Category: არქივი

  • გეხვეწებით წადით, ერთ ადამიანს რატომ უდგებით მხარში- ადგილობრივი სპეცრაზმს

    ვითარება პანკისის ხეობაში უკიდურესად დაძაბულია. ადგილობრივების განცხადების ეს დაპირისპირება არ ხდება მხოლოდ ჰესის მშენებლობის გამო და ეს არის პროვოკაცია. 

    “შვილებს რატომ გვიხოცავთ? რის გულიზე? ჩუმად ხომ ვართ? ერთ ადამიანს რატომ უდგებით მხარში. გეხვეწებით, წადით” –  ამ სიტყვებით მიმართა ადგილობრივმა პანკისსში მობილიზებულ სპეცრაზმელებს. 

    „ჩვენ ველოდებოდით ამას. ჰესი არავის აინტერესებს, ჩვენ ვაინტერესებთ. ჩვენი მოკვლა, ჩვენი დახოცვა, ჩვენი ფეხებქვეშ გათელვა უნდა მეტი არაფერი. ეს არის ყველაფერი. ჰესი არავის არ უნდა, არ აინტერესებს. ერთ ადამიანს მხარში ამოუდგია ამხელა საქართველო. რომელსაც თავისთვის უნდა ეს ჰესი. იმ წყეულს, იმ დამპალს რათ უნდა საქართველო ასეთი. „ესე აწყობთ ვიღაცეებს. მთავრობაში რასაც აკეთებენ, ვერ თავსდებიან და ყურადღება ჩვენზე გადმოაქვთ. ეს ყოველთვის ასე ხდება. ერთმანეთს ჭამენ მთავრობაში ვერ რიგდებიან და ჩვენთან გადმოდიან. ესე აწყობთ ვიღაცეებს. მთავრობაში რასაც აკეთებენ, ვერ თავსდებიან და ყურადღება ჩვენზე გადმოაქვთ. ეს ყოველთვის ასე ხდება. ერთმანეთსს ჭამენ მთავრობაში ვერ რიგდებიან და ჩვენთან გადმოდიან,“-განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

  • მიუღებელია ძალადობრივი გზით ხალხზე ზემოქმედება და რამის მიღწევა – პანკისის ხეობის უხუცესი

    ვითარება პანკისის ხეობაში უკიდურესად დაიძაბა. რამდენიმე წუთის წინ პანკისის ხეობაში დამატებითი დანაყოფები შეიყვანეს. სპეცრაზმი რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს იყენებს. სამართალდამცავებს კი მოსახლეობა ქვებს ესვრის. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები ასევე საბრძოლო ჯავშანტექნიკა: „კობრა“. დაშავებულია რამდენიმე სპეცრაზმელი და ასევე რამდენიმე ადგილობრივი.

    პანკისის ხეობის უხუცესი ხაზო ხანგოშვილი აცხადებს რომ თუ ხეობაში მაინც აშენდება ჰესი მაშინ ეს ისე უნდა მოხდეს რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ამით სარგებელი მიიღოს.  ხანგოშვილი  არ იზიარებს იმ ძალადობრივ მეთოდებს რომელიც ამწუთებში პანკისის ხეობაში ხდება, და მიაჩნია რომ ასეთი საკითხების მოგვრება მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს. 

    „ყოვლად მიუღებელია ასეთი ძალადობრივი გზით ხალხზე ზემოქმედება და რამის მიღწევა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ აუცილებელია ახსნა-განმარტება და ამ კუთხით შეთანხმების მიღწევა. ყოველთვის მომხრე ვარ მოლაპარაკების.მე თვითონ ადგილზე არ ვიყავი და არ ვარ შესწრე დღეს განვითარებული მოვლენების,მაგრამ უნდა აიწონოს-დაიწონოს ყველაფერი. ჩვენი პოზიციაა, რომ თუ აქ სახელმწიფოს ინტერესებია ჩადებული და სახელმწიფო მაინც ააშენებს ამ ჰესს, მაშინ რაც შეიძლება მეტი სარგებელი უნდა მივიღოთ კომპანიისგან. კომპანია ძალიან ბევრს გვპირდება და ეს თუ შესრულდა, სხვა საკითხია, მაგრამ მაინც ხალხი გადაწყვეტს ამ საკითხს. ჩვენ უხუცესები ვართ და ასეთ აქციებში არ ვერევით“,-განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.

