჯანაძე დარწმუნდა, რომ ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა

    “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო გადატრიელაბად აფასებს. ამ დასკვნამდე ბურჯანაძე ვენესუელას კონსტიტუციის წაკითხვის შემდეგ მივიდა. 

    “არ ვარ მადუროს მომხრე და გულშემატკივარი, მაგრამ წავიკითხე ვენესუელას კონსტიტუცია თავიდან ბოლომდე და ის, რაც ახლა ვენესუელაში ხდება, სახელმწიფო გადატრიელბაა. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა – კაცი გამოვიდა ქუჩაში და განაცხადა, მე ვარ პრეზიდენტიო და ამერიკა ლამის ჯარშს აგზავნის მის დასახმარებლად. როცა დემოკრატიაზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ რუსეთი არადემოკრატიულია და სხვა სახელმწიფოს საქმეებში ერევა, ახლა რა ამერიკის საქმეა – მოაგვარებს ვენესუელელი ხალხი”, ამბობს ბურჯანაძე “ტვკავკასიის” გადაცემა “ბარიერში” სტუმრობისას.

  • ანა დოლიძემ ლევან მურუსიძეზე ლექსი დაწერა

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს ლექსი მიუძღვნა. ტექსტი დოლიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი უვადო მოსამართლეს ამჯერად პოეზიის დახმარებით აკრიტიკებს.

  • ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება გახსოვთ საქართველოში? – ნინო ბურჯანაძე

    საქართველოს ყავდა ცუდი და კარგი ხელისუფლებაც, თუმცა ისეთ გამასხარავებულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, როგორც ახლა საქართველოა, არ ყოფილა, ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვკავკასიის” გადაცემა ბარიერში. დღევანდელ ხელისუფლებას მან სამარცხვინო უწოდა.  

    “ხომ არ შეიძლება ბახტაძე აღიქვა სერიოზულად პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე – სირცხვილია უბრალოდ. შეიძლება, ცუდი ადამიანი არ არის. ახალგაზრდა კაცია და ვწუხვარ, რომ ასე ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. გარდა ღიმილისა, რაღაც განცდა ხომ უნდა გქონდეს, როდესაც ეკრანზე გამოჩნდება. გეფიცებით ადამიანობას, თუ ამას გულის ტკივილით არ ვამბობდე. სირცხვილია მართლა – რა ხალხია პარლამენტში, ვინ არიან. ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება გახსოვთ საქართველოში”?ამბობს ნინო ბურჯანაძე.

  • ივანიშვილის ბრძოლა სააკაშვილის წინააღმდეგ თავიდანვე ფარსი იყო – ნინო ბურჯანაძე

    ოპოზიციური პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ თავიდანვე ფარსი იყო.

    ბურჯანაძე ამბობს, რომ მართალია, ივანიშვილს სააკაშვილი არ უყვარდა, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ფულს ახარჯინებდა მათ შორის სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში, მას არც სააკაშვილის მობრუნება უნდა – სურს საკუთარი ძალაუფლება გაიხანგრძლივოს, მაგრამ მას სულაც არ აინტერესებდა არც სააკაშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორება და არც “ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავე წევრების დასჯა.

    “პირიქით, მას აწყობს, რომ სააკაშვილი იყოს მუდმივად ცოცხალი საფრთხობელა – ყველა არჩევნებზე გამოიყენოს – მე შეიძლება, არ მოგწონვართ, მაგრამ უარესი, სააკაშვილი მოვა. ამიტომ, მან შეინარჩუნა სააკაშვილიც, ნაციონალური მოძრაობაც, რომელიც ამასობაში ისე გაძლიერდა, რომ 800 000 ხმა მიიღო და კინაღამ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო”, თქვა პოლიტიკოსმა “ტვკავკასიის” გადაცემა ბარიერში. ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.

