Category: არქივი

  • ახალი დეტალები ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალის საქმეზე

    არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული ქალის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

    ზუგდიდელები იხსენებენ, რა პირობებში ჰყავდა ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში უკრაინის მოქალაქეს 10 ბავშვი.

    მეზობლები ტელეკომპანია “რუსთავი2′-თან  ყვებიან, რომ ერთ-ერთმა ბავშვმა მასთან თქვა, რომ იულია სუსლიაკი მისი დედა არ არის.

    მათი ინფორმაციით, იულია სუსლიაკი აფხაზეთში მეუღლესთან ჩასვლას გეგმავდა, თუმცა ენგურის ხიდზე მას პრობლემები შეექმნა.

    „აფხაზეთში მინდა გადასვლა და შემაჩერესო. ერთმა ბავშვმა თქვა, ეს დედაჩემი არ არისო. ბიჭი იჯდა, საჭმელს ჭამდა და მაშინ ჰკითხა მეზობელმა და დედაჩემი არ არისო,“ – განაცხადა  „კურიერთან“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ბესო მიქენაიამ.

    ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ქალს ბრალი უკვე გააცნეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება მისი ადვოკატიც.

    სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აფხაზეთში ჩასვლას აპირებდა,სადაც მეუღლე ელოდებოდა.

    ადვოკატის განცხადებით, ოჯახი უკრაინაში პოლიტიკურ დევნას გამოექცა. რაც შეეხება ბავშვებს  თოდუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბავშვების ნაწილი თავად, ნაწილი კი სუროგატი დედის დახმარებით გააჩინა.

    „გუშინწინ ქალბატონმა იულიამ და მისმა 10-ვე ბავშვმა ჩააბარა დედის თანხმობით ყოველგვარი სასამრთლო გადაწყვეტილებს გარეშე, ბიოლოგიური მასალა, რომლითაც ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ადგილობრივი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10-ვე ბავშვიდან 10-ვე ბიოლოგიური მამა არის ერთი ად იგივე ადამიანი, ქალბატონის მეუღლე, ხოლო 10 ბავშვიდან 4-ის ბიოლოგიური მშობლები არიან იულია და მისი კანონიერი ქორწინებაში მყოფი მეუღლე. დანარჩენი 6 არის სუროგატისგან გაჩენილი, მაგრამ ბიოლოგიური მამა არის მისი მაუღლე,“- განაცხადა ზურაბ თოდუამ.

  • კილომეტრიანი საცობი-რა ხდება დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე

    წინასააღდგომოდ, დასავლეთის მიმართულებით საავტომობილო მაგისტრალზე საცობებია. ავტომობილების ნაკადის გამო მოძრაობა განსაკუთრებით შეფერხებულია  ხაშურის მონაკვეთზე.

    სოციალურ ქსელში ვრცელდება გადატვირთული მოძრაობის ამსახველი ფოტო და ვი­დე­ო­ კად­რები. უმეტესობა მათგანი ძლიერი საცობის გარდა, მძღოლების მიერ მოძრაობის წესების უხეშ დარღვევებს ასახავს.

    სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება თბილისის გზებზე გადაღებული ვიდეო

  • კანადაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

    კანადის ქალაქებში კვებეკში, ონტარიოსა და ნიუ-ბრუნსვიკში წყლის დონე მატულობს.დედაქალაქსა და კრიტიკულ ადგილებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
    კვებეკში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა ერთი ადამიანი. ამ დროისთვის 1000-მდე ოჯახი თავშესაფრებშია გადანაწილებული.

    წყალდიდობის გამომწვევ მიზეზად თოვლის დნობის გამო მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლა დასახელდა.

    რეგიონი დატბორვის საფრთხის წინაშეა. შესაძლოა ევაკუაცია მიმდებარე დასახლებების მცხოვრებლებსაც შეეხოთ.

  • თურქეთის ხელისუფლებამ 210 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა

    თურქეთის ხელისუფლებამ გიულენთან კაშირის ბრალდებით 210 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა.

