Category: არქივი

  • გიორგი გახარიას პარლამენტში 3 მაისს მოუსმენენ

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტშია დაბარებული. გიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანოში 3 მაისს მოუსმენენ.

    გახარია დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგება და მათ შეკითხვებს უპასუხებს.

  • როდის გამოიდარებს საქართველოში-უახლოესი დღეების პროგნოზი

    გარემოს ეროვნული საანგენტოს ინფორმაციით, 22-23 აპრილს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10,+15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

    24 აპრილს ტემპერატურა კი +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

    25-28 აპრილს სითბოს ფონზე ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთ საქართველოში +24, +29 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი +21, +26 გრადუსამდე დათბება.

    რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 22 აპრილს ცივი, წვიმიანი და ნისლიანი ამინდი იქნება. 23-24 აპრილსმოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

    თბილისში 25 აპრილიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსამდე დათბება.

  • ზურაბიშვილმა ზელენსკის გაპრეზიდენტება მიულოცა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ  ზელენსკის   უკრაინის პრეზიდენტად არჩევა,ხოლო  უკრაინელ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მიულოცა.

    ზურაბიშვილმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე  დაწერა, რომ ელის უკრაინის ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად.

    შეგახსენებთ, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური  21 აპრილს გაიმართა. ვლადიმერ ზელენსკიმ დამაჯერებელი გამარჯვება 73.09 %-ით მოიპოვა.

  • შრი-ლანკაზე მომხდარ ტერაქტს დანიელი მილიარდერის 3 შვილი ემსხვერპლა

    შრი-ლანკაში მომხდარი  აფეთქებების შედეგად  დანიის უმდიდრესი ბიზნესმენის ადამიანის შვილებიც დაიღუპნენ.

    ტერაქტს ანდერს ჰოლჩ პოვლსენის სამი შვილი ემსხვერპლა.

    მილიარდერი ცოლთან და  4 შვილთან ერთად  შრი-ლანკაში სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით გაემგზავრა.

    შეგახსენებთ, რომ აფეთქება კვირა დღეს შრი ლანკაში ეკლესიებსა და სამ სასტუმროში მოხდა. აფეთქებების დროს ეკლესიებში აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

    ცოტა ხანში კიდევ ორი აფეთქება მოხდა. ერთი ზოოპარკთან, ხოლო ერთი პოლიციის რეიდისას, რასაც 3 სამართალდამცავის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    შრი-ლანკაზე მომხდარი 8 ტერაქტის  შედეგად 290 ადამიანი დაიღუპა და 500-ზე მეტი დაშავდა.

    ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, მომხდარის გამო დაკავებულია 24 ადამიანი.

    თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია, ტერაქტის რეალური დამკვეთის ვინაობა.

  • “ძალიან ბევრ რამეზე ამეხილა თვალი”- ზაზა სარალიძის სკანდალური განცხადება

    “ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი სახელი საზოგადოების თვალში “ნაცებთან” გაიგივდა! ბოლო დროს, ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე”- ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ გაზეთ ასავალ-დასავალთან ინტერვიუში გააკეთა.
    „გამოსავალი არ არის ხელისუფლების ხშირი ცვლილება. ხალხმა ხელისუფლება კი არ უნდა გადავაყენოთ, არამედ ვაიძულოთ, შეცდომა გამოასწოროს და მთელი თავისი ძალისხმევა სამართლიანობასა და კანონის სამსახურში ჩააყენოს“, – აცხადებს სარალიძე.
    ზაზა სარალიძე უკვე ორი თვეა, პარლამენტის შენობასთან კარვების აქციაში აღარ მონაწილეობს.
    გარდა ამისა, ზაზა სარალიძე კატეგორიულად უარყოფს „ნაციონალური მოძრაობასთან” რაიმე კავშირს და ამასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
    „იმ პერიოდში, როცა აქციები დაიწყო, ნამდვილად არ მქონდა იმის გაკონტროლების ძალა, ვინ რა მიზნით დადგებოდა ჩემ მხარდასაჭერად. არასდროს მქონია შეხება პარტიის ლიდერებთან, ვიდრე ერთადერთხელ არ მივმართე დასახმარებლად. ჩემი ბრძოლა არასდროს ყოფილა მიმართული რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ერთი უბრალო გლეხკაცი ვარ და მხოლოდ ჩემი ოჯახის მიმართ სამართლიანობის აღდგენა მაინტერესებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი სახელი საზოგადოების თვალში “ნაცებთან” გაიგივდა! ბოლო დროს, ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე. ამ აქციებიდან გამომდინარე, ჩემ წინააღმდეგ ლაფის ნიაღვარი წამოვიდა, რაც ჭკუის სასწავლებლად მივიღე, აი, თუნდაც, თქვენი გაზეთის კრიტიკულმა შეფასებებმა ჩემი მოქმედება სხვა კუთხიდან დამანახა და თვალი ბევრ რამეზე ამიხილა! თქვენი გაზეთი მაძლევს საშუალებას, შევიტყო, რას ფიქრობს ჩემზე საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი“, – აცხადებს სარალიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
    „ძალიან გავღიზიანდი, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორობა დამაბრალა. ვიცი, რომ ამ ინტერვიუს წაიკითხავს და თქვენი გაზეთით მივმართავ, ბატონო ბიძინა, შეცდომაში ხართ შეყვანილი, არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი და, მით უმეტეს, კოორდინატორი“, – მიმართა სარალიძემ ივანიშვილს.
    ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება შვიმკვდარი მამის პოზიციის რადიკალური ცვლილებები, ამასთან დაკავშირებით სარალიძე კომენტარს არ აკეთებს.

