Category: არქივი

  • კეთილი ინებონ და 50-ლარიანი ჩაფხუტი დაახურონ მუშებს თავზე – ელისაშვილი

    „კალაძე ივანიშვილს ვერაფერს გაუბედავდა, წარმოუდეგენლია, რამე კომენტარი გააკეთოს ივანიშვილის ობიექტზე მომხდარ დარღვევაზე, ვეღარ იქნება თბილისის მერი“ -“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი გუშინ “პანორამა თბილისის”  მშენებლობიდან 3 მუშის გადმოვარდნის ფაქტს გამოეხმაურა.

    „ივანიშვილს სინდისი და ნამუსი რომ ჰქონოდა, მაშინ, როცა უამრავი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, დაიბარებდა „პანორამას“ მშენებლობის ხელმძღვანელს და იკითხავდა, ჩვენთან მაინც თუ არის უსაფრთოების ნორმები დაცულიო. არ უნდა იყოს ქვეყანაში მდიდარი კაცის სინდის-ნამუსზე ეს ამბები მინდობილი. ვინ გაბედავს კარი გააღოს და ივანიშვილს მოსთხოვოს, რატომ არ არის უსაფრთხოების ნორმები შენს მშენებლობაზე დაცულიო,“ – აცხადებს  ელისაშვილი.

    “ჩვენ თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ ადამიანები არ უნდ აიღუპებოდნენ ასეთი ბანალური მიზეზის გამო. სახლემწისო უნდა აქცევდეს ყურადღებას, რომ ვირაცეები რომ ჯიბეებს ისქელებენ და რაღაცეებს აშენებენ. კეთილი ინებონ და 50-ლარიანი ჩაფხუტი დააფარონ  თავის მუშებს.ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.”

  • თიბისიმ ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო

    თიბისიმ თანამედროვე და მოქნილი სისტემის, ეჯაილის დანერგვა დაიწყო. ეჯაილი მუშაობის ახლებური მეთოდია, რომელიც გულისხმობს პროცესების გამარტივებას, ბიუროკრატიის შემცირებასა და ეფექტურობის გაზრდას.

    ეჯაილი მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში ადაპტირებული მუშაობის თანამედროვე სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, საუკეთესო შედეგების მიღწევას. ეჯაილის მუშაობის პრინციპი გულისხმობს ერთი პროექტის ირგვლივ სხვადასხვა კომპეტენციის თანამშრომლების გაერთიანებას, ამოცანაზე ფოკუსირებას და მეტ დამოუკიდებლობას.

    თიბისის გენერელური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე: „თიბისი საკმაოდ სწრაფად იზრდება, უკვე შევედით უზბეკეთის ბაზარზე და ამ გაფართოების ფონზე უფრო ეფექტური და მოქნილი მუშაობის სისტემა გვჭირდებოდა. ამიტომ დავნერგეთ ეჯაილი. თუ იერარქიულ სისტემაში ბევრი ბიუროკრატიაა, ვფიქრობ ამ ახალ სტრუქტურაზე გადასვლა მეტ თავისუფლებას მისცემს ჩვენს თანამშრომლებს და მათთვის სამუშაო პროცესი ბევრად საინტერესო გახდება.“

    ეჯაილ სტრუქტურით მუშაობა განსხვავდება სტანდარტული იერარქიული სისტემისგან. დირექტორების, განყოფილებებისა და დეპარტამენტების ნაცვლად, შეიქმნა ლიგები, გუნდები, ლეგიონები და ცოდნის ცენტრები.

    ლიგები განსაზღვრავენ ბიზნეს მიმართულებას და ისინი ეჯაილ ორგანიზაციის ყველაზე დიდი სტრუქტურული ერთეულები არიან. როგორც წესი, ლიგა შედგება 50-150 ადამიანისგან. ლიგები იყოფიან გუნდებად.

    გუნდი დამოუკიდებელი, თვითორგანიზებული ერთეულია, რომელიც იქმნება ერთი მიზნის მისაღწევად. ის შედგება მაქსიმუმ 9 წევრისგან. მნიშვნელოვანია, რომ გუნდში გაერთიანებული იყოს მიზნის მისაღწევად ყველა საჭირო კომპეტენციის მქონე პირი. სწორედ გუნდები ერთიანი ძალისხმევით ქმნიან იმ ბიზნეს ღირებულებას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მიღწევას.

    ლეგიონი წარმოადგენს ერთი კომპეტენციის სპეციალისტების ჯგუფს, რომელიც შედგება 5-10 წევრისგან. ლეგიონი პასუხისმგებელია კონკრეტული კომპეტენციის შექმნასა და სტანდარტიზაციაზე. ლეგიონის წევრობა იმავდროულად გულისხმობს რომელიმე გუნდის წევრობას.
    ლიგებისგან დამოუკიდებლად არსებობენ ცოდნის ცენტრები. მათი მთავარი ამოცანაა ეჯაილ ორგანიზაციის მხარდაჭერა კონკრეტული ექსპერტული ცოდნითა და გამოცდილებით, რომელიც არ ნაწილდება კონკრეტულ ლიგებსა და გუნდებში.

    ეჯაილ სტრუქტურით მუშაობა თიბისის 500-მდე თანამშრომელმა უკვე დაიწყო. ეტაპობრივად ტრანსფორმაცია მთელს კომპანიაში განხორციელდება.

  • “დაურეკეთ ბიძინა ივანიშვილს, შეუთანხმდით და გადადეთ ეს საკითხი“ – ხოშტარია

    „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, პარლამენტის თავმჯდომარეს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობის გადადება მოსთხოვა.

    ხოშტარიას თქმით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ბოლო პერიოდია, მთელი არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო თანამეგობრობა მსჯელობს.

  • ქარელში მატარებლის შეჯახების შედეგად მამაკაცი დაიღუპა

    ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად 40-წლამდე მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთთან მოხდა. შეჯახების შედეგად მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

    გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • “შიში თქვენკენ მოიკითხეთ”-კობახიძემ ბესელიას მიკროფონი გამოურთო

    პარლამენტის სხდომაზე ეკა ბესელია სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მან პარლამენტის თავმჯდომარეს შენობით მიმართა. ამის საპასუხოდ კობახიძემ დეპუტატს მიკროფონი გამოურთო.

    “პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს და შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მერე მოგცემთ ხოლმე სიტყვას“,- მიმართა კობახიძემ ბესელიას.

    რამდენიმე წამში ბესელია კობახიძის ტრიბუნასთან აიჭრა და კობახიძეს მიმართა სიტყვებით “ხო არ შეგეშინდა?”

  • კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

    “კვიპროსმა აღიარა საქართველო როგორც უსაფრთხო ქვეყანა”,– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    „ძალიან ნიშანდობლივია ფაქტი, რომ კვიპროსმა აღიარა საქართველო როგორც უსაფრთხო ქვეყანა და ამის შესახებ დღეს ითქვა. საერთოდ, ყველანაირი დახმარება – მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში გაზიარებულია კვიპროსის, როგორც ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის მიერ“, – განაცხადა  ზურაბიშვილმა.

    „კვირპოსი გააძლიერებს თავის მხარდაჭერას, საქართველოს დახასიათებას, როგორც დაცული სახელმწიფოსი“, – განაცხადა კვირპოსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა.

    კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ნიკოს ანასტასიადისი საქართველოს პირველი ვიზიტით გუშინ ეწვია.

    ორდღიანი ოფიციალური  ვიზიტის ფარგლებში, კვიპროსის პრეზიდენტი ასევე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება. დაგეგმილია ვიზიტი საპატრიარქოშიც, სადაც კვიპროსის პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდება.

    ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნესფორუმიც, სადაც საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრებენ.

  • გირჩი მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში მოქალაქეებს ხმის სანაცვლოდ ანაზღაურებას სთავაზობს

    გირჩი მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში მოქალაქეებს ხმის სანაცვლოდ  ანაზღაურებას სთავაზობს.ზურა ჯაფარიძის თქმით,ისინი გეგმავენ  ამომრჩევლის ხმები  თავიანთი კრიპტოვალუტით  იყიდონ.ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

    კრიპტოვალუტის მისაღებად კი ამომრჩეველმა უნდა წარადგინოს ბიულეტენის ფოტო, სადაც მათი კანდიდატი  იქნება შემოხაზული.

    გარდა ამისა, გირჩი კრიპტოვალუტას გადაუხდის მათ, ვინც მათი მაჟორიტარი კანდიდატის, ჰერმან საბოს მხარდასაჭერად მთაწმინდაზე გადაეწერება ან არჩევნების დღეს მათ დამკვირვებლად იმუშავებს.

  • “ვენეციის კომისიის მხრიდან სათაურის გარდა, ყველაფერი კრიტიკის ქარცეცხლშია გატარებული” ბესელია

    ეკა ბესელიამ საგანგებოდ  ბრიფინგზე განაცხადა, რომ  ვენეციის კომისიის დასკვნა მოსამართლეების არცევის კანონპროექტთან დაკავშირებით მწვავე და კრიტიკულია.

    მისი თქმით, დასკვნის მიხედვით, გაკრიტიკებული არ არის მხოლოდ კანონპროექტის სათაური, დანარჩენი ყველაფერი კრიტიკულადაა შეფასებული.

    ბესელიას განცხადებით, ვენეციის კომისიის მიერ გაკრიტიკებულია კრიტერიუმები, კენჭისყრის პროცესი, ინტერესთა კონფლიქტის არსებული მოდელი.

    „ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები უკვე მომზადებული და გასაჯაროებულია, ყველა ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ დასკვნა არის დადებითი მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი პროექტისთვის, ცრუობს ან საკუთარ თავს იტყუებს, დასკვნა საჯაროა და ყველას შეუძლია, ნახოს, არის უმძიმესი, უმკაცრესი, ძალიან კრიტიკული შეფასებები. ის, რაც არ არის გაკრიტიკებული არის კანონპროექტის სათაური, დანარჩენი ყველაფერი კრიტიკის ქარცეცხლშია გატარებული, დარჩენილია მხოლოდ კანონპროექტის ყდა,“ – აღნიშნა ბესელიამ.