Category: არქივი

  • ზესტაფონში ტყვიის შემცველობა გაზომეს

    სპეციალისტებმა ქალაქ ზესტაფონში მე-7 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერის, ნიადაგისა და წყლის სინჯები აიღეს.ატმოსფერულ ჰაერში სინჯების აღება სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით განხორციელდა.

    აღებული სინჯები შემდგომი ანალიზისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა და მიღებული შედეგები უახლოეს დღეებში ეცნობება საზოგადოებას.

    საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს რეგიონებშიც აფართოებს.

    კვლევის შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსდება.

  • რუსთავში 15 წლის გოგონას ეძებენ

    რუსთავში 15 წლის გოგონას ეძებენ. ოჯახმა გოგონას გაუჩინარების შესახებ პოლიციას მიმართა, შესაბამისად დაწყებულია სამძებრო სამუსაოები.

    ამ დროისთვის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.  მიმდინარეობს გამოძიება.

  • “პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია”-სალომე ზურაბიშვილი

    “პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია”, – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პანკისის ხეობაში  გუშინ განვითარებულ მოვლენებს დღეს გამოეხმაურა.

    პრეზიდენტის თქმით, უნდა მოხდეს ხეობაში ვითარების დასტაბილურება.

    „პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია, მით უმეტეს მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანა. მისასალმებელია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება.რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის მიზეზს, ან ერთ-ერთ მიზეზს, ჰესის მშენებლობას, აქ მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა სჭირდება. მაგრამ, ამავე დროს აუცილებელია ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა. ვიმედოვნებ, მომავალში სწორედ ამ კრიტერიუმებით ვიმოქმედებთ და ასე განვახორციელებთ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • როგორ უკავშირდება პანკისის მოვლენები ბიძინა ივანიშვილს.ჰესის მშენებელი კომპანია ივანიშვილის პარტნიორია

    რატომ შეიყვანა შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისში სპეცრაზმი კერძო ჰესის მშენებლობის დასაცავად და გააკეთებდა თუ არა იგივეს, მშენებელი კომპანია რიგითი კომპანია რომ ყოფილიყო და არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთან დაკავშირებული.

    ამ ინტერესების და პანკისში მშენებარე ჰესის ივანიშვილთან კავშირის აღმოჩენა რთული სულაც არ არის.

    შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ შსს–ს ოფიციალურად მიმართა ეკონომიკის სამინისტრომ და მათ უსაფრთხოების მიზნით მხარდაჭერა ითხოვეს, რადგან გუშინ ჰესის მშენებლობა იწყებოდა. შსს–მ როგორც გახარია ამბობს, მშენებლებს 35 პოლიციელი გაააყოლა, რომლებსაც შსს–ს ინფორმაციით ადგილობრივი მოსახლეობა თავს დაესხა. დრამატული მოვლენები პანკისში ამის შემდეგ განვითარდა.
    პანკისის ხეობაში მცირე ჰესს – “ხადორი 3“–ს კომპანიები – „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ აშენებენ.
    ეკონომიკის სამინისტროში ამობობენ, რომ მათ უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვის მოთხოვნით ინვესტორმა კომპანიამ მიმართა, ეკონომიკის სამინისტრომ კი ეს ინფორმაცია შსს–ს მიაწოდა.
    რატომ გამოყო პოლიციამ გაძლიერებული ძალები კერძო კომპანიის მოთხოვნით და მოიქცეოდა თუ არა ასევე, იგივე მოთხოვნით სხვა კომპანიებს რომ მიემართათ.
    ჰესის მშენებელი კომპანიების სადამფუძნებლო დოკუმენტებში ჩახედვის და მცირე მოკვლევის შედეგად იკვეთება ის გარემოებები, რომლის გამოც სავარაუდოდ შსს–მ პანკისში ჰესის მშენებლობის დასაცავად ძალები არ დაზოგა.
    ჰესის მშენებელი კომპანიები ბიძინა ივანიშვილს და მისი თანაინვესტირების ფონდის პარტნიორები არიან, თუმცა სხვა პროექტში.
    ვნახოთ , რა კავშირი აქვს პანკისში მშენებარე ჰესს ბიძინა ივანიშვილთან და მის ინტერესებთან:
    საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ჩანს, რომ შპს ფერის დამფუძნებლები იოსებ მჭედლიშვილი და კახაბერ შევარდნაძე არიან. დირექტორი კი მერაბ იორდანიშვილი.
    რაც შეეხება ჰესის მშენებელ კიდევ ერთ კომპანიას – ალაზანი ენერჯის მისი მესაკუთრე და 100% წილის მმართველი ლაშა იორდანიშვილია, რომელიც იმავე მისამართზე ცხოვრობს, რომელზეც მერაბ იორდანიშვილი და დაბადების წლებს თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ მისი შვილია. ეს კომპანია 2016 წლის 13 სექტემბერს არის დარეგისტრირებული. მისი დირექტორი გიორგი გოგავაა.
    პერსონები, რომლებიც ამ ორ შპს–ში ფიგურირებენ, კიდევ ერთი ენერგოკომპანიის ხელმძღვანელობაში გვხვდებიან. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით სს ონის კასკადის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: თავმჯდომარე – იოსებ მჭედლიშვილი. თავმჯდომარის მოადგილე – კახაბერ შევარდნაძე. ონის კასკადის დირექტორი კი ალაზანი ენერჯის 100% იანი წილის მფლობელი ლაშა იორდანიშვილია.
    სწორედ ონის კასკადის პროექტშია ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის პარტნიორი შპს ფერი. თანაინვესტირების ფონდის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ონის კასკადის პროექტი მდინარე რიონზე 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 177 მეგავატია.