    ნინო ბურჯანაძე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2001 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ივნისამდე, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის ორგზის შემსრულებელი: 2003 წლის ნოემბრიდან 2004 წლის იანვრამდე და 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის იანვრამდე. 

    2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობდა საარჩევნო ბლოკის “ბურჯანაძე – დემოკრატები” შემადგენლობაში და მიხეილ სააკაშვილთან ერთად იყო ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი. ვარდების რევოლუციის შემდეგ ასრულებდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას 2003 წლის 23 ნოემბრიდან 2004 წლის 25 იანვრამდე.

  • დღეიდან უკრაინას და საქართველოს შორის მიმოსვლა ID ბარათებით იქნება შესაძლებელი

    უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ორივე ქვეყანაში “აიდი” (ID) ბარათებით გამგზავრებას დღეიდან შეძლებენ.

    სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ყოფნა ყველწლიურად 90 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. უკრაინამ და საქართველომ ორივე ქვეყანაში “აიდი” ბარათებით შესვლის შესახებ შეთანხმება გასული წლის ოქტომბერში გააფორმეს.

    “2019 წლის 1 მარტს ძალაში შედის უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის განახლებული შეთანხმება სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ. არსებულ უვიზო რეჟიმთან ერთად, დამატებით ამოქმედდება ID ბარათების ფორმის შიდა პასპორტების საფუძველზე ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლის დებულება”, წერია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

    უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ყოფნა ყოველწლიურად 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.

  • ამომრჩევლის დაშინება, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ან ხმების ყიდვის ფაქტები – ეუთო-ს ანგარიში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე

    საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც ორგანიზაცია რეკომენდაციებს აფიქსირებს.

    კერძოდ, ანგარიშის იმ ნაწილში, რომელშიც რეკომენდაციებია ჩამოთვლილი, ნათქვამია, რომ “საარჩევნო კანონმდებლობის ყოვლისმომცველი გადახედვა უნდა მოხდეს, რათა აღმოფხვრილი იყოს ხარვეზები, ორაზროვნება და ნებისმიერი საარჩევნო რეფორმა უნდა ჩატარდეს ინკლუზიურად”.

    “ყურადღება უნდა გამახვილდეს თითოეულ დონეზე კომისიის წევრების რაოდენობის გათანაბრებაზე. თუ პარტიები ინარჩუნებენ კომისიის წევრების დანიშვნის უფლებას, დანიშვნის ფორმულა შესაძლოა გადახედული იყოს, რათა უზრუნველყოფილი იქნას უფრო დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობა და ხელი შეეწყოს მიუკერძოებლობის აღქმას. ყურადღება უნდა გამახვილდეს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული საჩივრების ეფექტური და დროული განხილვის მექანიზმის შექმნაზე. თავიდან უნდა იქნეს აცილებული სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის შესაძლო გავრცელება. უზრუნველყოფილი უნდა იყოს კამპანიის დაფინანსების ეფექტური ზედამხედველობა და გამჭვირვალობა”, – ნათქვამია ანგარიშში.

    ანგარიშის ავტორები ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ იმ მოქალაქეებს, ვინც არჩევნების დღეს ქვეყანაში არ იმყოფებიან, ხმის მიცემის საშუალება უნდა მიეცეთ.

    “ყურადღება უნდა გამახვილდეს მექანიზმის შემოღებაზე, რომელიც საშუალებას მისცემს პირებს, რომლებიც არჩევნების დღეს თავიანთ საარჩევნო მისამართზე არ იმყოფებიან, ხმა მისცენ, განსაკუთრებით თუ ასეთი პირები ქვეყანაში არ იმყოფებიან”, – აღნიშნულია რეკომენდაციებში.

    ასევე, საუბარია იმაზე, რომ უნდა შეიქმნას ეფექტური მექანიზმი მხარდამჭერების ხელმოწერების ავთენტურობის დადგენის კუთხით.

    “ამომრჩევლის დაშინების, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ან ხმების ყიდვის ფაქტებზე შესაბამისმა უწყებებმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ რეაგირება. სატელევიზიო ეთერის განაწილების, დებატებში მონაწილეობისა და რეკლამისთვის თანხების გამოყოფის არსებული სისტემა უნდა გადაიხედოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი შესაძლებლობები. არჩევნებში მონაწილეებისთვის თავისუფალი სატელევიზიო ეთერის განაწილება არ უნდა ხდებოდეს მედიის შეხედულებისამებრ”, – აღნიშნავენ ეუთო-ში.

    დასკვნაში ასევე საუბარია მთავრობის წინასაარჩევნო ინიციატივაზე, რომელიც ვალების განულებას ეხებოდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ ინიციატივით, კერძო საფინანსო ინსტიტუტმა არასამართლიანი უპირატესობა მიანიჭა “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს.

    ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის გაიზარდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

    წყარო – ინტერპრესნიუსი

  • ეუთო: საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება და იყო მკვეთრად მიკერძოებული

    ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

    ეუთო მიმოიხილავს არჩევნების პირველ და მეორე ტურს, საარჩევნო გარემოს, ამომრჩევლის ინფორმირებულობის საკითხს და მედიის საქმიანობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

    მონიტორინგის ანგარიშის შემაჯამებელ დოკუმენტში წერია, რომ “ეროვნულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მკვეთრად წარმოაჩინა მიკერძოებულობა, რომელიც ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ მიმართულ პოზიციაში გამოიხატა, და თავის გადაცემებში არ შეასრულა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს”.

    ეუთო ასევე წერს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სარეკლამო ბაზრის საგრძნობლად შემცირებამ კერძო მაუწყებლების ფინანსური არასტაბილურობა გამოიწვია, რის გამოც გაიზარდა მათი დამოკიდებულება მედიამფლობელებზე. დასკვნაში იბერიისა და რუსთავი 2-ის მაგალითია განხილული.

    ანგარიშის ავტორები წერენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა უფლება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 0,14 პროცენტი მიიღოს დაფინანსების სახით, რაც მას “ყველაზე მეტად დაფინანსებულ მაუწყებლად აქცევს”. ასევე მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებებით საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა უფლება გაყიდოს რეკლამა და ჰყავდეს სპონსორები გასართობ კონტენტისა და სერიალებისთვის.

    საბოლოო ანგარიშში ასევე წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლები, პირველი არხი და აჭარის ტელევიზია ყველა კანდიდატს სთავაზობდნენ ერთი და იგივე დროს. ორივე მაუწყებელი მართავდა ხშირ დებატებს და სთავაზობდა კანდიდატებს სივრცეს, სადაც ისინი საკუთარ ხედვენს გააჟღერებდნენ.

    ეუთო-ს მონიტორინგს საბოლოო ანგარიშში მიმოხილული აქვს ის დასკვნებიც, რომელიც შუალედური ანგარიშის დროს გაავრცელეს. უფრო კონკრეტულად, ეუთო შუალედურ ანგარიშში წერდა: “მიუხედავად იმისა, რომ არხმა სამართლიანად გადაანაწილა ახალი ამბების გაშუქების დრო და შესაბამისად დაახლოებით 30-30 პროცენტი დაუთმო ორივეს, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და “ქართულ ოცნებასა” და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ერთად, გაშუქების ტონი მკვეთრად განსხავდებოდა და უმეტესად ნეგატიური იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ მაშინ, როცა ქართული ოცნებისა და მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ უფრო დადებითი ან ნეიტრალური იყო”.

