Category: არქივი

  • წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს

    უკრაინაში ამომრჩეველთა ხმების 40% დათვლილია, ხმების 30.23  %   შოუმენი ვლადიმერ ზელენსკიმ მიიღო.

    შედეგებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

    მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მეორე ადგილზეა ხმების  16.65%-ით. 

    ოპოზიციური პარტია “ბატკივშინას” ლიდერი იულია ტიმოშენკო  მესამე ადგილს იკავებს ამომრჩეველთა ხმების 13.14%-ით.

    წინასწარი მონაცემებით, არც ერთ კანდიდატს 50 %-ს პლუს 1 ხმა არ მიუღია, ამიტომ სავარაუდოა, რომ ორ კვირაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

    უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ 31 მარტს ჩატარდა.

    ექსპერტები უკრაინის პრეზიდენტობას ვლადიმერ ზელენსკის უწინასწარმეტყველებენ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლებს პირადად ხვდებოდა და სატელევიზიო აქტიურობით არ გამოირჩეოდა.

  • ჭავჭავაძეზე მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე მამაკაცის ცხედარიც ნაპოვნია

    მეხანძრე-მაშველებმა რვა საათიანი ძებნის შემდეგ თბილისში, ჭავჭავაძის 5 ნომერში მიწის მასის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი, 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი იპოვნეს.
    სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოშლილმა მიწის მასამ ორი ადამიანი მოიყოლა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. მეორე გარდაცვლის კი რვა საათის განმავლობაში ეძებდნენ. ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დასრულებულია.ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი.
    მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
    ჭავჭავაძის 5–ში მიმდინარე მშენებლობას კომპანია ტრანსმშენი აწარმოებს. მიწა შენობის საძირვკელი გამაგრებითი სამუშაოებისას ჩამოიშალა და მუშები ქვეშ მოიყოლა.
  • “დროა ვიბრძოლოთ რომ აღარ ვიგლოვოთ!“–1 აპრილს კანცელარიასთან აქცია გაიმართება

    სოლიდარობის ქსელი ორშაბათს 19 საათისთვის სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან აქციას აანონსებს.

    “მოდი ორშაბათს, 1 აპრილს,19:00 სთ-ზე კანცელარიის შენობის წინ და დაუსვი წერტილი ამ უმსგავსო პოლიტიკას ქვეყანაში!

    კიდევ რამდენი ჩვენი თანამოქალაქე უნდა შეეწიროს უპასუხისმგებლო ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც არ ცნობს მშრომელი ადამიანის უფლებას და ღირსებას?

    ეს ყველაფერი გვიღირს ადამიანების სიცოცხლის ფასად?

    ასე ვეღარ გაგრძელდება. ამ ტრაგედიებს წერტილი უნდა დავუსვათ. საზოგადოებამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მშრომელი თანამოქალაქეების სიცოცხლეზე.

    ამ ჩვენ შევცვლით ამ სახელმწიფოს ან მისი ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ უამრავ ადამიანს შეიწირავს მსხვერპლად ერთეულების გამდიდრების მიზნით.

    სახელმწიფომ ადამიანების ჯანმრთელობაზე მხოლოდ იმის გამო არ უნდა იზრუნოს, რომ ევროკავშირმა დაავალა. სახელმწიფოს პრიორიტეტი ადამიანი უნდა იყოს!“ –წერია ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ფეისბუქ მოწოდებაში.

    სოლიდარობის ქსელის აღშფოთება თბილისში, ჭავჭავაძის 5–ში მომხდარმა ტრაგედიამ გამოიწვია, სადაც მშენებლობისას ჩამოწოლილმა მიწამ ორი მუშა მოიყოლა ქვეშ. 

    “კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან მთავრობის ეკონომიკური ექსპერიმენტების გამო?
    კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის გამო?
    კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან განვითარების ასეთი მოდელის გამო?
    კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან ბიზნესის გამო?
    კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან უმოქმედო შრომის კოდექსის გამო?
    კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან თავისუფალი ბაზრის გამო?

    დღეს, 31 მარტია, კვირა დღე და თბილისში ბიზნესის ინტერესებს კიდევ ადამიანების სიცოცხლე ეწირება. რისთვის შრომობენ ადამიანები? რომ ერთ დღეს სამსახურში მიწამ ჩაიტანოთ და სიცოცხლე ასე დაასრულონ?

    ეს არ არის ინდიფერენტულობა, ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის ადამიანების წამება! ეს უნდა დასრულდეს! უკვე ინდივიდუალურად და კოლექტიურადაც უნდა გვაწუხებდეს ასეთი ამბების მხოლოდ პოსტად გაზიარება და მივიწყება!

    ჩვენ სახელმწიფო არ გვიცავს, ამიტომ პირდაპირი ბრძოლის და გაერთიანების გარდა არაფერი დაგვრჩა!

    გამოდით ყველა, ვისაც შეშფოთების აღარ გჯერათ. გამოდით იმისთვის რომ ადამიანების წამება და სიკვდილი დასრულდეს!

    სახელმწიფომ ადამიანების ჯანმრთელობაზე მხოლოდ იმის გამო არ უნდა იზრუნოს, რომ ევროკავშირმა დაავალა. სახელმწიფოს პრიორიტეტი ადამიანი უნდა იყოს! ვითხოვთ შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი დღესვე მიენიჭოს! “– ამ შინაარსის სტატუსი გავრცელდა მანამ, სანამ აქცია დაანონსდებოდა.

  • მესტიაში პოლონელი ტურისტი გარდაიცვალა

    მყინვარწვერ შხარასთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად, პოლონეთის მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
    სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები.
    გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა ვერტმფრენით გადმოასვენეს
  • “ჩვენი ყოველი დღე ბრძოლაა!“–ტრანსგენდერთა თემის მანიფესტი

    31 მარტი ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის დღეა. ამ დღის აღსანიშნავად ტრანსგენდერთა თემმა ონლაინ აქცია მოაწყო. 18 საათზე ფიესბუქ ლაივში მოქალაქეებმა მანიფესტი წაიკითხეს, რომელიც საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემებს ეხება.

    გთავაზობთ მანიფესტის ტექსტს:

    “დღეს გვინდა ვისაუბროთ საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე:

    • ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ატანა მათი გარეგნობისა და გენდერული გამოხატვის გამო.
    • საქართველოში უკვე ორი ტრანსგენდერი ქალი — ზიზი და საბი მოკლეს.
    • ტრანსგენდერ ადამიანებზე არ ზრუნავს სახელმწიფო.
    • ჯანდაცვის სისტემა არ არის მორგებული მათ საჭიროებებზე, არ აძლევს ჰორმონოთერაპიისა და სქესის შეცვლის ოპერაციის საშუალებას. ასევე ვერ იღებენ სიცოცხლისათვის საჭირო სამედიცინო სერვისებს.
    • სახელმწიფო ტრანსგენდერ ადამიანებს აიძულებს სავალდებულო სტერილიზაციას და ოპერაციას დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის შესაცვლელად.
    • სახელმწიფო ტრანსგენდერი ადამიანებისთვის არ უზრუნველყოფს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. რის გამოც ტრანსგენდერი ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას გამუდმებით შიშში იატაკქვეშ უწევს ცხოვრება.
    • ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო და თანასწორ გარემოს, რის გამოც ისინი ვერ იღებენ სრულფასოვან განათლებას.
    • ტრანსგენდერ ადამიანებს სახელმწიფო არ აძლევს დასაქმების საშუალებას, არ იცავს მათ დისკრიმინაციისგან სამსახურში. რის გამოც ტრანსგენდერი ადამიანების უმრავლესობა იძულებულია ჩაერთოს სექს-სამუშაოში.
    • ტრანსგენდერი ადამიანებს აქვთ საცხოვრებლის პრობლემა. მათი ყოფა არაადამიანური, დამამცირებელი და გაუსაძლისია.