  • იმერეთში თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმი ჩატარდა

    თიბისის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში მასშტაბური ბიზნესფორუმების სერია გრძელდება. აჭარის შემდეგ თიბისის ბიზნესკლიენტები ამჯერად უკვე იმერეთში შეიკრიბნენ. ღონისძიება წყალტუბოში ჩატარდება და მასში იმერეთის რეგიონში მოქმედი ბიზნესების 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
    ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს. 9 სპიკერი თიბისის ბიზნესკლიენტების წინაშე სხვადასხვა თემით წარდგა: ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, თიბისი ბანკის კორპორატიული მომსახურება რეგიონებში, თანამედროვე ტენდენციები ბიზნესში, კულტურა 3.0, მაკროეკონომიკური მიმოხილვა, „სილავმარკე“, IFRS for SME, საგადასახადო სიახლეები და გარემო ბიზნესისთვის, მოტივაცია გაყიდვებში.
    ამის შემდეგ, ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვორქშოპებს დასწრებოდნენ და მათთვის საინტერესო ისეთ საკითხებზე მიეღოთ ინფორმაცია, როგორებიცაა: სოციალური მედიის მართვა, სასტუმროების მენეჯმენტი, ახალი ტექნოლოგიები, ფინანსები და სხვა.
    თიბისის ბიზნესფორუმების მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ბიზნესების წარმომადგენლებისთვის აქტუალური და საინტერესო ბიზნესსიახლეების გაცნობა და ზოგადად, ქვეყნაში ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
    ბიზნესფორუმი აჭარისა და იმერეთის შემდეგ უკვე საქართველოს სხვა რეგიონებში გაიმართება.
    თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმების პარტნიორია „ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის“ (EFSE).

  • პანკისელები გახარიას მუქარას, მუქარითვე პასუხობენ

    პანკისის ხეობის მაცხოვრებლები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გუშინდელ მუქარას, მუქარითვე პასუხობენ.

    ადგილობრივების თქმით, თუ პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა, პანკისელები კიდევ ერთხელ გამოვლენ ქუჩაში, ამჯერად საკუთარი თანასოფლელების დასაცავად.

    პანკისის ხეობის მკვიდრი, ლეილა აჭიშვილის განცხადებით, ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანა და ძალის გამოყენება შესაძლოა, იყოს პროვოკაცია, რომელიც ვითარების დაძაბვას ემსახურება.

    „გუშინ, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ეს იყო დიდი შეცდომა. თავის ხალხს არ უნდა ელაპარაკოს ტყვიების და გაზის ენით, იმიტომ, რომ რა დავაშავეთ ჩვენ, რატომ გახდა საჭირო სპეცრაზმის შემოყვანა. ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ძალიან ნაკლებად აქვს კომუნიკაცია ხელისუფლებას ხალხთან. გარკვეულ ჯგუფებთან შეხვედრა ვერ მოიტანს ვერაფერ სარგებელს, შეხვედროდნენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ჰქონოდათ ჩვენთან კომუნიკაცია, იქნებ გაგვეგო რას გვეუბნებიან და იქნებ წამოვსულიყავით იმ პირობებზე ნაწილობრივ მაინც, მომხდარიყო კომუნიკაცია ჩვენს შორის და დადებითად გადაწყვეტილიყო, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ეს იყო ბრძოლის ველი, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რაც არავინ ინტერესში არ შედიოდა,“ – ამბობს აჭიშვილი.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების მუხლებით დაიწყო.

