Category: არქივი

  • ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური აღიარება.რით დაემუქრა თავდაცვის ყოფილი მინისტრი აზერბაიჯანის შს მინისტრს

    დავით გარეჯის გარშემო შექმნილ პრობლემას ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება და სკანდალურ ინფორმაციას წერს. როგორც თავად ამბობს, 2005 წელს, როცა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩვენს მოქალაქეებს დავით გარეჯში არ უშვებდნენ, ის აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოდან 500 000 აზერბაიჯანელის გაყრით დაემუქრა:
    “სამეცადინო კონსპექტი ივანიშვილისთვის!!!
    გრიგოლიჩ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მეოთხე დღეა გარეჯში ჩვენებს აღარ უშვებენ.
    ისევ მე უნდა გასწავლო რა ჰქნა.
    2005 წელს აზერბაიჯანმა რაღაც თემაზე “გაგვიჭედა”. გავიდა ერთი კვირა და ისევ პრობლემას ქმნიდნენ. მერვე დღის თავზე შევხვდი იმათ შინაგან საქმეთა მინისტრს ჯანდარის ტბაზე. სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე დავსხედით და მესამე ჭიქა არაყზე რომ მივედით, ვუთხარი ეგრე არ გამოვამეთქი. ის ისევ თავის აზრზე იყო და მათ პოზიციას იცავდა. მეოთხე ჭიქაზე ვუთხარი, ერთ კვირაში იარაღით დატვირთული თქვენი გემი შემოდის ფოთის პორტში და ჩემ საწყობებში დაიცლებამეთქი.

    არ გაჭრა. ისევ თავისას უბერავდა.

    მეშვიდე ჭიქაზე რომ მივედით, ვუთხარი ხვალ თუ მაგ პრობლემას საჩვენოდ არ გადაწყვეტთ, კიდევ სამ ჭიქასაც დავლევ და დილით წითელ ხიდზე 500 000 ლტოლვილს მიიღებ, ხომ იცი გამკეთებელი ვარმეთქი.

    გაჭრა.

    არა მგონია აქედან რამე გაიგო. გარეჯის პრობლემის მოგვარებით ფულს ვერ იშოვი, არადა თქვენ ხომ სადაც ფული კეთდება მხოლოდ ის საქმე გესმით.“ – დაწერა ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქის გვერდზე.
    ოქრუაშვილის სტატუსს არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა:
    “ძალიან დიდი სისულელე მგონია მეზობელი ქვეყნისთვის საკუთარი მოქალაქეების გაყრით დამუქრება.“ – წერს ერთ–ერთი ფეისბუქ მომხმარებელი, რაზეც იარკლი ოქრუაშვილი პასუხობს, რომ “ბლეფი დროდადრო ეფექტურია.“
  • ელექტრომობილების მეპატრონეებმა ბათუმის ბულვარში კარვები გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს

    ბათუმში ელექტრომობილების მეპატრონეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს.მათ კარვები ბათუმის ბულვარში გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს.

    მათი განცხადებით, ხელისუფლება  შემოსავლის წყაროს ართმევს. ელექტრომობილების მეპატრონეები იმ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც პირველი მაისიდან ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებით მოძრაობა  აიკრძალება.

  • ჩემ კომპანიას ერქვა”სულიერება და სიბრძნე”-ლევან ჯიბღაშვილმა კომპანია სუსის აბრევიატურა გაშიფრა

    “ჩემი კომპანია სუსი იშიფრება, როგორც  სულიერება და სიბრძნე”-განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა გადაცემა  “რეაქციაში”, სადაც მისი გათავისუფლების  ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე ისაუბრა.

    ლევან ჯიბღაშვილი საზოგადოების მხრიდან უარყოფით რეაქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში არაერთი ცილისწამება გაჟღერდა, მათ შორის მის ბიზნესებზე.

    “ამოიღეს ჩემი კომპანიების ჩამონათვალი, სადაც იყო ერთ-ერთი შპს სუსი, ეს კომპანია არის დარეგისტრირებული 2015 წელს, მაშინ როცა უნდა
    გაგვეკეთებინა საქველმოქმედო ორგანიზაცია “სულიერება და სიბრძნე”, ეს ინიციალები რომ ჩავწერეთ ამოვიდა ინიციალები და  დაერქვა სუსი. ამავე წელს შეიქმნა სუსის სამსახური და მერე და მერე გახდა პოპულარული”- განაცხადა მსახიობმა.

    ჯიბღაშვილი ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას გავლენიანი მფარველები ჰყავს და ამის გამო გათავისუფლდა. მსახიობი და ბიზნესმენი ადასტურებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ნაცნობობას, თუმცა აცხადებს რომ მათ ურთიერთობას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია.

    ექსპერტიზით დადგინდა, რომ მსახიობს 0,5659გრ კოკაინი და 0,1921გ. ექსტაზი (MDMA) აღმოაჩნდა.

    პროკურატურა მისთვის 15 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ჯიბღაშვილი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

    ლევან ჯიბღაშვილი 22 აპრილს ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

    ჯიბღაშვილის გათავისუფლება საზოგადოების მხრიდან მალევე შეფასდა, როგორც შერჩევითი სამართლის მაგალითი.