    ეს არ არის მხოლოდ ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემა! თუ შენ ხარ დაუსაქმებელი ან დასაქმებული დაბალანაზღაურებად სამსახურში, თუ შენი უფლებები ირღვევა შენს სამუშაო ადგილას, თუ შენ არ მიგიწვდება ხელი ჯანდაცვასა და საჭირო მედიკამენტებზე, თუ შენ ვერ იღებ განათლებას, თუ შენ იჩაგრები შენი გენდერის ან განსხვავებულობის გამო, შენ არ უნდა გაჩუმდე! არ შეეგუო უსამართლობას ! ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში, უმუშევრობაში და უსახლკარობაში ცხოვრობენ. ჩვენ ვიმსახურებთ პატივისცემას და ღირსეულ ცხოვრებას.

    ჩვენი ყოველი დღე ბრძოლაა!
    შემოგვიერთდი შენც ამ ბრძოლაში!”

  • ჭავჭავაძეზე მიწის ქვეშ მოყოლილი ორი ადამიანიდან ერთი გარდაცვლილი იპოვნეს

    თბილისში, ჭავჭავაძის 5–ში, ყოფილი ლეჩკომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობისას მიწის მასის ჩამოშლისას მიწის ქვეშ მოყოლილი ორი მუშიდან ერთი გარდაცვლილი იპოვნეს. მაშველები მეორე მუშის  სამძებრო სამუშაოებს განაგრძობენ. დიდი რაოდენობით მიწის მასამ ქვეშ ორი ადამიანი მოიყოლა, რომლებიც ხარაჩოზე მუშაობდნენ. მიწის ჩამოშლას ხარაჩის ჩანგრევაც მოჰყვა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.
  • ჭავჭავაძეზე მშენებლობისას მიწა ჩამოიშალა. მიწის მასაში მოყოლილია 2 ადამიანი

    თბილისში, ჭავჭავაძის 5–ში, ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მშენებლობისას დიდი რაოდენობით მიწა ჩამოიშალა. მიწის მასაში მოყოლილია ორი ადამიანი, რომლებიც მშენებლობაზე მუშაობდნენ.

    ადგილზე მაშველები მუშაობენ. ისინი ჩამოშლილი მიწის მასაში მოყოლილი ორი ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ასრულებენ.

    ადგილზეა სასწრაფო დახმარების ჯგუფიც.

  • პატრიარქმა ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა. მან დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის ცხოვრებაზე ისაუბრა.
    „დღეს განსაკუთრებული დღეა. დღეს შესრულდა 80 წლისა ზვიად გამსახურდია – საქართველოს პირველი პრეზიდენტი. მძიმეა მისი ჯვარი, მაგრამ ღვთის მადლით, მან ბევრი სიკეთე გააკეთა საქართველოში ჩვენი ერისთვის. შევასრულებთ პანაშვიდს მისი სული მოსახსენებლად,“ – განაცხადა პატრიარქმა.
    ქვეყანა დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს იხსენებს. დღეს ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეა.
  • ივანიშვილი გვამებზე ნადირობს – ნიკა გვარამიას ახალი ლაივ ვიდეო

    რუსთავი2–ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დღეს ფეისბუქზე მორიგი ლაივი ჩართო და ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტები შეაფასა.

