Category: არქივი

  • სტუდენტის სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ლექტორი დაკითხვაზეა

    19 წლის გოგოს სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. ომარ მახარაძეს ბათუმის მეექვსე განყოფილებაში კითხავენ. საგამოძიებო უწყება მას გუშინ ელოდებოდა, თუმცა იგი პოლიციის სამმართველოში გუშინ არ გამოცხადდა.
    შეგახსენებთ, რომ მახარაძე სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა საკუთარ სტუდენტს, რომელმაც ის ამხილა, ამის შემდეგ კი იგივე ფაქტებზე სხვა სტუდენტებიც ალაპარაკდნენ.
    ომარ მახარაძე უნივერსიტეტის პარალელურად ომარ მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ წევრი იყო.
  • შეჩერდება თუ არა ანაკლიის პორტის პროექტი.ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მწვავე განცხადება

    ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მწვავე შეფასებას აძლევს გავრცელებულ ინფორმაცის საქართველოს მთავრობის მიერ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემას.
    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება
    დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შევიტყვეთ ამა წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში “ ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. (ნებართვა გაცემულია „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ)
    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა.
    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება.“
  • ბერა ივანიშვილის და ნანუკას გუდავაძის შვილის სქესი ცნობილია

    ერთი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მშობლები გახდებიან. დღეს ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელ “ინსტაგრამზე” ვიდეო გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ რომ წყვილს მალე ბიჭი შეეძინება. 

  • “რუსეთი ბირთვულ ცდებს ატარებს”- აშშ

    “thedailybeast”-ი ამერიკის შეერთებული შტატების  სამხედრო დაზვერვა ვარაუდებს აქვეყნებს, რომელიც გულისხმობს იმას რომ რუსეთი სავარაუდოდ ფარულად ატარებს  ბირთვულ ცდებს.  დაბალი სიმძლავრის ბირთვული ცდების მიზანი სავარაუდოდ ბირთვული არსენალის განახლებაა. 

    როვერტ ეშლი, აშშ-ს დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ  რუსეთი  ბირთვული იარაღის საყოველთაო აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებას არღვევს

    აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური წევრები ადასტურებენ, რომ ანალოგიური მონაცემები სხვა სადაზვერვო და ანალიტიკურ უწყებებსაც მოეპოვებათ.

    რუსმა გენერალმა, ვლადიმირ შამანოვმა განაცხადა, რომ დღეს არსებული ტექნიკის გათვალისწინებით, ბირთვული იარაღის ცდების მალულად ჩატარება შეუძლებელია. შესაბამისად რუსეთი უარყოფს რომ ისინი ბირთვულ ცდებს ატარებენ.

  • სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის ზღვარზეა. გარეჯა შესაძლოა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს

    დავით გარეჯის კრიზისი შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. ოპოზიცია და კონსტიტუციონალისტები მიიჩნევენ, რომ ბაქოში ილჰამ ალიევთან საზღვრის დელიმიტაციაზე მოლაპარაკებების გამართვა შესაძლოა, კონსტიტუციის დარღვევად ჩაითვალოს, რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველს იძლევა. კონსტიტუციის 52-ე მუხლის მიხედვით, პრეზიდენტი ვალდებულია, საგარეო საკითხებზე მოლაპარაკებები მხოლოდ მთავრობის თანხმობით აწარმოოს.

    სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საკითხებზე მოლაპარაკებები თვითნებურად აწარმოა თუ შეათანხმა მთავრობასთან, დანამდვილებით არ იციან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც. ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ, რომ საკითხი პარლამენტმა შეისწავლოს.

    ერთადერთი კანონმდებელი „ქართული ოცნებიდან“, ვინც ღიად აცხადებს, რომ ბაქოში ვიზიტის დროს საკითხები, რაზეც ზურაბიშვილი ილაპარაკა, მთავრობასთან შეთანხმებული იყო, გია ვოლსკია.

    დამოუკიდებლობის დღეს კი თავად საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გარეჯის საკითხზე საუბარი მეზობელ ქვეყანასთან მან წამოიწყო.

