Category: არქივი

  • “ყველაფერს გვთავაზობენ იმისთვის რომ ხმა სანდრა რულოვსს არ მივცეთ” – ზუგდიდში “ოცნების” ზეწოლა გრძელდება

    არჩევნების წინა დღეს ზუგდიდი კვლავ ამომრჩეველზე ზეწოლისა და შანტაჟის მთავარი ეპიცენტრია. სოფლებში ონკოლოგიურ პაციენტს ხელისუფლება ძვირადღირებული წამლის ტრანსპორტირებას დაპირდნენ, სანაცვლოდ კი ოჯახმა თანასოფლელების მობილიზაცია უნდა მოახდინოს და ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცენ. 

    „ვიცი, რომ მოდიან „ოცნების“ ლიდერები, თანამშრომლები და ვინც სანდრა რულოვსს ვაძლევთ ხმას, უნდათ ყველას შემოსყიდვა. აძლევენ ზოგს პურის ფულს, 50 მანეთს, ცემენტს, ბევრ რაღაცას აძლევენ, იმისთის, რომ სანდრა რულოვსს ხმა არ მივცეთ,“ – განაცხადა ადგილობრივმა.

    „სთავაზობენ 10 ათას ლარს, მე-4 სტადიის კიბო აქვს ავადმყოფს. კოორდინატორია ნარუშვილი ვასიკო, უთხრეს, რომ 10 ათასი ლარით დაგაფინანსებთ, თუ შენი სამეზობლოდან პირადობებს მოგიტანთ. 80-მდე ადამიანმა პირადობა მისცა. იწყებენ 50ლარიდან, 100 ლარიდან,“ – აცხადებს ერთ-ერთი პირი.

    აღნიშნული ინფორმაცია ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, მარიკა დათუკიშვილმა გადაამოწმა.

    „ადამიანის ჯანმრთელობით, ფაქტობრივად, ვაჭრობენ. ადამიანს, რომელსაც მძიმე დაავადება აქვს და მას სიცოცხლისთვის აუცილებლად ესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტი, ამ მედიკამენტის თანხას ურიცხავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ის მეზობლებიდან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები არიან, შეკრებენ პასპორტებს, რომ არ მიეცეთ საშუალება, ხვალ მივიდნენ არჩევნებზე და მისცენ ხმა სანდრა რულოვსს. მაგრა ხელისუფლებას ავიწყდება, რომ კახათში ცხოვრობს ყველაზე ერთგული, პატრიოტი, ღირსეული ადამიანები. ისინი ხელისუფლების პროვოკაციებს, ამ ბინძურ მეთოდებს არ წამოეგებიან,“ – განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

  • “ნუ გეშინიათ მე აქ ვარ”- რულოვსი ამომრჩეველს მიმართავს

    გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოსახლეობას მიმართავს. სანდრა რულოვსი, ადგილობრივებს სიმტკიცისკენ და არჩევნების დღეს აქტიურობისკენ მოუწოდებს.ვიდეო მიმართვა მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

    „ჩემო ზუგდიდელებო, ეს ულამაზესი კუთხე ჩემი სახლია, მე ამას აღვიქვამ, როგორც ჩემს ოდა-ბადეს. მას სჭირდება მშენებლობა, მოვლა და მზრუნველობა და მე მზად ვარ, დავუთმო ჩემი მთელი რესურსები და მთელი ენერგია. თქვენ იცით, რომ 25 წელია, მე მირჩევნია დავდგე თქვენს გვერდში და დაგეხმაროთ, ვიდრე ვიცხოვრო ჩემს აყვავებულ ჰოლანდიაში. გული მტკივა, როცა ვხედავ, რა მოუტანა 7-წლიანმა უპატრონობამ, კორუფციამ, ნეპოტიზმმა და განუკითხაობამ ზუგდიდს – უკიდურესი გაჭირვება, შემოსავლის გარეშე, შიმშილის ზღვარზე დარჩენილი ოჯახები, რომელთა ოჯახის წევრები ხშირად ემიგრაციაში იმყოფებიან.ნუ გეშინიათ, მე აქ ვარ და დაგეხმარებით, ამ მართლა ფაროსანა მთავრობის შეწამვლაში, აქ ხომ მედეას სამშობლოა, კოლხეთი და სასწაულმოქმედ მკურნალობაში ვერკვევით. ჩემს და თქვენს სიყვარულს და ურთიერთპატივისცემას შორის ვერავინ ჩადგება, ვერც ზონდერი, ვერც პროვოკატორი და მითუმეტეს, ვერც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რადგან ჩვენი პოლიციის შინაგანი ძახილია ემსახუროს ხალხს და ქართულ სახელმწიფოს და არ იყოს ვათანძარა მბრძანებლის მონა და მსხვერპლი. ხალხი იბრუნებს ძალაუფლებას და ხალხთან ერთად გადავაქციოთ ზუგდიდი საქართველოს ევროპულ კარიბჭედ, სწრაფი განვითარების მთავარ ცენტრად, სადაც ემიგრანტები დაბრუნდებიან და სადაც ადამიანები დასაქმდებიან და მიაღწევენ წარმატებას და კეთილდღეობას. „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“ – მა მიორს ზუგდიდი,”-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