    წყარო – on.ge

  • გარდაიცვალა ყოფილი პატიმარი, რომელმაც ლადო ბედუკაძე ცემა

    ყოფილი პატიმარი, თენგიზ ნაზღაიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ლადო ბედუკაძე ცემა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. მერსედესის მარკის ავტომობილი, რომელსაც ნაზღაიძე მართავდა სატვირთო მანქანას შეეჯახა. გარდაიცვალა ამავე მანქანაში მჯდომი თენგიზ ნაზღაიძის დედა, შორენა ქალდანი.
    ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა ამავე ოჯახის კიდევ ორი წევრი. ერთ-ერთი შორენა ნაზღაიძის დეიდაა. ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.
    “ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოიყვანეს 2 პაციენტი. ქალბატონი დიაგნოზით პოლიტრავმა, ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ტრავმული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე.შუახნის მამაკაცი შემოყვანილია გულ-მკერდის დახურული ტრავმით, ფილტვების დაჟეჟილობით, ხერხემლის დახურული ტრავმით, წელის მეოთხე მალის მოტეხილობით. უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა”, – აცხადებენ ჰოსპიტალში.
    გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედარი გუშინვე ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რაც 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    შეგახსენებთ რომ 35 წლის თენგიზ ნაზღაიზე ორი კვირის წინ ციხის კადრების ავტორს, ლადო ბედუკაძე ქაშუეთთან თავს დაესხა.როგორც გაირკვა, ნაზღაიძე სასჯელს დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იმ ციხეში იხდიდა, სადაც ლადო ბედუკაძე ზედამხედველად მუშაობდა. ნაზღაიძის დედა კურიერთან ინტერვიუში ლადო ბედუკაძეს ციხეში მისი შვილის წამებაში ადანაშაულებდა.
  • პრეზიდენტმა აზერბაიჯანში ვიზიტი დაასრულა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი კახში, ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებთან შეხვედრით დაასრულა.

    საქართველოს პრეზიდენტმა შეხვდერისას ოფიციალური ვიზიტის შესახებ ისაუბრა და ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის გულითადი მოკითხვა გადასცა.

    სალომე ზურაბიშვილმა ვიზიტის შეხვედრები მიმოიხილა და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან გულთბილი დახვედრა, საქართველო – აზერბაიჯანის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები კახის ადგილოვრივ მოსახლეობაზეც აისახება.

    “ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი რეგიონში და ამდენად ძალიან მიშვნელოვანი იყო ასეთი მიღება, რომელიც მაძლევს ძალიან დიდ იმედს, რომ ჩვენი ურთიერთობების განვითარების გზები, ორივე ქვეყნისათვის მომგებიანი ეკონომიკური და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები თქვენზეც აისახება და საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობაზეც”, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    სალომე ზურაბიშვილის თქმით, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ატარებენ ქვეყნის იდენტობას, ენასა და კულტურას, რაც ძალიან ბევრის მთქმელია.

    “თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც რეალურად, ფიზიკურად აკავშირებენ ორივე ქვეყანას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევით და კეთილგანწყობებით მივაღწევთ შედეგებს ეკლესიის, თეატრის აღდგენისა და კულტურული ცენტრის საკითხებთან დაკავშირებით”, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • რას უპირებს კალაძე ელიავას ბაზრობას

    თბილისის მერი ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბრობს. კახა კალაძემ დღეს კომენტარი გააკეთა ელიავას ბაზრობის ტერიტორიასთან დაკავშირებით. თბილისის მერი ამბობს, რომ დღეს არსებული მოცემულობა მიუღებელია და მათი ამოცანა ამ მოცემულობის შეცვლაა, თუმცა კალაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, როგორი იქნება ელიავას ბაზრობის მომავალი. მისი თქმით, განიხილება როგორც ბაზრობის გადატანის, ასევე მის ნაცვლად თანამედროვე სავაჭრო კომპლექსის აშენების იდეა. კალაძე ამბობს, რომ ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაა და წინასწარ განცხადებების გაკეთება არ უნდა, ვიდრე მფლობელთან მოლაპარაკებები არ მოხდება ქალაქის ინტერესების და კერძო საკუთრების უფლების გათვალისწინებით.