Category: არქივი

  • “დადიოდა სისხლიანი დანით და იძახდა ორი კაცი მოვკალი მიშველეთო” – რას ყვებიან აგარაში მომხდარ მკვლელობაზე თვითმხილველები

    აგარაში მოკლულ 41 წლის მამაკაცს ექსპერტიზა ჩაუტარდა.41 წლის მამაკაცს 16 ჭრილობა მეზობელმა მიაყენა, რის შემდეგაც მან საკუთარი მეუღლე დაჭრა. მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. ცხედარი სახლში უკვე გადაასვენეს. 

    „არც იყო 11-ის ნახევარი, ახალი ამოსულები ვიყავით სახლში და მეზობელმა დაგვირეკა რომ ავთო ჰქვია ბიძაჩემს და დადისო სისხლიანი დანით და იძახისო, რომ ორი კაცი მოვკალიო. მერე ჩამოვიდა დედაჩემი დაბლა და რომ ავიდა სახლში გონზე იყო და იძახდა მიშველეთო. გონება აქვს დაკარგული ახლა. ძალიან მძიმედ არის,“-განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • რამდენი დაიძახეს ახალი სახე, ხან ღარიბაშვილი დააბრუნეს და ხან აგერ, მთლად ლადო კახაძე აირჩიეს – გია ხუხაშვილი

    “რამდენი დაიძახეს ახალი სახე, ხან ღარიბაშვილი დააბრუნეს და ხან აგერ, მთლად ლადო კახაძე აირჩიეს” – ეს განცხადება,  გია ხუხაშვილმა “რუსთავი 2-თან” “ქართულ ოცნებაში” დაანონსებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

    „ვოლსკი გაუშვა და კახაძე მოიყვანო, ამაში მე ლოგიკას ვერ ვხედავ. რამდენი დაიძახეს ახალი სახე, ხან ღარიბაშვილი დააბრუნეს და ხან აგერ, მთლად ლადო კახაძე აირჩიეს. ასე, რომ ეს არის მხოლოდ კეთილი სურვილები. მხოლოდ კეთილი სურვილებით ჯოჯოხეთში მიდიხარ. სულ ანგელოზები რომ მოიყვანონ და სულ გენიოსები, მაინც არაფერი არ ეშველება ამას, თუ სისტემური რეფორმირება არ დაიწყება. უნდა აღდგეს ინსტიტუციური წესრიგი, პირველ რიგში და ინსტიტუციური წესრიგის აღდგენა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერებას. კონსტიტუციის მიღმა ცხოვრობს ქვეყანა. კი ქაღალდზე გვიწერია კონსტიტუცია, კაბინეტებზე აწერია პრემიერ-მინისტრი, მინისტრი და ა.შ. მაგრამ ეს ხომ არ არის რეალობა.

    მთლად HR ჩამოაყალიბეს, ანუ მაია მიმინოშვილი, რომლის კვალიფიკაციას მე პატივს ვცემ, ჩემი კლასელია მაია და აიყვანეს HR-ად. პარტიის HR რა უბედურებაა, ერთი ამიხსენით. კობახიძეც უკვე, მგონი, ძველ გვარდიად თვლის თავის თავს და იმასაც კი გვიცხადებს, რომ ომამდე ტანკისტი და ყველაფერი თვითონ უნდათ დაიბრალონ ამათ, რომელიც მერე გამოიჩეკნენ საერთოდ. იქ თავების მარხვა დაიწყება, როგორც კი ვიღაც გამოჩნდება, სანამ გამოუწერენ პარტიის წიგნებს ვინმეს, მანამდე დამარხავენ“ – განაცხადა  ხუხაშვილმა.

  • გრძელვადიან პერიოდში ლარი უნდა იყოს სტაბილური -გვენეტაძე ეროვნული ბანკის გეგმაზე

    გრძელვადიან პერიოდში ლარი უნდა იყოს სტაბილური და ამავე დროს, ქვეყანას საკმარისი რეზერვი ჰქონდეს- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

    „უკვე აღვნიშნე და ადრეც აღმინიშნავს, რომ სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის რისკპრემიუმის შემცირებაში. ამიტომ მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს.