    პრეზიდენტის იმპიჩმენტის დასაწყებად პარლამენტის 50 დეპუტატის მოთხოვნაა საჭირო, რის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ საკითხის შესწავლა უნდა დაიწყოს. თუ ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევა დადგინდება, მაშინ სასამართლო დასკვნას პარლამენტი გადაუგზავნის, საბოლოო პრეზიდენტის ბედს დეპუტატები წყვეტენ და მის გადასაყენებლად 100 ხმა არის საჭირო.

  • მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებამ “ქართულ ოცნებაში” ქაოსი გამოიწვია

    მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებამ “ქართულ ოცნებაში” ქაოსი გამოიწვია. მმართველ გუნდს ნერვებმა იმდენად უმტყუნა, რომ ხელისუფლება ლამის დიპლომატიურ სკანდალშიც გაეხვა. “ქართული ოცნების” წევრმა ნუკრი ქანთარიამ დღეს უკრაინის პრეზიდენტი ოკუპანტ ვლადიმერ პუტინთან გარიგებაში დაადანაშაულა.

    საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ შოკი არ უკვირთ. ენმ-ს წევრების თქმით, ზელენსკის გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის, რომ ყველა ოლიგარქი ერთ და იგივე უკანონო მეთოდით მოქმედებს სააკაშვილის წინააღმდეგ.

    „ოცნების მხრიდან დაბნეულ განცხადებები არ არსი გასაკვირი, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენამ დაადასტურა ის რასაც ჩვენ ვამბობდით ყოველთვის, რომ ოლიგარქები როგორც საქართველოში ისე უკრაინაში, ერთი და იგივე უკანონო მეთოდებით ებრძვიან ამ პოლიტიკოსს,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

    ნუკრი ქანთარიას და ქართული ოცნების სხვა წევრების რეაქცია პროგნოზირებადი აღმოჩნდა ნიკა მელიასთვის. ენმ-ს წევრი აცხადებს მას შემდეგ რაც „ოცნება“ დამარცხდება , მეორე დღესვე დაიწყება საქართველოს წინსვლა, რომლის სათავეშიც დგას მიხეილ სააკაშვილი.

    უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება „ევროპული საქართველო’ გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მეგობარმა ქვეყანამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან აშკარა იყო, რომ მის წინააღმდეგ უსამართლობას ჰქონდა ადგილი.

    მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ეხმაურება დავით ჭიჭინაძეც. ის ამბობს, რომ „ოცნების’ ხელისუფლებამ ე.წ. პიჯაკების საქმეზე უსუსური ბრალდება წაუყენა სააკაშვილს. მისვე თქმით ამ ბრალდებით მისი ექსტრადირების მოთხოვნა არის იუმორის შემცველი. დავით ჭიჭინაძე აცხადებს იმასაც, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არ აწყობას სააკაშვილის ექსტრადირება, რადგან ეს რომ ასე ყოფილიყო, ამას პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს მოითხოვდნენ.

  • ქართველი მოდელი “გუჩის” ჩვენებაზე გამოვიდა

    28 მაისს, რომში გუჩის 2020 წლის კრუიზ კოლექციის ჩვენება გაიმართა.ქართველი მოდელი ლიკა რიგვავა მოდის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდის “გუჩის” ჩვენებაზე პირველად გამოჩნდა.

    “Look Models Managment”-ის გოგონამ, ლიკა რიგვავამ ალესანდრო მიკელის მიერ შექმნილი ნამუშევარი წარმოადგინა. 

    “გუჩისთან” მანამდე  კიდევ ერთი ქართველი გოგონა, მარიშა მაისურაძე თანამშრომლობდა.

    იხილეთ “გუჩის” მთლიანი ჩვენება : 

    {{VIDEO}}

  • “ეს არის ერთი პატარა ბავშვის ზღაპარი “-მოზარდის წამებაში მხილებული პოლიციელის ადვოკატი

    ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანის ადვოკატი ყველა იმ პოლიციელის დასჯას ითხოვს, ვინც მისი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელებულ წამებაში მონაწილეობდა. ამ დროისთვის საქმეზე მხოლოდ ერთი პოლიციელი, კონსტანტინე ქოჩიშვილია ბრალდებული. ის გუშინ ამოცნობის პროცედურის დასრულებისთანავე დააკავეს. მოზარდი ამტკიცებს, რომ ქოჩიშვილი სწორედ ის სამართალდამცველია, ვინც ის სცემა და სკამიდან გადმოაგდო, რა დროსაც ხელი მოიტეხა. არასრულწლოვანმა ამოიცნო კიდევ ერთი პოლიციელი აკაკი უგრეხელიძე, რომელიც მისი მტკიცებით, გაუპატიურებით ემუქრებოდა. თუმცა ის დაკავებული არ არის, რადგან გამოძების ინფორმაციით, მის წინააღმდეგ მხოლოდ მოწმის ჩვენება საკმარისი არ არის.

    ფაქტის გახმაურების შემდეგ ბოლნისის პოლიციიდან აკაკი უგრეხელიძე გარდაბანში გადაიყვანეს.

    აკაკი უგრეხელიძე დღეს “კურიერის” კამერას დაემალა. გარდაბნის პოლიციაში ჟურნალისტს უთხრეს, რომ ის საქმეზე იყო გასული. მისი ადვოკატი ცოტნე ტყებუჩავა კი ამტკიცებს, რომ აკაკი უგრეხელიძე უდანაშაულოა და მოზარდი “ზღაპრებს ჰყვება”.

    „ძიება მიმდინარეობს. დასაკითხია უამრავი პოლიციელი, ხალხი და აქედან გამომდინარე მე არ მაქვს ჯერ ჯერობით მაგის უფლება, რომ რაიმე ამ წუთას მტკიცებულება წარმოგიდგინოთ თქვენ. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, გპირდებით წარმოგიდგენთ მტკიცებულებას და დაგისაბუთებთ, რომ ეს არის ზღაპარი. ერთი პატარა ბავშვის ზღაპარი. გადაიყვანეს იმიტომ რომ არის პროფესიონალი და საჭირო იყო მისი იქ დახმარება. რა თანამდებობაზეც აქ იყო, იმ თანამდებობაზეა იქაც,“-განაცხადა ცოტნე ტყებუჩავამ.

    კომენტარს არ აკეთებენ აკაკი უგრეხელიძის ოჯახის წევრებიც. ისინი მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ სამართალდამცველი ნამდვილად გარდაბნის პოლიციაში მუშაობს.

    შემთხვევა ბოლნისში 2 თვის წინ მოხდა. ქურდობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს მოზარდის მტკიცებით სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ. აწამეს და ხელი მოტეხეს. იყო გაუპატიურების მუქარაც.

    საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი გამომძიებელი, რომლის დაკავების შუამდგომლობით პროკურატურამ რუსთავის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სავარაუდოდ საუბარია გამომძიებელზე, რომელმაც გააყალბა მტკიცებულებები არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის საქმეში.

  • “მე იმ აეროპორტში დავბრუნდი, საიდანაც გამიშვეს” – სააკაშვილი უკრაინაშია

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევშია. ის ბორისპოლის აეროპორტში იმყოფება.სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ქვეყანაში დაბრუნდა იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს უკრაინის აღმშენებლობაში.მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის მოქალაქეობის დაბრუნებისთვის მადლობა გადაუხადა.

    „მე მინდა ყველას მივესალმო. რთულია გადმოვცე ემოცია, მავსებს ემოციები ამ ადამიანების დანახვის შემდეგ. მე იმ აეროპორტში დავბრუნდი, საიდანაც გამიშვეს.მე არ ჩამოვსულვარ აქ რომ ვინმეს სამაგიერო გადავუხადო. მე აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ ვაკეთო საქმე, მე ოდესაში შევძელი რაღაცეების გაკეთება, მაგრამ მე არ მომცეს ბოლომდე ჩემი გეგმების განხორციელების საშუალება. მე მინდა მონაწილეობა მივიღო ახალი უკრაინის მშენებლობაში, იმ რამდენიმე მილიონ უკრაინელთან ერთად რომლებიც იმყოფებიან აქ. ჩვენ არ გვაქვს დრო ვიცადოთ 50 წელი,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

  • დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ 3 კანონპროექტი პარლამენტის ცარიელ დარბაზში წარადგინა

    პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ დღეს პარლამენტის სხდომაზე არქიტექტურული სივრცის დაგეგმარების შესახებ კანონპროექტი ცარიელ დარბაზში წარადგინა. სხდომას მხოლოდ ორი დეპუტატი ესწრებოდა –  ოცნების ყოფილი წევრი, ბექა ნაცვლიშვილი და პატრიოტთა ალიანსის  წევრი გელა მიქაძე.