Category: არქივი

  • გურამ წიბახაშვილის გამოფენა – „ზამთარი გადატანილია“, თიბისის მხარდაჭერით, ფოტოგრაფის ამავე სახელწოდების წიგნის პრეზენტაციით გაიხსნა

    ახალ სახელოვნებო სივრცეში – „ბარნოვის ხელოვნების სახლში“, თიბისის მხარდაჭერით, გურამ წიბახაშვილის გამოფენა – „ზამთარი გადატანილია“ ფოტოგრაფის ამავე სახელწოდების წიგნის პრეზენტაციით გაიხსნა.ქართულ და ინგლისურენოვანი წიგნები გურამ წიბახაშვილის 250-მდე ფოტოს, ამ ფოტოების ისტორიებსა და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებს აერთიანებს. წიგნი თიბისისა და გამომცემლობა „ინდიგოს“ თანამშრომლობით, ნინო ლომაძის რედაქტორობით გამოიცა.

    წიგნის სათაურს ავტორი თავადვე ხსნის წიგნში მოყოლილი 1990-იანი წლების ერთ-ერთი ისტორიით:„ტყუილი ქვეყანა იშლებოდა.გორბაჩოვის დროს უკვე ვიცოდით, რომ ეს გარდაუვალი იყო.როგორც ყოველთვის, ეს ცვლილებაც იყო ძალიან მტკივნეული და აუცილებელი. უბრალოდ, არ გვეგონა, რომ ტკივილიც გადასატანი გვქონდა და თავიდან, მარტო გვიხაროდა.

    მამუკა ცეცხლაძე მოვიდა ერთხელ, მაგას შეუძლია ძალიან მსუბუქად გითხრას მძიმე რამეები და მოდი, გამოფენა გავაკეთოთო. დავთვალოთ, რამდენი ვიქნებით შემოდგომაზე და მერე მარტში ვნახოთ, რამდენი დავრჩებითო. გამოფენასაც ეგრე დავარქვით – ზამთარი გადასატანია.“

    ამ გამოფენიდან 25 წლის შემდეგ გურამ წიბახაშვილი დროში მოგზაურობს და თავის ფოტოებში საქართველოს ისტორიის იმ გარდამტეხ მონაკვეთს აღწერს, რომელშიც, ერთი მხრივ, ახალდაბადებული სახელმწიფო ურთულეს პერიოდს ებრძვის, მეორე მხრივ, კი ქვეყანაში თანამედროვე ხელოვნება მოულოდნელად იწყებს აყვავებას.

    წიგნი და გამოფენა 1987-1995 წლების საქართველოს ისტორიის ერთდროულად ვიზუალური და ტექსტუალური ფორმატებით გაცოცხლების, გააზრებისა და შეჯამების საშუალებას იძლევა. 1990-იანი წლების ისტორიებს წიგნში თავმოყრილი ამბების გმირები ცოცხლად იმ ფილმში ჰყვებიან, რომელიც თიბისის ორგანიზებით სტუდია – “Film Asylum“-მა მოამზადა. ფილმი ხელოვნების სხვადასხვა დარგის – კინოს, სახვითი ხელოვნების, ლიტერატურისა და მუსიკის ისეთ წარმომადგენლებს აერთიანებს, როგორებიც არიან: ლაშა ბაქრაძე, გოგი გვახარია, ლადო ბურდული, ილიკო ზაუტაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, მანანა არაბული, ანა კორძაია-სამადაშვილი, თეო ხატიაშვილი, რობი კუხიანიძე და სხვები. ფილმი ექსპოზიციის ნაწილად იქცა და მისი ნახვის საშუალება გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს აქვთ.

    პროექტის ფარგლებში, გამომცემლობა „ინდიგოსა“ და თიბისის ორგანიზებით, კვირაში ერთხელ ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების საუბრები შედგება.რუსთაველის N 18-ში „ბარნოვის ხელოვნების სახლი“ სწორედ ამ გამოფენით გაიხსნა და დაიწყო ფუნქციონირება. ახალი სივრცე გურამ წიბახაშვილის გამოფენას 31 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.

  • თიბისი ბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხი

    თიბისი ბანკი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე მათ, ვინც საქართველოში ცხოვრობს და გზავნილებს უცხოეთიდან იღებს, ფინანსურ პროდუქტს – გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს.ფინანსური პროდუქტი უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული და მათ საქართველოში უძრავი ქონების შეძენას გაუმარტივებს. პროდუქტით სარგებლობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც აქვს დანაზოგი ან ახორციელებს გზავნილებს. პროდუქტი განკუთვნილია ასევე მათთვის, ვინც საქართველოში ცხოვრობს და გზავნილებს უცხოეთიდან იღებს.

    იპოთეკური სესხით სარგებლობა, ისევე როგორც უძრავი ქონების შერჩევა, დისტანციურადაა შესაძლებელი. ამისათვის თიბისი ბანკის ვებ-გვერდზე http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/mortgage-for-abroad-citizen მხოლოდ განაცხადის დაფიქსირებაა საჭირო.რეგისტრაციის გავლის შემდეგ, რაც მხოლოდ რამდენიმე მარტივ კითხვას მოიცავს, დაინტერესებულ პირებს თიბისი ბანკის წარმომადგენილი დაუკავშირდება და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის სესხის პირობებისა და პროდუქტით სარგებლობისთვის საჭირო შემდეგი ნაბიჯების შესახებ.

    მომხმარებლები, რომლებიც გამარტივებული იპოთეკური სესხით ისარგებლებენ, ავტომატურად ჩაერთვებიან წამახალისებელ კამპანიაში და შესაძლებლობა ექნებათ, გაემგზავრონ ოჯახის წევრთან. მგზავრობისა და სატუმროს ხარჯებს თიბისი ბანკის სრულად დაფარავს.აქცია 2019 წლის 1 მაისიდან დაიწყება და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

    იპოთეკური სესხის, ასევე წამახალისებელი კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე – http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/mortgage-for-abroad-citizen, სადაც ასევე შესაძლებელია პროდუქტით სარგებლობისთვის განაცხადის დაფიქსირება. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე ცხელი ხაზის საშუალებითაც შეუძლიათ.

  • “ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის”-სამადაშვილი შესაძლო სანქციებზე

    პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა  სალომე სამადაშვილმა აშშ-ს მხრიდან საქართველოსთვის შესაძლო სანქციების დაწესების ფაქტი შეაფასა.

    სამადაშვილის შეფასებით,იმის მიუხედავად რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონგრესი, საერთაშორისო დონეზე საქართველოს იმიჯი მაინც  სერიოზულად დაზიანდება.

    „ამ კანონპროექტის გააქტიურება გამოიწვია იმ მოვლენებმა, რომელიც შეიქმნა “თიბისისთან” და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით იმიტომ, რომ რეალურად საფრთხე შეექმნა მორიგ ჯერზე დასავლურ ინვესტიციებს ჩვენს სახელმწიფოში და სწორედ ეს არის შედეგი. სამწუხაროდ, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, ამ კანონპროექტს მიიღებენ თუ არ მიიღებენ კონგრესში, მისი არსებობა უკვე თავისთავად შეიძლება ითქვას, რომ არის უკიდურესად დამაზიანებელი საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით,“ –  განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესებას “რესპუბლიკელი” კონგრესმენი მარკვეინ მალინი ითხოვს.

    კანონპროექტის თანახმად, სანქციები დაუწესდება საქართველოს მთავრობას, თუ დადგინდება, რომ მისი მოქმედებები ძირს უთხრის ბიზნეს ოპერაციებში ჩართულ ამერიკელებთან დადებულ ხელშეკრულებებს და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

    ამ შემთხვევაში საქართველოს შეერთებული შტატებისგან ფინანსური დახმარების შეჩერება ემუქრება ,კონკრეტულ პირებს კი შესაძლოა აშშ-ში შესვლა აეკრძალოთ.

  • აშშ-მ საქართველოს შესაძლოა სანქციები დაუწესოს

    აშშ-მ საქართველოს შესაძლოა, სანქციები დაუწესოს. კონგრესში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, მეორედ შევიდა.

    ინიციატორი  “რესპუბლიკელი” კონგრესმენი მარკვეინ მალინია.

    კანონპროექტის თანახმად, სანქციები დაუწესდება საქართველოს მთავრობას, თუ დადგინდება, რომ მისი მოქმედებები ძირს უთხრის ბიზნეს ოპერაციებში ჩართულ ამერიკელებთან დადებულ ხელშეკრულებებს და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

    ამ შემთხვევაში საქართველოს  შეერთებული შტატებისგან  ფინანსური დახმარების შეჩერება ემუქრება ,კონკრეტულ პირებს კი შესაძლოა აშშ-ში შესვლა აეკრძალოთ.

  • ზელენსკი თურქეთში დასასვენებლად გაემგზავრა

    უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი თურქეთში დასასვენებლად გაემგზავრა.

    ამის შესახებ ზელენსკიმ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

    „თურქეთში მივემგზავრები. ბავშვები მიმყავს ყოველწლიურ ფესტივალზე ორ დღით. ოთხი თვის განმავლობაში ეს ჩემი პირველი შვებულებაა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და კარგ დასვენებას“, – განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

    შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართა.ვლადიმერ ზელენსკიმ პეტრო პოროშენკოს დიდი უპირატესობით მოუგო. მსახიობმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 73.22% მიიღო.

    XX

  • ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯიხურები დაიწვა

    ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე  ჯიხური დაიწვა. ცეცხლი  50 კვადრატული მეტრი ფართობის ჯიხურს გაუჩნდა.

    მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 5 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. 

    შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც  ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

  • 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალი დააკავეს

    10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანხმლები ქალი დააკავეს.ქალი, რომელიც აცხადებდა  რომ ბავშვები მისი შვილები არიან, ტრეფიკინგის საქმეზე დააკავეს.

    რაც შეეხება ბავშვებს, სოციალურმა სამსახურმა ოთხი მოზარდი თბილისში გადაიყვანა, ოთხი ბავშვი სოციალური სამსახურის ქუთაისის სამსახურში იმყოფება, დანარჩენი ორი კი, კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

    20 აპრილს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უკრაინის 10 არასრულწლოვანი  მოქალაქე შეიყვანეს. ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

    ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოთხი ბავშვი გადმოყვანილია თბილისში, სოციალურ თავშესაფარში, ოთხი – ქუთაისში იმყოფება, ორი კი ამ დრომდე კლინიკაში განაგრძობს მკურნალობს.

    შსს-ს თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი ამ ქალბატონის შვილი იყო. ქალბატონი საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

    შსს-ს განცხადების თანახმად, 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.უწყების ინფორმაციით, სწორედ ამ  ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება სსკ-ის 143-ე  მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო , რაც ადამიანით ვაჭრობა – ტრეფიკინგს გულისხმობს.

  • გუდამაყრის ხეობაში მეხანძრე-მაშველები ისევ მუშაობენ

    გუდამაყრის ხეობაში ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ბოლომდე ჩამქრალი არ არის.

    მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები ცეცხლის კერებთან მუშაობდნენ. 

    როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რთული რელიეფური პირობების გამო, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდებოდა.

    ხეობაში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩდა და დაახლოებით  5 ჰექტარზე იყო გავრცელებული. როგორც ცნობიალია, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს მოედო. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

  • დავით გარეჯის მონასტრამდე მისასვლელი გზა გაიხსნა

    დავით გარეჯის  მონასტრამდე მისასვლელი მონაკვეთი, რომელიც აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს  გადაკეტილი ჰქონდათ, გახსნილია.ამ დროისთვის  სასულიერო პირებს, ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს მონასტრამდე გადაადგილება შეუძლიათ.

    სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანელებს უდაბნოს მონასტერამდე მისასვლელი გზა გადაკეტილი ჰქონდათ  და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ.

    ფაქტთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, გახსნას პუნქტები, რომლებიც  დაკეტილი იყო.

    მონასტრის ტერიტორიაზე 3 დღის მანძილზე გადაადგილება ტურისტებსაც შეეზღუდათ.