გირჩი მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში მოქალაქეებს ხმის სანაცვლოდ ანაზღაურებას სთავაზობს

Written by

in

გირჩი მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში მოქალაქეებს ხმის სანაცვლოდ  ანაზღაურებას სთავაზობს.ზურა ჯაფარიძის თქმით,ისინი გეგმავენ  ამომრჩევლის ხმები  თავიანთი კრიპტოვალუტით  იყიდონ.ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

კრიპტოვალუტის მისაღებად კი ამომრჩეველმა უნდა წარადგინოს ბიულეტენის ფოტო, სადაც მათი კანდიდატი  იქნება შემოხაზული.

გარდა ამისა, გირჩი კრიპტოვალუტას გადაუხდის მათ, ვინც მათი მაჟორიტარი კანდიდატის, ჰერმან საბოს მხარდასაჭერად მთაწმინდაზე გადაეწერება ან არჩევნების დღეს მათ დამკვირვებლად იმუშავებს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *