Category: არქივი

  • მეტროსადგურ გოცირიძესთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

    რამდენიმე წუთის წინ თბილისის მეტროს  პირველი ხაზის მოძრაობა მთლიანად შეიზღუდა. როგორც ირკვევა მეტროსადგურ გოცირიძეზე ელექტროსადენებს ცეცხლი გაუჩნდა, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.მათი ინფორმაციით, ხანძარი სადგურის მოედანზე, პირველი ხაზის მხარეს გაჩნდა.
    სავარაუდოდ სწორედ აღნიშნული ხანძარი გახდა მეტროს მუშაობის შეჩერების მიზეზი. მეტროპოლიტენის პირველი ხაზი  ამ დრომდე არ მუშაობს. რაც შეეხება დანარჩენ უბნებს, კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის აღდგება მოძრაობა.

    “ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. შეფერხება მეტროსადგურ „გოცირიძის“ ღია მონაკვეთზე, გადასარბენ უბანზე ძალოვანი ელექტროსადენის დაზიანებამ გამოიწვია. მეტროს მუშაობა შეფერხებული იყო 1 საათი. ​საჭირო გახდა ტექნიკური ჯგუფის მობილიზება. ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად მოძრაობა შეჩერდა. ეს არის ის ენერგო სისტემა, რომელიც განახლებასაც გეგმავს სატრანსპორტო კომპანია,” – განაცხადა სატრანსპრტო კომპანიამ

  • რა ხდება მეტროში.პირველ ხაზზე მოძრაობა პარალიზებულია

    მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია. მეტროში ჩასულ მგზავრებს უკან აბრუნებენ. ასევე ცნობილი გახდა, რომ მოქალაქეები ვაგონებიდანაც გამოიყვანეს.

    სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგურ გოცირიძის გარე ტერიტორიაზე, სადენები დაზიანდა. ადგილზე  ტექნიკური ჯგუფი მუშაობს .

    ამ დროისთვის მეტროს მხოლოდ მეორე ხაზი მუშაობს.

  • მეტროსადგურ „ისანში“ მოქალაქეებს არ უშვებენ

    თბილისის მეტრო ისევ გაჩერდა,  მეტროსადგურ “ისანში” მოქალაქეები რომლებიც მეტროში ჩავიდნენ უკან ამოუშვეს, ხოლო  იქ მისულ მოქალაქეებს მეტროში არ უშვებენ. თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია.
    თუ რატომ გაჩერდა სამუშაო საათებში მეტრო ჯერ-ჯერობით უცნობია.  ბოლო პერიოდში ასეთი რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისში მეტროსადგურის I ხაზი ცოტა ხნით გაჩერებული იყო გუშინაც, 23 აპრილს.

    {{PHOTOGALLERY}}

  • “უვიზო რეჟიმის შენარჩუნებას საფრთხე შეექმნა”-თეა წულუკიანი

    იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს სიმონ მორდუს შეხვდა. წულუკიანმა მორდუსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის შენარჩუნების შესახებ ისაუბრა. განხილვის ერთ-ერთი საკითხი   უკანონო მიგრაცია და მის  შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯები იყო.

    “დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშაოთ ერთობლივად უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისათვის, რომელსაც ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა. ეს არის რეალობა და ჩვენი პარტნიორები ევროპიდან საუბრობენ უკვე იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები − ზოგიერთი მათგანი − ბოროტად იყენებენ უვიზო მიმოსვლის მექანიზმს და გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში და ვინც შემდგომ ბრუნდება”, – განაცხადა წულუკიანმა

    თეა წულუკიანის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად,  უკვე განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებების ერთი ნაწილი. საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენციის მიზნით გამკაცრდა გვარისა და სახელის შეცვლის რეგულაციები ისეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, როდესაც, მაგალითად, მოქალაქე, რომელმაც ერთი გვარით ჩაიდინა დანაშაული ევროკავშირის ტერიტორიაზე, იცვლის გვარს და მოკლე ვადაში ახალი ვინაობით მიემგზავრება კვლავ შენგენის ზონაში; საქართველოს პარლამენტი კი განიხილავს კანონს, რომელიც უკანონო მიგრაციაში ხელშეწყობის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯას ითვალისწინებს.

