Category: არქივი

  • აშშ-ში სამშენებლო ამწე საცხოვრებელ შენობას დაეცა (ვიდეო)

    ამერიკის შეერთებულ შტატებში სამშენებლო ამწე მრავალსართულიან სახლს დაეცა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა დალასში მომხდარი ინციდენტისას. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

    სამშენებლო ამწე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს და მის ახლოს მდებარე ავტოსადგომს დაეცა. შედეგად შენობის ოთხი სართული და რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.

    ამწის ვარდნის მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

  • დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    “თელასის” ინფორმაციით, დღეს, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით რამდენიმე უბანს შეეზღუდება. 

    კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ზემო ვეძისის, მერი დავითაშვილის, ვაზისუბნის, ზოვრეთის, ლვოვის, ლუქსემბურგის, ოდესის, ონიაშვილის, ტაშკენტის, ყუშიტაშვილის, გამყრელიძის, ვოლოდარსკის, ლევანდოვსკის, ცხინვალის, აბაშიძის, ანდრონიკაშვილის, არდაზიანის, მგლობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ოდიშელიძის, იოსებ ბაქრაძის, ისაკაძის, მირზა გელოვანის, ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ქართველიშვილის, ამბროლაურის და ვაკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ონიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებელებს.

    ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჩხეიძის, სულაშვილის, ზოიძის, თვალჭრელიძის, შალვა მჭედლიშვილის, გამცემლიძის, კუმისის, ხეთაგუროვის, ახვლედიანის, ბარათაშვილის, ელენე ახვლედიანის, წინამღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ტოლსტოის, ნეკრასოვის და პლატონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, აგლაძის, ბაქრაძის და სამტრედიის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების, გლდანის მასივის III, III-ა, IV, V, VI, VII, VIII მიკრორაიონების, მუხიანის IV-ბ მიკრორაიონის, ხევისპირის, წყაროთუბნის, დავით ჯაბიძის, მწვანე, იაკობის, ხიზანიშვილის, პატარა ტბის, ხერგიანის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის ახალი გზატკეცილის და ასათიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აწყურის, კასპის და წინანდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • მარტვილში 16 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო

    მარტვილში, სოფელ ნალეფსაოში 16 წლის გოგონამ  სახლის ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი  მეათე კლასის მოსწავლეა. 

    უცნობია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.

    მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • თბილისში, ფოთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაინგრა

    თბილიში, ფოთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაინგრა.

    შემთხვევის შედეგად რამდენიმე ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ადგილობრივები მომხდარს ძლიერ წვიმას უკავშირებენ, თუმცა მათივე განცხადებით, ნგრევას სახლის ახლოს მიმდინარე კორპუსის მშენებლობამაც შეუწყო ხელი.

  • პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუსმენენ

    პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს მოუსმენენ. კობა გვენეტაძე  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიურ ანგარიშს წარადგენს. ანგარიშის გარდა დეპუტატები გვენეტაძეს შეკითხვებს დაუსვამენ, რომელიც ლარის კურსსაც შეეხება.

    კომიტეტის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

  • თბილისში ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

    თბილისში ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა მეტროსადგურ “სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

    დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.  მიმდინარეობს გამოძიება.

  • კახაძე–61.83%, შავგულიძე–38.17%.მთაწმინდაზე ხმების დათვლა დამთავრდა

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. დათვლილია 31–ივე უბნის მონაცემები, შედეგები კი ასეთია:

    ლადო კახაძე 61.83%, შალვა შავგულიძე 38.17%

    როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა ხმების 61,83% (10738 ხმა) “ქართული ოცნების” კანდიდატმა ლადო კახაძემ მიიღო, ხოლო 38.17% (6630ხმა) ბლოკ “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა შალვა შავგულიძემ.

    მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში 18 105-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩევლის 41.23 პროცენტია.

  • ინციდენტი პირდაპირ ეთერში-ზაზა სარალიძემ “კვირის აქცენტების” სტუდია გინებით დატოვა

    ზაზა სარალიძის ემოციური გამოსვლა “კვირის აქცენტებში” – ზაზა სარალიძემ ემოციები ვერ შეიკავა და სტუდიაში ფეხზე წამოდგა. შემდეგ კი სტუდია დატოვა. სარალიძემ თქვა, რომ ზოგიერთი ადამიანი ცდილობს მას მოღალატის იარლიყი მიაკეროს.

