Category: არქივი

  • “მოლოდინი რომ აზერბაიჯანული მხარე გარეჯში გზის გაყვანას შეწყვეტდა არ გამართლდა“–დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

    “შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ მოლოდინები დავითგარეჯას მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური, დილიდან გრძელდება კლდოვანი საფარის ნგრევა, მძიმე ტექნიკა, გაყვანის ნაცვლად, დაამატეს.“– აცხადებს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
    ამ განცხადებამდე მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა სტატუსი:
    “გუშინ გაჩნდა მოლოდინი, რომ სამუშაოები შეწყდებოდა, დღევანდელი ინფორმაციით აზერბაიჯანის მხარემ გზის გაყვანის სამუშაოები არ შეწყვიტა. როგორც შემატყობინეს ტექნიკა დაამატეს და გრძელდება ნგრევა. ველოდები ინფორმაციის დაზუსტებას. გავავრცელებ, როგორც კი შემატყობინებენ.“
    გუშინ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებდა, რომ  აზერბაიჯანის მხარესთან გამართული დიალოგის შედეგად შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჩიჩხიტურის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოები შეწყვეტილია. ის ამბობდა: “უნდა ველოდოთ, რომ დილიდან აზერბაიჯანის მხარე გზის სამშენებლო ტექნიკას სრულად გაიყვანს ტერიტორიიდან.“  თუმცა დღეს გაირკვა, რომ ეს მოლოდინი არ გამართლდა.
  • “ჩავრთავ ხოლმე ტელევიზორს და მიხარია,რომ ამაში არ ვმონაწილეობ“–მარგველაშვილი პოლიტიკურ პროცესებზე

    “თანამედროვე მიმდინარე პოლიტიკას რომ ვაკვირდები, ჩავრთავ ხოლმე ტელევიზორს და მიხარია რომ ამაში არ ვმონაწილეობ რაც ახლა ხდება“.– განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.
    ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაქცია აქვს, როცა დღევანდელ პრეზიდენტს ფაქტიურად ორი სასახლე აქვს, მას კი სასახლის გამო მთელი ხელისუფლება დაუპირისპირდა, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს: “გინდ ორი იყოს, გინდ 22 , არც მაინტერესებს“.
    გიორგი მარგველაშვილი პოსტიდან წასვლის შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს მთლიანად ჩამოშორდა. ერთადერთი კომენტარი მთაწმინდის არჩევნების დღეს გააკეთა, როცა ხმის მისაცემად მივიდა და არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ერთფეროვანი ჭაობი უწოდა.
    ის დღეს ჯიპაში სტუდენტებს ლექციებს უკითხავს და პოლიტიკას მხოლოდ თერიულად, სტუდენტებთან განიხილავს, მათ შორის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მაგალითად სასამართლოსთან დაკავშირებულ ამბებს. მის სალექციო კურსს პოლიტიკა ჰქვია.
    ერთადერთი კომენტარი პოლიტიკური პროცესის შესახებ ასეთია:
    “დღეს ქართული ოცნებისთვის მთავარი კონკურენტი ნაციონალური მოძრაობა კი არა, ვიღაც მესამეა. და ნაციონალური მოძრაობისთვისაც მთავარი კონკურენტი ვიღაც მესამეა.ორივეს აქვს შესაძლებლობა, როგორც კი პატარა ნერგი გაჩნდება, გაანადგუროს ეს ნერგი.“– ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

  • აფეთქება საფრანგეთში – დაშავებულია 8 ადამიანი

    საფრანგეთის ქალაქ ლიონში აფეთქება მოხდა. ფრანგული ტელეარხის france24-ის ცნობით, დაშავდა 8 ადამიანი. 

    ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო სამსახური.დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ.  პოლიცია მოსახლეობას მიმდებარე ქუჩებზე არ უშვებს. 

    საფრანგეთში მომხდარს ტერორისტულ აქტს უკავშირებენ, თუმცა  ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

  • სპეცრაზმი და პოლიცია ახალქალაქში. დაკავებულია ოპოზიციის მზარდამჭერი

    კურიერის ინფორმაციით ამ წუთებში ახალქალაქში დაძაბული ვითარებაა – “ნაციონალური მოძრაობის” ახალქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარის, აშოტ რაისიანის ინფორმაციით, დაკავებულია ოპოზიციის მხარდამჭერი, კიმ კუნგოიანი. როგორც რაისიანი განმარტავს, სამართალდამცავებმა მას სავარაუდოდ, იარაღი ჩაუდეს.

