მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 9 ივნისს გაიმართება

Written by

in

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 9 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა. ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტურის თარიღს ოფიციალურად 19 მაისის პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ გამოაცხადებს. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა“, – აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *