Category: არქივი

  • მამკოდაში მაშველები მდინარის ადიდების შედეგად ხელოვნურ კუნძულზე დარჩენილების გამოყვანას ცდილობენ

    მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამკოდაში უხვი ნალექის გამო მდინარის ადიდების შედეგად 70-მდე ადამიანი ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე აღმოჩნდა. 

    სამაშველო ჯგუფები მათ გამოყვანას ცდილობენ. ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე მყოფთა უმეტესობის უსაფრთხო ადგილზე გაყვანა მოხერხდა, თუმცა, 10-მდე მოქალაქე კვლავ მდინარის მეორე ნაპირიდან გადმოსვლას ვერ ახერხებს.

    არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

    როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ ადგილზე 25 მაშველი მუშაობს და სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით ცდილობენ მოქალაქეების გამოყვანას.

  • კაცი რომელმაც 67 წლის მეზობელ ქალზე სექსუალური ძალადობა სცადა დაკავებულია

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა–მთიანეთის დეპარტამენტის დუშეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

    1984 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, რ.უ. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით, დუშეთში დააკავეს.

    შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 მაისს, დაკავებულმა, მის მეზობლად მცხოვრებ 1952 წელს დაბადებულ ნ.უ.-ზე სექსუალური ძალადობა სცადა.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სექსუალირი ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

  • ვინ ახდენდა ზეწოლას ქობულიაზე. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ალაპარაკდა

    გიორგი ქობულია დუმილს არღვევს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი შაბათის კურიერთან ინტერვიუში ყვება, როგორ აიძულებდნენ მას, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაეწერა. ქობულია არ მალავს, რომ პრემიერმინისტრის ზეწოლას არ დასთანხმდა და საბოლოდ ის გადააყენეს.
    გიორგი ქობულია ქართული ოცნების ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, პირდაპირ არ ახსენებს, თუმცა მიანიშნებს, რომ დაპირისპირება კონკრეტულ თემებზე სწორედ პარტიის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ჰქონდა.
    გიორგი ქობულია პირველად ალაპარაკდა იმ მიზეზებზეც, რის გამოც მასსა და მთავრობის ხელმძღვანელს შორის უთანხმოება დაიწყო.
    ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს, რონ ხედვები, რომელიც მას თანამდებობაზე დანიშვნის დასაწყისში ჰქონდა, მოგვიანებით ქართული ოცნების ხელისუფლების ხედვებთან წინააღმდეგობაში მოვიდა და პოზიციები გაიყო.
    ვინ აჩერებდა და რატომ ბლოკავდნენ გადაწყვეტილებებს, რომელსაც მინისტრის ხედვით, ქვეყნის კრიზისში მყოფი ეკონომიკა უნდა ეხსნა, ქობულია არ აკონკრეტებს, თუმცა, კურიერის ინფორმაციით, დაპირისპირება მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის კონკრეტული ობიექტების გადაცემის მოთხოვნით დაიწყო. გიორგი ქობულიამ ამ ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა.
    ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ღიად მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ მოსაზრებების სისწორეში ბიძინა ივანიშვილმა მისი დარწმუნება ვერ შეძლო.
    რომელი კონკრეტული ობიექტის და ვისთვის გადაცემას მოითხოვდა ქართული ოცნების თავმჯდომარე, გიორგი ქობულია საიდუმლოდ ტოვებს ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილთან მისი ბოლო შეხვედრის დეტალებს.
  • გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე უხვი ნალექისა და ზვავსაშიშროების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის კმ85 მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

    აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

    გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა

    რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა. ანტალია-თბილისის მიმართულებით თურქეთის სანომრე ნიშნით მოძრავ სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი მოძრაობისას გაუჩნდა და სრულად დაიწვა.

    ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტობუსში მძღოლის ჩათვლით 5 ადამიანი იმყოფებოდა.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ხანძრის ლიკვიდაცია მოახერხეს.

    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნიშნავს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით.

  • დაუყოვნებლივ მიიღეთ კანონი სკოლებში ერთჯერადი საბიუჯეტო კვების დაწესების შესახებ ბავშვებისთვის უფასოდ- ნათელაშვილი

    შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია,საჯარო სკოლებში ბიუჯეტის სახსრებით მოსწავლეებისთვის უფასო ერთჯერად კვება იყოს. 

    “ლეიბორისტული პარტიის”  პარტიის ლიდერმა ამ ინიციატივით პარლამენტის წევრებს წერილობით უკვე მიმართა. შალვა ნათელაშვილი დეპუტატებისგან პასუხს 26 მაისამდე ელოდება.

    „ბავშვების დიდი უმრავლესობა სკოლაში მიემართება მშიერი, გაკვეთილებს ესწრება მშიერი. მოგეხსენებათ, საკვებით გამოწვეულ დეფიციტს მომავალში ვერანაირი სამოთხისებური ცხოვრება ვერ აანაზღაურებს, ისეთ კატასტროფულ შედეგებს იწვევს ეს მოზარდის ორგანიზმზე. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოიკელით მილიარდიანი ბიზნესებიდან მოგება, ჯიპები, პრემიები, ხელფასები და დაუყოვნებლივ მიიღეთ კანონი სკოლებში ერთჯერადი საბიუჯეტო კვების დაწესების შესახებ ბავშვებისთვის უფასოდ. ვთხოვ პარლამენტის ყველა წევრს, ამ მიმართვაზე, რომელიც წერილებით გაიგზავნება, გვაცნობოს პასუხი 26 მაისამდე,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

  • ” ეს არის შურისძიება მწერლებზე, მათ თავისუფლებაზე, მათ პოზიციებზე “- რატი ამაღლობელი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაზე

    მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გაერთიანებას მწერლების პროტესტი მოჰყვა.ისინი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აკტირიკებენ. კრიტიკულად აფასებს  პოეტი რატი ამაღლობელი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას  და ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სფეროს ექსპერტებთან შეთანხმების გარეშე მიიღეს.