    თურქეთის პროკურატურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს შორის არიან  პოლკოვნიკები, ლეიტენანტ-პოლკოვნიკები, 14 მაიორი და 33 კაპიტანი.

    თურქეთის ხელისუფლება გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილებს,  2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში სდებს ბრალს.

    თურქეთში სასამართლო პროცესი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკაშირებით, 77 ათასი ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

  • “მსგავსი რამ არ ხდებოდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც კი” – ფადი ასლი

    “მსგავსი რამ არ  ხდებოდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც კი” -ამ  განცხადებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა საქართველოში ბიზნესგარემო შეაფასა.
    ფადი ასლი ამბობს, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ყველა კომპანიაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ან მის გარემოცვას არ ეკუთვნის.
    „ერთი რამ ცხადია, საქართველოს ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ბიზნესის კეთების კუთხით მეექვსე ადგილზეა. ამას აღარავინ დაიჯერებს. ყველამ იცის, რომ ეს სისულელეა. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად იციან,რომ ბიზნეს გარემო არ არის ისეთი, როგორსაც მთავრობა წარმოაჩენს, სწორედ ამიტომ, საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინვესტორებმა ინტერესი დაკარგეს. ბოლო 5 წლის განმავლობაში უამრავ ინვესტორს შექმნა აქ პრობლემა. 20 წელია ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ და არ მახსოვს,რომ მსგავსი რამ ხდებოდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც კი.დღეს საქართველოში თავისუფალი მხოლოდ ის კომპანიებია, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ან მის პარტნიორებს ეკუთვნით. რომელია თავისუფალი?- თიბისი, ანაკლია, ფრესკო თუ ომეგა. ვიდრე მთავრობა უარყოფს ასეთი ვითარების არსებობას სიტუაცია იგივე დარჩება, ხელისუფლებამ, უნდა შეწყვიტოს ზეწოლა კომპანიებზე. დღეს მთავრობას აღარავინ ენდობა და ინვესტორებისთვის ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება,“-განაცხადა ფადი ასლიმ.
  • სანდრა რულოვსმა წინასააღდგომოდ კვერცხები შეღება

    გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ზუგდიდში  სანდრა რულოვსი  ანაკლიას ესტუმრა. რულოვსმა  ერთ-ერთი მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა, სადაც  ბავშვებთან ერთად,სააღდგომო კვერცხები შეღება და პასკა გამოაცხო.

  • „საბოლოოდ გაწირეს“ – დეკანოზ მამალაძის ოჯახი საპროტესტო აქციებს აანონსებს

    ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს. თორნიკე მამალაძე ელოდებოდა, რომ საპატრიარქო პრეზიდენტს მისი ძმის შეწყალების თხოვნით მიმართავდა, რადგან სასულიერო პირებმა ამაზე საჯაროდაც ისაუბრეს. თუმცა როგორც ჩანს, სასულიერო პირები საერთო აზრზე ვერ შეჯერდნენ და დეკანოზი აღდგომას ისევ ციხის საკანში შეხვდება. პროტესტის გამოსახატად, დეკანოზის ოჯახი საპატრიარქოს შემდეგ, კიდევ ერთი კარვის გაშლას უკვე მთავრობის ადმინისტრაციასთან აპირებს.

    თორნიკე მამალაძე ფიქრობს, რომ საპატრიარქო შეშინებულია იმ ინფორმაციის გამო, რომელიც დეკანოზმა იცის. დეკანოზის ძმის ინფორმაციითვე, სასულიერო პირები დეკანოზისგან წერილობით აღიარებას ითხოვდნენ და სურდათ, რომ მსჯავრდებულ სასულიერო პირს ღიად ეთქვა, რომ საპატრიარქოში კორუფცია არ არსებობს. თორნიკე მამალაძე ფიქრობს, რომ დეკანოის შეწყალების საკითხს პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი ეწინაღმდეგება. სწორედ თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავება გამოძიება დეკანოზს. 

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა წინასააღდგომოდ შეწყალების აქტი გამოსცა. სალომე ზურაბიშვილმა 19 პატიმარი და 23 პირობითი მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულ პატიმრებს შორის არ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.