    პროექტის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების ეტაპი უკვე დასრულებულია და ის მშენებლობის ეტაპზე გადადის. მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2021 წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება. ვებგვერდზე მითითებულია, რომ პროექტის 55% საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის, 45% კი სამშენებლო კომპანია “ფერის“.
    თანაინვესტირების ფონდი საქართველოში უმსხვილეს პროექტებს ახორციელებს, რომელთაგან უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. მათ შორის არის: გალერეა თბილისი, პანორამა თბილისი: შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო თავისუფლების მოედანზე და სასტუმრო სოლოლაკი ჰილსი. სასტუმრო პარაგრაფი შეკვეთილში, სასტუმრო განმუხური, ჰაიდელბერგ ცემენტი და სხვა.
  • “აუცილებლად ჩამოინგრევა და ჩახერგავს გზატკეცილს” -ვითარება წყნეთის გზატკეცილზე

    წყნეთის გზატკეცილი შესაძლოა ჩაიხერგოს- ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს. როსტომაშვილი სოციალურ ქსელში  ფოტოების აქვეყნებს, სადაც ჩანს რომ მეწყერის შემაკავებელი ნაგებობა დაზიანებულია. 

    “მეწყერის შემაკავებელი საინჟინრო ნაგებობა წყნეთის გზტკეცილზე კატასტროფულ მდგომარეობაშია!
    95% სიზუსტით შემიძლია ვთქვა, რომ სეზონური წვიმების პერიოდში (მაისის ბოლოდან, ივნისის შუა რიცხვებამდე) აუცილებლად ჩამოინგრევა და ჩახერგავს თბილისი – წყნეთის ცენტრალურ გზატკეცილს. დაუყოვნრბლივ საგანგებო ზომებია მისაღები.
    ფოტოზე კიდევ კარკად არ ჩანს რეალური მდგომარეობა.”-აცხადებს როსტომაშვილი.

  • ეკონომიკის სამინისტრო პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პანკისის ხეობაში  ჰესების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეკონომიკის სამინისტრომ ჰესების მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თავად მიმართა.

    ამასთან, განცხადებაში საუბარია, რომ  სამინისტროს განმარტებით, ხეობაში მცირე ჰესების პროექტის განხორციელება სარგებელს მოიტანს.

    “გვსურს, გამოვეხმაუროთ პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებს და აღნიშნულ საკითხზე ამომწურავი განმარტება გავაკეთოთ.

    2017 წელს საქართველოს მთავრობამ მცირე ჰესების – „ხადორი 3“ – ის და „სამყურაწყალი 2“ -ის ინვესტორ კომპანიას, შპს „ალაზანი ენერჯის“ მხოლოდ მას შემდეგ გაუფორმა მემორანდუმი და გასცა მშენებლობის ნებართვა, რაც ყველა სახელმწიფო უწყებამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროექტი დადებითად შეაფასა. ასევე შესრულდა კანონით დადგენილი ყველა პროცედურა, რომელიც მსგავსი პროექტის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ითვალისწინებს.

    აღსანიშნავია, რომ „ალაზანი ენერჯის“ დამფუძნებელია ქართული კომპანია შპს „ფერი“, რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს, განხორციელებული აქვს მრავალი ენერგეტიკული ობიექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მათ შორის, ჰიდროელექტროსადგური პანკისის ხეობაში. კომპანიის მესვეურები კარგად იცნობენ ხეობის თავისებურებას. ამასთან, კომპანია ხეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.