    წულუკიანის  თქმით, 2020 წლიდან საქართველოს მოქალაქის პასპორტი უფრო მაღალტექნოლოგიური დოკუმენტი გახდება, რაც  მისი უსაფრთხოების დონეს მნიშვნელოვნად გაზრდის და დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. აღნიშნული ღონისძიება შეამცირებს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთის რისკებს.

  • ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია – გიორგი ზაფხულში ნაკრებს ვერ დაეხმარება

    ბელგიური “გენტის” 19 წლის ქართველი ნახევარმცველი ისევ ტრავმირებულია და მას მუხლზე ოპერაცია სჭირდება.

    როგორც adjarasport.com იუწყება, ჩაკვეტაძე მარჯვენა მუხლზე ოპერაციას მალე გაიკეთებს და მის რეაბილიტაციას 3-4 თვე დასჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ზაფხულში გიბრალტართან და დანიასთან გასამართ მატჩებს გამოტოვებს.

    მის მუხლის პრობლემაზე საუბარი გასული წლის 18 დეკემბრიდან მიმდინარეობს, სწორედ ამ დღეს მიიღო ტრავმა 19 წლის ქართველმა. მართალია მას შემდეგ ორჯერ დაუბრუნდა მოედანს, თუმცა როგორც ჩანს, ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არც ერთხელ ჰქონია.

  • როდის დატოვებს ციხეს ვანო მერაბიშვილი-“უდოს” კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო

    ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის  ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე „უდოს“ კომისიაში განხილვა დასრულდა. საბოლოო გადაწყვეტილება  საბჭომ მიიღო. მერაბიშვილს  ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხზე უარი ეთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

    გამოცემის ინფორმაციით, მერაბიშვილის  საკითხზე კომისიამ 11 აპრილს იმსჯელა და უარის თქმის შესახებ  მსჯავრდებულს უკვე ეცნობა.

    „ახალი გარემოება არ არსებობს, ხოლო ყველა ის გარემოება და ფაქტი, რომელიც არსებობდა აქამდე მასზე სასამართლომ უთხრა, რომ ვერ გამოდგებოდა უარისთვის.გვრჩება განცდა, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მიმდინარეობს მერაბიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა.იმ ფონზეც კი, როცა სასამართლომ მიუთითა, რომ არგუმენტები რომლითაც უარს ეუბნებიან გათავისუფლებაზე არ გამოდგებოდა და ამის გამო გააუქმა ეს ადმინისტრაციულ-ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, ჩვენ მივიღეთ ისევ იგივე.ვერ შევალთ შინაარსში, იმიტომ რომ, არ ვიცით შინაარსი. მერაბიშვილმა თავად დაუწერა განცხადება და ველოდებით დასაბუთებას. ამის შემდეგ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ იმ არგუმენტებზე, თუ რითი ეთქვა უარი,“ – განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

    შეგახსენებთ, „უდოს“ კომისიამ ერთხელ უკვე გამოიტანა უარყოფითი გადაწყვეტილება მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების საკითხზე, 25 თებერვალს კი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე  საკითხის ხელახლა განხილვა დაეკისრა. 