    აშოტ რაისიანის განცხადებით დღეს დღის 02:00 საათზე ქალაქის ცენტრში, სპეცრაზმის 25-მდე წარმომადგენელმა ადგილობრივ პოლიციასთან ერთად დააკავა კუნგოიანი და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. დაკავებიდან დაახლოებით 3 საათში მის სახლში დაიწყო ჩხრეკა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. როგორც რაისიანი განმარტავს, ჩხრეკას მხოლოდ დაკავებულის დედა ესწრება და სახლში სხვას არავის არ უშვებენ. რაისიანის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ სამართალდამცავებმა დაკავებულს სახლში ჩხრეკისას იარაღი ან ნარკოტიკი ჩაუდონ.

    დაკავებული კუნგოიანის სახლთან იმყოფებიან მისი მეგობრები და ოჯახის წევრები. მათი თქმით, პოლიცია ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დაშინებასა და დაშანტაჟებას ცდილობს.

    პოლიციას კუნგოიანის დაკავების შესახებ განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, კუნგოიანის ახლობლები კი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტი აქციებს აანონსებენ.

    “რუსთავი 2”-თან საუბრისას, აშოტ რაისიანი იხსენებს, რომ კუნგოიანი დაახლოებით ნახევარი წლის წინაც დააკავეს და პირდაპირ უთხრეს, რომ მას 24 საათი ჰქონდა ქვეყნის დასატოვებლად, თუმცა მაშინ მისი გათავისუფლება მოხერხდა. რაისიანი კუნგოიანის შევიწროვებას, დაკავებულის პოლიტიკურ სიმპატიებს და ოპოზიციის მხარდაჭერას უკავშირებს.

  • დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამამ პოლიციის განყოფილება დატოვა

    დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამა საღამოს ცხრა საათისთვის პოლიციის განყოფილებიდან გამოვიდა. მიხეილ დვალიშვილი საკუთარი სახლიდან სოფელ აღაიანიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს.

    20 წლის ახალგაზრდა იმ საბედისწერო ღამის დეტალებზე პასუხობდა გამომძიებლების შეკითხვებს, როდესაც საკუთარი შვილი გარდაცვლილი იპოვა, თუმცა გამოძიება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმით არის დაინტერესებული, რომელიც ბავშვის დედასთან ქორწინებას ეხება.

    როგორც ცნობილია, ქორწინების დროს დვალიშვილის მეუღლე არასრულწლოვანი იყო. არ არის გამორიცხული მომავალში პოლიციამ ბავშვის მამა არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირში დაადანაშაულოს.

    „რა თქმა უნდა, ვითანამშრომლე გამომძიებელთან, დაზარალებულად ვიგრძენი თავი, ვითანამშრომლებ კიდევაც, რა თქმა უნდა. არანაირი არაფერი არ ყოფილა, არც დარღვევა ოჯახში, არც კონფლიქტი და არანაირი არაფერი, უბრალოდ, გვყავდა სტუმრები და ჩვეულებრივად იყო, ნორმალურ ოჯახს როგორც შეეფერება, მაგრამ საღამოს ისეთი ტრაგედია იყო, ისეთი რამ მოხდა, რომ დაგვღუპა სულ ყველა, თუ გადავიტანთ ამას, ჯერჯერობით, არც ვიცით,“ – ამბობს მიხეილ დვალიშვილი.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში 20:28 წთზე მიწისძვრა მოხდა.  ეპიცენტრი დმანისთან 13 კილომეტრში  ხოლო თბილისიდან 59 კილომეტში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო. 

    შეგახსენებთ რომ  ბოლო ორი კვირის განმავლობაში  საქართველოში უკვე მესამედ ფიქსირდება მიწისძვრა.

  • სასამართლომ გიორგი ჭელიძეს პატიმრობა შეუფარდა

    საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ საქართველოს “ეროვნული ერთობის”  წევრს, გიორგი ჭელიძეს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებასთვის 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.  სასჯელის ვადის ათვლა 2018 წლის 31 აგვისტოდან დაიწყება.

    გადაწყვეტილება დაასაბუთდა და აღინიშნა, რომ პირადი ჩხრეკისას ჭელიძის ბინიდან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები იქნა ამოღებული, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის დარღვევას გულისხმობს.

    “2019 წლის 24 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა საბრძოლომასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის ფაქტზე, ბრალდებულ გ.ჭ.-ს მიმართ. სასამართლომგანზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულ გ.ჭ-ს 3 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

    საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 23 ცალი ქარხნული წესითდამზადებული საბრძოლო მასალა, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისათვის, კარაბინისათვის, ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. აღნიშნულ ვაზნებს ბრალდებული საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

    დახურულ სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურდა გ.ჭ.-ს მიერ საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა, რომელიც თავის მხრივ მომეტებული საფრთხის შემცველი ქმედებაა”, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

  • 7 თვის ჩვილის მამა, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო დაკითხვაზე იმყოფება

    შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე ბავშვის მამა შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე იმყოფება. 

    ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

    დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, მოკლული ბავშვის მამის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

    20 წლის მიხეილ დვალიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.