    ის იკვებება მიცვალებულებით, მას უყვარს მიცვალებულები. ის მიზანს აღწევს მიცვალებულებით. როგორ მოვიდა პოლიტიკაში – გვამით?პირველი მისი გვამი იყო ბარბარე რაფალიანცი. ასე დაიწყო მსვლელობა ქართულ პოლიტიკაში.პატარა ბავშვის გვამი ერ– ერთი მნიშვნელოვანი იყო, რამაც მოუტანა გამარჯვება პოლიტიკაში.სანამ 25 წლის წინანადელ გარდაცვალებაზე ტყუილების ლაპარაკს დაიწყებენ საუბარს გამოიძიონ ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა.
    არ გახსნიან იმიტომ რომ ეს მათი შემოქმედებაა და მათი გასაღებია, რომელმაც გაუხსნა გზა ქართულ პოლიტიკაში
    საყვარელი თემა იყო ზურაბ ჟვანიას ცხედარი, როლითაც ისპეკულირა დიდი ხნის განმავლობაში.და იმდენ ხანს ისპეკულირა, სანამ პირადი ცხოვრების დეტალები არ გასაჯაროვდა.გამოიყენა ბოლომდე, ჯიჯგნა ზურაბ ჟვანიას ცხედარი, სანამ მთელი პოლიტიკური რესურსი არ ამოიღოა ამ ადამიანიდან.
    გამოიყენა იმ ადამიანის ცხედარი, რომელიც მისი მტერი იყო –ბარდრი პატარკაციშვილი, რომლითაც ასევე ისპეკულირა და დღეს ხელში ჩაიგდო მისი ტელევიზია.
    გამოიყენა სხვა ტრაგიკულად დაღუპული ადამიანებიც, როგორებიც არიან გირგვლიანი და რობაქიძე და ეს იყო და დღემდე რჩება მისი პლიტიკური სპეკულაციების მთავარ თემად და არც რცხვენია რომ ამ თემაზე დღემდე ამდენს ლაპარაკობს, როცა დღემდე ყავს მისი რეჟიმის პირობებში მოკლული ადამიანები – თათუხაშვილი, მაჩალიკაშვილი და დღემდე არ არის გამოძიება დამთავრებული.
    ბოლოს არის ზვიად გამსახურდია. აქ უკვე ბევრი წითელი ხაზი გადაკვეთა.
    ასე ნადირობს ეს კაცი მიცვალებულებზე. თვალნათელია, რომ ზვიად გამსახურდია არის თვალნათელი სახე ქართული ისტორიის. მას ამ ადგილს ვერავინ ვერ წაართმევს. ის არის მეორე ილია ჭავჭავაძე. ფაქტია რომ ის ქართულმა სახელმწიფომ მოკლა და დღემდე ქართულ სახელმწიფოს ეს სირცხვილი არ ჩამოურეცხია.
    ახლა გადაწყვიტა რომ მისი დომეინი იყოს და “ოუნერშიფი“ აიღოს მის იდეაზე და მის მომხრეებზეც მათ შორის, იმიტომ რომ არჩევნებია ზუგდიდიში და ზვიად გამსახურდიას ყველაზე დიდი დასაყრდენი იყო სამეგრელო. გაუჭირდა ივანიშვილს და გადაწყვიტა ფეხდაფეხ იაროს და მოისყიდოს სამეგრელო.“ – ამბობს გვარამია.

  • „კარგია რომ რცხვენია” – ნემო ბურჭულაძე ხიბულაში ბიძინა ივანიშვილის ჩასვლაზე

    „კარგია რომ რცხვენია“ – ასე ეხმაურება ნემო ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტს.

    ივანიშვილი სოფელ ხიბულაში, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარა, გუშინ ჩავიდა. ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას უთხრა, რომ საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსებს გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მშენებლობას, სოფელში გაზის და წყლის გაყვანას, ააშენებს ბაღს და დაადგებს გზებს.
    ნემო ბურჭულაძე, რომელსაც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეკავა, აცხადებს, რომ მას არ აქვს იმედი, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში შედეგი ექნება გამოძიებას, რომელმაც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებები უნდა დაადგინოს.
    „კარგია რომ რცხვენია ამის, მაგრამ მთავარი შედეგია და შედეგი ალბათ არ იქნება. იმიტომ რომ როდესაც იგივე ადამიანი ზვიად გამსახურდიას უწუნებს ცოდნას და მანერებს ნუ ეტყობა მანერები ოჯახიდან მოდის და ალბათ ზვიადი ვერ გაიზარდა ისეთ ოჯახში, სადაც მანერებს ასწავლიან,“-განაცხადა ნემო ბურჭულაძემ.