Category: არქივი

  • “გავა წლები და ვინც აქ ზიხართ და ხმა არ მიეცით წინ დაგხვდებათ“–პარლამენტმა მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

    თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება. კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა ჭირდებოდა, თუმცა  საკითხს კენჭისყრაზე 30 მომხრე და 3 მოწინააღმდეგე ჰყავდა. საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს ოპოზიციის მოთხოვნას კომისიის შექმნის შესახებ, კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან მწვავე განცხადებები მოჰყვა.
    „სამწუხაროა, რაც დღეს ამ დარბაზში მოხდა. მოკლული მამა ჩვენგან ითხოვდა პასუხს, რატომ მოუკლეს შვილი. თქვენ დღეს უარი თქვით, შეიტყოთ სიმართლე და გაიგოთ, რატომ მოკლეს მძინარე ადამიანი საკუთარ სახლში. ამ პასუხისმგებლობით მოგიწევთ საკუთარი საქმიანობის გაგრძელება“ – განუცხადა მმართველ გუნდს სალომე სამადაშვილმა. ნიკა მელიამ კი განაცხადა, რომ დღევანდელი დღის შემდეგ, უმრავლესობასთან ლაპარაკი უკვე შაურაცხმყოფელია.

    „პირობას გაძლევთ, გავა წლები და ვინც აქ ზიხართ და ხმა არ მიეცით, წინ დაგხვდებათ. მთელ ქვეყანას უნდა გაეგო, რატომ დაიხვრიტა ბავშვი საკუთარ ლოგინში. მაგრამ ეს არ გინდოდათ, იმიტომ რომ გეშინიათ. მარტო ხელფასს იღებთ ამ პარლამენტში, მარტო მანქანა გაინტერესებთ და მარტო რესტორნები“ – განუცხადა ნიკა მელიამ უმრავლესობას. თინა ბოკუჩავამ კი განაცხადა, რომ მმართველ უმრავლსეობაში 20 დეპუტატსაც არ აღმოაჩნდა გამბედაობა, ივანიშვილის ნების წინააღმდეგ მიეღო გადაწყვეტილება.

  • სააკაშვილს უკრაინაში დასაბრუნებლად პირადობის მოწმობა გადასცეს

    მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ ფეისბუქის გვერდზე დადო ვარშავაში, უკრაინის საელჩოში გადაღებული ფოტო. სააკაშვილი წერს, რომ მშვენიერმა კონსულმა ქალმა მას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გადასცა უკრაინაში დასაბრუნებლად. სააკაშვილი საელჩოდან პირდაპირ ვარშავის აეროპორტში გაემგზავრა.

  • ტვ იმედის მფლობელს ბრიტანეთის სასამართლომ 350 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

    ტელეკომპანია “იმედის” მფლობელს, ირაკლი რუხაძეს ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით 350 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.
    ტელეკომპანია რუსთავი2– ის ინფორმაციით, ბრიტანულმა სასამართლომ უარი თქვა ირაკლი რუხაძის ადვოკატების სარჩელზე, 2018 წლის ნოემბერში მოსამართლე სარა კოკერილის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ირაკლი რუხაძემ, ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა ორგანიზებული შეთქმულების მეშვეობით, კომპანია “სელფორდ კაპიტალს” მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა დააკარგვინეს.
    სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მოსამართლემ საკუთარ განაჩენში სწორად დაადგინა, რომ აპლიკანტებმა დაარღვიეს ფინანსური ინტერესების დაცვის ვალდებულება და აპლიკანტთა მიერ განხორციელებულ ქმედებებს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება, მისი ანალიზი და დასაბუთება არავითარ სამართლებრივ ნაკლოვანებას და ხარვეზს არ შეიცავს.
    პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, საქართველოს სახელისუფლებო მედიის მფლობელს, ირაკლი რუხაძეს საშუალოდ 350 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.
  • ოცნების ყოფილმა დეპუტატმა ფოთში ხომალდი “არგო“ ააგო და ვანში ჩაცურვას გეგმავს

    საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა, ომარ ნიშნიანიძემ ფოთში ხომლდი “არგო“ ააგო და აპირებს ამ ხომალდით ვანელობის დღესასწაულში სოფელ ჭყვიშთან მიცურდეს. ომარ ნიშნიანიძე თავის სტუდენტებთან ერთად გაცურავს. ისინი აქცია პერფორმანსს მოაწყობენ სახელწოდებით “თანამედროვე არგონავტები–ისტორიის გაცოცხლება.“ომარ ნიშნიანიძე ტიმ სევერინის მარშრუტის გამეორებას აპირებს.
    ხომალდი და მისი ეკიპაჟი ფოთს 31 მაისს დატოვებს, მდინარე რიონს გაუყვება და ვანში, მათი გათვლებით ვანში 2 ივნისს იქნებიან.
    ნიშნიანიძის ხომალდის ფოტოები მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. ხომალდის სიგრძე 14 მეტრია, სიგანე 9. მის მშენებლობას ორ თვეზე მეტი დაჭირდა.
    ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი საზოგადოებას არაერთი საინტერესო გამონათქვამით ახსოვს, მათ შორის ქუთაისში პორტის მშენებლობის იდეით.