  • ივანიშვილი ხალხს ძალით ართმევს ფულს – ბოკერიამ და ჭიაბერაშვილმა საპენსიო სისტემა დატოვეს

    ევროპული საქართველოს წევრებმა გიგა ბოკერიამ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ლელა ქებურიამ დაგროვებითი საპენსიო სქემა დატოვეს და განაცხადეს, რომ ოცნების ხაფანგიდან გამოვიდნენ. დეპუტატები საპენსიო სააგენტოს ოფისში იმყოფებოდნენ, სადაც სქემიდან გასვლაზე განცხადებები დაწერეს, რის მიზეზადაც დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიმართ უნდობლობა დაასახელეს. მათი თქმით, საპენსიო რეფორმა მოქალაქეებისგან თანხების ძალით ამოღებაა, ვინაიდან ივანიშვილის მთავრობა თითოეულ მოქალაქეს ჯიბეში ხელს უყოფს და ართმევს ფულს, რომელსაც შემდეგ, დიდი ალბაობით გაფლანგავს. დეპუტატები ამბობენ, რომ სააგენტო მოქალაქეებს შესაბამის ინფორმაციას არ აწვდის, რომ მათ სქემის დატოვება შეუძლიათ

  • გორში 16 წლის გოგონას თავს მაკრატლით დაესხნენ

    გორში 16 წლის გოგონას მაკრატლით თავს დაესხნენ. შემთხვევა ქალაქის გარეუბანში  მდებარე ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში მოხდა. თავდამსხმელმა გოგონას ფული მოსთხოვა თუმცა მოზარდის ყვირილმა შეაშინა და ის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შესახებ გოგონამ პოლიციას მაშინვე შეატყობინა. შემთხვევის ადგილთან ახლოს არცერთი სათვალთვალო კამერა არ დგას შესაბამისად ადგილობრივები ფიქრობენ რომ დამნაშავის იდენტიფიცირება გართულდება. თუმცა გოგონა დარწმუნებულია,რომ თუ პოლიცია ბრალდებულს დააკავებს, ის მას აუცილებლად ამოიცნობს, რადგან შემთხვევა დღის საათებში მოხდა და თავდამსხმელს სახე დაფარული არ ჰქონდა.

    „ჩემი შვილი მოსამზადებელზე დადის, შუადღით მოხდა ეს შემთხვევა, დღისით, მზისით არანაირი საღამო. დახვედრია სადარბაზოში კიბეებზე, სავარაუდოდ, ფულის გამოძალვის მიზნით. მაგრამ მე როდესაც დღეს ველაპარაკე ჩემს შვილს ფულის ამბავი არ იყოო,იმიტომ რომ ავადმყოფს უფრო ჰგავდა, კანკალი გაუდიოდა და რა უნდოდა ვერ გავარკვიეო. სავარაუდოდ, მაკრატელი თუ დანა მიადო ბავშვს,“-ამბობს გოგონას მამა დავით კირთაძე.

    მომხდართან დაკავშირებით კი შს სამინისტრომ გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის, მუხლით დაიწყო. უწყება არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა იდენტიფიცირებული თავდამსხმელი.

  • „ოცნების“ წევრი რომ ვიყო, ქუჩაში ვიდგებოდი, რომ ხალხს დაველაპარაკო – გრიგოლ ვაშაძე

    ძალა ერთობაშიას ზესტაფონის მერობის კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე და გაერთიანების ლიდერები ზესტაფონში, ამომრჩევლებს შეხვდნენ

  • რა ფორმის პროტესტიც იქნება საჭირო, იმას მივმართავთ – გაერთიანებული ოპოზიცია

    გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ჭიათურაში საკრებულოს მაჟორიტარობისთვის ილო ჩიკვილაძე იბრძოლებს – გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ჭიათურაში

  • მეტროთი მგზავრობის საათები შესაძლოა შემცირდეს

    მეტროთი მგზავრობის საათები შეიძლება შემცირდეს-ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა გააკეთა. კახა კალაძის განცხადებით,ამის მიზეზი დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

    „ამ სამუშაოების წარმოების დროს ალბათ, ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცი, თუმცა მეცოდინება ძალიან მალე, შეიძლება თითო საათით შემცირდეს მეტროს მუშაობა, როგორც დილის საათებში, ისევე, საღამოს, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ უფრო მეტი დრო, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელის და პლუს, ასევე, სასიგნალიზაციო-სავინტილაციო სისტემების ცვლილება,“ – აღნიშნა კალაძემ.

    თბილისის მეტროსადგურებში ყოველდღიური შეფერხებაა. ბოლოს მეტრო გუშინ საღამოს შეფერხდა და პიკის საათებში მგზავრებისთვის მეტროსადგურები დაიხურა. მეტროპოლიტენში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ექსპერტების და საზოგადოების კრიტიკას კალაძე არ იზიარებს. დედაქალაქის მერის მტკიცებით, თბილისის მეტროში თითქმის 25 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა.

  • გუდამაყრის ხეობაში ტყე იწვის

    გუდამაყრის ხეობაში ტყე იწვის. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, ხანძრის გავრცელების არეალი. 

    ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფების მობილიზება ხდება.

  • პრეზიდენტმა 19 პატიმარი და 23 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა

    საქართველოს პრეზიდენტმა წინასააღდგომოდ შეწყალების აქტი გამოსცა. სალომე ზურაბიშვილმა 19 პატიმარი და 23 პირობითი მსჯავრდებული შეიწყალა. ისინი საპყრობილეს დღესვე დატოვებენ.

    „სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა 19 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, აქედან 2 ქალბატონი. ისინი დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.

    ასევე, პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული, აქედან 2 ქალი. 21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან, მათ შორის, 3 პირობითი მსჯავრდებული შეწყალებული იქნა ასევე თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისგან, ხოლო 2 მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.