  • სამხედრო სწავლებები არის რუსეთის რეაქცია საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ნატოს დაახლოებაზე- ციხელაშვილი

    „ეს არის ძალის დემონსტრირების პოლიტიკა. საუბედუროდ, არც სიახლეა. შარშან წლის განმავლობაში 120-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბის სამხედრო წვრთნა და მანევრი ჩატარდა. ამჯერად, 3 ათასი სამხედროს მონაწილეობით, ძალიან მასშტაბური წვრთნები ტარდება. ეს მიანიშნებს ორ რამეზე. ერთი, რომ ჩვენი ოკუპირებული რეგიონები ფაქტობრივად, სამხედრო პოლიგონად იქცა უკვე წლების განმავლობაში და მეორე, ის, რომ ეს არის რუსეთის პოლიტიკა, თავად როგორც ამბობენ, რეაქცია საქართველოს ნებისმიერ წინსვლაზე, ნაბიჯზე, რომელიც უკავშირდება მისი უსაფრთხოების განმტკიცებას, ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობას, ნატოსთან დაახლოებას“ – ამბობს ქეთევან ციხელაშვილი. 

    ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მასშტაბურ სამხედრო სწავლებების ჩატარებას ციხელაშვილი ძალის დემონსტრირების პოლიტიკას უწოდებს. 

    გასულ კვირას სამხედროებმა სარაკეტო შეტევების მოგერიებაში ივარჯიშეს. დღეს კი წვრთნას პირობით მტრის ობიექტების დაბომბვაში გადიან. სწავლებებში მონაწილეობს 3 ათასი ჯარისკაცი, 400 ერთეული ტექნიკა და სამხედრო გემიც.

  • ნოტრ-დამში ხანძრის გაჩენამდე მუშები სიგარეტს ეწეოდნენ

    ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში შესაძლოა დაგდებულმა სიგარეტმა გამოიწვია. კომპანიამ, რომელიც ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოებს ატარებდა, დაადასტურა, რომ მუშები წესებს არ ითვალისწინებდნენ და პერიოდულად სიგარეტს ეწეოდნენ.

    თუმცა კომპანია ტაძარში სიგარეტის მოწევასა და ხანძრის კერის გაჩენას შორის კავშირს გამორიცხავს.

    „რამდენიმე მუშა დროთა განმავლობაში არ ითვალისწინებდა დაწესებულ შეზღუდვას და მაინც ეწეოდა სიგარეტს, ამის გამო ჩვენ ძალიან ვწუხვართ“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, მარკ ეშკენაზიმ.

    კომპანის განცხადების გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც ერთ-ერთმა ფრანგულმა გამოცემამ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი ირწმუნებოდა რომ ტერიტორიაზე სიგარეტის ნამწვავები აღმოაჩინეს.

    აღსანიშნავია, რომ სახურავი, რომელიც ხანძრის შედეგად განადგურდა, მე-12 საუკუნეში ხისგან იყო დამზადებული, ამიტომ გამოცემის მტკიცებით, სიგარეტის შედეგად მარტივი შესაძლებელი იყო ხანძრის გაჩენა და ხის სახურავის განადგურება.

    პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 15 აპრილს გაჩნდა. ხანძრის შედეგად ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი კოშკურა სრულად განადგურდა.

    პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად, ბოლო მონაცემებით, $1 მილიარდ აშშ დოლარამდე თანხა შეგროვდა.

  • “უნდა წავიდეს ის ძალა რომელმაც ვერაფერი ვერ გააკეთა”-ნიკა მელია ზუგდიდში

    “უნდა წავიდეს ის ძალა რომელმაც ვერაფერი ვერ  გააკეთა”-ეს განცხადება ნიკა მელიამ ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

    „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია და “გაერთიანებული ოპოზიციის” სხვა ლიდერები ქალაქ ზუგდიდში საარჩევნო შეხვედრებს მართავენ.

    „სანდრა რულოვსის კამპანია აქტიურ ფაზაში შედის, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ უბანში, დაბაში და სოფელში შევიდეთ. მნიშვნელოვანი არჩევნებია ზუგდიდელებისთვის 19 მაისს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცვლილებები. უმოძრაობა და სტაგნაციაა ყველა მიმართულებით. უნდა წავიდეს მუნიციპალიტეტიდან ის ხალხი, ვინც ვერაფერი გააკეთა და უნდა მოვიდეს ენერგიით, ცოდნით, კვალიფიკაციით სავსე გუნდი“ – განაცხადა  მელიამ.