  • ვითარება პანკისსში უმართავია,სპეცრაზმი ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებს

    ვითარება პანკისის ხეობაში უკიდურესად დაიძაბა. რამდენიმე წუთის წინ პანკისის ხეობაში  დამატებითი დანაყოფები შეიყვანეს.   სპეცრაზმი რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს იყენებს. სამართალდამცავებს კი მოსახლეობა ქვებს ესვრის.  ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები ასევე  საბრძოლო ჯავშანტექნიკა: „კობრა“.  დაშავებულია რამდენიმე სპეცრაზმელი და ასევე რამდენიმე ადგილობრივი.  

    დღეს მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა. დაპირისპირება  კი ადგილობრივებსა და პოლიციას შორის  დღეს დილიდან დაიწყო.
    პანკისელების თქმით, ხელისუფლებამ ისინი მოატყუა, როცა ხეობაში ჩავიდა და დაჰპირდა, რომ ჰესების საკითხზე სხვადსხვა სამინისტროებთან თბილისში მოლაპარაკებები გაიმართებოდა. როგორც ისინი აცხადებენ, ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ.

  • აფეთქების სერია შრილანკის ეკლესიებში და სასტუმროებში. დაღუპულთა რიცხვმა 160–ს გადააჭარბა

    ბზობის დღესასწაულზე შრილანკას ეკლესიებში და სასტუმროებში ერთდროულად მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე  160–ს გადააჭარბა. დაჭრილია ასობით ადამიანი.
    გარდაცვლილთა შორის მინიმუმ ცხრა უცხოელია.
    ბოლო, მეშვიდე აფეთქება ცოტა ხნის წინ ერთ–ერთ სასტუმროში მოხდა. მანამდე კი აფეთქება მოხდა ექვს ადგილზე. ერთდროულად აფეთქების ხმა ქალაქების: კოხჩაიკადის, ბატიკალოას და ნეგომბოს ეკლესიებში წირვის დროს გაისმა. ასევვე სასუმროებში – შანგრილა, სინამონ გრანდი და კინგსბერი. სამივე სასტუმრო დედაქალაქ კოლომბოს ცენტრში მდებარეობს.

    სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ფოტოები, წმინდა სებასტიან ნეგომბოს ტაძრიდან, სადაც აფეთქების შედეგად ჭერი ჩამოინგრა.
    ჯერჯერობით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

  • პანკისში კვლავ მობილიზებულია სპეცრაზმი. ჰესის მშენებლობა დროებით შეჩერდა

    ამ დროისთვის ვითარება პანკისის ხეობაში შედარებით განმუხტულია, თუმცა სოფლების –ძიბახევისა და ბირკიანის მიმდებარედ კვლავ რჩება დიდი რადონებობით პოლიცია და სპეცრაზმი, საპოლიციო ტექნიკა. ადგილზე შეკრებილია ხეობის მოსახლეობაც. ისინი თელავში შეხვედრის შედეგებს ელოდებიან, რომელზეც მათი წარმომადგენლები გაუშვეს.
    ადგილზე ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ პანკისის ხეობის მცხოვრებლებს, რომლებიც „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის განახლებას ეწინააღმდეგებიან, უთხრა, რომ სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა. მან ადგილობრივებს მოუწოდა, მოლაპარაკებების მიზნით, გამოყონ რამდენიმე ადამიანი.
    მინისტრის მოადგილემ ადგილობრივები გააფრთხილა, რომ ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება.
    მოლაპარაკების შეთავაზებამდე დღეს დილით პანკისის ხეობაში დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. მოსახლეობამ სპეცრაზმს ქვები დაუშინა. პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
    განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები ხეობაში ჯერ კიდევ გუშინ შეიყვანეს. დღეს დილიდან კი მდინარე ალაზანზე ჰესის მშენებლობის განახლება იგეგმებოდა, რასაც ადგილობრივების პროტესტი და პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.
    მდინარე ალაზანზე ჰიდროელექტროსადგურის „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.
    მშენებლობის განახლებამდე და პოლიციის შესვლამდე, 18 აპრილს, პანკისის ხეობაში იმყოფებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
    პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა.
    პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“ – ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.
  • პანკისის ხეობაში ვითარება დაიძაბა. მობილიზებულია პოლიციის ძალები