    ამდენად, „ალაზანი ენერჯის“ ხელმძღვანელობამ თავიდანვე აქცენტი აიღო ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგზე და 2017 წლიდან დღემდე სხვადასხვა ფორმატში არაერთი შეხვედრა გამართა პროექტის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების პოზიტიურად ჩამოყალიბების მიზნით. კომპანიის მხრიდან აღნიშნული კომუნიკაციის ფარგლებში მოხდა „სამყურაწყალი 2“ – ის ჰესის პროექტის ოპტიმიზაცია და მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე უარი ითქვა კაშხლის აშენებაზე. შედეგად, როგორც „ხადორი 3“, ასევე „სამყურაწყალი 2“ გარემოსთვის მაქსიმალურად უვნებელ ჰიდროსადგურებად ჩამოყალიბდა.

    2019 წლის 19 აპრილს ინვესტორმა კომპანიამ შპს “ალაზანი ენერჯიმ“, რომელიც გეგმავდა ჰესის მშენებლობის დაწყებას, წერილობით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ითხოვა დახმარება, რათა სამინისტროს მოეხდინა სამშენებლო სამუშაოების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

    გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ, არსებობდა მსგავსი პრეცედენტები, მათ შორის, საქართველოს სხვა რეგიონებში მიმდინარე პროექტებშიც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შემდგომი რეაგირებისთვის მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაცული ყოფილიყო მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოება.

    მცირე ჰესების პროექტის განხორციელება პანკისის ხეობის მოსახლეობას შემდეგ სარგებელს მოუტანს: მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება არანაკლებ 100 ადგილობრივი მოსახლე, ხოლო ჰიდროსადგურების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, 50 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. კომპანია ასევე უზრუნველყოფს ახალგაზრდების გადამზადებას, რაც მათ სამომავლოდ სხვა ჰესებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

    გარდა ამისა, ინვესტორი კომპანია ვალდებულებას იღებს, ხეობისა და ჰესის სიახლოვეს განლაგებული დასახლებების სასარგებლოდ, სოციალურ პროექტებს განახორციელებს. ამავე დროს, ინვესტიციას დააბანდებს ელექტროგადამცემ ქსელებში, რაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს გააუმჯობესებს. ყოველივე დადებითად აისახება ხეობის სოფლებში მიკრო და მცირე ბიზნესის, მათ შორის, ტურისტული ობიექტების გამართულ ფუნქციონირებაზე.

    ინვესტორი ასევე ვალდებულებას იღებს, შექმნას ადგილობრივი სათემო განვითარების ფონდი, რომლის ანგარიშზეც ყოველწლიურად 120,000 ლარს შეიტანს. პროექტებს, რომლებიც აღნიშნული ფონდიდან დაფინანსდება, ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პირები შეარჩევენ.

    ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია ის, რომ აღნიშნული პროექტი ავითარებს ე.წ. მწვანე ენერგეტიკას, რომელიც გარემოზე მინიმალურად ზემოქმედებს. ბოლო წლებში საქართველოში მიღებული კანონმდებლობის თანახმად, რომელიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება, ნებისმიერი ენერგეტიკული ობიექტის ასაშენებლად ინვესტორს ნებართვა მხოლოდ უმკაცრესი გარემოსდაცვითი ექსპერტიზის შედეგად ეძლევა.

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიესალმება დიალოგის გზით პანკისის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსესუსის მიღწევას”, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

  • კილიან მბაპემ რეალში შესაძლო ტრანსფერზე და ზიდანის დაბრუნებაზე ისაუბრა

    პარიზული კლუბის ახალგაზრდა თავდამსხმელმა მადრიდის რეალში გადასვლაზე ამომწურავი კომენტარი გააკეთა: “პარიზში ვრჩები. მიუხედავად ყველაფრისა, მადრიდის “რეალის” ინტერესით ბედნიერი ვარ. ზიდანის დაბრუნებით გახარებული ვარ, მივყვები მათ, როგორც გულშემატკივარი,” – თქვა მბაპემ Canal+–თან საუბრისას.

    20 წლის კილიანი პსჟ-მ მონაკოდან 200 მილიონად შეიძინა. მას შემდეგ არ წყდება ჭორები იმის თაობაზე, თუ სად გაგრძელდება მისი სამომავლო კარიერა. ამის მიზეზი კი მისი ფენომენალური სტატისტიკაა. მიმდინარე სეზონში საფრანგეთისს ნაკრების შემტევმა 40 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.

  • აგროდაზღვევა ფერმერებს სტიქიური მოვლენებისგან იცავს

    თიბისი დაზღვევა ფერმერებს მოსავლის დაზღვევას სთავაზობს. აგროდაზღვევის პროგრამა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება, დაზღვევის ღირებულების 50%-ს სახელმწიფო ფარავს ვაზის კულტურის შემთხვევაში, ხოლო სხვა კულტურებზე თანადაფინანსება 70%-ია.

    აგროდაზღვევა ფერმერებს იცავს იმ მოულოდნელი ხარჯებისგან, რომელიც შეიძლება სტიქიური მოვლენების შედეგად მოსავლის განადგურებას მოჰყვეს. აგროდაზღვევა აზღვევს მათ შემდეგი რისკებისგან: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. დაზღვეული კულტურებია: მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი და ვაზი.

    აგროდაზღვევის ღირებულება კულტურების მიხედვით იცვლება და 1 ჰექტარზე ფერმერის გადასახდელი თანხა 25 ლარიდან იწყება. ფერმერს აგროდაზღვევის ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, სესხით სახითაც შეუძლია.

    სერგი ხიზანიშვილი, თიბისი დაზღვევის საბანკო დაზღვევის მენეჯერი:
    „საქართველოში სამწუხაროდ ხშირია ისეთი სტიქიური მოვლენები როგორიცაა სეტყვა, ქარიშხალი ან წყალდიდობა. ეს ყველაფერი იწვევს მოსავლის ნაწილობრივ ან სრულ განადგურებას და ფერმერები ვეღარ იღებენ იმ შემოსავალს, რის მიღებასაც ვარაუდობდნენ მოსავლის აღების შემდეგ. ამ ყველაფრისგან თავის ასარიდებლად დაზღვევა საუკეთესო საშუალებაა, რაც ფერმერს იცავს გაუთვალისწინებელი მოვლენებისგან გამოწვეული ფინანსური ზარალისგან. სამწუხაროდ, სტიქიური მოვლენების კონტროლის შესაძლებლობა არ არსებობს, ამიტომ არსებობს იაფი და მარტივი აგროდაზღვევა, რომელიც სასარგებლოა ყველა ფერმერისათვის.“

    2018 წელს აგროსექტორში სადაზღვევო სფეროს მიერ ანაზღაურებულმა თანხამ 6 მილიონი ლარი შეადგინა.
    სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მცხოვრები მალხაზ ლეკიაშვილი ერთ-ერთია, ვინც გასულ წელს თიბისი დაზღვევაში ვაზი დააზღვია. 4 ჰექტარზე მსხმოიარე რქაწითელის 40% სეტყვამ სექტემბერში გაუნადგურა.

    მალხაზ ლეკიაშვილი, სიღნაღის მცხოვრები:
    „ერთი კვირით ადრე, ვიდრე რთველი დაიწყებოდა, სოფელში სეტყვა მოვიდა და ყურძენი გამინადგურა. მივმართე თიბისი დაზღვევას. მეორე დილით მოვიდა ორი ახალგაზდა, შეამოწმეს და დაადგინეს, რომ 40% იყო დასეტყვილი. მითხრეს, დავლოდებოდით რთველის დასრულებას, რადგან სეტყვა არ იყო გამორიცხული. რთველი რომ დამთავრდა, ზარალი ამინაზღაურეს, რამაც 4700 ლარი შეადგინა. ზარალი ამინაზღაურეს კილოგრამი ყურძნის საბაზრო ფასის – 80 თეთრის შესაბამისად“, – ამბობს ფერმერი.
    მალხაზ ლეკიაშვილს დღეს ვენახი უკვე 14 ჰექტარზე აქვს გაშენებული და ყურძნის დაზღვევას კვლავ აპირებს. წელს ის რქაწითელს 80 თეთრად, ხოლო საფერავს 1,5 ლარად დააზღვევს.

    აგროდაზღვევა ხელმისაწვდომი გახდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსების შედეგად, ამით დაზღვევა იმ ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ვისაც მცირე მეურნეობა აქვთ. აგროდაზღვევის შეძენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვინც ამუშავებს მიწას და მოყავს მოსავალი. სავალდებულოა, მიწა რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში და დასაზღვევი ნაკვეთი არ აღემატებოდეს 5 ჰექტარს ან 30 ჰექტარს მარცვლეული კულტურის შემთხვევაში. თუ მომხმარებელი ამ სახელმწიფო პროგრამის რაიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც დაეზღვიოს. განსხვავება ის არის, რომ სადაზღვევო პრემიის 100%-ს ფერმერი გადაიხდის.

    აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის რეგიონალურ ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

  • სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია CBS-ს შეცდომის გამოსწორებისკენ მოუწოდებს

    “მოვუწოდებთ CBS-ს და შოუს  სცენარისტებს, პატივისცემით მოეკიდონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”- ეს განცხადება  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ გააკეთა.

    ზურაბიშვილი ტელეკომპანია CBS-ს მიმართავს და მოითხოვს, რომ გასწორდეს ამერიკული სერიალის, „საზღვაო პოლიცია ახალი ორლეანის“  ახალი ეპიზოდი ეპიზოდის შეცდომა, სადაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი  რუსეთის პროვინციად არის მოხსენიებული.

    ზურაბიშვილი  სცენარში არსებულ  შეცდომას უპასუხისმგებლობას  უწოდებს.