  • წყალტუბოში საკრებულოს ოპოზიციის კანდიდატის საარჩევნო ბანერი მოიპარეს

    წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საკრებულოს დეპუტატობის ოპოზიციის კანდიდატის, ზაურ ქაშიბაძის საარჩევნო ბანერი მოიპარეს. „ევროპული საქართველოს“ წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარის, სევერიან გორდულაძე ქურდობაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ბანერი ქუჩაში 10 მეტრის სიმაღლეზე იყო დამაგრებული და სპეცტექნიკის გარეშე ვერ ჩამოხსნიდნენ.

    გორდულაძის ამბობს, რომ საარჩევნო კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს. მისი განცხადებით, ოპოზიციის მომხრეებს აშინებენ და არჩევნებზე მისვლას უკრძალავენ.

    პარტია “ევროპული საქართველოს” საარჩევნო ბანერი ხელისუფლებამ მოიპარა.

    ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სევერიან გორდულაძემ პრესკლუბ “მედიარუმში” განაცხადა. მისივე თქმით, მათ პოლიციას წუხელვე მიმართეს. დღეს დილით კი პოლიციიდან აცნობეს, რომ ბანერი ქარს ჰქონდა წაღებული. სევერიან გორდულაძეს ამ ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ ქარის მიერ ბანერის წაღება ტექნიკურად შეუძლებელი იყო.

    “საღამოს 9 საათისთვის აღარ იყო უკვე ბანერი. პოლიცია გვეუბნეა თითქოს ერთ-ერთმა მოქალაქემ იპოვა ის და კეთილსინდისიერად დააბრუნა. ახლა ვაპირებ პოლიციაში მისვლას, რომ მოგვცენ ბანერი”, – ამბობს სევერიან გორდულაძე.

    წყალტუბოში შუალედური არჩევნები გუმბრის თემში ტარდება. ამომრჩეველმა საკრებულოს წევრი უნდა აირჩიოს. სულ 12 კანდიდატია დარეგისტრირებული. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიცია.

  • “ევროკავშირი მხოლოდ დაშინებისკენაა მიმართული” – მარი ლე პენი

    ფრანგი პოლიტიკოსს,  მარინ ლე პენს მიაჩნია, რომ ევროკავშირი ევროპას კლავს. განცხადება საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის ლიდერმა მილანში, დაგეგმილი მსვლელობის წინ გააკეთა.

    ლე პენსი ერვროკავშირს ციხის სისტემას ადარებს, რომელიც არადემოკრატიულია და მხოლოდ დაშინებისკენაა მიმართული. პრესკონფერენციაზე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა ევროპარლამენტის დეპუტატობის კანდიდატიც პარიზიდან, რომელიც ნაციონალისტებმა კამპანიის ლიდერად აირჩიეს.

    ევროპარლამენტის არჩევნები 23-დან 26 მაისის ჩათვლით გაიმართება.

  • “ არავის მივცემთ სიტუაციის გამწვავების შესაძლებლობას“–შსს არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 მაისის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

    “2019 წლის 19 მაისს შუალედურ და რიგგარეშე არჩევნების პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

    ამ მიზნით, ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. გარდა ამისა, საჭიროების მიხედვით, ამ პერიოდში მოხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით.

    პოლიციის თანამშრომლები უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ ფარგლებში, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას.

    მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს და ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ პოლიციას და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.

    საარჩევნო პროცესების დროს პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს. პოლიცია არავის მისცემს სიტუაციის გამწვავების შესაძლებლობას და არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი.

    პოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის უფლებას, საკუთარი არჩევანი გააკეთოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.“–ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

  • ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს


    ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ოჟიოში მოხდა.დაშავებულს ჭრილობები თანასოფლელმა ბასრი საგნით მუცელსა და ზედა კიდურის არეში მიაყენა.
    ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
    ავტომობილი კი, რომელსაც დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა, რის შემდეგაც დაზარალებულს უკვე 112-ის ბრიგადა დაეხმარა. ამ დროისთვის მას შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
    მომხდარს სამართალდამცავები სწავლობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
  • პოლიციამ დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უკრაინის რესპუბლიკის 2 მოქალაქე – 1994 წელს დაბადებული ე.მ. და 1989 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.
    დანაშაული 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    გამოძიებით დადგინდა, რომ ე.მ.-მ თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში 2 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა გაასაღა. სამართალდამცველებმა ყალბი ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
    პოლიციამ, ე.მ.-ის და მისი მეგობრის – ა.ა.-ის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული 12 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა ამოიღო.
    გამოძიება დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
  • ზუგდიდში პოლიციის საგანგებო მობილიზაციაა(ვიდეო)

    არჩევნებამდე 2 დღით ადრე ხელისფლება ზუგდიდში სამართალდამცავების სრულ მობილიზაციას ახდენს. „ოდიშინიუსმა“ გადაიღო ექსკორტის კადრები, სადაც კარგად ჩანს როგორ შემოდიან სპეცდანიშნულების რაზმები ქალაქში. ასევე მობილიზაციაა სამხარეო პოლიციის შენობაში, სადაც საგანგებო თათბირი იმართება ამ წუთებში და სავარაუდოდ საარჩევნო დავალებებს გასცემენ პოლიციელებზე.

    ოპოზიციას ამ არჩევნებზე 5000 დამკვირვებელი ყავს. ადგილობრივები 19 მაისს ახალ მერს აირჩევენ, შუალედური არჩევნები წინა მერის კორუფციულ გარიგებებში ბრალდებისა და დაკავების გამო იმართება. არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის ერთ-ერთი გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსია. 

  • მეცნიერები ამტკიცებენ, რომ უახლოეს ათ წელში კიბოს საბოლოოდ დაამარცხებენ

    ბრიტანელი მეცნიერები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უახლოესი ათი წლის განმავლობაში შესაძლებელია ახალი პრეპარატების შემუშავება, რომლებიც შეძლებენ კიბოს ყველაზე მდგრადი უჯრედების განვითარების შეჩერებას, რომლებიც ჯერჯერობით არანაირ პრეპარატებს და პროცედურებს არ ექვემდებარებიან.
    ბრიტანეთის კიბოს კვლევის ინსტიტუტმა გამოაცხადა, რომ 75 მილიონ ფუნტ სტერლინს გამოყოფს ამ მიდგომის შესასწავლად. ინსტიტუტმა გადაწყვიტა ახალი, თანამედროვე ცენტრი გახსნას ახალი პრეპარატების შესამუშავებლად ლონდონის სამხრეთით, სატონის რაიონში.
    ინსტიტუტის დირექტორი, პოლ იორკმანი ამბობს, რომ ყველაზე სერიოზულ პრობლემად კიბოსთან ბრძოლაში რჩება კიბოს უჯრედების წამლებთან ადაპტირების და წამლების მიმართ მდგრადობის გამომუშავების უნარი.
    მისი თქმით, ახალი წამლები, რომლებიც შემუშავების სტადიაშია შეძლებს კიბოს გავრცელება გრძლვადიან პერსპექტივაში შეაჩეროს, გარდა ამისა, კიბოსგან განკურნების შემთხვევათა რიცხვი არსებითად გაიზრდება.
    რაღაც მსგავსი უკვე ხდება შიდსით დაავადებულ პაციენტებთან დაკავშირებით.
    მკვლევარები ამბობენ, რომ ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები, მაგალითად ქიმიოთერაპია ხანდახან უშედეგოა, რადგან კიბოს უჯრედები გადარჩენას ახერხებენ, ადაპტირდებიან და სიმსივნე ისევ ბრუნდება.
    “კიბოს უჯრედების უნარი ევოლუციონირდეს და რეზისტენცია განავითაროს, მთავარი მიზეზია, რის გამოც კიბოსგან ადამიანები იღუპებიან და მთავარი პრობლემაა ამ დაავადებასთან ბრძოლაში.“ – ამბობს პროფესორი უორკმანი.
    მისი თქმით, მათი ინსტიტუტი რადიკალურად ახალ მიდგომას ამუშავებს კიბოს სამკურნალოდ, რაც გულისხმობს წინასწარ გამოცნობას, როგორ მოახდენენ ევოლუციონირებას კიბოს უჯრედები. მკვლევარების ამოცანაა არ მისცენ კიბოს უჯრედებს უფლება კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მდგრადობა გამოიმუშაონ.
    ინსტიტუში ამბობენ, რომ პროექტში სამასამდე მკვლევარს ჩართავენ მეცნიერების სხვადასხვა სფეროდან.
  • “თუ არჩევნებს მოიპარავ, გამოვაცხადებთ საყოველთაო მობილიზაციას და გადმოვალ შეტევაზე“– სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს

    ზუგდიდის არჩევნებამდე ორი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ფეისბუქით მიმართავს და ურჩევს არჩევნების გაყალბება არ იფიქროს. წინააღმდეგ შემთხვევაში საყოველთაო მობილიზაციით და საქართველოში ჩამოსვლით იმუქრება. მიმართვის ვიდეო სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა:
    “ივანიშვილმა თავისი მორიგი გოდორი დააყენა კანდიდატად.ივანიშვილს ჩაყავს იქ დიდი რაოდენობით პოლიცია, აპირებს საარჩევნო უბნებზე მანიპულაციას. მორბიან, ხალხს ცემენ, ურტყამენ, მანქანები შეიყვანეს სადაც ბავშვები იყვნენ შეგროვილი და ასე შემდეგ.
    მინდა მივმართო ივანიშვილს: მომისმინე კარგად შენ. ეს არჩევნები სანდრას აქვს მოგებული მე ვიცნობ საარჩევნო სიტუაციას კარგად და ხულოში, მთაწმინდაზე, მარნეულში, ზესტაფონში და ყველგან მთავრობას აქვს წაგებული.საკითხი დგას აქ ძალიან მრატივად: ან თქვენ აღიარებთ დამარცხებას და შეეგუებით იმას, რომ შენ არა გაქვს აბსოლუტური კონტროლი, საქართველოარ არის შენი დუქანი, ეს არ არის შენი პირადი საკუთრება,ან შეეგუებით რომ ნელნელა თანდთან ხელისუფლება გადადის წყნარად საქართველოს საზოგადოების, ხალხის ხელში, ან ჩვენ ყველა უნდა დავმობილიზირდეს. ეს აღარ არის შარშანდელი ნოემბერი. ჩვენ ამას აღარ გავატარებთ. მე, მიხეილ სააკაშვილი ამას აღარ გავატარებ. თუ ამ არჩევნებს ის ან გააყალბებს ან მოიპარავს, ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ საყოველთაო მობილიზაცია საქართველოს მაშტაბით, იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ საქართველოში არჩევნები გაუქმებულია. ამას არ შეეგუება სანდრა, ამას არ შევეგუები მე. ვიწყებთ ხალხის მობილიზაციას ყველგან, მშვიდობიან ქმედებას ყველგან, სანამ საქართველოში არ შეიცვლება ხელისუფლება და საქართველოში არ იქნება ნორმალური არჩევნები.
    მე ვარ ამ პროცესში ჩართული ბოლომდე.მე მაქვს საქართველოში აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა ახლა და მე არ ვაპირებ შევეგუო, რომ ავადმყოფმა ოლიგარქმა, ქურდბაცაცამ ეს არჩევნები ხელახლა ჯიბეში ჩაიდოს.
    მე, მიხეილ სააკაშვილი. თავიდან ბოლომდე ჩავერთვები ორგანიზაციაში მას შემდეგ,რაც თქვენ ამ არჩევნებს მოიპარავთ და დავაჩქარებ და მოვამზადებ ჩემს სწრაფ ჩართვას ადგილზე, საქართველოში ამ პროცესებში. ისე რომ თითსაც ვერ დამაკარებთ. მე უკან აღარ დავიხევ. არც დამიხევია აქამდე, მაგრამ ახლა უკვე გადმოვალ შეტევაზე. “– ამბობს სააკაშვილი