    დღეს დილიდან  პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო. მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები იმყოფებიან. ადგილობრივებმა მათ ქვები დაუშინეს.

    პანკისელების თქით, ხელისუფლებამ ისინი მოატყუა, როცა ხეობაში ჩავიდა და დაჰპირდა, რომ ჰესების საკითხზე სხვადსხვა სამინისტროებთან თბილისში მოლაპარაკებები გაიმართებოდა. როგორც ისინი აცხადებენ, ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ.

    პანკისის ხეობაში საპოლიციო ძალების მობილიზაცია დაიწყო.

    ხეობაში მიმდინარე მოვლენებს და დაძაბულობას შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიცია სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს კანონის ფარგლებში აღკვეთს.

    “ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, განთავსებულია პოლიციელთა შესაბამისი რაოდენობა. შესაძლო დაპირისპირების, ან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, მოჰყვება დაუყოვნებლივი რეაგირება და იქნება აღკვეთილი,”-აღნიშნულია განცხადებაში.

  • მამა, რომელმაც 5 თვის ჩვილი კედელს მიანარცხა დაკავებულია

    25 წლის დავით სარალიძეს, რომელმაც  ფეხმძიმე ცოლს სცემა, ჩხუბის დროს კი 5 თვის ჩვილი კედელს მიანარცხა, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  დაზიანებები მიიღო, ბავშვი ხელში ბებიას ეჭირა, გაწევ-გამოწევის დროს პატარა კედელს მიანარცხეს.
    შემთხვევა დადიანის 104 ნომერში მოხდა. ნასვამმა მამაკაცმა 6 კვირის ორსული ცოლი სცემა, 5 თვის ბავშვი კი, რომელიც ხელში ბებიას ეჭირა გაწევ–გამოწევის დროს კედელს მიანარცხა. ბავშვი იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 19 აპრილს გამთენიისას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. ჩვილი ინტენსიური მედიცინის განყოფილებაში გადაიყვანეს. ტომოგრაფიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბიჭს დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული, მოტეხილი აქვს მარჯვენა თხემის ძვალი. სავარაუდოდ, მამამ ბავშვი კედელზე იმ სიძლიერით მიანარცხა, რომ ქალატვინის დაზიანება მიიღო.

    ინციდენტის ადგილას დავით სარალიძის დედა და სიდედრიც იმყოფებოდნენ. ისინი საკუთარი თვალით უყურებდნენ, როგორ სცემდა 25 წლის მამაკაცი 6 კვირის ორსულ ცოლს და როგორ გაიმეტა ერთადერთი შვილი.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლიდან ახალგაზრდა ქალი ძალადობის მსხვერპლი ხშირად იყო, რაზეც დაკავებული ქმრის მშობლები დუმდნენ.

    დაკავებული ახალგაზრდა დანაშაულს აღიარებს. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, გამოძიების პროცესში იმ პირთა ბრალეულობაც გამოიკვეთოს, რომლებმაც ოჯახური ძალადობის არაერთი ფაქტი დამალეს.

    5 თვის ჩვილს მეთვალყურეობას, ექიმებთან ერთად, საკუთარი დედაც უწევს. ახალგაზრდა გოგო, რომელიც თავადაც ძალადობის მსხვერპლი გახდა, ბავშვის რთული მდგომარეობის გამო კლინიკაში რეაბილიტაციისთვის არ დარჩა. მას სახეზე და მთელს სხეულზე ათობით სისხლნაჟღენთი აქვს. 