  • ძალიან ცუდად ისმის, დაგვირიგეთ ყურსასმენები – მარშანია ჩუგოშვილს

    პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების თავმჯდმარეს თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომაროების შესახებ უსმენენ, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ ყურსასმენები მოითხოვა. მისი თმით, დარბაზის ჰარმონიული დაგეგმერება დარღვეულია.

    „ძალიან ცუდად ისმის, ეს არ არის მხოლოდ ხმაურის ბრალი, როდის დაადგება საშველი ამ გახმოვანებას? ამ დარბაზში გავატარე ცხოვრების ნახევარი – სამწუხაროდ, საუბედუროდ თუ საბედნიეროდ. ძალიან გთხოვთ, ქალბატონო სხდომის თავმჯდომარე, ყურსასმენები დაგვირიგეთ, წესიერად მოვუსმინოთ, მნიშვნელოვან საკითხს“ – განუცხადა თამარ ჩუგოშვილს ადა მარშანიამ, რაზეც პასუხი მიიღო, რომ ტენდერის საჭიროებიდან გამომდინარე, საშემოდგომო სესიიდან ეს პრობლემა მოგვარდება.
    „მანამდე ამ რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა. ყურსასმენები ვისაც ჭირდება იმისთვის, რომ ხმის პრობლემა არ ჰქონდეს, აპარატს ვთხოვ, მიაწოდოს“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

  • პროკურატურასთან ადვოკატმა თავის დაწვა სცადა

    ადვოკატმა ზურაბ ბეტრიშვილმა მთავარი პროკურატურის შენობასთან თავის დაწვა სცადა და ბენზინი გადაისხა, თუმცა გარშემომყოფებმა მას ამაში ხელი შეუშალეს. მიზეზი მისი განცხადებით პროკურატურის მიერ წარმოებული არასწორი გამოძიება გახდა. ადვოკატი თავხელიძის პირველ ნომერში ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ მერიამ ერთ–ერთ მეზობელზე კორპუსზე ზედა სართულების დაშენების ნებართვა გასცა, რასაც დანარჩენი მეზობლები აპროტესტებდნენ. ადვოკატი ამბობს, რომ 20017 წელს ეს მეზობელი თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მან პატრული გამოიძახა და საქმე აღიძრა. თუმცა ორი წლის მანძლზე გამოძიება უმოქმედო იყო. ცოტა ხნის წინ კი, როცა ის გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდა უთხრეს, რომ ეს იყო ჩხუბი და შერეული ბრალი, რის გამოც პასუხისგებაში მასაც მისცემდნენ, თუ საპროცესო გარიგებას და 500 ლარიან ჯარიმას არ დათანხმდებოდა. ადვოკატი ამბობს, რომ მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს.
    მთავარ პროკურასთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო და სახანძრო მანქანები.
  • როდის ამოქმედდება და რა ეღირება კოტე აფხაზის ქუჩასა და აბანოთუბანში ზონალურ-საათობრივი პარკირება

    დედაქალაქის მერის განცხადებით, პირველი აგვისტოდან ქალაქში ზონალური პარკირების წესი ამოქმედდება. კახა კალაძის თქმით, საათობრივი პარკირების გადასახადი პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ეს პროცესი ერთი თვით გადაიწევს. მიზეზი დედაქალქის მერის განცხადებით ავტობუსების პარკის განახლებაა. კალაძის თქმით, პირველ ივლისამდე ვერ ესწრება ავტობუსების სრულად ჩამოყვანა ამიტომ ზონალური პარკირების წესი ერთი თვით გადაიწევს.

    „დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა ზონალური საათობრივი პარკირების წესი, რომლის ინიციატორიც არის თბილისის მერია.ამ ინიციატივის უმთავრესი მიზანია ქალაქში გარემოს დაბინძურების და საცობების შემცირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდა.კონკრეტული ნაბიჯები არის გადადგმული. 90 ერთეული „მანის“ ავტობუსები შევიძინეთ და 40 ჩამოვა უახლოეს ერთ თვეში, თვენახევარში და მოემსახურება დედაქალაქის მცხოვრებლებს.სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებასთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ზონალური პარკირება. მისი ამოქმედება დაგეგმილი იყო პირველი ივლისიდან, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1-ელი ივლისის ნაცლად ზონალური პარკირება ამოქმედდეს 1-ელი აგვისტოდან,“-განაცხადა კახა კალაძემ.

    ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომლის საპილოტე არეალი კოტე აფხაზის ქუჩა და აბათონუბანი იქნება, 1 ლარიდან 3 ლარამდე ეღირება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

    “ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც გადახდის აპარატების მეშვეობით, ასევე მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, გადმოგვაქვს საუკეთესო მაგალითები, რომელიც განვითარებულმა დიდმა ქალაქებმა განახორციელეს. რეფორმა ეტაპობრივად ხორციელდება, ამიტომ საწყის ეტაპზე, საპილოტე პროექტი ორ ადგილზე ხორციელდება. მომავალში კი სხვა ადგილების მიმართაც ანალოგიური მიდგომა გვექნება”, – თქვა კახა კალაძემ.

  • ” დავით გარეჯის თემა საკეთილდღეოდ გადაწყდება” – აზერბაიჯანის ელჩი

    თბილისში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი, სასტუმრო “ბილტმორში” აღნიშნეს. აზერბაიჯანის ელჩმა დურსუნ ჰასანოვმა განაცხადა, რომ დავით გარეჯის თემა “საკეთილდღეოდ გადაწყდება”.  ამის შესახებ განცხადება ელჩმა  ღონისძიებაზე განაცხადა.

    „აზერბაიჯანი და საქართველო მეგობრები და ძმები არიან. ჩვენ ძმური და მეგობრული თანამშრომლობა დიდი ხანია არსებობს და მრავალი საუკუნე  გაგრძელდება. დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები მუშაობენ ასევე საგარეო საქმეთა უწყებებიც მუშაობენ და ძალიან ბევრი შეხვედრა იმართება მესაზღვრეებსა და დიპლომატებს შორის. ყველა საკითხი მოგვარდება. საქართველო და აზერბაიჯანი ძმები არიან და ეს თემა ორი ქვეყნის კეთილი ურთიერთობის სასარგებლოდ გადაწყდება. სადემარკაციო კომისია მუშაობას აგრძელებს და მას საშუალება უნდა მივცეთ, ყველა კითხვას გასცეს პასუხი. დარწმუნებული ვარ და თქვენც გარწმუნებთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება“- განაცხადა ელჩმა

  • “სააკაშვილი ყველა ნაბიჯზე იტყუება” – გია ვოლსკი

    პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის მისამართით განცხადება გააკეთა.

    „რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილს, ვფიქრობ, რომ ალტრუისტია, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად დაუპირისპირდა დასავლეთის ინტერესებს, როცა საქართველოს პრეზიდენტი იყო, მათ შორის 2008 წლის ომის წინა პერიოდში ყველანაირად იგნორირება მოახდინა ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციების და მე ვფიქრობ, ამასთან, არის ადამიანი, რომელიც ყველა ნაბიჯზე იტყუება ყველა საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უკრაინისთვის მისი ჩართვა გარკვეულ საქმიანობაში არ იქნება სწორი და იქნება დამაზიანებელი,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

    მიხეილ სააკაშვილი ახალი პოლიტიკური გეგმებით უკრაინაში ბრუნდება. ინაუგურაციის შემდეგ ვლადიმერ ზელენსკიმ ერთ-ერთი პირველი განკარგულებით პოროშენკოს ხელმოწერილი დოკუმენტი გააუქმა, რის საფუძველზეც ოდესის ყოფილ გუბერნატორს მოქალაქეობა აღუდგა.

  • ჭავჭავაძის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან შეიზღუდება

    თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან შეიზღუდება.

    ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას15 მილიონი ლარი დაიხარჯება. ქუჩაზე მოეწყობა ავტობუსების ზოლები, საფეხმავლო ბილიკები და სრულად შეიცვლება განათება.

    „ვიწყებთ ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას და დღეს საღამოდან უკვე კონკრეტულ ლოკაციაზე შეიზღუდება მოძრაობა, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე, ატენის ქუჩამდე შეიზღუდება მოძრაობა. გვინდა, რომ სრულად მოხდეს ქუჩის რეაბილიტაცია. გუშინდელმა წვიმამ და სეტყვამ გვაჩვენა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის სწორი, როდესაც ფუნდამენტურად ვახორციელებთ რეაბილიტაციას. მხოლოდ მოასფალტება არ შველის საქმეს და ეს არ არის გაკეთებული საქმე. გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, რომ მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქალაქში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაზე. ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს სანიაღვრე სისტემები ამ მიმართულებით ჭავჭავაძეზე გვაქვს მძიმე მდგომარეობა. საჭიროებს გადაუდებელ სამუშაოებს. იმის გამო, რომ სატრანსპორტო კოლაფსი არ გამოვიწვიოთ ქალაქში, მთლიანად ჭავჭავაძეს ვერ გადავკეტავდით, მოხდება ლოკაციების შერჩევა და ადგილების გადაკეტვა. პირველი ეტაპი ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე გვაქვს. ჩამოყვანილი გყავს უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც დააკვირდებიან პროცესს“, – განაცხადა კახა კალაძემ.