Category: არქივი

  • შსს-მ „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზე გამოძიება დაიწყო

    „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ მასალაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. 

    მომხდარზე გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. ინციდენტში მონაწილე მხარეები  პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

    ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია “ევროპულმა საქართველომ” გაავრცელა.ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მთაწმინდის  მე-17 უბანზე ამომრჩეველზე ზეწოლას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დავით იმნაძე ცდილობდა.

  • კრიმინალებთან ერთად ნუ ცდილობენ ამ არჩევნების ბედის გადაწყვეტას – ნადირაშვილი “ოცნებას” მიმართავს

    მე მინდა მოვუწოდო “ქართულ ოცნებას,” რომ კრიმინალებთან ერთად ნუ ცდილობენ ამ არჩევნების ბედის გადაწყვეტას – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა გააკეთა.

    ირმა ნადირაშვილმა პირდაპირ ეთერში მე-17 უბანზე გადაღებული ვიდეომასალა წარმოადგინა, სადაც ასახულია, როგორ გადაადგილდება დავით იმნაძე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე. მასალაში ჩანს, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი მას კითხვას უსვამს, საპასუხოდ, დავით იმნაძე უცენზურო სიტყვებით მიმართავს.

    „ტელემაყურებლებმა და ჟურნალისტებმაც ნახეთ, რომ “ქართული ოცნების” აქტივისტი, დავით იმნაძე პირდაპირ ცდილობდა რომ ზეგავლენა მოეხდინა ამომრჩევლის ნებაზე. იმის ნაცვლად, რომ ბატონი დავითი, ამ წუთებში იჯდეს პოლიციის შესაბამის განყოფილებაში და ახსნა-განმარტებებს იძლეოდეს რატომ მოიქცა კანონის საწინააღმდეგოდ, რატომ ცდილობდა, რომ ლადო კახაძის სასარგებლოდ გაეკეთებინებინა ამომრჩევლისთვის არჩევანი, ამის ნაცვლად მე მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო, რომელიც ჩვენმა წარმომადგენლებმა გადაიღეს მმე-17 უბანზე. ბატონი დავითი არც პოლიციის უბანშია, არც რამე საყვედური მიუღია, უბრალოდ გამოიცვალა თავისი მაისური, დაბრუნდა ისევ მე-17 უბანზე და მისი რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული გახდა,“ – ამბობს ირმა ნადირაშვილმა.

    ირმა ნადირაშვილის თქმით, საარჩევნო უბნებთან მძიმე ვითარებაა და ყველგან, კრიმინალური ელემენტები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან. მან ამომრჩევლებს მოუწოდა, მივიდეს საარჩევნო უბნებთან და ღირსეული კანდიდატის სასარგებლოდ ხმა დააფიქსიროს.

    „როდესაც ბატონი დავითი აქ დაბრუნდა და თავისი საქმიანობა გაგრძელებას ცდილობს, ეს აბსოლუტურად უკარგავს ფასს „ქართული ოცნების“ ოფისში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგს, სადაც ისინი გვეუბნებოდნენ და გვპირდებოდნენ, რომ აუცილებლად ყურადღებით მოეკიდებოდნენ მე-17 უბანზე მომხდარ ინციდენტს და შესაბამისად, ამ ფაქტის გამოძიება იქნებოდა დაწყებული. საერთოდ კლიმატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დღეს შექმნა საარჩევნო უბნებზე, არის ძალიან მძიმე. ყველგან კრიმინალური ელემენტები დგანან “ქართლი ოცნების” ხელისუფლების ოფიციალურად წარმომადგენლებთან ერთად,“ – აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

  • ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბეჩოში – მაშველები, ამ წუთებში, ადიდებული მდინარიდან, ავტომანქანის ამოტანას ცდილობენ

    ხიდიდან გადავარდნილი ავტომობილი – მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოში, ორი ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები, ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება. მაშველები ამ წუთებში, ადიდებული მდინარიდან, ავტომანქანის ამოტანას ცდილობენ. ახალგაზრდა მამაკაცებს კი ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.

    ისინი ხიდიდან ადიდებულ მდინარეში მანქანით 2 დღის წინ გადავარდნენ, ადგილზე სამაშველო ვერტმფრენებსაც ელოდებიან.

  • ლონდონში ლესბოსელი წყვილის ცემისთვის ხუთი პირი დააკავეს

    ლონდონში ლესბოსელი წყვილის ცემის გამო 5 ადამიანი დააკავეს. დაკავებულები მოზარდები არიან, მათი ასაკი 15-დან 18 წლამდეა.

    30 მაისს  ლონდონის ავტობუსში ლესბოსელ წყვილს სცემეს. ხუთი ბიჭი  ორ ქალს თავს დაესხა. გოგონების მტკიცებით,  თავდამსხმელებმა მათ შეურაცხყოფა მიაყენეს.  ისინი  ეუბნებოდნენ, რომ ერთმანეთისთვის ეკოცნათ. უარის შემდეგ  მათ სასტიკად  სცემეს.

    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. არჩევნებზე განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    საგარეო უწყების განცხადებით,  ე.წ. არჩევნები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

    „აღნიშნული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის, უკანონო ოკუპაციისა და საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში ტარდება იმ ფონზე, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილ მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება. ამავდროულად რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას, კონტროლს და ფაქტობრივი ანექსიის პროცესს, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული უგულებელყოფით.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

  • თამთა გოდუაძემ ათენის ლგბტ პრაიდზე იმღერა

    საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, თამთა გოდუაძემ ათენის პრაიდში მიიღო მონაწილეობა და სიმრერა შეასრულა. ათენის პრაიდის კონცერტი 8 ივნისს გაიმართა. თამთა გოდუაძემ ევროვიზიაზე წარდგენილი  სიმღერა Replay-ც შეასრულა. 

    ღონისძიება ათენის ცენტრში, სინდაღმას მოედანზე გაიმართა.

    ათენის პრაიდის ღონისძიებები 2005 წლიდან იმართება და მისი მიზანი ლგბტ თემის უმხარდაჭერას ემსახურება.

  • მთაწმინდაზე ხმის მისაცემად სამგორის ოლქის ამომრჩეველი მივიდა

    ცესკოს ინფორმაციით, მთაწმინდაზე ხმის მისაცემად მოქალაქეები  სხვა  უბნებიდან მიდიან.  მაგალითად, დაფიქსირდა შემთხვევა, როცა მთაწმინდის ერთ-ერთ უბანზე ხმის მისაცემად სამგორის ოლქის  ამომრჩეველი  გამოცხადდა. ცესკო მოქალაქეებს მოუწოდებს, ხმის მისაცემად მივიდნენ მხოლოდ ის უფლებამოსილი ამომრჩევლები, რომლებიც მეორე ტურის არჩევნებისთვის არიან რეგისტრირებულნი.

    “რამდენიმე საარჩევნო უბანზე, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია და მასში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიები, დაფიქსირდა ისეთი ამომრჩევლების მისვლა, რომლებიც არ არიან #1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ან იმ კონკრეტული უბნის ამომრჩევლები. მაგალითად, ერთი შემთხვევა იყო, როდესაც სამგორის ოლქის ამომრჩეველი იყო უბანზე. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ასეთ შემთხვევას ჩაინიშნავს და გადაამოწმებს. მივმართავთ მოქლაქეებს, ხმის მისაცემად მივიდნენ მხოლოდ ის უფლებამოსილი ამომრჩევლები, რომლებიც 9 ივნისის მეორე ტურის არჩევნებისთვის არიან რეგისტრირებულნი,”- განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

    დღეს,  მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური  იმართება.ერთმანეთს ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე უპირისპირდებიან. პირველ ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა, ლადო კახაძემ ხმების 41 %  მიიღო,თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს საერთო კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ — 36,83%.

  • 41 არის კახაძე, შენ რომ ეგ არ შემოხაზო, არ ვიცი რა – უბანზე ამომრჩეველს აიძულებენ ხმა “ოცნების” კანდიდატს მისცეს

    დარღვევები მთაწმინდის ოლქის #17 საარჩევნო უბანზე – “რუსთავი 2”-მა გაავრცელა ვიდეო სადაც ჩანს როგორ აიძულებენ საარჩევნო უბანთან მყოფი პირები მოქალაქეებს რომ #41 შემოხაზონ. ვიდეოში მკაფიოდ ისმის, რომ მამაკაცი საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს სთხოვს ხმა ლადო კახაძეს მისცეს.

    “41 არის კახაძე, შენ რომ ეგ არ შემოხაზო არ ვიცი რა”-მიმართავს ერთ -ერთ ამომრჩეველს უცნობი პირი. მას შემდეგ, რაც ვიდეოს ავტორი მას განმარტებებს სთხოვს, ის მომხდარს უარყოფს.

    შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის კენჭს “ოცნებიდან” ლადო კახაძე, ხოლო “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატებიდან” შალვა შავგულიძე იყრის.

  • სასწრაფო დახმარების მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა

    გვიან ღამით თბილისში  სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა. ინციდენტი ნაძალადევის რაიონში მოხდა. როგორც ცნობილია, მანქანა ერთ-ერთ ჩიხში დაგორდა და სახლის კედელს შეეჯახა.

    დაშავებულია სამი ადამიანი – მძღოლი და ორი ექიმი. მათგან ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის – სტაბილურად მძიმე. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელ სახლში არავინ იმყოფებოდა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა კი პაციენტის გარეშე ბრუნდებოდა გამოძახებიდან.

    წინასწარი მოკვლევით, ავტოსაგზაო შემთხვევა, მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო მოხდა.