  • აჭარასა და სამეგრელოში “ჭკვიანი კამერები” ამოქმედდა

    დღეიდან, ბათუმსა და სენაკში, 10 ადგილზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა.

    მათი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით სრული დატვირთვით ამოქმედებულია 2669 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 936 არის ნომრის ამომცნობი, ხოლო 1733 არის ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.

    ამ დროისთვის სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 447 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

  • “საქართველოში ბიზნესი თავისუფალია” – მამუკა მდინარაძე აშშ-ის მხრიდან შესაძლო სანქციებზე

    “საქართველოში ბიზნესი თავისუფალია”-“ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე აშშ-ის მხრიდან საქართველოზე შესაძლო სანქციების დაწესებას ეხმაურება.

    „საქართველოში ბიზნესი ნამდვილად თავისუფალია და როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები, მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გავიხსენებ აღმოჩნდნენ უხერხულ მდგომარეობაში. ეს უხერხულობა გამოიწვია ჩვენი კოლეგების და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის არასწორმა ინფორმაციამ და ამ შემთხვევაში, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩასწორება მოხდა და ეს უხერხულობა მე მგონია, რომ უნდა აიცილონ ხოლმე ჩვენმა კოლეგებმა საქართველოში და რამდენად უნდა მტრობდე შენს ქვეყანას, რომ არასწორი ინფორმაციები შენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიაწოდო უცხოელ პარტნიორებს და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს. ეს არის ცუდი და მეორე, მე ნამდვილად არ ველოდები, არ არის ისეთი მდგომარეობა და არ არის რეალობა ისეთი, რომ ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა რაიმე სანქციებზე დაიწყონ ლაპარაკი,“ – განაცხადა მდინარაძემ.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესებას “რესპუბლიკელი” კონგრესმენი მარკვეინ მალინი ითხოვს.

    კანონპროექტის თანახმად, სანქციები დაუწესდება საქართველოს მთავრობას, თუ დადგინდება, რომ მისი მოქმედებები ძირს უთხრის ბიზნეს ოპერაციებში ჩართულ ამერიკელებთან დადებულ ხელშეკრულებებს და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

    ამ შემთხვევაში საქართველოს შეერთებული შტატებისგან ფინანსური დახმარების შეჩერება ემუქრება ,კონკრეტულ პირებს კი შესაძლოა აშშ-ში შესვლა აეკრძალოთ.

  • თიბისი ბანკმა მაკროეკონომიკური მიმოხილვის შესახებ პრეზენტაცია გამართა

    სასტუმრო „Holiday Inn”-ში თიბისი ბანკის ინიციატივით მაკროეკონომიკური მიმოხილვის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ბანკის მომხმარებლებმა მაკროეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ ძირითადი მაჩვენებლების, დინამიკისა და პროგნოზების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. პრეზენტაციას თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია უძღვებოდა.

    პრეზენტაციაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

    · საერთაშორისო გარემოს ანალიზი საქართველოს მნიშვნელობის გათვალისწინებით;
    · ევროსა და დოლარის შედარებითი რისკიანობის შეფასება;
    · ეკონომიკის ზრდა და ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი;
    · დაკრედიტების ტენდენციები და პროგნოზი;
    · სხვა აქტუალური საკითხები

    თიბისი ბანკის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საგარეო შემოდინებები 2019 წელს ზომიერად ძლიერი იქნება. საერთაშორისო პროგნოზების შესაბამისად, ამ მხრივ წლის მეორე ნახევარი შედარებით უფრო მეტი აქტიურობით დახასიათდება. ამასთან, მართალია, დაკრედიტების მხრივ შენელებაა მოსალოდნელი, თუმცა სოლიდური ფისკალური ხარჯები მნიშვნელოვანი დამაბალანსებელი ფაქტორი იქნება. რაც შეეხება გაცვლით კურსს, საბაზო სცენარის მიხედვით, მოსალოდნელია ლარის გამყარება, განსაკუთრებით აშშ დოლართან მიმართებაში.პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, მაკროეკონომიკის საკითხებზე მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიეღოთ პასუხები.