    რაც შეეხება პოლიტიკას, რომელსაც ეკონომიკური გუნდი ატარებს, ჩვენი ძირითადი მიზანი არის კურსის სტაბილურობა გრძელვადიან პერიოდში, მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია, იყოს რყევები. ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა უნდა ნახოს ბალანსი, რომლითაც მიზანი, გრძელვადიან პერიოდში ლარი იყოს სტაბილური და ამავე დროს, საკმარისი რეზერვი ჰქონდეს ქვეყანას, რათა პოტენციურ რისკებს გაუმკლავდეს, არის მნიშვნელოვანი. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს ეროვნული ბანკი“, – განაცხადა  გვენეტაძემ.

    გვენეტაძემ 2018 წლის ანგარიშიც შეაფასა.

    ” 2018 წელს ინფლაცია მაჩვენებელის ქვემოთ შენარჩუნდა. გაუმჯობესდა საგარეო მაჩვენებლები. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა. განსაკუთრებული წელი იყო რეზერვების დაგროვების თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვანია, რადგანაც ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები არ არის ადეკვატური იმ მოთხოვნებთან, რა ზომაც აქვს საქართველოს ეკონომიკას. წელს დაიწყო ფაქტიურად აქტიური ფაზა არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობის, რომელმაც ამ მიმართულებაში წესრიგი უნდა დაამყაროს და შეამციროს მოწყვლადობა. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო იმ საკითხების გამკლავება, რომელიც დიდი ხნის წინათ იყო დაგროვილი. ეს ეხება სამომხმარებლო სესხების ზრდას”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

  • როსტო პატიმრობიდან გაათავისუფლეს

    ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე როსტო პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა. 

    ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი და ლაშა კურ­ტა­ნი­ძე 2016 წლის 5 მა­ისს და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ 42.9524 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა MDMA აღ­მო­აჩ­ნდათ. საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით აღიძ­რა, რაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, მისი ანა­ლო­გის, პრე­კურ­სო­რის ან ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბას, წარ­მო­ე­ბას, შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, გა­და­ზიდ­ვას, გა­დაგ­ზავ­ნას ან გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს.

    ლე­ვან როს­ტოშ­ვილს 8 წელი, ლაშა კურ­ტა­ნი­ძეს ჰქონდათ მისჯილი. 2017 წელს კი  საპროცესო შეთანხმება გააფორმა ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილთან და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან, რის შედეგადაც მათ სასჯელები შეუმცირდათ. კერძოდ, ლაშა კურტანიძეს ერთ წლამდე შეუმცირდა, ხოლო ლევან როსტოშვილს სამ წლამდე. ორივე მათგანს 40 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

  • ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას მხარი დაუჭირა

    პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის და ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, ლონდა თოლორაიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

    ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურების განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში მიმდინარეობდა. 

    თოლორაიას მხარი რვა დეპუტატმა დაუჭირა, ვალერი ლომუაშვილმა კი საჭირო ხმები ვერ მიიღო.

    სახელმწიფო ინსპექტორს, თამარ ქალდანს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 1-ელ ივლისს ეწურება.

    „ვფიქრობ, რომ ამ პოზიციისათვის შესაფერისი კანდიდატი გახლავართ. მე მართლმსაჯულების სისტემაში, ასევე სამართალდამცავი ორგანოების სისტემასა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება მაქვს და ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსპექტორის პოზიციისათვის, რომლის წინაშეც სწორედ ახალი ფუნქციები დადგა დღის წესრიგში,“ – განაცხადა თოლორაიამ.

  • მომდევნო დღეებში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

    მომდევნო დღეები საქართველოს  ზოგიერთ რაიონში  წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-11 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

    ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +32, +37, სანაპირო რაიონებში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.

    მათივე ინფორმაციით, 12-13 ივნისს, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ასევე სეტყვა. ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი იქნება.

    თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

  • “პროკურორებმა ან სიმართლე ილაპარაკონ ანდა 12 ჭრილობა მარტო დათოს სხეულზე არ იქნება”-ზაზა სარალიძის მიმართვა

    “პროკურორებმა ან სიმართლე ილაპარაკონ ანდა 12 ჭრილობა მარტო დათოს სხეულზე არ იქნება”- ხორავას ქუჩაზე  მომკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე გუშინდელი მძიმე ეთერის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს.

    “ეს ბოლოა და კარგად წაიკითხეთ ვისაც გეხებათ.ზაზა სარალიძის შვილის ნაირი სადისტურად დაჩეხილი შვილები არ მოგაკლოთ ოჯახებში და სანათესაოში ვინც ჩემ შვილს და ოჯახს ლანძღავთ.

    გმირობის ფასი და განმარტებაც არ იცით თქვე ოჯახ@@

    გმირი მაშინ ვიქნებოდი როცა შვილებს და მის მომავალს ადამიანებად ჩამოყალიბებულს შევხედავდი და ქვეყნისთვის გამოსადეგარ მომავალს შევქმნიდი.

    ჩემი გმირობა და მოღვაწეობა 2017 წლის 1 დეკემბერს დასრულდა”-წერს ზაზა სარალიძე.

  • “ბიზანტია ამიტომ დაინგრა”- სასულიერო პირები ლგბტქ პრაიდს ეწინააღმდეგებიან

    “ბიზანტია ამიტომ დაინგრა, რუსეთში რევოლუცია ღმერთმა ამის გამო დაუშვა და წარმოიდგინეთ, რა მოუვა საქართველოს?!”- განაცხადა დეკანოზმა, მედიაცენტრ “მთავარში”  ლგბტქ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

    სასულიერო პირები პრაიდის ჩატარებას ეწინააღდეგებიან და მიიჩნევენ, რომ კვირეული არ უნდა ჩატარდეს.

    „ეს ქმედება არის სასიკვდილო ცოდვა. ამ ქმედების გამო ნადგურდებიან პიროვნებები, ნადგურდებიან ოჯახები, ინგრევა სახელმწიფოები. წარღვნის მიზეზი ეს იყო. სოდომი და გომორი ამით დაიწყო.ამის გამო ინგრეოდა უდიდესი იმპერიები. ამის გამო დაინგრა რომის იმპერია. ბიზანტიის იმპერია ამიტომ დაინგრა, რუსეთში რევოლუცია ღმერთმა ამის გამო დაუშვა და წარმოიდგინეთ, რა მოუვა საქართველოს?! ასეთ პატარა ქვეყანას. ეს იქნება დაღუპვის დასაწყისი. ღმერთი დაგვსჯის ამის გამო, ამიტომ ვართ ჩვენ შეწუხებულები. ჩვენ ახლა ნათლად ვხედავთ, ქვეყანა რა დღეშია. ფაქტობრივად, თავდაცვისუნარიანობა არ აქვს. ჯარი ჩვენ არ გვყავს. არაფერი ჩვენ არ გვაქვს. ერთადერთი ღმერთის იმედი გვაქვს და რაღაც ძალები ცდილობენ, რომ ღმერთთანაც დაგვაპირისპირონ“, – განაცხადა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ.

    “ეკლესია შეეწინაღმდეგება თუ არა ამას? რა თქმა უნდა, შეეწინააღმდეგება. რა თქმა უნდა, ისე, როგორც ამას აკეთებდა ყოველთვის. რაც არის ჩვენი ძალა პირველ რიგში, ეს არის ქადაგება. თუ ეს ადამიანები დააპირებენ აღლუმის ჩატარებას, ჩვენ დავდგებით. თუ გამოიყვანენ ძალას ჩვენ წინააღმდეგ და გაგვწევენ, დაგვარბევენ, გაიარონ,“- დეკანოზი დავით ნოზაძე.

    სასულიერო პირების განცხადებით, ისინი აპირებენ მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ პროტესტი, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებენ,  ნაცვლად იმისა რომ ჩატარებაში დაეხმაროს, აკრძალოს მსგავსი ღონისძიებები.

    ლგბტქ პრაიდის კვირეული თბილისში 18 ივნისს დაიწყება და 1 კვირა გაგრძელდება. პრაიდის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიების გამართვაა დაგეგმილი.