    ამ დროისთვის, პანკისის ხეობაში მცირე შემადგენლობით კვლავაც რჩებიან საპოლიციო ძალები.

  • ზელენსკის გამარჯვება იანუკოვიჩმა მიულოცა

    შოუმენ ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა ქვეყნის  ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა.

    მისი მილოცვა ფეისბუქით  იანუკოვიჩის პრესმდივანმა გაავრცელა.

    იანუკოვიჩი წერს, რომ უკრაინელებმა ზელენსკის პრეზიდენტის თანამდებობა ჩააბარეს ქვეყნის ისტორიაში უმძიმეს დროს, როცა უკრაინელი ხალხი გახლეჩილია და ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა.
    ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე იანუკოვიჩი პასუხისმგებლობას  პრეზიდენტ პოროშენკოს აკისრებს.

    ვიქტორ იანუკოვიჩმა  ახალ პრეზიდენტს წარმატება უსურვა.

    ვიქტორ იანუკოვიჩი ბრალდებულია სახელმწიფოს ღალატში,  უკრაინის სასამართლომ მას   13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იგი ამჟამად რუსეთში იმყოფება.

  • ბათუმში ოპოზიცია პროტესტს აგრძელებს

    “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ჯელალ ქიქავა, ბათუმის მერის კაბინეტთან პროტესტს აგრძელებს.

    ქიქავა მერიის სამსახურების, აიპებში დასაქმებულთა სიებს ითხოვს. მისი განცხადებით, საკრებულოებისა და ბათუმის მერიის მაღალჩინოსნებს საკუთარი ნათესავები ჰყავთ დასაქმებული.

    ქიქავას თქმით, მათ შორის ერთ-ერთი ირაკლი პატარიძეა.

    “დეპუტატ პატარიძის, იგივე “ტერენტიჩის” მამა ბოლო ერთი წელია მაღალ თანამდებობას იკავებს ბათუმის წყალში. აიპებში არის ნეპოტიზმი, სწორედ ამიტომ არ გვაწვდიან სიებს. საკრებულოს სხდომაზე რომ განაცხადეს, გადავეცითო, სიცრუეა, მხოლოდ ავტოტრასპორტიდან მოვიდა სია, ისიც თანამდებობრივი. სანამ სიებს არ მოგვცემენ, აქ ვიქნებით და მერს კაბინეტში არ შევუშვებთ”, – განაცხადა ქიქავამ.
    ოპოზიციონერი დეპუტატის  ბრალდებებს უპასუხა ბათუმის საკრებულოს წევრმა ირაკლი პატარიძემ.

    “საამაყო მამა მყავს, ის დიახ მუშაობს ბათუმის წყალში. ერთ-ერთი მოწინავე თანამშრომელია. 8 თვეა რაც სანიაღვრე განყოფილებაშია დასაქმებული. აიპებში ოპოზიციის ახლობლები და მათი ოჯახის წევრებიც მუშაობენ. ჩვენ მათზე დევნა არ დაგვიწყია. ნეპოტიზმი არაფერ შუაშია, ყველა იქ თავისი დამსახურებით არის, მათ შორის მამაჩემიც. ბრიფინგი ვინც ჩაატარა ეს ადამიანი შეურაცხადია, ის აჭარის სირცხვილია”, – განაცხადა  პატარიძემ.

    შეგახსენებთ, 12 აპრილს ბათუმის საკრებულოში ნეპოტიზმთან დაკავშირებულ ბრალდებებს დაპირისპირება მოჰყვა.
    “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

  • მამუკა ბახტაძე ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩვნებში გამარჯვებას ულოცავს.

    განცხადება მამუკა ბახტაძემ საკუთარ ტვიტერის გვერდზე გააკეთა.

    “ვულოცავ ახლადარჩეულ პრეზიდენტს, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას თავის მშვიდობიან და დემოკრატიულ გადაწყვეტილებებში”-აღნიშნულია ბახტაძის მილოცვაში.