    „ყველანაირი კონსულტაციის გარეშე ამ სფეროს წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, ადამიანებთან, რომლებიც ამ სფეროში რაიმეს ქმნიან, მათთან ყველანაირი საქმიანი შეხვედრების გარეშე, სრულიად ხელოვნურად მათი გაერთიანება ისე, რომ არ არის გათვალისწინებული კულტურის პოლიტიკის ამ სფეროს მიმართულებები და ფაქტი სახეზეა, მე ვფიქრობ, ეს არის შურისძიება მწერლებზე, მათ თავისუფლებაზე, მათ პოზიციებზე წლების განმავლობაში,“ – ამბობს რატი ამაღლობელი.

  • ახლა არჩევნები ახლოვდება და ალბათ, ყველაფერი პრობლემა გახდება – ქეთი დევდარიანი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაზე

    მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გაერთიანებას მწერლების პროტესტი მოჰყვა.ისინი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აკტირიკებენ და დასჯის მეთოდად აფასებენ ქეთი დევდარიანი აცხადებს , რომ ხელისუფლების გაღიზიანება მწერლების მიერ განსხვავებული შეხედულებების და კრიტიკის ხმამაღლა დაფიქსირებამ გამოიწვია.

    „მწერლები, ალბათ, ისჯებიან და ზოგადად მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს არის კონტროლის მექანიზმი. რა თქმა უნდა, გაკონტროლება რაღაც ასეთ ხაზგასმულ ძალადობას არ ნიშნავს, ისინი უბრალოდ ცდილობენ, ყველგან და ყველაფერში ჰყავდეთ თავისი კაცი თუ ქალი, არა აქვს მნიშვნელობა და ამ შემთხვევაში, ალბათ, ის, რომ მწერლები თავისუფლად გამოხატავენ აზრს, მათთვის არის პრობლემა. თან ახლა არჩევნები ახლოვდება და ალბათ, ყველაფერი პრობლემა გახდება, ნებისმიერი ის პატარა დეტალიც კი, რომელიც შეიძლება, ჩვენც კი არ მოგვეჩვენოს განსაკუთრებულ საფრთხის შემცველად, ისინი ახლა ყველაფერში ხედავენ საფრთხეს,“ – განაცხადა დევდარიანმა.

  • 10 წლის ნაცემი ბავშვი სასწრაფომ თელავის საავადყმოფოში გადაიყვანა

    თელავში  მეხუთე კლასის მოსწავლეს საკუთარი ბებია ფიზიკურად გაუსწორდა. ბიჭი დაზიანებებით თელავის  სავადმყოფოში სასწრაფოს ბრიგადამ გადაიყვანა, სადაც მკურნალობის კურსი ჩაუტარდა.სკოლის დირექტორის თქმით, დაშავებულს სახის არეში სხვადასსხვა დაზიანებები და სილურჯე აღენიშნებოდა. ცემის მიზეზად კომპიუტერთან ჯდომა დასახელდა. მოზარდის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან   და ის ბებიასთან ამ მიზეზით ცხოვრობდა.  საქმეში კახეთის სოციალური სამსახურია ჩართული და ბავშვი ამ დროისთვის 
    მამიდასთან არის გადაყვანილი.

  • ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არის, ეს ბარდაგია – მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ის დაკითხვაზე იბარებენ

    პანკისსში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა.

    მაჩალიკაშვილს უწყება პარლამენტის წინ მიუტანეს, სადაც ის ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან – ზაზა სარალიძესთან ერთად, წელიწადზე მეტია, საპროტესტო აქციას მართავს. მაჩალიკაშვილმა უწყება ჩაიბარა თუმცა ხელი არ მოუწერია, ის აცხადებს რომ მისთვის უცნობია თუ რატომ იბარებენ დაკითხვაზე. 

    ეს უკვე მე-6 შემთხვევაა, როდესაც მალხაზ მაჩალიკაშვილს  ვახტანგ გომელაურის უწყებაში იბარებენ. მასთან ერთად სუს-ში დაბარებულია მორის მაჩალიკაშვილიც. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას არ აპირებს,  ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს “ბარდაგს” უწოდებს და აცხადებს, რომ უწყებაში მისი მტრები მუშაობენ.

    „უწყება ჩავიბარე, ხელი არ მომიწერია. ისევე, მორის მაჩალიკაშვილზე იყო უწყება, მას უწყება არ ჩაუბარებია. რას ვიძახი ორი წელია, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არის, ეს ბარდაგია. მეხუთედ დამკითხეს 9-10 საათის განმავლობაში. ზუსტად მეხუთე დაკითხვის დროს მე განვაცხადე, საერთოდ ამის მერე არ გამოვცხადდები მოდულში იმიტომ, რომ იქ სხედან ჩემი მოსისხლე მტრები. არ ვაპირებ მანდ მისვლას. თუ აქვთ მაგის შნო და მაგის კაცობა, აგერ ვარ და ნებისმიერ დროს მოვიდნენ, ძალით წამიყვანონ,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.