  • ქობულეთში მაღაზიიდან შესაწირი ყუთი მოიპარეს

    ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში გვიან ღამით  მაღაზია გაქურდეს. სოფელი ტაძრის მშენებლობისთვის თანხას აგროვებდა, შესაწირი ყუთი კი მაღაზიაში იყო განთავსებული, რომელიც მძარცველებმა წაიღეს. შესაწირ ყუთში დაახლოებით 700 ლარი იყო, ქურდებმა ასევე საკვები პრუდუქტებიც წაიღეს. 

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

  • ეკონომიკის ახალმა მინისტრმა 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობას 35 000 ლარი შეწირა

    ეკონომიკის ახალმა მინისტრმა, ნათია თურნავამ 2012 წლის აგვისტოში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 35 000 ლარი შესწირა. ინფორმაციას ამის შესახებ ტაბულა ავრცელებს.
    ნათია თურნავა 2000–2006 წლებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. შემდეგ კერძო სექტორში გადაინაცვლა, სადაც 2000 წელს დაინიშნა. მან თანამდებობა ვარდების რევოლუციის შემდეგაც შეინარჩუნა, 2006 წლის ბოლოდან კი კერძო სექტორში გადაინაცვლა და 2006-2013 წლებში  საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. 2013 წლიდან 2018 წლამდე თურნავა ბიძინა ივანიშვილის დაარსებული საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, ვიდრე კვლავ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს დაუბრუნდებოდა. 2019 წლის 18 აპრილს კი ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია შეცვალა.
  • ათივე შვილი ჩვენია, 6 სუროგაციით გვყავს გაჩენილი- უკრაინის მოქალაქე

    „ათივე შვილი ჩვენია, 6 სუროგაციით გვყავს გაჩენილი. უკრაინის მოქალაქე ვარ, სოხუმში ბინა ვიქირავეთ და იქ ვაპირებდით საცხოვრებლად გადასვლას. არანაირ ტრეფიკინგს ადგილი არ ჰქონია. ჩემი ოჯახი საქართველოში უკვე 10 დღეა, რაც იმყოფება. ისინი თბილისიდან ზუგდიდის გავლით აპირებდნენ აფხაზეთში გადასვლას და დოკუმენტების მოწესრიგებას ელოდებოდნენ. ახლა რუსეთში ვარ და ვაპირებ აფხაზეთში ჩავიდე,“ – განცხადება უკრაინის მოქალაქემ გააკეთა, რომლის მეუღლის წინააღმდეგაც ზუგდიდში  ტრეფიკინგის ბრალდებით გამოძიება დაიწყო

    გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანები უკრაინის მოქალაქეები არიან და ბინა რამდენიმე დღით მათმა მეურვემ იქირავა. უკრაინის მოქალაქე ამტკიცებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან. თუმცა ადგილობრივებს ეჭვი აქვთ რომ ქალს ბავშვები აფხაზეთში გასაყიდად გადაყავდა.ტრეფიკინგის ბრალდებას უარყოფს მამაკაცი და აცხადებს, რომ ბავშვების მამაა.

    „ათივე შვილი ჩვენია, 6 სუროგაციით გვყავს გაჩენილი. უკრაინის მოქალაქე ვარ, სოხუმში ბინა ვიქირავეთ და იქ ვაპირებდით საცხოვრებლად გადასვლას. არანაირ ტრეფიკინგს ადგილი არ ჰქონია. ჩემი ოჯახი საქართველოში უკვე 10 დღეა, რაც იმყოფება. ისინი თბილისიდან ზუგდიდის გავლით აპირებდნენ აფხაზეთში გადასვლას და დოკუმენტების მოწესრიგებას ელოდებოდნენ. ახლა რუსეთში ვარ და ვაპირებ აფხაზეთში ჩავიდე,“ – განაცხადა უკრაინის მოქალაქემ.

    ზუგდიდში ინტოქსიცირებული 10 ბავშვის თანმხლებ ქალთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.