    “ვინც ჩემს წინააღმდეგ წავა და ჩემი შვილის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩემს უკან არ დგას ჩემი შვილი მარტო, ჩემს უკან დგას ჩემი ქალიშვილი, ჩემი მეუღლე რომელიც ატირებული მელოდება ეხლა, ჩემი შვილის ძმაკაცები, დრეს ჩემი შვილის ძამაკაცმა სული დალია, თქვენ აქ დამდგარხართ და ზაზა სარალიძე მოღალატეაო, თქვენი დედაც მოვ…ან ყველასი, ვინც ჩემზე იძახის მოღალატეაო…. ეს არ არის სამართლის დასასრული, ყველას დედას მოვ…ავ ვინც გზაზე გადამეღობება, მოსაკლავი იქნება მოვკლავ, თუ ესენი ჭეშმარიტებას არ მიიყვანენ მოვკლავ ყველას,”-აცხადებს ზაზა სარალიძე.

    ზაზა სარალიძე უარს ამბობს ჟურნალისტებთან კავშირზე და მოითხოვს რომ ყველამ თავი დაანებოს.

    “არც ერთი ჟურნალისტი არ დავინახო ჩემს გვერდით”-ამ ფრაზით დატოვა მან ინტერვიუ და გავიდა სტუდიიდან.

    იხილეთ გადაცემის ფრაგმენტი

  • “ხელისუფლებამ არჩევნები მიუღებელი მეთოდებით ჩაატარა“– შალვა შავგულიძემ დამარცხება აღიარა

    მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ საღამოს გამართულ ბრიფინგზე არჩევნების მეორე ტურში დამარცხება აღიარა და ხელისუფლების გამარჯვების ერთ–ერთ მიზეზად ამომრჩევლის დაბალი აქტივობა დაასახელა. გარდა ამისა, მისი თქმით ხელისუფლებამ არჩევნები ძალიან ცუდად, მიუღებელი მეთოდებით ჩაატარა:
    „მართალია „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატებისგან“ შემდგარი ჩვენი გუნდის ძალისხმევა, ასევე ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებდით ამ არჩევნების პერიოდში სხვა პოლიტიკური ძალების და საზოგადოების წარმომადგენლებისგან, დღეს არ გახდა საკმარისი წარმატების მისაღწევად, მაგრამ ჩვენ ამ სურათს შევცვლით და წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ ხვალ. სამწუხაროდ ამჯერად ჩვენ ვერ შევძელით როგორც ჩანს, მთაწმინდელი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის დარწმუნება იმაში, რომ იმ ხელისუფლების შესაცვლელად, რომელსაც აღარ ენდობი საკმარისი არ არის პასიური პროტესტი. ამისთვის საჭიროა არჩევნებზე მოსვლა და აქტიურად შენი პოზიციის დაფიქსირება. ამომრჩევლის დაბალი აქტივობის ფონზე, ხელისუფლებამ შეძლო და შეინარჩუნა პოზიციები.

    თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“ გავაგრძელებთ პარტნიორულ თანამშრომლობას. ჩვენ უფრო ინტენსიურს და მჭიდროს გავხდით ურთიერთობას ხალხთან, საზოგადოებასთან. გავაძლიერებთ კოორდინაციას დასავლური, დემოკრატიული ორიენტაციის სხვა პოლიტიკურ ძალებთან და მოვემზადებით მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის და არჩევნების გზით შევცვლით ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მის კეთილ მომავალს“, – განაცხადა შავგულიძემ.

  • “წარმოდგენაც კი გულს მირევს, რეებს დაატრიალებენ 2020-ში“–დავით ზურაბიშვილი მთაწმინდის არჩევნებზე

    რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურს აფასებს და არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველა ხერხი გამოიყენა არჩევნების მოსაგებად:
    “სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ რა საზიზღრობებსაც ამ შუალედურ არჩევნებზე ვუყურებ, ადრეც ყველაფერი ნანახი მაქვს, თან არაერთხელ და არაერთი ხელისუფლების დროს, ოღონდ ეს ამ ხელისუფლებისთვის შეღავათი კი არაა, არამედ ბრალის დამამძიმებელი გარემოება.
    ერთადერთი რაც ამათ გამოარჩევთ წინამორბედებისგან, არის ჭეშმარიტად განსაცვიფრებელი უნიჭობა და არაკვალიფიციურობა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ისე ცდილობენ ამომრჩეველზე ზეწოლის შენიღბვას, გინდა არ გინდა, ყველა ამჩნევს.
    და ეს ხდება ერთ მაჟორიტარულ ოლქში შუალედურ არჩევნებზე, რომლის შედეგად არც ხელისუფლება იცვლება და არც ძალთა ბალანსი პარლამენტში. .
    სამარცხვინო ამბავია რაც გვჭირს. იმის წარმოდგენაც კი გულს მირევს, რეებს დაატრიალებენ 2020-ში, მაგრამ რაცაა ესაა. ამ მოცემულობაში მოგვიწევს ბრძოლა, ამ მოცემულობაში უნდა დავამარცხოთ ესენი და ისე წავიყვანოთ საქმე ყველამ ერთად, რომ მსგავსი არჩევნები აღარასდროს განმეორდეს ამ ქვეყანაში.“–ამბობს დავით ზურაბიშვილი.